YouTube-ისთვის AdSense ანგარიშის დაყენება YouTube-ზე ანაზღაურების მისაღებად

უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, დროებით ვაჩერებთ Google და YouTube რეკლამების განთავსებას რუსეთში მყოფი მომხმარებლებისთვის. შეიტყვეთ მეტი.

თუ YouTube-ზე თანხას გამოიმუშავებთ, ანაზღაურების მისაღებად დაუკავშირეთ თქვენი AdSense YouTube-ისთვის ანგარიში.

მნიშვნელოვანი: დაშვებულია მხოლოდ ერთი AdSense-ის ან YouTube-ისთვის AdSense ანგარიშის ქონა ერთი და იგივე გადახდის მიმღების სახელზე AdSense-ის მომსახურების პირობებისაან AdSense YouTube-ის მომსახურების პირობების შესაბამისად. დუბლირებული ანგარიშები არ დამტკიცდება, შესაბამისად მათთან დაკავშირებულ YouTube არხს მონეტიზაცია შეუწყდება. YouTube-ისთვის ახალი AdSense ანგარიში აუცილებლად YouTube Studio-დან უნდა შექმნათ. სხვა საიტზე (მაგ., AdSense-ის მთავარ გვერდზე) შექმნილ ანგარიშს ვერ გამოიყენებთ.

YouTube-ისთვის AdSense ანგარიშის შექმნა და მიბმა

YouTube-ზე ანაზღაურებას თქვენს არხზე მიბმული YouTube-ისთვის AdSense ანგარიშის მეშვეობით იღებთ. გაითვალისწინეთ, თუ უკვე ჩართული ხართ YouTube პარტნიორთა პროგრამაში, საჭიროებისამებრ, შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი დაკავშირებული AdSense YouTube-ისთვის ანგარიში. ასევე, ერთი YouTube-ისთვის AdSense ანგარიშიდან შესაძლებელია ერთზე მეტი YouTube არხის მონეტიზაცია.

გაითვალისწინეთ, რომ მიბმული AdSense YouTube-ისთვის ანგარიშის შეცვლა შეგიძლიათ მხოლოდ 32 დღეში ერთხელ.

 AdSense YouTube შემქმნელებისთვის

 

შეგიძლიათ YouTube-ისთვის ახალი AdSense ანგარიში შექმნათ და თქვენს არხს მიაბათ:

  1. შედით YouTube Studio-ში.
  2. მარცხენა მენიუში აირჩიეთ ჩანართი გამომუშავება
  3. ბარათზე: რეგისტრაცია AdSense YouTube-ისთვის დაწკაპუნებით აირჩიეთ დაწყება.
  4. მოთხოვნისამებრ, შეიყვანეთ თქვენი YouTube ანგარიშის პაროლი და ხელახლა გაიარეთ ავტორიზაცია, თუ საჭირო გახდება.
  5. აირჩიეთ ის Google ანგარიში, რომელსაც AdSense YouTube-ისთვის გამოიყენებთ.
    • შენიშვნა: თუ AdSense-ს YouTube-ის გარდა, სხვაგანაც იყენებთ, შესასვლელად ისარგებლეთ იმ Google ანგარიშით, რომელიც არსებულ AdSense ანგარიშზე გაქვთ მიბმული.
  6. ახლა შესული ხართ AdSense-ში YouTube-ისთვის. შესვლისთანავე, გადაამოწმეთ თქვენი ელფოსტის მისამართი გვერდის ზედა ნაწილში. თუ არასწორია, ანგარიშის შესაცვლელად, დაწკაპუნებით აირჩიეთ სხვა ანგარიშის გამოყენება.
  7. განაგრძეთ ანგარიშის დაყენების პროცესი. შეავსეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და გააგზავნეთ თქვენი YouTube-ისთვის AdSense ანგარიშის განაცხადი.

