მიიღეთ დამატებითი ინფორმაცია YouTube-ის გამოყენების შესახებ

არ აქვს მნიშვნელობა YouTube-ზე კონტენტს თქვენი გატაცებისთვის ქმნით თუ ბიზნესისთვის, ვიცით, რომ ამაში უამრავ დროსა და ენერგიას ხარჯავთ. მნიშვნელოვანია გესმოდეთ, თუ რამდენად ეფექტურია თქვენი კონტენტი და როგორ ხდება მისი აღმოჩენა. თქვენ, როგორც კონტენტის შემქნელები, ჩვენი საზოგადოების ცენტრი ხართ, შესაბამისად თქვენთან კომუნიკაცია და გამჭვირვალობა ჩვენი პრიორიტეტია. ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანია თქვენი წარმატება. ამიტომაც შევკრიბეთ შესანიშნავი რესურსები, რომლებიც განმარტავს შემდეგს:

თქვენი კონტენტი YouTube-ზე

YouTube ძიება

YouTube ძიების ფუნქცია პრიორიტეტს მიმართავს რამდენიმე მთავარი ელემენტისაკენ, რათა ძიების შედეგები იყოს საუკეთესო რელევანტურობის, ჩართულობისა და ხარისხის თვალსაზრისით. რელევანტურობის შესაფასებლად მრავალ ფაქტორს ვითვალისწინებთ, მათ შორის იმას, თუ რამდენად შეესაბამება სათაური, თეგები, აღწერა და ვიდეო კონტენტი მნახველის საძიებო ფრაზას. რელევანტურობის დასადგენ მნიშვნელოვან მეთოდს წარმოადგენს ჩართულობის სიგნალები. შესაბამისად, ჩვენ ვნერგავთ მომხმარებლებისგან მიღებული ჩართულობის სიგნალების აგრეგაციას. მაგალითად, შესაძლოა შევამოწმოთ კონკრეტული ვიდეოს ყურების დრო კონკრეტული მოთხოვნისათვის, იმის დასადგენად, მიიჩნევენ თუ არა სხვა მომხმარებლები ამ ვიდეოს მოთხოვნისთვის რელევანტურად. ხარისხის უზრუნველსაყოფად ჩვენი სისტემები შექმნილია იმ სიგნალების იდენტიფიცირებისთვის, რომლებიც დაგვეხმარება დავადგინოთ, თუ რომელი არხები წარმოაჩენს გამოცდილებას, ავტორიტეტულობასა და სანდოობას მოცემულ თემაზე. YouTube არ მიიღებს გადახდებს ორგანული ძიების შედეგებში უკეთესი განთავსებისთვის.

იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ სისტემებს მომხმარებლების ხარისხიან, მათთვის სასიამოვნო კონტენტთან დაკავშირებაში ისეთ სფეროებში, როგორიცაა მუსიკა და გართობა, ხშირად ვიყენებთ დამატებით ფაქტორებს, მაგალითად სიახლესა და პოპულარულობას. ისეთ სფეროებში კი, სადაც საკვანძო ფაქტორს სანდოობა წარმოადგენს, მაგალითად, ახალი ამბები, პოლიტიკა და სამედიცინო ან სამეცნიერო ინფორმაცია, ჩვენ ვზრუნავთ, რომ სისტემამ პრიორიტეტი მიანიჭოს მაღალი ხარისხისა და ავტორიტეტული კონტენტის შეთავაზებას სანდო წყაროებიდან.

ოფიციალური ბარათები ასევე უადვილებს მომხმარებლებს კონტენტის აღმოჩენას YouTube ძიებაში ოფიციალური მასალის წინა პლანზე წამოწევის გზით. აღნიშნული ბარათები მოიცავს ოფიციალურ ვიდეობსა და ტოპ არხების პოსტებს, როგორიცაა ტოპ YouTube კონტენტის შემქმნელების, ცნობილი ადამიანებისა და მუსიკოსების პოსტები. ვიდეოები და პოსტები ასევე მოიცავს სპორტულ გუნდებთან, ფილმებთან და სერიალებთან, მუსიკასა და განსაკუთრებულ ღონისძიებებთან დაკავშირებულ კონტენტს. აღნიშნული ბარათები ავტომატურად გენერირდება და შეუძლებელია მათი პერსონალიზება.

