შემქმნელის განახლებები

გამოიყენეთ ეს სტატია იმისთვის, რომ მიიღოთ უახლესი ინფორმაცია შემქმნელების ბოლო განახლებების შესახებ. სხვა თემებთან დაკავშირებით გადახედეთ ამ სტატიებს:

ბოლო განახლებები

განახლებები ბოლო 2 კვირის განმავლობაში

YouTube Studio
  • შეცვლილი კონტენტის პარამეტრები: 2024 წლის 18 მარტიდან გლობალურად ყველას მოგეთხოვებათ კონტენტის ატვირთვისას გაამჟღავნოთ ინფორმაცია იმის შესახებ, არის თუ არა კონტენტი, რომელსაც ტვირთავთ, მნიშვნელოვნად შეცვლილი ან სინთეტიკურად გენერირებული. ეს ხელსაწყო ჯერ ხელმისაწვდომი იქნება YouTube Studio აპის კომპიუტერის ვერსიაში, შემდეგ კი მობილურ მოწყობილობებზეც. შეიტყვეთ მეტი.
  • სექცია „საზოგადოების პოპულარული ამოჭრილი კადრები“: თქვენი არხის მთავარ გვერდზე შეგიძლიათ განათავსოთ პოპულარული ამოჭრილი კადრები თქვენი ვიდეოებიდან. ეს ამოჭრილი კადრები შეიძლება იყოს თქვენი ან თქვენი საზოგადოების მიერ შექმნილი. მთავარ გვერდზე დამატების შემდეგ ამოჭრილი კადრები საჯაროდ ხელმისაწვდომია და ორგანიზებულია პოპულარობის მიხედვით და ატვირთვის დროის მიხედვით. შეიტყვეთ მეტი.
  • ატვირთვები Studio-ს მობილურ მოწყობილობაში: ახლა შეგიძლიათ ატვირთოთ და დააყენოთ მონეტიზაციის სტატუსი ვიდეოებისა და Short-ებისთვის პირდაპირ YouTube Studio-ში თქვენი მობილური მოწყობილობებიდან. შეიტყვეთ როგორ ატვირთოთ ვიდეოები და Short-ები YouTube Studio-ს გამოყენებით. 
YouTube ანალიტიკა
  • ვერტიკალური ტრანსლაციის ტრაფიკი: შეიტყვეთ, როგორ პოულობენ მომხმარებლები ვერტიკალურ ტრანსლაციებს, ტრაფიკის წყაროების მეშვეობით. გადადით ვერტიკალური პირდაპირი არხის ტრაფიკის წყაროს განყოფილებაში, სადაც ნახავთ თქვენ მიერ გამოქვეყნებული ვერტიკალური ტრანსლაციის დაკვრის ადგილს და გაეცნობით თქვენი მნახველების წყაროებს.
YouTube Shorts
  • Dream Track: Short-ებში Dream Track წარმოადგენს სიმღერის შექმნის ექსპერიმენტულ ინსტრუმენტს, რომელიც შემქმნელებს საშუალებას აძლევს მონაწილე შემსრულებლების ხმების გამოყენებით შექმნან უნიკალური 30-წამიანი საუნდტრეკი. ეს აერთიანებს Google DeepMind-ს და YouTube-ის ყველაზე ინოვაციური მკვლევარების და ჩვენი მუსიკალური ინდუსტრიის პარტნიორების გამოცდილებას, რათა Short-ების შემქმნელებს მიეცეთ ახალი შესაძლებლობები, დაუკავშირდნენ მუსიკოსებს და მათი ჩართულობით შექმნან ვიდეოები. ეს ფუნქცია ამჟამად ხელმისაწვდომია მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში შემქმნელთა შეზღუდული რაოდენობისთვის და გარკვეულ მობილურ მოწყობილობებზე. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ ექსპერიმენტიდან მიღებული გამოხმაურების გათვალისწინებას შევძლებთ პროდუქტის პოტენციურ მახასიათებლებში, რაც სარგებელს მოუტანს მუსიკოსებსა და შემქმნელებს. ფართო აუდიტორიას შეუძლია გამოიყენოს არსებული საუნდტრეკები და მისგან შექმნას რემიქსი Short-ებისთვის.

