YouTube არხის მონეტიზაციის წესები

როცა Dream Track-ის მიერ გენერირებულ მუსიკას გამოიყენებთ, თქვენს ვიდეოზე არ მოხდება რეკლამის ან გამოწერის (YouTube Premium) შემოსავლის წილის მონეტიზაცია.

2022 წლის 10 მარტი: რუსეთში Google-ის სარეკლამო სისტემების მოქმედების შეჩერების გამო ჩვენ დავაპაუზებთ ახალი რუსული ანგარიშების შექმნას AdSense-ზე, AdMob-სა და Google-ის რეკლამის მმართველში. ამასთან, დავაპაუზებთ რეკლამებს Google სერვისებსა და ქსელებში გლობალურად რუსეთში ბაზირებული რეკლამის განმთავსებლებისთვის. შედეგად, რუსეთში მყოფი შემქმნელები ჯერჯერობით ვეღარ შეძლებენ YPP-ში რეგისტრაციას.

2022 წლის 3 მარტი: უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ჩვენ დროებით შევაჩერებთ Google-ისა და YouTube რეკლამების განთავსებას რუსეთში მყოფი მომხმარებლებისთვის. შევაჩერებთ მონეტიზაციის ყველა ფუნქციაზე (მაგ., არხის წევრობები, სუპერ ჩეთი, Super Stickers და Merch) წვდომასაც რუსეთში მყოფი მნახველებისთვის. შეიტყვეთ მეტი.

2022 წელის 25 თებერვალი: უკრაინაში მიმდინარე ომის კვალდაკვალ ჩვენ შევაჩერებთ YouTube-ის მონეტიზაციის სერვისს რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ დაფინანსებული მედია არხებისთვის. 

ჩვენ აქტიურად დავაკვირდებით მიმდინარე ვითარებას და გადაწყვეტილებაში ცვლილებებს შევიტანთ საჭიროებისამებრ.

2024 წლის აპრილის განახლება: ჩვენი პროგრამის დებულებები განახლდა, რათა შემქმნელებისთვის უფრო გასაგები ენით გადმოგვეცა განმეორებადი და ხელახლა გამოყენებული კონტენტის მნიშვნელობა. განმეორებად და ხელახლა გამოყენებულ კონტენტთან დაკავშირებული წესები არ შეცვლილა.

YouTube-ზე მონეტიზაციისას მნიშვნელოვანია, რომ თქვენი არხი აკმაყოფილებდეს YouTube-ის მონეტიზაციის წესების მოთხოვნებს. აღნიშნული მოიცავს ქვემოთ აღწერილ წესებს და ასევე, YouTube-ის საზოგადოების წესდებას, მომსახურების პირობებს, საავტორო უფლებებს, უფლებათა მოპოვების გამო კორექტირების წესებს და  პროგრამის დებულებებს.

ეს წესები ვრცელდება YouTube პარტნიორთა პროგრამის არსებულ და მომავალ წევრებზე. YouTube Shorts-ის მონეტიზაციის წესები დამატებით ვრცელდება Shorts-ის YouTube-ზე მონეტიზაციის შემთხვევაში.

რეკლამის საშუალებით მონეტიზაციაში მონაწილე კონტენტი უნდა აკმაყოფილებდეს რეკლამის განმთავსებლებისთვის შესაფერისი კონტენტის მითითებებს. ფანებისგან დაფინანსების პროგრამით შემოსავლის მისაღებად ახალბედა წევრები უნდა დაეთანხმონ კომერციული პროდუქტების მოდულს (CPM) ფუნქციების ინდივიდუალურად ჩართვამდე. თქვენც უნდა დაიცვათ კომერციული პროდუქტების მონეტიზაციის წესები, როცა ფანებისგან დაფინანსების ფუნქციებით ახორციელებთ მონეტიზაციას.

წარმოგიდგენთ მნიშვნელოვანი წესების მიმოხილვას ცალ-ცალკე. დარწმუნდით, რომ თითოეულ წესს გულდასმით გაეცანით, რადგან მათი მეშვეობით შემოწმდება თქვენი არხის მონეტიზაციისთვის შესაბამისობა. ჩვენი მიმომხილველები რეგულარულად ამოწმებენ, იცავს თუ არა მონეტიზაციის მქონე არხები ამ წესებს. შეიტყვეთ ვრცლად, თუ როგორ აღვასრულებთ აღნიშნულ წესებს.