როგორც კი ამ ნაბიჯებს გაივლით, გადამისამართდებით უკან, YouTube Studio-ში, სადაც დაგხვდებათ შეტყობინება თქვენი AdSense YouT u be-ისთვის ანგარიშის განაცხადის მიღების დადასტურების შესახებ. როგორც კი ანგარიში დამტკიცდება, შეტყობინებას ელფოსტის სახით მიიღებთ, რასაც შესაძლოა რამდენიმე დღე დასჭირდეს. დამტკიცების შემთხვევაში, დასტურს YouTube Studio-ში რეგისტრაცია AdSense YouTube-ისთვის ბარათზე დაინახავთ, სადაც ნაჩვენები იქნება, რომ თქვენი YouTube-ისთვის AdSense ანგარიში დამტკიცებული და აქტიურია.

მრავალარხიანი ქსელი (MCN): თუ თქვენ წარმოადგენთ აფილირებულ არხს, რომელიც თანამშრომლობს MCN-თან, საჭიროა, თქვენს არხს თქვენი პირადი YouTube-ისთვის AdSense ანგარიში დაუკავშიროთ. მესამე პირის YouTube-ისთვის AdSense ანგარიშზე შესვლა, მათი ნებართვის მიღების შემდეგაც კი, არღვევს AdSense-ის მომსახურების პირობებს, ან შესაბამისად,YouTube-ისთვის AdSense-ის მომსახურების პირობებს..

არ ვიცი, მაქვს თუ არა AdSense-ის ან YouTube-ისთვის AdSense ანგარიში უკვე

შემოსულ შეტყობინებებში მოძებნეთ წერილი შემდეგი გამგზავნისგან: „adsense-noreply@google.com“.
AdSense-ის მომსახურების პირობებისა ან AdSense YouTube-ისთვის მომსახურების პირობების შესაბამისად, დაშვებულია მხოლოდ ერთი AdSense ან YouTube-ისთვის AdSense ანგარიშის ქონა ერთი და იგივე გადახდის მიმღების სახელზე. თუ აღმოჩნდა, რომ გაქვთ ანგარიშის დუბლიკატი, თქვენი AdSense YouTube-ისთვის ანგარიში აღარ დამტკიცდება. ასევე, მოგეთხოვებათ სხვა დაკავშირებული ანგარიშების დახურვა.
უკვე მაქვს დამტკიცებული AdSense ან YouTube-ისთვის AdSense ანგარიში
  1. შედით თქვენს YouTube ანგარიშში და გადადით ბმულზე https://studio.youtube.com/channel/UC/monetization
  2. ბარათზე: „რეგისტრაცია AdSense YouTube-ისთვის“ დაწკაპუნებით აირჩიეთ დაწყება
  3. დაგჭირდებათ YouTube ანგარიშის პაროლის თავიდან შეყვანა და ავტორიზაციის ხელახლა გავლა. გაიგეთ, როგორ გაიაროთ ავტორიზაცია ხელახლა თქვენი YouTube ანგარიშით.
  4. აირჩიეთ Google ანგარიში, რომლითაც გსურთ AdSense YouTube-ისთვის ანგარიშზე შესვლა. თუ უკვე გაქვთ AdSense ან YouTube-ისთვის AdSense ანგარიში, უნდა შეხვიდეთ იმ Google ანგარიშით, რომელსაც თქვენს არსებულ ანგარიშზე წვდომისთვის იყენებთ. ამ ანგარიშში შესასვლელი ავტორიზაციის მონაცემები შეიძლება განსხვავდებოდეს იმ მონაცემებისაგან, რომლებსაც YouTube-ში შესასვლელად იყენებთ.
  5. თქვენ გადამისამართდებით AdSense YouTube-ისთვის რეგისტრაციის გვერდზე. გვერდის ზედა ნაწილში შეამოწმეთ ელფოსტის მისამართის სისწორე. თუ მოცემული ანგარიში არასწორია, ანგარიშების შესაცლელად დაწკაპუნებით აირჩიეთ „სხვა ანგარიშის გამოყენება“.
  6. დაწკაპუნებით აირჩიეთ დაკავშირებაზე დათანხმება.
  7. ამის შემდეგ გადამისამართდებით YouTube Studio-ს გამომუშავების გვერდზე.
  8. მას შემდეგ, რაც YouTube-ისთვის AdSense ანგარიშს წარმატებით დააკავშირებთ, „AdSense YouTube-ისთვის რეგისტრაციის“ ბარათზე გამოჩნდება მწვანე ფერის ნიშანი „შესრულებულია“.