ჩვენი მიზანია ყველანაირი რესურსი მოგაწოდოთ ჩვენ მიერ მხედველობაში მიღებული ფაქტორების შესახებ, რომელთაც ვიყენებთ ჩვენი მომხმარებლებისთვის ძიების საუკეთესო შედეგების უზრუნველსაყოფად.

დამატებითი რესურსები

რეკომენდებული ვიდეოები

თავდაპირველი ნაბიჯი არის იმის გაცნობიერება, რომ ყველა ადამიანს ვიდეოს ყურების თავისებური ჩვევები აქვს. შემდეგ კი ჩვენი სისტემა ადარებს მომხმარებლის ვიდეოების ყურების ჩვევებს სხვა მსგავსი ჩვევების მქონე მომხმარებლებს. სისტემა ამ ინფორმაციას იყენებს მნახველისთვის სხვა ისეთი კონტენტის შესათავაზებლად, რომელიც შესაძლოა საინტერესო იყოს მისთვის.

ჩვენი რეკომენდაციების სისტემა უწყვეტად ვითარდება, ყოველ დღე სწავლობს ინფორმაციის 80 მილიონი ნაწილისგან, რომელსაც ჩვენ გამოძახების სიგნალებს ვუწოდებთ; ამათგან ძირითადებია:

  • ნახვების ისტორია: ჩვენი სისტემა იყენებს YouTube ვიდეოების ნახვების ისტორიას მნახველებისთვის უკეთესი რეკომენდაციების მისაწოდებლად, იმახსოვრებს სად შეწყვიტეს მათ ყურება და ასე შემდეგ.
  • ძიების ისტორია:  მომავალი რეკომენდაციებისათვის ჩვენი სისტემა იყენებს YouTube-ის მომხმარებელთა ძიების ისტორიას.
  • გამოწერილი არხები: მნახველთათვის პოტენციური საინტერესო ვიდეოების რეკომენდაციის მიზნით ჩვენი სისტემა იყენებს ინფორმაციას მომხმარებლის მიერ გამოწერილი YouTube არხების შესახებ.
  • მოწონებები: ჩვენი სისტემა იყენებს „მოწონებებს“ იმისათვის, რომ წინასწარ განსაზღვროს ალბათობა იმისა, თუ რამდენად დაინტერესდება მნახველი მსგავსი ვიდეოებით მომავალში.
  • დაწუნებები: ჩვენი სისტემა იყენებს მნახველის მიერ დაწუნებულ ვიდეოებს, რათა მომავალში თავი შეიკავოს მათი რეკომენდებისგან.
  • „არ ვარ დაინტერესებული“ გამოხმაურებები: ჩვენი სისტემა იყენებს ვიდეოებს, რომლებსაც მნახველი მონიშნავს, როგორც „არ ვარ დაინტერესებული“ რათა მომავალში თავი შეიკავოს მათი რეკომენდებისგან. 
  • „არ გაუწიოთ არხს რეკომენდაცია“ გამოხმაურებები: ჩვენი სისტემა იყენებს ვიდეოებს, რომლებსაც მნახველი მონიშნავს, როგორც „არ გაუწიოთ არხს რეკომენდაცია“, როგორც სიგნალს, რომ ამ არხის კონტენტი მნახველს არ მოეწონა.
  • კმაყოფილების კვლევები: ჩვენი სისტემა იყენებს მნახველების გამოკითხვის ფუნქციას, რათა სთხოვოს მათ შეაფასონ ვიდეოები, რომლებსაც უყურეს; ეს ეხმარება სისტემას გააანალიზოს არა მხოლოდ ყურების დრო, არამედ მნახველის კმაყოფილების დონეც.

YouTube-ის სხვადასხვა ფუნქცია რეკომენდაციის ზოგიერთ სიგნალს სხვებზე მეტად ეყრდნობა. მაგალითად, შემდეგი ვიდეოს შეთავაზების დროს იმ ვიდეოს ვიყენებთ, რომელსაც მნახველი კონკრეტულ მომენტში უყურებს. მთავარ გვერდზე ვიდეოების რეკომენდაციების უზრუნველსაყოფად დიდწილად ვეყრდნობით ნახვების ისტორიას. მნახველებს შეუძლიათ გამორთონ და გაასუფთაონ ნახვების ისტორია, თუ არ სურთ მთავარ გვერდზე რეკომენდაციების ნახვა. იმ ადამიანებისთვის, რომლებიც YouTube-ზე ნახვების ისტორიას გამორთავენ და შესაბამისად ნახვების ისტორია არ იქნება წარმოდგენილი, მთავარ გვერდზე გამოჩნდება ძიების ზოლი, ხოლო მარცხენა მხარეს კი სახელმძღვანელო მენიუ. 