გახსოვდეთ, რომ ამ გვერდზე ტერმინ „ვიდეოს“ გამოყენებისას ვგულისხმობთ მოკლე ვიდეოებს, ხანგრძლივი ქრონომეტრაჟის მქონე ვიდეოებსა და პირდაპირ სტრიმინგებს. აღნიშნული წესები ვრცელდება ვიდეოების ნახვებზე ნებისმიერ პლატფორმაზე, მათ შორის, ყურების გვერდზე (YouTube-ში, YouTube Music-ში ან YouTube Kids-ში არსებული გვერდები), YouTube-ის ვიდეო დამკვრელში (დამკვრელი, რომლითაც YouTube-ის კონტენტის სხვა საიტებზე ჩაშენება ხდება) და YouTube Shorts-ის დამკვრელში (დამკვრელი Shorts-ისთვის).

რას ვამოწმებთ თქვენი არხის მიმოხილვისას

თუ გსურთ YouTube-ზე თანხის გამომუშავება, თქვენი კონტენტი ორიგინალური და ავთენტური უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, ველით, რომ თქვენი კონტენტი: 

  • იქნება თქვენი ორიგინალი ნამუშევარი. სხვისი კონტენტის გამოყენების შემთხვევაში, საჭიროა, იგი იმდენად შეცვალოთ, რომ საკუთარ ნამუშევრად აქციოთ.
  • არ იქნება არსებული ნამუშევრის დუბლიკატი ან განმეორებადი ხასიათის. კონტენტს უნდა ქმნიდეთ მნახველების გართობის ან განათლების და არა მარტო ნახვების მიღების მიზნით. 

ჩვენი მიმომხილველები შეამოწმებენ თქვენი არხის ჩვენს წესებთან შესაბამისობას. ყოველი ვიდეოს შემოწმებას რადგანაც ვერ შეძლებენ, ჩვენი მიმომხილველები ყურადღებით შეისწავლიან თქვენი არხის:

  • ძირითად თემატიკას
  • ყველაზე ხშირად ნანახ ვიდეოებს
  • უახლეს ვიდეოებს
  • ყურების დროის უდიდესი წილის მქონე კონტენტს
  • ვიდეოების მეტამონაცემებს (მათ შორის, სათაურები, ესკიზები და აღწერილობები)
  • არხის „ინფორმაციის“ სექციას.

ზემოაღნიშნულნი მაგალითებია იმისა, რა შეიძლება შეაფასონ ჩვენმა მიმომხილველებმა. გახსოვდეთ, რომ ჩვენს მიმომხილველებს შეუძლიათ და შეიძლება შეამოწმონ თქვენი არხის სხვა ნაწილებიც, რათა დარწმუნდნენ, რომ ისინი სრულად იცავს ჩვენს წესებს.

YouTube-ის საზოგადოების წესდების დაცვა

ეს მითითებები YouTube-ს ხდის მიმზიდველ ადგილად მნახველებისთვის, შემქმნელებისა და რეკლამის განმთავსებლებისთვის. YouTube-ზე ყველას ევალება ჩვენი საზოგადოების წესდების დაცვა, მათ შორის, თქვენ მიერ გამოქვეყნებული ნებისმიერი კონტენტიც უნდა შეესაბამებოდეს საზოგადოების წესდებას.

მონეტიზაციის შემქმნელმა უნდა იცოდეს, რომ აღნიშნული წესდება ვრცელდება არ მხოლოდ ცალკეულ ვიდეოებზე, არამედ მთლიანად არხზე. YouTube-ის საზოგადოების წესდების დამრღვევი კონტენტი ვერ შეძლებს მონეტიზაციას და ამოიშლება YouTube-იდან.
დაიცავით პროგრამის დებულებები
AdSense YouTube-ისთვის YouTube-ის პარტნიორებს აძლევს საშუალებას, ვიდეოების მონეტიზაციით მიიღონ ანაზღაურება. დაიცავით ჩვენი პროგრამის დებულებები და YouTube-ის მომსახურების პირობები.

განმეორებადი კონტენტი

განმეორებადი კონტენტი აქვს არხს, რომლის კონტენტიც ერთმანეთს იმდენად ჰგავს, რომ მნახველებს ვიდეოებს შორის განსხვავების დაფიქსირება შეიძლება გაუჭირდეთ. იგულისხმება კონტენტი, რომელიც შაბლონით დამზადებულს ჰგავს, ვიდეოებს შორის მცირე ან არარსებული განსხვავებებით, ან ისეთი კონტენტი, რომელიც იოლად გამრავლებადია.

აღნიშნული წესები ვრცელდება მთლიანად თქვენს არხზე. სხვა სიტყვებით, თუ თქვენი ბევრი ვიდეო არღვევს ჩვენს მითითებებს, მონეტიზაცია შეიძლება მთლიანად არხს შეუჩერდეს.