AdSense YouTube-ისთვის დაყენება კონტენტის მენეჯერის ანგარიშის მეშვეობით

თუ თქვენ უფლება გაქვთ მართოთ კონტენტის მენეჯერის ანგარიში, შეგიძლიათ იგი YouTube-ისთვის AdSense ანგარიშს დაუკავშიროთ.
  1. შედით თქვენს კონტენტის მენეჯერის ანგარიშში.
  2. გადადით პარამეტრებში.
  3. განყოფილების „მიმოხილვა“ ქვეშ გამოჩნდება AdSense YouTube-ისთვის (მის დასანახად შესაძლოა დაგჭირდეთ გადაადგილება).
  4. დაწკაპუნებით აირჩიეთ რედაქტირება.
  5. შემდეგ აირჩიეთ გაგრძელება AdSense-ზე YouTube-ისთვის.
  6. დაგჭირდებათ YouTube ანგარიშის პაროლის თავიდან შეყვანა და ავტორიზაციის ხელახლა გავლა. გაიგეთ, როგორ გაიაროთ ავტორიზაცია ხელახლა თქვენი YouTube ანგარიშით.
  7. აირჩიეთ Google ანგარიში, რომლითაც გსურთ AdSense YouTube-ისთვის ანგარიშზე შესვლა. თუ უკვე გაქვთ AdSense ან YouTube-ისთვის AdSense ანგარიში, უნდა შეხვიდეთ იმ Google ანგარიშით, რომელსაც თქვენს არსებულ ანგარიშზე წვდომისთვის იყენებთ.
  8. მოთხოვნისამებრ, შეიყვანეთ თქვენი AdSense YouTube-ისთვის ანგარიშის პაროლი. ის შესაძლოა განსხვავდებოდეს ავტორიზაციის მონაცემებისაგან, რომლებსაც YouTube-ში შესასვლელად იყენებთ.
  9. დაადასტურეთ YouTube არხი, რომელსაც AdSense YouTube-ისთვის ანგარიშს უკავშირებთ და აირჩიეთ არხის მთავარი ენა. მიუხედავად იმისა, რომ AdSense-თან YouTube-ისთვის მხოლოდ ერთ YouTube არხს აკავშირებთ, YouTube რეკლამებს განათავსებს ყველა არხზე, რომელიც დაკავშირებულია თქვენს კონტენტის მენეჯერთან.
  10. დაწკაპუნებით აირჩიეთ დაკავშირებაზე თანხმობა და მოთხოვნისამებრ, მიუთითეთ თქვენი ბილინგის ინფორმაცია.
ამ პროცესის დასრულების შემდეგ, დაბრუნდებით YouTube-ზე. გაიგეთ მეტი AdSense-ის განაცხადის განხილვის ვადების შესახებ.

ხშირი პრობლემები

გამოიყენეთ ქვემოთ მოცემული ინფორმაცია, რათა აღმოფხვრათ ხშირი პრობლემები, რომლებსაც შესაძლოა წააწყდეთ YouTube-ისთვის AdSense ანგარიშის თქვენს არხთან დაკავშირებისას.

YouTube-ისთვის AdSense ანგარიში, რომელიც ახლა შევქმენი, არ დამტკიცდა იმის გამო, რომ უკვე მაქვს მოქმედი AdSense ან YouTube-ისთვის AdSense ანგარიში.

