YouTube-ის ხელსაწყოებსა და ფუნქციებზე წვდომა

YouTube Studio უამრავ ხელსაწყოსა და ფუნქციას გთავაზობთ თქვენი კონტენტის მაქსიმალურად ეფექტურად გამოსაყენებლად. ამ ხელსაწყოებსა და ფუნქციებზე წვდომისთვის, შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენი ვინაობის დადასტურების საშუალება. თქვენი ვინაობის დადასტურება დაგვეხმარება შევამციროთ YouTube-ზე არასათანადო მოპყრობის და სპამის რაოდენობა.

ფუნქციებზე წვდომის რამდენიმე ალტერნატივა გაქვთ.

  • სტანდარტული ფუნქციები: ამ ფუნქციებზე დაუყოვნებლივ წვდომას მიიღებთ არხის გვერდის შექმნის შემდეგ, თუ არ გაქვთ საზოგადოების წესდების დარღვევის მოქმედი გაფრთხილება. გამოიყენეთ ეს ფუნქციები თქვენი აუდიტორიის გაზრდისა და არხის განვითარებისთვის.
  • საშუალო დონის ფუნქციები: თუ თქვენი აუდიტორიის გასაზრდელად გსურთ ხელსაწყოების უფრო ფართო არჩევანი, შეგიძლიათ საშუალო დონის ფუნქციებზე წვდომა აირჩიოთ. ამისათვის, უნდა დაადასტუროთ თქვენი ტელეფონის ნომერი.
  • გაფართოებული ფუნქციები: გაფართოებული ფუნქციებით პირველად სარგებლობის მსურველ აქტიურ შემქმნელთა უმრავლესობა ავტომატურად იქნება ამისათვის კვალიფიცირებული, რადგან უკვე შექმნილი აქვთ არხის საკმარისი ისტორია.
    • ახალ შემქმნელებს ან მათ, ვისაც თავიდანვე სურთ გაფართოებულ ფუნქციებზე წვდომა, შეუძლიათ აირჩიონ ვინაობის დადასტურება მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ვიდოედადასტურების საშუალებით. შეიტყვეთ მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა დანიშნულებით გამოიყენება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტიდან ან ვიდეოდადასტურებიდან მიღებული თქვენი მონაცემები.

 

ფუნქციები

დადასტურების გარეშე

ტელეფონის ნომრით დადასტურება

არხის ისტორიით ან ვინაობით დადასტურება

 

სტანდარტული

 

ვიდეოების ატვირთვა

 Chrome mobile checkmark icon

შეზღუდული დღიური ლიმიტი

 

Chrome mobile checkmark icon

უფრო მაღალი დღიური ლიმიტი

დასაკრავი სიის შექმნა

Chrome mobile checkmark icon

 

 

საშუალო

უფრო გრძელი ვიდეოები (>15 წთ)

  Chrome mobile checkmark icon

 

პირდაპირი სტრიმინგი კომპიუტერიდან

 

 Chrome mobile checkmark icon

შეზღუდული დღიური ლიმიტი

  Chrome mobile checkmark icon

უფრო მაღალი დღიური ლიმიტი 

მორგებული ესკიზები

 

Chrome mobile checkmark icon

შეზღუდული დღიური ლიმიტი

   Chrome mobile checkmark icon

უფრო მაღალი დღიური ლიმიტი

 
პოდკასტის შექმნა   Chrome mobile checkmark icon  

 

გაფართოებული

კონტენტის ID-ის აპელაცია

    Chrome mobile checkmark icon 

პირდაპირი სტრიმინგის ჩაშენება

    Chrome mobile checkmark icon

 

მონეტიზაციაზე განაცხადის შეტანა

   

Chrome mobile checkmark icon

+ საკვალიფიკაციო მოთხოვნები

ხანგრძლივი ქრონომეტრაჟის ვიდეოების აღწერილობასა და საზოგადოების პოსტებში დასაწკაპუნებელი ბმულების ჩამატება     Chrome mobile checkmark icon
YouTube Short-თან დაკავშირებული ვიდეოს დამატება    Chrome mobile checkmark icon Chrome mobile checkmark icon
საზოგადოების პოსტი

Chrome mobile checkmark icon

შეზღუდული დღიური ლიმიტი

 

Chrome mobile checkmark icon

უფრო მაღალი დღიური ლიმიტი

ვიდეოებსა და საზოგადოების პოსტებზე კომენტარების ჩამაგრება     Chrome mobile checkmark icon
RSS-ის ატვირთვა     Chrome mobile checkmark icon
ყურების გვერდზე თქვენი არხის დეტალებზე გადასასვლელად დასაწკაპუნებელი ბმულების ჩამატება      Chrome mobile checkmark icon

შენიშვნა: გარდა ამისა, გახსოვდეთ დაიცვათ YouTube-ის საზოგადოების წესდება. ჩვენი წესების დარღვევას შეიძლება მოჰყვეს გაფრთხილება ან ფუნქციებზე წვდომის შეზღუდვა.

ხელმისაწვდომი ფუნქციების ნახვა

მოცემული ინსტრუქციების მიხედვით, შეგიძლიათ იხილოთ თქვენთვის ხელმისაწვდომი ფუნქციები.

  1. შედით YouTube Studio-ში კომპიუტერიდან.
  2. დაწკაპუნებით აირჩიეთ პარამეტრები.
  3. დაწკაპუნებით აირჩიეთ არხი.
  4. დაწკაპუნებით აირჩიეთ ფუნქციის ხელმისაწვდომობა.

წვდომის მქონე ფუნქციების გვერდით შეამჩნევთ წარწერას „ჩართულია“. გაითვალისწინეთ, რომ YouTube-ის ყველა ფუნქცია იმართება ფუნქციების ხელმისაწვდომობის ჩანართიდან და ზოგ ფუნქციას შეიძლება ცალკე საკვალიფიკაციო მოთხოვნები გააჩნდეს. ფუნქციების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ სტატუსისა და ფუნქციების გვერდს.

ფუნქციებით სარგებლობისთვის დაადასტურეთ თქვენი ვინაობა

საშუალო დონის და გაფართოებულ ფუნქციებზე წვდომის მიღების ინსტრუქციისთვის, გაეცანით დახმარების ცენტრის სტატიას. გაითვალისწინეთ, რომ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით და ვიდეოდადასტურება ყველა შემქმნელისთვის არ არის ხელმისაწვდომი.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
2807397025027381853
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false