რისი მონეტიზაციაა შესაძლებელი

წინამდებარე წესები უზრუნველყოფს, რომ მონეტიზებული კონტენტი მნახველებს რეალურად საინტერესო და მიმზიდველ გამოცდილებას სთავაზობდეს. მარტივად რომ ვთქვათ, თუ მნახველი მკაფიოდ განაცხადებს, რომ თქვენი არხის ვიდეოები განსხვავებულია ერთმანეთისგან, მაშინ მათი მონეტიზაცია შესაძლებელია. ვიცით, რომ ბევრი არხი ქმნის კონტენტს, რომელიც მსგავს ნიმუშებს მისდევს. მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ თითოეული ვიდეო განსხვავებული იყოს.

მაგალითები, თუ რისი მონეტიზაციაა დაშვებული (მოიცავს მათ, მაგრამ არ შემოიფარგლება მათით):

  • თქვენს ვიდეოებს ერთი და იგივე შესავალი და დასასრული ნაწილი აქვთ, მაგრამ თქვენი კონტენტის ძირითადი ნაწილი განსხვავდება
  • მსგავსი კონტენტი, რომელშიც თითოეული ვიდეო კონკრეტულად საუბრობს თქვენ მიერ წარმოდგენილი ობიექტის თვისებებზე
  • მსგავსი ობიექტების ერთად რედაქტირებული მოკლე ამოჭრილი კადრები, რომლებშიც თქვენ განმარტავთ, როგორ არის ისინი დაკავშირებული

კონტენტი, რომელიც არღვევს ამ წესებს

თუ არხის კონტენტი შედგება ერთმანეთის მსგავსი ვიდეოებისგან, მნახველები შეიძლება იმედგაცრუებული დარჩნენ, როცა YouTube-ზე საინტერესო და ამაღელვებელი ვიდეოების სანახავად შედიან. ეს ნიშნავს, რომ არხებს, რომლის ვიდეოებს შორისაც კონტენტი თითქმის არ განსხვავდება ერთიმეორისგან, არ ექნება მონეტიზაციის უფლება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, არხი არ უნდა შეიცავდეს ისეთ კონტენტს, რომელიც შაბლონითაა დამზადებული და რომელსაც აქვს განმეორებითი ხასიათი.

მაგალითები იმისა, რისი მონეტიზაცია არაა შესაძლებელი (სია არ არის ამომწურავი):

  • კონტენტი, რომელიც მხოლოდ ისეთი მასალების კითხვას გულისხმობს, რომლის ავტორიც თქვენ არ ხართ, მაგალითად, ტექსტები ვებსაიტებიდან ან ახალი ამბების არხებიდან
  • ტონალობისა და ტემპის ცვლილებით გადაკეთებული სიმღერები, რომლებიც სხვა მხრივ ორიგინალის იდენტურია
  • ერთმანეთის მსგავსი, განმეორებადი კონტენტი ან უშინაარსო, დაბალი საგანმანათლებლო ღირებულებით, კომენტირებასა და თხრობას მოკლებული კონტენტი
  • მასობრივად წარმოებული ან ერთი შაბლონით შექმნილი ვიდეოების შემცველი კონტენტი
  • სურათებიანი სლაიდშოუები ან მოძრავი ტექსტები არარსებული ან მინიმალური თხრობით, კომენტირებითა და საგანმანათლებლო ღირებულებით

ხელახლა გამოყენებული კონტენტი

ხელახლა გამოყენებული კონტენტი აქვს არხს, რომელიც განსხვავებული მიზნობრიობით იყენებს YouTube-დან ან სხვა ონლაინ წყაროდან უკვე არსებულ კონტენტს საგულისხმო კომენტირების ან ცვლილების, საგანმანათლებლო ან გასართობი ღირებულების მინიჭების გარეშე. ხელახლა გამოყენებული კონტენტი ასევე ცნობილია როგორც არსებულის დუბლიკატი ან სკრეპინგის შედეგად მიღებული კონტენტი (სხვა ვებსაიტებზე უკვე არსებული უნიკალური ან ორიგინალი კონტენტის მითვისება და როგორც საკუთარი კონტენტის გამოქვეყნება). 

იმისათვის, რომ დადგინდეს, არის თუ არა თქვენი კონტენტი ხელახლა გამოყენებული კონტენტის ტიპი, მიმომხილველები შეამოწმებენ თქვენს არხს, რომ გაიგონ, როგორ შექმენით ან იყავით ჩართული თქვენი კონტენტის შექმნაში. მიმომხილველებმა შესაძლოა შეამოწმონ თქვენი არხის: 

  • ვიდეოები 
  • არხის აღწერილობა
  • ვიდეოს სათაური
  • ვიდეოს აღწერილობა

ხელახლა გამოყენებული კონტენტის წესები ვრცელდება თქვენს მთლიან არხზე. თუ გაქვთ ვიდეოები, რომლებიც ეწინააღმდეგება ჩვენს მითითებებს ან ვერ ვადასტურებთ, რომ კონტენტის შემქმნელი თქვენ ხართ, მონეტიზაცია შესაძლოა შეუწყდეს მთლიანად თქვენს არხს.