AdSense-ის მომსახურების პირობებისა და AdSense YouTube-ისთვის მომსახურების პირობების შესაბამისად, დაშვებულია მხოლოდ ერთი AdSense-ის ან YouTube-ისთვის AdSense ანგარიშის ქონა ერთი და იგივე გადახდის მიმღების სახელზე. თუ აღმოჩნდა, რომ ანგარიშის დუბლიკატი გაქვთ, თქვენი ახალი YouTube-ისთვის AdSense ანგარიში არ დამტკიცდება.

ელფოსტის შემოსულებში მოძებნეთ ელფოსტა თემით: „თქვენ უკვე გაქვთ AdSense-ის ან YouTube-ისთვის AdSense ანგარიში“. ამ შეტყობინებით მიიღებთ ინფორმაციას თქვენი არსებული AdSense-ისა ან YouTube-ისთვის AdSense ანგარიშის შესახებ. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, პრობლემის გადაჭრის ორი გზა გაქვთ:

არსებული (ძველი) ანგარიშის გამოყენება

  1. შედით YouTube Studio-ში და დაწკაპუნებით აირჩიეთ დაკავშირების შეცვლა.
  2. ანგარიშის არჩევის მენიუში მონიშნეთ Google ანგარიში, რომელიც იყენებს თქვენს არსებულ (ძველ) AdSense-ს ან YouTube-ისთვის AdSense ანგარიშს.
  3. დაწკაპუნებით აირჩიეთ დაკავშირებაზე დათანხმება.

შემდეგ გადამისამართდებით უკან, YouTube Studio-ში, სადაც დაინახავთ თქვენს არხთან დაკავშირებულ ანგარიშს.

ახალშექმნილი ანგარიშის გამოყენება

ჯერ უნდა დახუროთ არსებული (ძველი) ანგარიში

  1. შედით თქვენს არსებულ AdSense-ის ან YouTube-ისთვის AdSense ანგარიშზე, შესაბამისად.
  2. ანგარიშის დასახურად მიჰყევით ამ ნაბიჯებს.

ძველი ანგარიშის დახურვის დასადასტურებლად, შედით თქვენს ახალ YouTube-ისთვის AdSense ანგარიშში.

შენიშვნა: თქვენი ახალი AdSense YouTube-ისთვის ანგარიშის დადასტურებასა და მის დაკავშირებას YouTube არხთან შესაძლოა რამდენიმე დღე დასჭირდეს.

მისამართის (PIN-კოდის) დადასტურებასთან დაკავშირებული პრობლემები

არხის მონეტიზაციის შენარჩუნებისა და ანაზღაურებების მისაღებად, სავალდებულოა თქვენს YouTube-ისთვის AdSense ანგარიშში მისამართის (PIN-კოდის) დადასტურება.

თუ თქვენს არხს YouTube-ისთვის ახალი AdSense ანგარიში დაუკავშირეთ, მას შემდეგ, რაც თქვენი ბალანსი მიაღწევს 10 $-ს, ფიზიკურ მისამართზე ფოსტით მიიღებთ PIN-კოდის დადასტურების ბარათს. PIN-კოდის დადასტურების ბარათზე მოცემული იქნება AdSense-ში შესასვლელი PIN-კოდი, რომლითაც შეძლებთ მისამართის დადასტურებას.

თუ არსებულ AdSense-ის ან YouTube-ისთვის AdSense ანგარიშს დაუკავშირდით, PIN-კოდის დადასტურების ბარათის ფოსტით მოსვლას შესაძლოა, სულ მცირე 3 კვირა დასჭირდეს. თუ 3 კვირის გასვლის შემდეგ ბარათი კვლავაც არ მიგიღიათ, მოითხოვეთ PIN-კოდის დადასტურების ახალი ბარათი.

