YouTube-ის საზოგადოების წესდება

როდესაც იყენებთ YouTube-ს, თქვენ უერთდებით ადამიანების საზოგადოებას მთელი მსოფლიოდან. ქვემოთ წარმოდგენილი მითითებები ხელს უწყობს, რომ YouTube სახალისო და ყველასთვის სასიამოვნო სივრცედ დარჩეს.

თუ ნახავთ კონტენტს, რომელიც, თქვენი აზრით, ამ მითითებებს არღვევს, გაგზავნეთ მოხსენება მათ შესახებ.

ზოგჯერ კონტენტი, რომელიც სხვა შემთხვევაში დაარღვევდა ჩვენი საზოგადოების წესდებას, შესაძლოა, დარჩეს YouTube-ზე, თუ მას საგანმანათლებლო, დოკუმენტური, სამეცნიერო ან მხატვრული (EDSA) კონტექსტი აქვს. ასეთ შემთხვევაში კონტენტი გახდება გამონაკლისი, საგანმანათლებლო, დოკუმენტური, სამეცნიერო ან მხატვრული ხასიათის გამო.

ეს წესები ვრცელდება ყველა ტიპის კონტენტზე ჩვენს პლატფორმაზე (გამოუქვეყნებელი და პირადი კონტენტის, კომენტარების, ბმულების, საზოგადოების პოსტებისა და ესკიზების ჩათვლით). ეს სია არასრულია.

შექმნა საღი აზრის გათვალისწინებით: YouTube-ის საზოგადოების წესდება

სპამი და შეცდომაში შემყვანი პრაქტიკები

YouTube საზოგადოებაში ურთიერთობა აგებულია ნდობაზე. კონტენტი, რომელიც ცდილობს თაღლითობას, შეცდომაში შეყვანას, აგზავნის სპამს ან მომხმარებლებს ატყუებს, არ დაიშვება YouTube-ზე.

სენსიტიური კონტენტი 

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დავიცავთ მნახველებს, შემქმნელებსა და, განსაკუთრებით, მცირეწლოვნებს. სწორედ ამას ითვალისწინებს წესები, რომლებიც ეხება ბავშვების უსაფრთხოებას, მათ დაცვას სექსსა და სიშიშვლესთან, ასევე, თვითდაზიანებასთან დაკავშირებული კონტენტისგან. შეიტყვეთ, რა ტიპის კონტენტია დაშვებული YouTube-ზე და როგორ მოიქცეთ, თუ წააწყდებით კონტენტს, რომელიც ამ წესებს არღვევს.

ძალადობრივი ან საშიში კონტენტი

სიძულვილის დამთესავი განცხადება, მტაცებლური ქცევა, ნატურალისტური ძალადობა, მავნე თავდასხმები და კონტენტი, რომელიც პროპაგანდას უწევს მავნე ან სახიფათო ქცევას, არ დაიშვება YouTube-ზე.

რეგულაციით შეზღუდული საქონელი

კონკრეტული პროდუქციის YouTube-ზე გაყიდვა აკრძალულია. შეიტყვეთ, რა არის ნებადართული და რა — არა.

მცდარი ინფორმაცია

გარკვეული სახის შეცდომაში შემყვანი ან მაცდუნებელი კონტენტი, რომელიც ძლიერი დაზიანების სერიოზულ რისკს გულისხმობს, ნებადართული არ არის YouTube-ზე. ეს მოიცავს მცდარი ინფორმაციის გარკვეულ ტიპებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს რეალური ზიანი, მაგალითად, მავნე სამკურნალო საშუალებების ან მკურნალობის რეკლამირება, ტექნიკურად მანიპულირებული კონტენტის გარკვეული ტიპები ან კონტენტი, რომელიც დემოკრატიულ პროცესებს აფერხებს.

 

საგანმანათლებლო, დოკუმენტური, სამეცნიერო და მხატვრული (EDSA) კონტენტი

ჩვენი საზოგადოების წესდება მიზნად ისახავს, რომ YouTube უფრო უსაფრთხო საზოგადოებად იქცეს. ზოგჯერ კონტენტი, რომელიც სხვა შემთხვევაში დაარღვევდა ჩვენი საზოგადოების წესდებას, შესაძლოა, დარჩეს YouTube-ზე, თუ მას საგანმანათლებლო, დოკუმენტური, სამეცნიერო ან მხატვრული (EDSA) კონტექსტი გააჩნია. ასეთ შემთხვევაში კონტენტი გახდება გამონაკლისი, საგანმანათლებლო, დოკუმენტური, სამეცნიერო ან მხატვრული ხასიათის გამო. 

გაეცანით შემქმნელების მინიშნებებს YouTube-ის წესებსა და მითითებებთან დაკავშირებით.

სერიოზულობით მოეკიდეთ ამ წესებს. თუ დავინახავთ, რომ შემქმნელის ქცევა პლატფორმაზე და/ან პლატფორმის გარეთ ზიანს აყენებს ჩვენს მომხმარებლებს, საზოგადოებას, თანამშრომლებს ან ეკოსისტემას, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ზომები სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით (და არა მხოლოდ), მათი ქმედებების აღმაშფოთებლობის და მავნე ქცევის მოდელის აღმოჩენის შემთხვევაში. ჩვენი რეაქცია მოიცავს მთელ სპექტრს — შემქმნელის პრივილეგიების შეჩერებით დაწყებული, ანგარიშის შეწყვეტით დამთავრებული.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
13480390987771675456
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false