რისი მონეტიზაციაა შესაძლებელი

ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ორიგინალი და ავთენტური კონტენტის შემქმნელებს, რომლებიც მნახველებისთვის საინტერესო და ღირებულ კონტენტს ქმნიან. თუ საზრიან ან სახალისო ცვლილებას შეიტანთ კონტენტში, რომელიც თავად არ შეგიქმნიათ (ქვემოაღნიშნული ჩვენი მითითებების შესაბამისად), გარკვეულწილად მას უკვე გარდაქმნით. ამ ტიპის კონტენტის არხზე განთავსება დასაშვებია, თუმცა, ცალკეულ შემთხვევაში, ვიდეო შეიძლება ექვემდებარებოდეს სხვა წესებსაც, როგორიცაა საავტორო უფლებები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენთან დაშვებულია ხელახლა გამოყენებული კონტენტი, თუ მნახველებს შეუძლიათ თქვან, რომ ორიგინალ და თქვენს ვიდეოს შორის არსებითი სხვაობაა.

შენიშვნა: აღნიშნული მაგალითები არ არღვევს ხელახლა გამოყენებული კონტენტის მონეტიზაციის წესებს და მათზე ასევე ვრცელდება სხვა წესებიც, მაგალითად, საავტორო უფლებების შესახებ.

მაგალითები, თუ რისი მონეტიზაციაა დაშვებული (მოიცავს მათ, მაგრამ არ შემოიფარგლება მათით):

  • ამოჭრილი კადრების გამოყენება კრიტიკული მიმოხილვისთვის
  • სცენა ფილმიდან, რომელშიც შეცვლილია დიალოგი და გახმოვანება
  • სპორტული ტურნირის ხელახლა ჩვენება, სადაც განმარტავთ, თუ რა გააკეთა მონაწილემ წარმატებით ან წარუმატებლად
  • რეაგირების ვიდეოები, სადაც ორიგინალ ვიდეოზე აკეთებთ კომენტარებს
  • სხვა შემქმნელის კადრები, რომლებსაც არედაქტირებთ სიუჟეტური ხაზის ან კომენტარების დამატებით
  • Shorts ვიდეოებში რემიქსების რედაქტირება, როგორიცაა ორიგინალი კონტენტის დართვა ჩვენი ბიბლიოთეკიდან ამორჩეულ სიმღერაზე, სხვა ვიდეოდან აუდიო ან ვიდეო სეგმენტის თქვენს კონტენტზე დადება.
  • კონტენტი, სადაც, ძირითადად, ვიდეოს შემქმნელი და ამტვირთავი ფიგურირებს.
  • სხვა ონლაინ წყაროდან ხელახლა გამოყენებული კონტენტი, რომელშიც მისი შემქმნელი ან ჩანს, ან განმარტავს, ახალი რა შესძინა კონტენტს.
  • ხელახლა გამოყენებული ვიდეო კონტენტის აუდიო და ვიზუალური ეფექტებით რედაქტირება, რომლითაც ნათელია, რომ მისი დამუშავება არსებითია და თქვენი არხისთვის უნიკალური.

კონტენტი, რომელიც არღვევს ამ წესებს

ამ მითითებების დარღვევად მიიჩნევა სხვისი კონტენტის მითვისება, მინიმალური ცვლილებების შეტანა და საკუთარ ორიგინალ ნამუშევრად წარმოდგენა. თუ იმის დადასტურებას ვერ ვახერხებთ, რომ კონტენტი თქვენია, შესაძლოა, იგი ხელახლა გამოყენებული კონტენტის წესების მიხედვით განხილვის საგნად იქცეს. აღნიშნული წესები ვრცელდება მაშინაც, თუ თავდაპირველი შემქმნელისგან ნებართვა გაქვთ აღებული. ხელახლა გამოყენებულ კონტენტზე არ ვრცელდება YouTube-ის საავტორო უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ ეფუძნება არც საავტორო უფლებების დაცვით, არც ნებართვით და არც სამართლიან გამოყენებას. აღნიშნული წესდება ზოგჯერ ნიშნავს იმასაც, რომ თქვენ შეიძლება არ მიიღოთ საჩივრები თქვენი კონტენტის შესახებ, მაგრამ თქვენი არხი მაინც არღვევდეს ჩვენს ხელახლა გამოყენებული კონტენტის წესებს.

