არხის წევრობების მართვა

ჩვენ შეგვაქვს რამდენიმე ცვლილება, იმის შესახებ თუ როგორ ვაგროვებთ და ვიყენებთ საბავშვო კონტენტის მონაცემებს YouTube-ზე. შედეგად, ამ სტატიის ზოგიერთი ინსტრუქცია შესაძლოა იყოს შეცვლილი. შეიტყვეთ მეტი.

შეიტყვეთ, თუ რისი შეთავაზება შეგიძლიათ თქვენი წევრებისთვის და როგორ იყენებენ თქვენი მნახველები თავიანთ წევრობებს.

წევრობებში, მათ შორის, შეთავაზებებში, მონაწილე თითოეული არხი პასუხისმგებელია ჩვენი წესებისა და პირობების დაცვაზე. აღნიშნულ წესებში იგულისხმება YouTube-ის საზოგადოების წესდება და ყველა შესაბამისი კანონი და რეგულაცია.

არხის წევრობები

 

Creator Studio-ში სხვადასხვა ადგილას შეგიძლიათ თქვენი წევრობის პროგრამის მართვა და კონტროლი:

წევრობების ჩანართი

წევრობებს რომ ჩართავთ, Studio-ში, გამომუშავების ჩანართში, ნახავთ ჩანართსand then წევრობები

აქ შეგიძლიათ აკონტროლოთ:

  1. წევრების ჯამური რაოდენობა: ყველა ამჟამინდელი წევრი, რომელსაც წვდომა აქვს პრივილეგიებზე. მათ შორის წევრები, რომლებმაც გააუქმეს წევრობა, მაგრამ შეინარჩუნეს პრივილეგიებზე წვდომა ბილინგის პერიოდის დასრულებამდე.
  2. აქტიური წევრები: აქტიური გამოწერის მქონე ყველა წევრი. აქტიური გამოწერები გამოითვლება წევრების ჯამური რაოდენობიდან გაუქმებული გამოწერების მქონე წევრების რაოდენობის გამოკლებით.
  3. შემოსავალი: თქვენ შეგიძლიათ ბოლო ბილინგის პერიოდში გამომუშავებული შემოსავლის ნახვა და მისი შედარება წინა პერიოდის შემოსავალთან.
  4. წევრები დონეების მიხედვით: თვალი ადევნეთ წევრების (ჯამურ ან აქტიურ) რაოდენობებს დონეების მიხედვით დროთა განმავლობაში
  5. რეგისტრაციები და გაუქმებები: იხილეთ, რამდენი მომხმარებელი გახდა წევრი, ან რამდენმა გააუქმა წევრობა ბოლო ბილინგის პერიოდის განმავლობაში და შეადარეთ ეს მონაცემები წინა ბილინგის პერიოდის მაჩვენებელს.
  6. გაუქმების შემდეგ გამოხმაურება: ზოგიერთი წევრი ტოვებს გამოხმაურებას გაუქმების მიზეზის შესახებ, ჩვენ მიერ წინასწარი განსაზღვრული ვარიანტებიდან ერთის მითითებით. „გაუქმებებზე“ გადატარებით შეგიძლიათ, ნახოთ, რამდენმა მომხმარებელმა დააფიქსირა მიზეზი გამოწერის გაუქმებისას.
შენიშვნა: ბილინგის პერიოდი შეიძლება იყოს 28-, 30- ან 31-დღიანი კალენდარული თვის მიხედვით. მაგალითად, სექტემბრის განმავლობაში შეძენილი წევრობა გულისხმობს 30-დღიან წევრობას მომდევნო გადახდამდე.

თქვენი წევრების მართვა

შეგიძლიათ, ნახოთ თქვენი ამჟამინდელი წევრების სია, მათ შორის:

  1. წევრობის ხანგრძლივობა (მოიცავს წევრობის ყველა პერიოდს).
  2. ბოლო განახლება: დღეების რაოდენობა გაწევრიანების, ხელახლა გაწევრიანების, წევრობის დონის ამაღლების ან დაქვეითების მომენტიდან.

ამ ინფორმაციის CSV ფაილში ექსპორტირებისთვის დაწკაპუნებით აირჩიეთ ჩამოტვირთვა ზედა მარცხენა კუთხეში. ექსპორტირებას შეიძლება რამდენიმე წუთი დასჭირდეს. მოცდისას შეგიძლიათ დახუროთ ეს ფანჯარა.