დასაშვებობის ზღვარზე არსებული კონტენტისა და საზიანო მცდარი ინფორმაციის გავრცელების შემცირების გზები 

ჩვენი მიზანია ვიყოთ მაქსიმალურად გახსნილები, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა გვქონდეს ისეთი კონტენტი პლატფორმაზე, რომელიც ძალიან ახლოს არის ჩვენი წესების დარღვევასთან, თუმცა დასაშვებობის ხაზს არ კვეთს. ვფიქრობთ ძალიან მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლების დაცვა, თუმცა ვიდეოებზე ძალიან მაღალი სტანდარტები გვაქვს დაწესებული, რომელთაც YouTube-ის მთავარ გვერდზე რეკომენდაციებში ან ფუნქციაში „შემდეგი“ წარმოვაჩენთ. 

სწორედ ამიტომ დამატებით ზომებს ვიღებთ მნახველთათვის ავტორიტეტული ვიდეოების რეკომენდაციისას ისეთ თემებზე, როგორიცაა ახალი ამბები, პოლიტიკური, სამედიცინო და.სამეცნიერო ხასიათის ინფორმაცია.

ჩვენ ვეყრდნობით შემფასებლებს, რომელთაც გავლილი აქვთ ტრენინგი საჯაროდ ხელმისაწვდომი გაიდლაინების გამოყენებით; ეს ადამიანები აფასებენ თითოეულ არხზე და ვიდეოში არსებული ინფორმაციის ხარისხს. იმის განსასაზღვრად, არის თუ არა ვიდეო ავტორიტეტული, შემფასებლები ითვალისწინებენ ფაქტორებს, როგორიცაა სპიკერის ან არხის კომპეტენცია და რეპუტაცია, ვიდეოს მთავარი თემა და რამდენად ამართლებს კონტენტი მოლოდინს და აღწევს თუ არა მიზანს. რაც უფრო ავტორიტეტულია ვიდეო, მით მეტად ხდება მისი წინა პლანზე წამოწევა რეკომენდაციებში. ჩვენ შეუჩერებლად ვმუშაობთ ჩვენი სისტემების გაუმჯობესებაზე, რათა უკეთ შევძლოთ კონტენტის დამატება ავტორიტეტული წყაროებიდან, როგორიცაა მედია და სამედიცინო დაწესებულებები. 

დამატებითი რესურსები

თქვენი ურთიერთობა YouTube-თან

თქვენი კონტრაქტი YouTube-თან

სერვისის გამოყენება ექვემდებარება YouTube-ის მომსახურების პირობებს, ჩვენი საზოგადოების წესდებას და ჩვენი პლატფორმის წესებს.

გაითვალისწინეთ, რომ შემდეგი წესები ასევე იმოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ ჩართავთ გარკვეულ ფუნქციებს, როგორიცაა მონეტიზაცია, პირდაპირი სტრიმინგი ან Shopping. არ დაგავიწყდეთ, რომ თუ ახორციელებთ სერვისის რეკლამირებას თუ დასპონსორებული რეკლამების გაშვებას ან ათავსებთ ფასიან რეკლამას თქვენს კონტენტში, თქვენც გეკისრებათ ჩვენ მიერ რეკლამის გამავრცელებლებისთვის დადგენილი წესების დაცვის ვალდებულება. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ჩვენი ყველა წესის ნახვა დახმარების ცენტრში.

შეგიძლიათ მოიძიოთ YouTube Studio-ში მიღებული უახლესი ონლაინ კონტრაქტები.

YouTube-თან კომუნიკაცია

ჩვენს პარტნიორებთან კომუნიკაციისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესების უწყვეტი მიზნის ფარგლებში განვაგრძობთ თქვენთვის განახლებული ინფორმაციის მოწოდებას იმ ცვლილებების შესახებ, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს თქვენზე. არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტული პრობლემის წინაშე დგახართ, ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრაში გჭირდებათ დახმარება თუ გსურთ მიიღოთ ინფორმაცია YouTube-დან მაქსიმალური სარგებლის მიღების შესახებ, ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ. შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კონტენტის შემქმნელთა მხარდაჭერას ან თქვენს პარტნიორთა მენეჯერს. დამატებითი ინფორმაციის მიღება ჩვენი თქვენთან კომუნიკაციის მეთოდების შესახებ შეგიძლიათ აქ.