სხვა მაგალითები, თუ რისი მონეტიზაცია არ არის დაშვებული (ეს არასრული სიაა):

  • თქვენი საყვარელი შოუდან მომენტების ამოჭრილი კადრები, რომლებიც ერთად არის რედაქტირებული, მცირე ნარატივით ან თხრობის გარეშე
  • მოკლე ვიდეოები, რომლებიც სხვა სოციალური მედიის ვებსაიტებიდან შეადგინეთ
  • სხვადასხვა მუსიკოსის სიმღერების კოლექციები (მაშინაც კი, თუ მათი ნებართვა გაქვთ)
  • სხვა შემქმნელების მიერ მრავალჯერ ატვირთული კონტენტი
  • სხვა ადამიანების კონტენტის პოპულარიზაცია (თუნდაც ნებართვით)
  • არსებითი ცვლილებების გარეშე სხვა ონლაინ წყაროდან კოპირებული ან ჩამოტვირთული კონტენტი 
  • კონტენტი, რომელიც ნახვებს, უმეტესწილად, თქვენს იმ ვიდეოებზე არავერბალური რეაქციებიდან იღებს, რომლებზეც არ არის დამატებული ხმოვანი კომენტარი
ხარისხიანი საოჯახო და საბავშვო კონტენტის შექმნის პრინციპები
ჩვენი მიზანია, ბავშვები და ოჯახები უსაფრთხო და შემეცნებითი გამოცდილებით უზრუნველვყოთ YouTube-ზე, რისთვისაც ახალ გზებს ვეძებთ, როგორ დავაჯილდოოთ შემქმნელები მაღალი ხარისხის კონტენტის განთავსებისთვის.

თუ თქვენი არხი „ბავშვებისთვის შექმნილ“ კონტენტს აწარმოებს, ჩვენ გამოვიყენებთ YouTube-ის ხარისხის პრინციპებს საბავშვო და საოჯახო კონტენტისთვის, რათა განვსაზღვროთ აღნიშნული კონტენტის მონეტიზაციის სტატუსი.

თუ აღმოვაჩენთ, რომ თქვენს არხს ძალიან დაბალი ხარისხის „ბავშვებისთვის შექმნილი“ კონტენტი აქვს, მას შეიძლება შეუჩერდეს YouTube პარტნიორთა პროგრამაში მონაწილეობა. თუ ცალკეული ვიდეო არღვევს ხარისხის ზემოხსენებულ პრინციპებს, მასში შეიძლება შეზღუდულად ან საერთოდ არ განთავსდეს რეკლამები.

თქვენი „ბავშვებისთვის შექმნილი“ კონტენტის ხარისხის შემოწმებისას ყურადღება ექცევა თითოეულ ნიუანსსა თუ კონტექსტს. გაეცანით ჩვენს საუკეთესო გამოცდილებებს საბავშვო და საოჯახო კონტენტის შესახებ.

ხარისხის პრინციპების გამოყენება მონეტიზაციასთან შესაბამისობისთვის

არსებობს დაბალი ხარისხის შესახებ რამდენიმე პრინციპი, რომელსაც შესაძლოა გავლენა ჰქონდეს მთლიანი ვიდეოს ხარისხზე. ჩვენ პერიოდულად განვიხილავთ თითოეულ პრინციპს, როგორც ფაქტორს მონეტიზაციასთან შესაბამისობისთვის. ჩვენ წესებს ამჟამად აღვასრულებთ დაბალი ხარისხის საბავშვო და საოჯახო კონტენტის მიმართ. მომავალში შეიძლება გავაფართოოთ ხარისხის პრინციპების მოქმედების სფერო.