თქვენი წევრებისგან ინფორმაციის შეგროვება:

მე-3 მხარის ამ IFTTT ინტეგრაციის გამოყენებით შეგიძლიათ, შექმნათ მორგებული, დაცული, წევრებისთვის განკუთვნილი ფორმა, რათა შეაგროვოთ ინფორმაცია, რომელიც დაგეხმარებათ პრივილეგიების მიწოდებაში. წევრებისგან მიღებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი ხართ თქვენ. YouTube-ს ამ მონაცემებზე წვდომა არ აქვს.

შენიშვნა: მე-3 მხარის IFTTT ინტეგრაცია ამჟამად ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

პრივილეგიების, დონეებისა და ფასების მართვა

დაწკაპუნებით აირჩიეთ წევრობის შეთავაზების ბარათი, წევრობების პრივილეგიებისა და დონეების სამართავად და რედაქტირებისთვის. აქ ნახავთ შემოთავაზებებსა და საუკეთესო გამოცდილებებს იმ პრივილეგიების შესახებ, რომლებმაც შეიძლება დაგაინტერესოთ თითოეული საფასო კატეგორიისთვის.

წევრობების ჩანართის სხვა ბარათები და ხელსაწყოები:

  1. რესურსები: დინამიკური ბარათი, რომელზეც ნაჩვენებია საუკეთესო გამოცდილებები, სხვა რესურსების ბმულები და წევრობების დაკავშირებული ექსპერიმენტები, რომლებსაც შეგიძლიათ, დაეთანხმოთ ან გააუქმოთ.
  2. ბოლო ვიდეოები, რომლებიდანაც წევრები შემოგიერთდნენ: თვალი ადევნეთ ყველაზე ეფექტურ ვიდეოებს, რომელთა საშუალებითაც მნახველები თქვენი არხის წევრები გახდნენ.
  3. წევრების ბოლო კომენტარები: მარტივად იპოვეთ წევრების ბოლო კომენტარები, რათა პრიორიტეტი მიანიჭოთ მათზე პასუხის გაცემას.
  4. შესავალი ვიდეო: ატვირთეთ ვიდეო, რომელიც თქვენი წევრობის შეთავაზების ეკრანზე გამოჩნდება. მნახველები ნახავენ შესავალ ვიდეოს, როცა ისინი დაწკაპუნებით აირჩევენ გაწევრიანებას, წევრობისთვის რეგისტრაციის მიზნით.

YouTube ანალიტიკა

თქვენი წევრების შესახებ სხვა ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ YTA-შიც.

  1. აუდიტორია: დაწკაპუნებით აირჩიეთ YTA and then ანალიტიკა and then აუდიტორია და შემდეგ — ბარათი „წევრების ჯამურად“, რათა, დროთა განმავლობაში, აქტიური და წევრების ჯამური რაოდენობები ნახოთ. „მეტის ნახვაზე“ დაწკაპუნებით წევრების შესახებ დეტალურ მონაცემებს ნახავთ. შეგიძლიათ, დროის მონაკვეთი შეცვალოთ, რათა ნახოთ, როგორ იცვლებოდა აღნიშნული მეტრიკა დროთა განმავლობაში:
    • წევრები ჯამურად და აქტიური წევრები
    • მოპოვებული წევრები
    • გაუქმებული წევრები
    • დაკარგული წევრები (გაუქმებული წევრები, რომლებმაც დაკარგეს პრივილეგიებზე წვდომა ბილინგის პერიოდის დასრულების გამო)
  2. შემოსავალი: დაწკაპუნებით აირჩიეთ ანალიტიკა and then შემოსავალი და შემდეგ — „ტრანზაქციებიდან შემოსავლების“ ბარათი. აქ იხილავთ, რამდენი ტრანზაქცია შესრულდა დროის მონიშნულ პერიოდში. ტრანზაქციები მოიცავს ახალ რეგისტრაციებს ან გამეორებებს.
შენიშვნა: წევრობებიდან მიღებული შემოსავლის დეტალური მონაცემების სანახავად:
  1. გადადით YouTube Studio-ში.
  2. აირჩიეთ ანალიტიკა.
  3. აირჩიეთ შემოსავალი.
  4. იპოვეთ და აირჩიეთ თანხის გამომუშავების წესის ბარათი.
  5. აირჩიეთ წევრობები წევრობებიდან მიღებული შემოსავლის დეტალური ინფორმაციის სანახავად. შეგიძლიათ, მიუთითოთ დროის სასურველი მონაკვეთი ან გაფილტროთ ვიდეოს ფორმატით.