თანხის გამომუშავება YouTube-ზე

YouTube პარტნიორთა პროგრამა

ჩვენ ვაფართოებთ YouTube-ის პარტნიორთა პროგრამას (YPP), რათა მან მოიცვას მეტი კონტენტის შემქმნელი, რომლებსაც ექნებათ ფანებისგან დაფინანსებისა და Shopping ფუნქციებზე ადრეული წვდომა. გაფართოებული YouTube-ის პარტნიორთა პროგრამა ხელმისაწვდომია შესაბამისი უფლებამოსილების მქონე კონტენტის შემქმნელებისთვის ამ ქვეყნებში/რეგიონებში. აღნიშნული გაფართოება ჩაეშვება მომდევნო თვეში შესაბამისი უფლებამოსილების მქონე კონტენტის შემქმნელებისთვის ჩამოთვლილ ქვეყნებში: AE, AU, BR, EG, ID, KE, KY, LT, LU, LV, MK, MP, MT, MY, NG, NL, NO, NZ, PF, PG, PH, PT, QA, RO, RS, SE, SG, SI, SK, SN, TC, TH, TR, UG, VI, VN და ZA. იხილეთ ეს სტატია, თუ გსურთ მეტი შეიტყოთ YPP-ში შეტანილი ცვლილებების შესახებ.

თუ არ იმყოფებით ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან/რეგიონებიდან ერთ-ერთში, თქვენთვის YouTube-ის პარტნიორთა პროგრამა არ შეიცვლება. გაეცანით ამ სტატიას YPP-ს მიმოხილვის, საკვალიფიკაციო კრიტერიუმებისა და განაცხადის შეტანის ინსტრუქციების შესახებ.

შეამოწმეთ, აკმაყოფილებთ თუ არა გაფართოებულ YouTube-ის პარტნიორთა პროგრამაში მონაწილეობის საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს. თუ საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს ჯერ არ აკმაყოფილებთ, აირჩიეთ„შეტყობინების მიღება“ YouTube Studio-სგანყოფილებაში „გამომუშავება“. ელფოსტით შეგატყობინებთ გაფართოებული YPP პროგრამის ჩაშვებისა და თქვენ მიერ მასში მონაწილეობის საკვალიფიკაციო კრიტერიუმების დაკმაყოფილების შესახებ. 


თქვენ უფლებამოსილი ხართ ჩაერთოთ შემოსავლის რამდენიმე ნაკადში YouTube პარტნიორთა პროგრამის ფარგლებში, თუ ის ხელმისაწვდომია თქვენს ქვეყანაში/რეგიონში და თუ აკმაყოფილებთ კრიტერიუმებს. გარდა ამისა, თქვენ გაქვთ წვდომა კონტენტის შემქმნელთა მხარდაჭერასა და Copyright Match Tool-ზე. დამატებითი ინფორმაციის მიღება პროგრამის, მისი მუშაობისა და გამოყენების შესახებ იხილეთ აქ.

YouTube Music არხის მონეტიზაცია

არ აქვს მნიშვნელობა ლეიბლს წარმოადგენთ, გამომცემელს, გამავრცელებელს თუ დამოუკიდებელ მუსიკოსს, YouTube დაგეხმარებათ მეტი ფანების შეძენასა და დამატებითი შემოსავლის მიღებაში. დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია YouTube-ს დაგეხმაროთ თქვენი მუსიკით თანხის გამომუშავებაში რეკლამების, გამოწერებისა და შემოსავლის სხვა წყაროების დახმარებით, მიიღეთ აქ. შეიტყვეთ მეტი გაფართოებადი ხელსაწყოებისა და მუსიკის მიწოდების, ასევე YouTube-ზე ციფრული უფლებების მართვის შესახებ აქ.

ფანებისგან დაფინანსება 

სუპერ ჩეთი და სუპერ სტიკერები პირდაპირი სტრიმინგებისა და პრემიერების დროს კონტენტის შემქნელებისა და ფანების დაახლოების გზას წარმოადგენს. ფანებს შეუძლიათ შეიძინონ სუპერ ჩეთები, რათა მათი შეტყობინებები გამორჩეული იყოს პირდაპირი ჩეთის დროს ან სუპერ სტიკერები, რათა ანიმაციური სურათებით ისარგებლონ. თუ გაქვთ შესაბამისი უფლებამოსილება, მიიღეთ დამატებითი ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ ხდება სუპერ ჩეთისა და სუპერ სტიკერების გააქტიურება და ამ ფუნქციების მართვა.