  • უარყოფითი აქტივობების ან დამოკიდებულებების წახალისება: კონტენტი, რომელიც წაახალისებს სახიფათო აქტივობას, ფლანგვას, დაჩაგვრას, უსინდისობას ან სხვების მიმართ უპატივცემულობას (მაგ., სახიფათო/საშიში ოინები, არაჯანსაღი კვების ჩვევები).
  • მეტისმეტად კომერციული ან სარეკლამო: კონტენტი, რომელიც ძირითადად ორიენტირებულია პროდუქტების შეძენაზე, ბრენდების და ლოგოების რეკლამირებაზე (მაგ., სათამაშოები და საკვები). ის მოიცავს ისეთ კონტენტსაც, რომელიც წარმოადგენს გადაჭარბებული მომხმარებლობის ნიმუშს. შეიტყვეთ მეტი ზედმეტად კომერციული კონტენტის შესახებ YouTube Kids-ზე.
  • მოჩვენებითად საგანმანათლებლო: კონტენტი, რომელიც იჩემებს საგანმანათლებლო ღირებულებას სათაურისა თუ ესკიზის გამოყენებით, მაგრამ განმარტებები თუ მითითებები აკლია, ან შეუსაბამოა ბავშვებისთვის. მაგალითად, სათაურები და ესკიზები, რომლებიც მნახველებს ჰპირდება „ფერების სწავლას“ ან „ციფრების სწავლას“, მაგრამ სინამდვილეში ვიდეო შეიცავს არაზუსტ ინფორმაციას.
  • შემეცნებაში ხელის შეშლა: კონტენტი, რომელიც უშინაარსოა, არ შეიცავს ნარატივს ან გაუგებარია, მაგალითად, შეიცავს გაურკვეველ აუდიოს. ამგვარი ვიდეო ხშირად მასობრივი წარმოების ან ავტომატური გენერირების შედეგია.
  • სენსაციური ან შეცდომაში შემყვანი: კონტენტი, რომელიც არ არის მართალი, გადაჭარბებულია, დაუჯერებელია ან მოსაზრებაზე დაფუძნებულია, შეიძლება დამაბნეველი იყოს ახალგაზრდა აუდიტორიისთვის. ის შეიძლება შეიცავდეს „საკვანძო სიტყვებსაც“, ან პოპულარული საკვანძო სიტყვების გამოყენების მეთოდს ბავშვების დასაინტერესებლად განმეორებადი, შეცვლილი ან გადაჭარბებული გზით. საკვანძო სიტყვები შეიძლება გამოყენებული იყოს უაზროდაც.
შემქმნელის პასუხისმგებლობა
თქვენი არხის წარმატება და YouTube პარტნიორთა პროგრამა დამოკიდებულია რეკლამის განმთავსებლების სურვილზე, თავიანთი ბრენდები YouTube-ის კონტენტს დაუკავშირონ. YouTube-ის ყველა შემქმნელის გამომუშავებაზე უარყოფითად აისახება რეკლამის განმთავსებლების მხრიდან ნდობის დაკარგვა.
ჩვენთან დაუშვებელია აღმაშფოთებელი კონტენტი, რომელსაც ძლიერი უარყოფითი გავლენა აქვს საზოგადოებაზე. აღნიშნული წესის მიხედვით, თქვენ პატივი უნდა სცეთ მნახველებს, კოლეგა შემქმნელებს და ჩვენს რეკლამის განმთავსებლებს როგორც YouTube-ზე, ისე მის მიღმა.
ამ წესების დარღვევის შემთხვევაში ჩვენ შეიძლება დროებით გამოგირთოთ მონეტიზაცია ან თქვენი არხის მოქმედება შევაჩეროთ. ზემოხსენებული შეიძლება გავრცელდეს თქვენს არსებულ და თქვენ მიერ შექმნილ ახალ არხებზე და იმ არხებზეც, რომლებზეც ხშირად აქტიურობთ.
თუ თქვენს რომელიმე არხს მონეტიზაცია ან მოქმედება შეუჩერდა, არ უნდა შექმნათ (ან გამოიყენოთ არსებული) არხი, რომ გვერდი აუაროთ ამ შეზღუდვებს, ან განაცხადი შეიტანოთ YPP-ში აღნიშნული არხებით შეჩერების პერიოდში. თუ ასე მოიქცევით, შეიძლება ყველა არხის მოქმედება შეგიჩერდეთ.
შეიტყვეთ მეტი შემქმნელის პასუხისმგებლობების შესახებ.
შემქმნელთა კეთილსინდისიერება

YouTube პარტნიორთა პროგრამის შემქმნელებისგან ველით კეთილსინდისიერებას და იმას, რომ ისინი არ ჩაებმებიან რაიმე შეცდომის შემყვან აქტივობებში.

ეს იმას ნიშნავს, რომ შემქმნელებმა ხელოვნურად არ უნდა გაზარდონ არხის ჩართულობა ნახვებით, გამოწერებით, მოწონებებით, ყურების დროით თუ რეკლამების ჩვენებებით. ასევე, შემქმნელებმა არ უნდა წაახალისონ შეუსაბამო კონტენტზე ბუნებრივი ჩართულობა მათ წაშლამდე ან ობფუსკაციამდე. ამგვარი ქცევა შეიძლება გახდეს YouTube პარტნიორთა პროგრამიდან თქვენი არხების ამოშლის ან მათი მოქმედების შეწყვეტის საფუძველი. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი პროგრამის დებულებები

შემქმნელებმა ფინანსურად გაუმართლებელ აქტივობებში მონაწილეობით (მაგალითად, მონეტიზაციის ფუნქციების გამოყენება უკანონო, თაღლითური და შეცდომაში შემყვანი ტრანზაქციებისთვის) შეცდომაში არ უნდა შეიყვანონ მომხმარებლები ან YouTube. თუ თქვენ ამ წესს დაარღვევთ, შეიძლება ამოგიღოთ YouTube პარტნიორთა პროგრამიდან ან თქვენს არხებს მოქმედება შევუჩეროთ.