იხილეთ თქვენი წევრები

თუ ხაზგარეშე რეჟიმში ყოფნისას შემოგიერთდათ წევრი, შეტყობინებას არ მიიღებთ. თქვენი აქტიური წევრების, მათი გაწევრიანების გზების, წევრობის ხანგრძლივობისა და გამომწერთა რაოდენობის ნახვა შეგიძლიათ YouTube Studio-ს წევრობების ჩანართში. წევრებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ წევრობის გაუქმება.

თუ ახალი მნახველი თქვენი არხის წევრი პირდაპირი სტრიმინგისას გახდება, პირდაპირ ჩეთში კაშკაშა მწვანე მისასალმებელი შეტყობინება გაიგზავნება. აღნიშნული შეტყობინება ჩეთის თავში 5 წუთით ჩამაგრდება.

წევრების ჯამური რაოდენობის ყოველდღიურად ნახვა შეგიძლიათ YouTube ანალიტიკის ჩანართში აუდიტორია. „ძირითადი მეტრიკის ბარათში“ ნაჩვენებია დროთა განმავლობაში მოპოვებული და დაკარგული წევრების რაოდენობების დიაგრამა.

წევრობების პოპულარიზაცია

არხის URL-ის ბოლოში შეგიძლიათ დაამატოთ /join, რათა ის პირდაპირ წევრობის შეთავაზების ფანჯარას მიაბათ.
აღნიშნული ბმულის დამატება შესაძლებელია:
  • თქვენი ვიდეოს აღწერილობაში.
  • ბარათებსა და ბოლო ეკრანებზე თქვენს ვიდეოებში.
სასაჩუქრე წევრობები

 Memberships Gifting

სასაჩუქრე წევრობები საშუალებას გაძლევთ თქვენ ან თქვენი არხის წევრებს, რომ მნახველებს შეუძინოთ არხის წევრობის პრივილეგიებზე წვდომის შესაძლებლობა. თქვენ ან თქვენი არხის წევრებს შეგიძლიათ, შეიძინოთ სასაჩუქრე წევრობები პირდაპირი სტრიმინგებისა და პრემიერების დროს.

თუ წევრობას სთავაზობთ 5$-ზე დაბალი კატეგორიისთვის, სააქციო სასაჩუქრე წევრობები თქვენთვის ყოველთვიურად ხელმისაწვდომი იქნება მნახველებზე გასანაწილებლად. სააქციო სასაჩუქრე წევრობები უფასოა და თქვენ ამგვარი წევრობებიდან შემოსავალს არ მიიღებთ. სააქციო სასაჩუქრე წევრობები ხელმისაწვდომია ყოველ თვის პირველ რიცხვში და არ გადადის თვიდან თვეში. სააქციო სასაჩუქრე წევრობები უნდა გაანაწილოთ, სანამ თქვენ მნახველებს სასაჩუქრე წევრობებს უყიდით. სააქციო სასაჩუქრე წევრობების განაწილება შეგიძლიათ 5-5-ად იმავენაირად, როგორც პირდაპირი სტრიმინგის ან პრემიერების დროს ნაყიდ სასაჩუქრე წევრობებს ანაწილებთ: თქვენი სააქციო სასაჩუქრე წევრობების სანახავად გადადით პირდაპირი სტრიმინგის ან პრემიერის პირდაპირ ჩეთში და აირჩიეთ  and then წევრობის ჩუქება  and then 5 წევრობის ჩუქება ახლა.

შენიშვნა: სარეკლამო სასაჩუქრე წევრობები ამჟამად მიუწვდომელია ბრენდის ანგარიშებისთვის. თვალყური ადევნეთ, რადგან უახლოეს თვეებში ფუნქციებს დავამატებთ.

როცა თქვენ ან თქვენი არხის წევრი სასაჩუქრე წევრობებს ყიდულობს, უკუათვლა გამოჩნდება პირდაპირ ჩეთში გარკვეული დროით. დროის ოდენობა დამოკიდებულია შესყიდვის თანხის ოდენობაზე. თუ პირდაპირი ჩეთი ან პირდაპირი სტრიმინგი იქამდე დასრულდება, ვიდრე სასაჩუქრე წევრობა გამოცხადდება, ის მაინც განაწილდება მნახველებზე.

მნახველები უნდა დაეთანხმონ, რომ სასაჩუქრე წევრობის მიღებაზე თანახმა არიან. მას შემდეგ, რაც მნახველი აირჩევს, რომ თანახმაა საჩუქრების მიღებაზე თქვენს არხზე, მას შეეძლება სასაჩუქრე წევრობების მიღება თქვენს არხზე.