YouTube-ისთვის AdSense ანგარიშის ფაილზე მითითებული მისამართი უნდა ემთხვეოდეს თქვენი ადგილობრივი საფოსტო სამსახურის მიერ აღიარებულ მისამართს. სწორი მისამართი ადგილობრივ საფოსტო ოფისს თქვენი ელფოსტის მიტანას გაუადვილებს. თუ ეს მისამართები ერთმანეთისგან განსხვავდება, შეცვალეთ გადახდის მისამართი თქვენს ანგარიშში, ისე, რომ იდენტური იყოს.

თუ დახმარება დაგჭირდათ მისამართის (PIN-კოდის) დადასტურებისას, იხილეთ შემდეგი დამხმარე რესურსები:

რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ ჩემს მისამართს არ დავადასტურებ?

თუ მისამართს არ დაადასტურებთ 4 თვის განმავლობაში, თქვენს არხს შეუწყდება მონეტიზაცია. ეს გულისხმობს წვდომის დაკარგვას ისეთ ფუნქციებზე, როგორებიცაა:

  • არხის წევრობა
  • სუპერ ჩეთი და სხვა

მისამართის დადასტურებისთანავე თქვენს არხს აღუდგება მონეტიზაცია.

სხვა პრობლემები

YouTube Studio-ში ვხედავ შეტყობინებას — „სამწუხაროდ, წარმოიქმნა შეფერხება”

ეს შეცდომის შეტყობინება შეიძლება გამოჩნდეს, როდესაც ცდილობთ ცვლილებების შეტანას ისეთ ელფოსტის გამოყენებით, რომელსაც YouTube Studio არ აღიარებს. ამ პრობლემების გადასაჭრელად, ცადეთ შემდეგი:

  • YouTube-ისთვის AdSense ანგარიშის დაკავშირებისას, YouTube Studio მოგთხოვთ თქვენი ვინაობის დადასტურებას. ამ შემთხვევაში, აუცილებლად გამოიყენეთ ის ელფოსტა, რომლითაც YouTube-ში შედიხართ.
  • შემდეგ, AdSense YouTube-ისთვის პლატფორმაზე გასაგრძელებლად, მოგიწევთ Google ანგარიშის არჩევა. მოცემულ შემთხვევაში, უფლება გაქვთ ისეთი ელფოსტის მისამართიც აირჩიოთ, რომელსაც YouTube Studio-ს გარეთ იყენებთ.
  • თუ თქვენი არხი დაკავშირებულია ბრენდის ანგარიშთან, სისტემაში შესასვლელად უნდა გამოიყენოთ ელფოსტის მისამართი, რომლის მეშვეობითაც თავდაპირველად შეიქმნა თქვენი არხი. თუ ამ ელფოსტით ვერ შედიხართ სისტემაში, ანგარიშის აღსადგენად იხილეთ ჩვენი ანგარიშის აღდგენის მითითებები.

AdSense YouTube-ისთვის ვებსაიტის URL-ს მთხოვს რეგისტრაციისთვის

თქვენს YouTube არხთან დასაკავშირებელი ახალი YouTube-ისთვის AdSense ანგარიშის შექმნის მიზნით არ გამოიყენოთ ბმულები: google.com/adsense ან adsense.com. ამ ბმულებიდან შექმნილი AdSense ანგარიში არ დამტკიცდება, ხოლო მონეტიზაცია გაითიშება. ამის ნაცვლად, შექმენით YouTube-ისთვის AdSense ანგარიში პირდაპირ YouTube Studio-დან.

სხვა შეცდომები

თუ წააწყდით ტექნიკურ ხარვეზებს, რომლებიც ამ გვერდზე არაა ნახსენები, ცადეთ შემდეგი:

  • დახურეთ ბრაუზერის ყველა ჩანართი.
  • გაასუფთავეთ ბრაუზერის ქეში და ქუქი-ჩანაწერები.
  • გამოიყენეთ პირადი ან ინკოგნიტო ფანჯარა (რათა დარწმუნდეთ, რომ სისტემაში სხვა Google ანგარიშით არ ხართ შესული).

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
13631099045570024867
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false