როგორ გაცნობებთ წესების ცვლილების თაობაზე

YouTube მუდმივად ცვლის და აუმჯობესებს თავის სერვისს, რათა ადაპტირდეს სამყაროში მიმდინარე ცვლილებების შესაბამისად. ჩვენ შეიძლება შევცვალოთ წესები და პირობები ან დებულებები, რომლებიც თქვენ მიერ სერვისის გამოყენებაზე ვრცელდება. კერძოდ, შეიძლება შეიცვალოს მომსახურების პირობები და YouTube პარტნიორთა პროგრამის პირობები, ჩვენი წესები და სხვა კონტრაქტები, რათა ჩვენს სერვისებში აისახოს შესაბამისი ცვლილებები სამართლებრივი, რეგულირების და უსაფრთხოების კუთხით.

წერილობით გაცნობებთ, როცა ისეთ ცვლილებას შევიტანთ, რომელიც თქვენზე გავლენას მოახდენს. თუ შეცვლილ პირობებს არ ეთანხმებით, შეგიძლიათ შეწყვიტოთ შესაბამისი ფუნქციის გამოყენება ან გააუქმოთ ჩვენთან გაფორმებული ხელშეკრულება.

წესების განახლებების თაობაზე რომ ინფორმირებული იყოთ, ცვლილებების ჟურნალს ვაწარმოებთ. ჩვენი ცვლილებების ჟურნალის ნახვა.

როგორ აღვასრულებთ YouTube-ის მონეტიზაციის წესებს

ყველამ, ვინც YouTube-ზე თანხას გამოიმუშავებს, უნდა დაიცვას YouTube-ის არხის მონეტიზაციის წესები თუ რომელიმე წესს დაარღვევთ, YouTube თქვენს წინააღმდეგ მიმართავს ქვემოთ აღწერილ ქმედებას.

დაკავება, კორექტირება, ანაზღაურების დაბრუნება ან გამომუშავების ან გადახდის გაქვითვა

ჩვენ შეიძლება დაგიკავოთ ან დაგიკორექტიროთ გამომუშავებული თანხები, რომლებიც დაკავშირებულია YouTube-ის არხის მონეტიზაციის წესების დამრღვევ კონტენტთან. ასევე, შეიძლება AdSense YouTube-ისთვის არხის ბალანსიდან ჩამოგაჭრათ თანხა, რომელიც ჯერ არ გაგიტანიათ ან გავქვითოთ ეს თანხა მომავალში თქვენი გამომუშავებული თანხებიდან.

ამგვარ დარღვევებთან დაკავშირებით მისაღები ზომების (გამომუშავებული თანხის დაკავება, კორექტირება ან გაქვითვა) განსაზღვრისთვის გარკვეული დრო დაგვჭირდება. ამან შეიძლება გამოიწვიოს გადახდების 90 დღემდე ვადით ან იქამდე დაგვიანება, სანამ მესამე მხარის საავტორო უფლებების მიმდინარე დავას არ გადავწყვეტთ.

დარღვევების მაგალითები, როცა შეიძლება თქვენი შემოსავლის დაკავებას ან კორექტირებას მივმართოთ, მათ შორის, მოიცავს შემდეგს:

თუ თქვენი არხის მოქმედება შეწყვეტილია ან შეჩერებულია YouTube პარტნიორთა პროგრამაში, შემოსავლის გამომუშავებას ვეღარ შეძლებთ. YouTube-მა, ასევე, შესაძლოა დაგიკავოთ გამომუშავება და თანხა დაუბრუნოს რეკლამის განმთავსებლებს ან მნახველებს ისეთი შესყიდვებისთვის, რომლებისთვისაც აღნიშნული მიზანშეწონილი და შესაძლებელია.

ელფოსტით ან პროდუქტში გაცნობებთ ჩვენი წესების აღსრულების შესახებ. ასევე, გაცნობებთ თქვენთვის ხელმისაწვდომ ვარიანტებს.

სარეკლამო შემოსავლის შეზღუდვა თქვენს ვიდეოებში

თქვენ, როგორც YouTube პარტნიორთა პროგრამის წევრს, შეგიძლიათ ვიდეოები სარეკლამო შემოსავლის გამომუშავებისთვის შესაბამისი გახადოთ, თუ რეკლამის განმთავსებლებისთვის შესაფერისი კონტენტის მითითებებს დააკმაყოფილებთ. თუმცა, თუ თქვენი ვიდეოები ვერ აკმაყოფილებს რეკლამის განმთავსებლებისთვის შესაბამისობის წესდებას, ან ისინი არღვევს ჩვენს სხვა წესებს, მაგალითად, ასაკობრივი შეზღუდვისა თუ საავტორო უფლებების შესახებ მითითებებს, მათ შეიძლება შეზღუდულად ან საერთოდ ვერ გამოიმუშაონ სარეკლამო შემოსავალი.