თქვენ შეგიძლიათ, წაახალისოთ მნახველები, რომ დააფიქსირონ საჩუქრების მიღებაზე თანხმობა თქვენი უნიკალური URL-ის გაზიარებით თქვენს არხსა და კონტენტში:

  • www.youtube.com/channel/{external_channel_id}/allow_gifts, ან
  • www.youtube.com/channel/{channel_name}/allow_gifts

თქვენი არხის გარე უნიკალური ID-ს ნახვა შეგიძლიათ აქ.

​​სასაჩუქრე წევრობის შეძენა ჩაითვლება შესრულებულად, როცა YouTube პირველ საჩუქარს მნახველს გადასცემს. სასაჩუქრე წევრობების შესახებ ანგარიშები ხელმისაწვდომია YouTube ანალიტიკაში. აირჩიეთ „წევრობების ტიპი“, რათა იხილოთ, რამდენი სასაჩუქრე წევრობა შეიძინეს და გამოიყენეს დროის გარკვეულ პერიოდში.

წევრებისთვის კომენტირების უფლების დაბლოკვა
თქვენ ვერ ამოშლით შემოერთებულ წევრებს, მაგრამ შეგიძლიათ კომენტირების უფლების დაბლოკვა. კონკრეტული მნახველებისთვის კომენტირების უფლების დასაბლოკად უნდა დააყენოთ კომენტარებისა და პირდაპირი ჩეთის ფილტრები.

თქვენი შესავალი ვიდეოს დაყენება და მართვა

შესავალი ვიდეოს დაყენება პოტენციური წევრებისთვის
ყველა, ვინც დააწკაპუნებს გაწევრიანების ღილაკზე, თქვენს შესავალ ვიდეოს ნახავს.

შესავალი ვიდეოს დამატებამდე გასათვალისწინებელი

  • შესავალ ვიდეოებში რეკლამები არ განთავსდება.
  • შესავალი ვიდეო უნდა აკმაყოფილებდეს YouTube-ის საზოგადოების წესდების მოთხოვნებს.
  • თქვენი შესავალი ვიდეო არ უნდა იყოს მე-3 მხარის მიერ საავტორო უფლებების დარღვევის გამო გასაჩივრებული.
  • თქვენი შესავალი ვიდეო არ უნდა იყოს მუსიკის საავტორო უფლებების დარღვევის გამო გასაჩივრებული.
  • თქვენი შესავალი ვიდეო არ უნდა იყოს ბავშვებისთვის შექმნილი.
  • თუ გსურთ, წევრობის დონეების კონკრეტული ფასები ახსენოთ, გაითვალისწინეთ, რომ ფასები განსხვავდება პლატფორმებისა და ქვეყნების მიხედვით.

შესავალი ვიდეოს დამატება და რედაქტირება

  1. შექმენით თქვენი შესავალი ვიდეო და დარწმუნდით, რომ გამოაქვეყნებთ სტატუსით გამოუქვეყნებელი.
  2. გადადით მისამართზე studio.youtube.com.
  3. მარცხენა მენიუში აირჩიეთ გამომუშავება and then, შემდეგ კი დაწკაპუნებით აირჩიეთ წევრობები.
  4. დაწკაპუნებით აირჩიეთ შესავალი ვიდეოს დამატება წევრობის შეთავაზების ბარათზე.
  5. არსებული შესავალი ვიდეოს რედაქტირებისთვის ან წაშლისთვის, დაწკაპუნებით აირჩიეთ „რედაქტირება“  შესავალი ვიდეოს გვერდით, წევრობის შეთავაზების ბარათზე.

არხის წევრობის შემოსავალი, ფასები და თანხის დაბრუნება

შემოსავლის წილი

შემქმნელები წევრობის შემოსავლის 70%-ს მიიღებენ, მოქმედი გადასახადებისა და საკომისიოების გამოქვითვის შემდეგ. ტრანზაქციის ყველა ხარჯს (მათ შორის, საკრედიტო ბარათის საკომისიოებს) ამჟამად YouTube ფარავს.
შემოსავლის წილი შემქმნელებისთვის მრავალარხიან ქსელში (MCN)
თუ თქვენ მრავალარხიანი ქსელის (MCN) წევრი ხართ, თქვენს ქსელთან უნდა გაიაროთ კონსულტაცია. ზოგიერთი მრავალარხიანი ქსელი (MCN) შემოსავლის დამატებით წილს იღებს — შეიძლება წევრობებიდან თქვენი შემოსავალი 70%-ზე ნაკლები იყოს, თუ მრავალარხიანი ქსელის (MCN) წევრი ხართ.
თქვენ და თქვენი მრავალარხიანი ქსელი (MCN) (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პასუხისმგებელი ხართ საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობის დაცვაში.