Super Thanks მოდი მივცეთ კონტენტის შემქმნელებს საშუალება გამოიმუშაონ თანხა მნახველებისგან, რომელთაც სურთ მადლობის გადახდა მოკლე და ხანგრძლივი ვიდეოებისთვის. ფანებს შეუძლიათ ერთჯერადი ანიმაციის შეძენა და ფერადი, პერსონალიზებადი კომენტარის დატოვება ვიდეოს ან მოკლე ვიდეოს კომენტარების განყოფილებაში. თუ გაქვთ შესაბამისი უფლებამოსილება, გაიგეთ როგორ ჩართოთ და მართოთ Super Thanks ფუნქცია თქვენი არხისათვისl.

არხის გამოწერები საშუალებას აძლევს მნახველებს გამოიწერონ თქვენი არხი ყოველთვიური გადასახადის სანაცვლოდ და მიიღონ წვდომა მხოლოდ გამომწერებისთვის განკუთვნილ პრივილეგიებზე, მაგალითად, ბეიჯებზე, emoji-ებსა და სხვა ბენეფიტებზე. თუ გაქვთ შესაბამისი უფლებამოსილება, გაიგეთ როგორ ხდება გამოწერა და მისი მართვა თქვენი არხისათვის.

გაყიდვები YouTube-ზე

გარდა ამისა, არხის უფლებამოსილ მფლობელებს ვთავაზობთ საკუთარი პროდუქტებისა და ბრენდირებული მერჩანდაიზინგის წარდგენის შესაძლებლობას YouTube-ზე. „საყიდლები YouTube-ზე“ ფუნქციის გამოყენების დაწყება.

თუ ხართ მუსიკოსი YouTube-ზე, შესაძლოა გქონდეთ თქვენი მომავალი კონცერტების სიის წარდგენის უფლება YouTube-ზე. ვიდეოებში თქვენი ტურების თარიღებზე ბილეთების დამატების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.

თქვენი ეფექტურობა YouTube-ზე

YouTube არის Google-ის ნაწილი და იცავს Google-ის კონფიდენციალურობის დებულებებსა და პრინციპებს. ჩვენი სერვისების გამოყენების დროს, არ აქვს მნიშვნელობა მომხმარებელი ხართ თუ პარტნიორი, თქვენ გვანდობთ თქვენს ინფორმაციას. ჩვენ გვესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მონაცემები YouTube-ზე თქვენი წარმატების გასაზომად. ჩვენ უზრუნველვყოფთ მეთოდების შესაბამისობას ჩვენს კონფიდენციალურობის დებულებასთან, რათა დავიცვათ ჩვენი მომხმარებლებისა და პარტნიორების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება.

YouTube გთავაზობთ ინსტრუმენტების ნაკრებს, რომლებიც დაგეხმარებათ, შეაფასოთ თქვენი ეფექტიანობა, რათა მაქსიმუმი მიიღოთ თქვენი მონაცემებიდან. თქვენი ნებართვით YouTube არხსა და კონტენტის მფლობელებს წვდომას მივცემთ YouTube ანალიტიკის მონაცემებზე. შეიტყვეთ მეტი ანგარიშების ტიპების შესახებ, რომლებზე წვდომაც ექნებათ YouTube არხსა და კონტენტის მფლობელებს, აღნიშნული API-ების გამოყენებით. გარდა ამისა, გვაქვს ანალიტიკური ფუნქციები, YouTube ანალიტიკა და YouTube ანალიტიკა მუსიკოსებისთვის, რომელიც პირდაპირ პლატფორმაშია ჩაშენებული, რაც იძლევა ეფექტურობის მაჩვენებლებზე წვდომის საშუალებას, მაგალითად: 

გარდა ამისა, ჩვენ ვაქვეყნებთ არხისა და ვიდეოს ანალიტიკას, მაგალითად, გამომწერთა აგრეგირებულ რაოდენობას და ნახვებს, რაც საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება თქვენი არხის გვერდზე, ვიდეოს ყურების გვერდზე, YouTube-ის პოპულარულ საიტებზე, მუსიკოსებისთვის განკუთვნილ YouTube ანალიტიკაში, მუსიკის რეიტინგებსა და ანალიზებში, ასევე API სერვისებში. გარდა ამისა, შესაძლოა გავაზიაროთ აგრეგირებული, ანონიმიზებული არხი და ვიდეო მონაცემებები სარეკლამო სააგენტოებთან, გაყიდვების პარტნიორებთან და უფლების მფლობელებთან, Google-ის კონფიდენციალურობის დებულების შესაბამისად. მაგალითისთვის, ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ფიტნეს-ვიდეოების რაოდენობა წინა წლის განმავლობაში გარკვეულ ქვეყანაში ან რეგიონში გაორმაგდა.