სხვა მიზეზების გასაგებად, თუ რატომ შეიძლება თქვენი კონტენტი ვერ აკმაყოფილებდეს მონეტიზაციის მოთხოვნებს, გაეცანით მონეტიზაციის სახელმძღვანელოს YouTube Studio-სთვის

YouTube პარტნიორთა პროგრამაში თქვენი მონაწილეობის შეჩერება

YouTube არხის მონეტიზაციის წესების დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენ რომელიმე ან ყველა ანგარიშის მონაწილეობის შეჩერება ან სამუდამოდ შეწყვეტა. თუ დადგინდა, რომ თქვენი არხი ვეღარ აკმაყოფილებს მონეტიზაციის მოთხოვნებს, თქვენმა არხმა შეიძლება დაკარგოს წვდომა მონეტიზაციის ხელსაწყოებზე, ფუნქციებზე, და მოდულებზე, რომლებიც დაკავშირებულია YouTube პარტნიორთა პროგრამასთან. თქვენც შეგიძლიათ მონეტიზაციის კონკრეტულ მოდულებზე უარის თქმა შემქმნელთა მხარდაჭერასთან დაკავშირების გზით.

მონაცემების შენარჩუნება

თუ YouTube-თან გაფორმებული თქვენი მონეტიზაციის ხელშეკრულება შეწყვეტილია, მაინც შეგიძლიათ YouTube ანალიტიკის მონაცემების მოთხოვნა იმ პერიოდისთვის, როცა პროგრამის წევრი იყავით, რისთვისაც შემქმნელთა მხარდაჭერას უნდა დაუკავშირდეთ.

მოქმედების შეჩერებისთვის, მათ შორის, პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადის ხელახლა შეტანის შესახებ რჩევებისა და მინიშნებებისთვის, იხილეთ: ჩემს არხს მონეტიზაცია გაეთიშა

თქვენი YouTube არხის მოქმედების შეჩერება ან შეწყვეტა

გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება მოგვიწიოს არხის ან ანგარიშის მოქმედების შეწყვეტა, ან მომხმარებლის სერვისზე წვდომის გათიშვა, რათა დავიცვათ პლატფორმის ხელშეუხებლობა და ჩვენი მომხმარებლები. შეიტყვეთ მეტი არხის მოქმედების შეწყვეტისა და Google ანგარიშის გათიშვის შესახებ; ასევე, იმის შესახებ, თუ რა უნდა მოიმოქმედოთ, თუ ფიქრობთ, რომ თქვენი არხის ან ანგარიშის მოქმედება შეცდომით შეწყდა.

როგორ გაცნობებთ ქმედებების შესახებ, რომლებიც თქვენს მონეტიზაციაზე ახდენს გავლენას

ელფოსტით ან პროდუქტში გაცნობებთ ჩვენი წესების აღსრულების შესახებ. ასევე, გაცნობებთ თქვენთვის ხელმისაწვდომ ვარიანტებს.

როგორ მიიღოთ დახმარება იმ საკითხებზე, რომლებიც თქვენზე გავლენას ახდენს

თუ YouTube პარტნიორთა პროგრამის მონაწილე ხართ, თქვენ წვდომა გაქვთ შემქმნელთა მხარდაჭერის ჩვენს გუნდზე.

ჩვენ დაგეხმარებით სერიოზული პრობლემის აღმოფხვრაში, თუ YouTube-ის მაქსიმალურად გამოყენების შესახებ ინფორმირებაში; კერძოდ შემდეგში:

  • YouTube-ით სარგებლობის ოპტიმიზაცია
  • ჩვენი ანალიტიკური ხელსაწყოებით საუკეთესოდ სარგებლობის პრინციპები
  • YouTube-ის ტექნიკური და სერვისის ასპექტების შესახებ მინიშნებები
  • წესებსა და საავტორო უფლებების დებულებებში გარკვევა
  • ანგარიშისა და არხის მართვის შესახებ კითხვებზე პასუხები
  • კონტენტის ID-სთან და უფლებების მართვასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა
  • თქვენს ანგარიშთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა და ხარვეზების გასწორება

თქვენ მიიღებთ უფრო დეტალურ ინსტრუქციას, თუ როგორ დაუკავშირდეთ შემქმნელთა მხარდაჭერას და როგორ მიიღოთ დახმარება, როგორც YouTube შემქმნელმა.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
8483561716807332498
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false