შემოსავლების ანგარიშგება

შემოსავლების ანგარიშების ნახვა შესაძლებელია აქ: YouTube ანალიტიკა > ტრანზაქციებიდან შემოსავლების ანგარიში. წევრობებიდან შემოსავალს იმავე გზით მიიღებთ, რომლითაც სარეკლამო შემოსავალს იღებთ AdSense-ით YouTube-ისთვის.

გაუქმება, შეწყვეტა და თანხის დაბრუნება

წევრებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ წევრობის გაუქმება.
თუ წევრი მოითხოვს თანხის დაბრუნებას, მხოლოდ YouTube-მა უნდა გადაწყვიტოს, საკუთარი შეხედულებისამებრ, ამ მოთხოვნის ვალიდურობა და შეიძლება არხს დაუქვითოს ასანაზღაურებელი თანხა შემოსავლის წილიდან. შეიტყვეთ YouTube-ის ანაზღაურების დებულების შესახებ ფასიანი წევრობებისთვის.

თუ არხზე წევრობა შეწყდება არხის მიერ შეწყვეტის გამო, ყველა აქტიური ფასიანი წევრი დაიბრუნებს წინა გადახდილ თანხას. თანხის დაბრუნების სხვა მიზეზებში შედის YouTube პარტნიორთა პროგრამიდან ამოშლა ან ჩვენს პირობებთან ან წესებთან დაკავშირებით არასათანადო მოპყრობა, თაღლითობა ან მათი დარღვევა. არხის შემოსავლის წილი, რომელიც უნდა დაბრუნდეს, გამოაკლდება არხს.

ხშირად დასმული შეკითხვები

ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, კერძოდ:
  • თქვენს არხზე ფუნქცია არ არის გაშვებული.
  • ფუნქცია არ არის ხელმისაწვდომი ყველა ქვეყანაში.
  • თქვენი ვიდეო დაყენებულია, როგორც ბავშვებისთვის შექმნილი.
  • „გაწევრიანების“ ღილაკი ჯერ არ არის გაშვებული ზოგიერთ პლატფორმაზე. თუმცა მნახველებს მაინც შეუძლიათ წევრად გახდომა დესკტოპ-ვერსიიდან. თქვენ მაინც შეგიძლიათ პრივილეგიებზე წვდომის მიღება ყველა ხელმისაწვდომ პლატფორმაზე, თუ დესკტოპ-ვერსიით დარეგისტრირდებით.
  • „გაწევრიანების“ ღილაკი ხელმისაწვდომია მხოლოდ მონაწილე არხების ყურების გვერდებზე, შესაბამის ვიდეოზე. მაგალითად, მუსიკის მიმართულებით პარტნიორების მიერ გასაჩივრებული ვიდეოების ყურების გვერდებზე ღილაკი არ გამოჩნდება.
  • „გაწევრიანების“ ღილაკი მობილურ მოწყობილობებზე არ გამოუჩნდებათ იმ წევრებს, რომლებსაც არ აქვთ გამოწერილი თქვენი არხი. მნახველებმა ჯერ უნდა გამოიწერონ თქვენი არხი, რომ მობილურ მოწყობილობებზე „გაწევრიანების“ ღილაკი გამოუჩნდეთ.

თუ თქვენი მნახველები ვერ ხედავენ გაწევრიანების ღილაკს, შეახსენეთ მათ შემდეგი:

  • შეახსენეთ, რომ წევრად გახდომა თქვენი არხის მთავარ გვერდზე „გაწევრიანების“ ღილაკზე დაწკაპუნებით შეუძლიათ.
  • მნახველებს შეუძლიათ არხის URL-ის ბოლოში დაამატოთ „/join“, რათა პირდაპირ წევრობის შეთავაზების ფანჯარაზე გადავიდნენ.
  • თქვენც შეგიძლიათ ვიდეოს აღწერილობაში გაწევრიანების ბმულის დამატება.
როგორ მივიღო მეტი მონაცემები ჩემი წევრების შესახებ?
ჩვენ გვაქვს წევრების API, რომელიც წვდომას მოგცემთ თქვენი წევრების შესახებ შემდეგ ინფორმაციაზე. თუ მე-3 მხარის კომპანიას იყენებთ პრივილეგიების შესათავაზებლად, გაუზიარეთ აღნიშნული ინფორმაცია თქვენი წევრების შესახებ, რომ წევრობის უპირატესობები შესთავაზოთ.
  • The member's channel URL 
  • The name of the member's channel
  • A link to the member's profile picture
  • When the member joined your channel 
Note: The Members API Service currently does not provide information about a member’s level.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
6555044420705415467
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false