სხვა განახლებები

ყოველთვიური მიმოხილვა YouTube შემქმნელების არხიდან

YouTube შემქმნელთა ყოველთვიური გეგმიური შეხვედრა

 

წინა განახლებები

განახლებები ბოლო 6 თვის განმავლობაში

2023 წლის ნოემბერი

YouTube Music

YouTube ანალიტიკა

  • მეტრიკა კონტენტის ტიპის მიხედვით: კონტენტის ტიპის მიხედვით, შეგიძლიათ იხილოთ ახალი და დაბრუნებული მნახველის ანალიტიკა, რათა შეიტყოთ, რა ტიპის კონტენტი აინტერესებთ თქვენს არხზე. შეიტყვეთ მეტი.
YouTube Studio
  • სექცია „თქვენთვის“: თქვენი არხის მთავარი გვერდის ჩანართის სექცია „თქვენთვის“ საშუალებას გაძლევთ გააზიაროთ თქვენი არხის კონტენტის მიქსი, რომელიც პერსონალიზებულია ინდივიდუალური მნახველებისთვის. 2023 წლის 8 ნოემბრიდან შეგიძლიათ დაიწყოთ სექციის „თქვენთვის“ მომზადება თქვენს არხზე. თქვენი აუდიტორია ამას იხილავს 2023 წლის 20 ნოემბრიდან. შეიტყვეთ მეტი.
  • ახალი გადახდების ინფორმაცია Studio აპში: ჩვენ წარმოგიდგენთ ახალ ბეტა ვერსიას, რომელსაც გადახდების ინფორმაცია YouTube Studio-ს მობილური აპის გამომუშავების ჩანართში გადმოაქვს. უფლებამოსილ შემქმნელებს შეუძლიათ იხილონ თავიანთი პროგრესი მომდევნო გადახდასთან მიმართებით და ნახონ თავიანთი გადახდების ისტორია. შეიტყვეთ მეტი ბეტა ვერსიის შესახებ ჩვენი ფორუმის პოსტიდან.
  • გამარტივებული YouTube არხის მთავარი გვერდის ჩანართი განახლებული YouTube არხის მთავარი გვერდის ჩანართი მალავს ცარიელ ჩანართებს და ამოშლის ჩანართებს „ჩვენს შესახებ“ და „არხები“ მომხმარებლის გამარტივებული გამოცდილებისთვის. ინფორმაცია, რომელიც ადრე ხელმისაწვდომი იყო ამ ჩანართებზე, ხელმისაწვდომია თქვენი არხის სხვა ადგილებში. შეგიძლიათ იპოვოთ თქვენი არხის აღწერა არხის ზედა კოლონტიტულში და ნებისმიერი პოპულარული არხი მთავარი გვერდის ჩანართში.
  • აჩვენეთ ბმულები თქვენს არხზე: შემქმნელის ბმულები არხის მთავარი გვერდის ჩანართზე ახლა თვალსაჩინოდ არის წარმოჩენილი არხის პროფილის ზედა კოლონტიტულზე გამოწერის ღილაკთან ახლოს. შემქმნელები ვეღარ აჩვენებენ ბმულებს ბანერში.
  • გაეცანით თქვენი „შემსრულებლის მიმოხილვას“: გამოიყენეთ „შემსრულებლის მიმოხილვა“ წლის განმავლობაში მიღწეული ახალი ეტაპების აღსანიშნავად და შეიტყვეთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორია გულშემატკივრების ჩართულობა YouTube-ზე თქვენს მუსიკასთან მიმართებაში. შემდეგ, გააზიარეთ თქვენი მიღწევები სოციალურ მედიაში კლიენტის მონაცემთა ბარათების გამოყენებით. შეიტყვეთ მეტი თქვენი შემსრულებლის მიმოხილვის შესახებ.

2023 წლის ოქტომბერი

მონეტიზაცია

  • შეძენა Google-ით YouTube-ისთვის უქმდება: 2023 წლის 26 ოქტომბრიდან შეკვეთის გაფორმების აპსშიდა ფუნქცია — შეძენა Google-ით YouTube-ისთვის მიუწვდომელი იქნება აშშ-ში. ნებისმიერი შეკვეთა, რომელიც გაფორმდა 2023 წლის 25 ოქტომბერს ან მანამდე, მაინც შესრულდება. უახლოეს მომავალში უპირატესობას მივანიჭებთ ლოკალურ ანგარიშსწორებას ჩვენი საცალო მოვაჭრეებისთვის, შემქმნელებისა და მნახველებისთვის.

2023 წლის სექტემბერი

YouTube Studio
  • ამოჭრილი კადრები YouTube Studio-ში: შემქმნელებს ახლა უკვე შეუძლიათ ამოჭრილი კადრების ნახვა, მართვა და გაზიარება YouTube Studio-ში. შეიტყვეთ მეტი.