შესაძლოა ასევე გაზიარდეს კონკრეტული ტიპის მონაცემები, თუ გადაწყვეტთ YouTube-ის კონკრეტული ფუნქციის გამოყენებას. მაგალითად, თუ თქვენი მერჩანდაიზინგით საცალო მოვაჭრესა და თქვენს YouTube არხს დააკავშირებთ, გაყიდვებსა და ვიზიტებთან დაკავშირებული ანალიტიკური მონაცემები გაზიარდება Google-სა და მოვაჭრეს შორის. ყოველთვის შეგატყობინებთ, თუ რა სახით შეიძლება გაზიარდეს თქვენი მონაცემები თქვენი პროგრამის პირობებთან ერთად.

YouTube-ზე არსებულ გარკვეულ გუნდებს, მაგალითად, YouTube-ის ნდობისა და უსაფრთხოების ფუნქციაში ჩართულ გუნდებს შესაძლოა მიენიჭოთ წვდომა არხზე და ვიდეოს ანალიტიკაზე, რომელიც განსხვავებული ან უფრო დეტალურია, ვიდრე ისინი, რომლებიც ხელმისაწვდომი გახდა YouTube ანალიტიკის პლატფორმის ან API-ს გზით. მაგალითად, YouTube-ის სპამისა და უსაფრთხოების დარღვევის ამომცნობმა სისტემებმა შესაძლოა დეტალურად მიმოიხილოს საიტის ტრაფიკი და ანალიტიკა უჩვეულო ქმედებების ამოსაცნობად და ისეთი ადამიანების აღმოსაჩენად, რომლებიც ცდილობენ ნახვების ან გამომწერთა რაოდენობის ხელოვნურად გაზრდას, რაც არღვევს YouTube-ის მომსახურების წესებს.

ჩვენ გამუდმებით ვმუშაობთ ახალ მეთოდებზე, რათა მივაწოდოთ ზუსტი და ქმედითი ანალიზი კომპანიებსა და რეკლამის განმთავსებლებს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა მნახველთა ყურადღება სხვადასხვა პლატფორმასა თუ მოწყობილობას შორის ინაცვლებს. ჩვენ უზრუნველვყოფთ ამ მეთოდების შესაბამისობას ჩვენს კონფიდენციალურობის დებულებასთან, რათა დავიცვათ მომხმარებლების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება. იმის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, თუ როგორ ვინარჩუნებთ ამ მონაცემებს თქვენ მიერ ჩვენი სერვისების გამოყენების შეწყვეტის შემთხვევაში, გაეცანით ჩვენს შენარჩუნების პოლიტიკას.

თქვენი მონაცემებიდან მაქსიმალური შედეგის მისაღებად რეკომენდაციებისთვის დაუკავშირდით შემქმნელთა მხარდაჭერას. ჩვენ ყოველთვის სიამოვნებით მივიღებთ უკუკავშირს თქვენთვის ყველაზე ძვირფასი ინსტრუმენტების შესახებ.

როგორ ვეხმარებით ახალ შემქმნელებს

ჩვენი მოწოდების ფარგლებში ვეხმარებით კონტენტის ახალბედა შემქმნელებსა და მუსიკოსებს და რეგულარულად ვუშვებთ პროგრამებს მათი გაუმჯობესების ხელშესაწყობად. ეს შესაძლოა მოიცავდეს ჩვენს შესანიშნავ სტუდიაზე წვდომის მიცემას YouTube სივრცეებში და სატრენინგო ბანაკებში, როგორიცაა NextUp, ასევე ახალი კონტენტის შექმნის მხარდასაჭერად ადრეულ ეტაპზე დაფინანსების გაცემით. ამ მხარდაჭერის სანაცვლოდ ჩვენი კონტენტის შემქმნელები და მუსიკოსები პირობას დებენ შექმნან მხოლოდ YouTube-ისთვის განკუთვნილი კონტენტი მომხმარებელთა სიამოვნებისთვის.

დამატებითი რესურსები

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
2252046690610909860
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false