2023 წლის აგვისტო

სხვა განახლებები

  • ბმულთან დაკავშირებული ცვლილებები YouTube-ზე: სპამისა და თაღლითობის შემთხვევათა რაოდენობის შემცირების მიზნით, YouTube Shorts-ის კომენტარებსა და Shorts-ის აღწერებში ბმულები დაწკაპუნებისას აღარ გაიხსნება. ცვლილება ძალაში შევა 2023 წლის 31 აგვისტოდან და ეტაპობრივად ამოქმედდება. 2023 წლის 10 აგვისტოდან ასევე უქმდება ბანერის ბმულების მხარდაჭერა. სანაცვლოდ, შემოგთავაზებთ თქვენი არხის გვერდზე მნიშვნელოვანი ბმულების განთავსების ახალ საშუალებას. არხის პროფილის ბმულების მომზადების დაწყება შეგიძლიათ 10 აგვისტოდან, ხოლო თქვენი აუდიტორია მათ 23 აგვისტოდან იხილავს. გაიგეთ მეტი ცვლილების შესახებ .
  • ახალი გაფართოებული ფუნქციები YouTube-ზე: 2023 წლის 17 აგვისტოდან შეგიძლიათ დაარედაქტიროთ თქვენი Short-ები და დაურთოთ თქვენი არხის ვიდეოს ბმული. ბმული ხილული იქნება Shorts-ის დამკვრელში, რომელიც მნახველებს Shorts-იდან თქვენს YouTube კონტენტზე გადმოამისამართებს. შეიტყვეთ მეტი.

2023 წლის ივლისი

YouTube Studio
  • არხის ნებართვების მოქმედების სფეროს გაფართოება: ნებართვების მქონე მომხმარებლებს თქვენს არხზე კონტენტის მართვა YouTube Studio-ს გარდა, უშუალოდ, YouTube-ზეც შეუძლიათ. მართვის ან რედაქტირების უფლების მქონე მომხმარებლებს, ახლა უკვე შეუძლიათ, შექმნან მოკლე ვიდეო, დაამატონ პოსტი, მართონ დასაკრავი სია, ან გააკეთონ კომენტარი ნებისმიერ YouTube ვიდეოზე ისევე, როგორც მფლობელს. შეიტყვეთ მეტი.

2023 წლის ივნისი

მონეტიზაცია
  • YouTube Shopping-ის აფილირებული პროგრამა ახლა უკვე ხელმისაწვდომია აშშ-ში ყველა შემქმნელისთვის: 2023 წლის 13 ივნისიდან, YouTube Shopping-ის აფილირებული პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია აშშ-ში ყველა შემქმნელისთვის, რომელიც აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს. ცნობისთვის: YouTube Shopping-ის აფილირებული პროგრამა საშუალებას აძლევს შემქმნელებს, თეგებით მონიშნონ მათ ვიდეოში გამოყენებული, პოპულარული ბრენდებისა და საცალო მოვაჭრეების პროდუქტები. შეიტყვეთ მეტი.
YouTube ანალიტიკა
ახალი ბარათი „სხვადასხვა ფორმატის მნახველები“ YouTube ანალიტიკაში: YouTube ანალიტიკის კონტენტის ჩანართში ახლა უკვე შეგიძლიათ, ნახოთ, თქვენი რამდენი დაბრუნებული მნახველი უყურებს ერთზე მეტ ფორმატს და რამდენად დიდია გადაფარვა. ეს ხელმისაწვდომია ვიდეოების, მოკლე ვიდეოებისა და პირდაპირი სტრიმინგის შემთხვევაში. შეიტყვეთ მეტი.
Shopping-ის აფილირებული პროგრამის ახალი მეტრიკა Studio-ში: შემოსავლის ჩანართში კომპიუტერზე ან მობილურ მოწყობილობაზე ახლა უკვე შეგიძლიათ იხილოთ Shopping-ის აფილირებული პროგრამის დამატებითი მონაცემები სექციის „ფილიალი“ ქვეშ. ეს ახალი მეტრიკა უზრუნველყოფს თქვენი შეფასებული შემოსავლის, საერთო გაყიდვების, შეკვეთების რაოდენობის და პროდუქტის საერთო ეფექტურობის ანალიზს. შეიტყვეთ მეტი.

2023 წლის მაისი

მონეტიზაცია
  • 25%-იანი ფასდაკლება თქვენი Spring მაღაზიის პროდუქციაზე: ჩვენ ვაფინანსებთ 25%-იან ფასდაკლებას ნებისმიერ პროდუქტზე თქვენი Spring მაღაზიიდან. ეს პრომოაქცია რიგის პრინციპზეა დაფუძნებული და ხელმისაწვდომია მხოლოდ შეზღუდული დროით. ამ პრომოაქციით სარგებლობის მიზნით, მიიღეთ თქვენი კოდი და დაიწყეთ თქვენი პროდუქტების თეგით მონიშვნა კონტენტში, რომ პრომოაქცია გაუზიაროთ ფანებს.

  • ბოლო ეკრანები სასაჩუქრე საქონლით გაქრება: YouTube-ზე გვსურს, რომ მაქსიმალურად გამოიყენოთ ფუნქციები, რომლებიც თქვენი პროდუქციის მიმართ ინტერესს ზრდის და ამ გზით განავითაროთ თქვენი ბიზნესი. შემქმნელებისა და მნახველებისთვის შეძენის პროცესის გაუმჯობესების მიზნით, ბოლო ეკრანებს აღარ ექნება მხარდაჭერა. თქვენი პროდუქტების მიმართ დაინტერესების გაზრდის მიზნით, შექმენით კონტენტი, რომელშიც ნაჩვენები იქნება მათი ფასეულობა და თეგებით მონიშნეთ თქვენი პროდუქტები, რომ აუდიტორიამ შეძლოს მათი შეძენა.

YouTube ანალიტიკა
  • შემოსავლის ახალი დაყოფა YouTube ანალიტიკაში: ახლა უკვე შეგიძლიათ გადახვიდეთ სექციის ჩანართში YouTube ანალიტიკაში და გადახედოთ ნაწილებად დაყოფილ თქვენს შემოსავალს შემდეგი მონაცემების მიხედვით: ყურების გვერდზე რეკლამა, Shorts-ის არხის რეკლამები, წევრობები, Supers, დაკავშირებული მაღაზიები და პარტნიორების მაღაზიები. შეიტყვეთ მეტი.

  • ანგარიშის ახალი ფორმატები თქვენი მნახველების მიერ ნანახი კონტენტის შესახებ YouTube Studio-ში: აუდიტორიის ჩანართში უკვე შეგიძლიათ იპოვოთ ანგარიში, რომელშიც ჩანს, რომელ ფორმატებს (ვიდეო, მოკლე ვიდეოები და პირდაპირი ტრანსლაცია) უყურებდა თქვენი აუდიტორია ყველაზე ხშირად სხვა არხებზე ბოლო 28 დღის განმავლობაში. ეს მონაცემები დაგეხმარებათ თქვენი კონტენტის სტრატეგიის შემუშავებაში. შეიტყვეთ მეტი.

სხვა განახლებები
  • 26 ივნისიდან ისტორიები ხელმისაწვდომი აღარ იქნება: 26 ივნისიდან ისტორიები ხელმისაწვდომი აღარ იქნება. თქვენ მიერ 26 ივნისს გამოქვეყნებულ ნებისმიერ ისტორიას მოქმედების ვადა გაზიარებიდან 7 დღეში ამოეწურება. YouTube პრიორიტეტს მიანიჭებს სხვა მთავარ ფუნქციებს, რომლებიც დაგეხმარებათ წარმატების მიღწევასა და საზოგადოების გაზრდაში. ისტორიებიდან მიღებული ნახვები ძველებურად გამოჩნდება YouTube ანალიტიკაში. შეიტყვეთ მეტი.

2023 წლის აპრილი

YouTube Music პირდაპირი სტრიმინგი
  • რეაქციები, რომლებიც ხელმისაწვდომია პირდაპირ ჩეთში, iPhone-ებსა და iPad-ებში: როცა მნახველები უყურებენ პირდაპირ სტრიმინგს iPhone-სა თუ iPad-ში, მათ შეუძლიათ მყისიერი რეაგირება მოახდინონ მათი შეგრძნებების შესაბამის რეაქციაზე დაჭერით. შეიტყვეთ მეტი.
YouTube Shorts
  • ამოჭრილი კადრების რემიქსი: უკვე შეგიძლიათ ამოჭრილი კადრების რემიქსების გაკეთება Shorts-ში. დააწკაპუნეთ აქ და შეიტყვეთ რემიქსებიანი კონტენტით მოკლე ვიდეოების შექმნის შესახებ.

2023 წლის მარტი

YouTube Studio
  • YouTube Studio აპში ხელმისაწვდომი არხის ნებართვები: ახლა უკვე შეგიძლიათ თქვენი მინდობილი პირების მართვა არხის ნებართვების მეშვეობით YouTube Studio აპში. მინდობილ პირებს შეუძლიათ იმოქმედონ Studio-ში კომპიუტერზე, Studio აპში, ან YouTube აპში. შეიტყვეთ მეტი.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
3231384313897381269
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false