YouTube პარტნიორთა გამომუშავება: მიმოხილვა

უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, დროებით ვაჩერებთ Google და YouTube რეკლამების განთავსებას რუსეთში მყოფი მომხმარებლებისთვის. შეიტყვეთ მეტი.

ამ გვერდზე მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია YouTube-ის მონეტიზაციაში (როგორიცაა YouTube პარტნიორთა პროგრამა) ჩართული შემქმნელებისთვის.

YouTube პარტნიორთა პროგრამა შემქმნელებს თავიანთი კონტენტის მონეტიზაციის საშუალებას აძლევს. მათ შეუძლიათ მიიღონ შემოსავლის ნაწილი თავიანთ ვიდეოებზე განთავსებული რეკლამებისა და მონეტიზაციის სხვადასხვა ფუნქციის საშუალებით. ამ სტატიაში გაიგებთ, როგორ გამოითვლება გამომუშავების თქვენი წილი და როგორ და როდის შეძლებთ ანაზღაურების მიღებას.

როგორ ხდება შემოსავლის მიღება

სარეკლამო შემოსავლები

მას შემდეგ, რაც არხზე მონეტიზაციის ფუნქციას გაააქტიურებთ, თქვენს ვიდეოებზე Google-ისა და მისი პარტნიორების რეკლამების ჩართვას და თქვენი წილი შემოსავლის მიღებას შეძლებთ.
 
გაითვალისწინეთ, რომ YouTube-ის პარტნიორთა ხელშეკრულების მიხედვით არ არსებობს გარანტირებული შემოსავალი. გამომუშავების რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენჯერ ნახა მაყურებელმა რეკლამა თქვენი ვიდეოს ყურებისას. შეიტყვეთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ ჩნდება რეკლამა თქვენს მონეტიზებულ ვიდეოზე

მონეტიზაციის სხვა ხერხები

შემოსავლის მიღება ისეთი მონეტიზაციის გზებითაც შეგიძლიათ, როგორიცაა არხის წევრობა, საყიდლები, სუპერ ჩეთი, Super Stickers, Super Thanks და YouTube Premium-ის წევრობა. შეიტყვეთ მეტი YouTube-ზე მონეტიზაციის ყველა გზის შესახებ.
რა არის ჩემი შემოსავლის წილი?

თქვენი შემოსავლის წილი არის მთლიანი შემოსავლის ის პროცენტი, რომელიც YouTube პარტნიორთა კონკრეტული ხელშეკრულებით გაქვთ განსაზღვრული. თქვენს შემოსავლის წილზე მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ:

  1. შედით YouTube Studio-ში
  2. მარცხენა მენიუდან აირჩიეთ პარამეტრები
  3. აირჩიეთ ხელშეკრულებები
  4. შემოსავლის წილზე მეტი დეტალების მისაღებად დაწკაპუნებით აირჩიეთ ხელშეკრულების ნახვა თითოეული ხელშეკრულების გასწვრივ.

შეიტყვეთ მეტი, თუ როგორ იპოვოთ საჭირო ხელშეკრულებები.

შენიშვნა: პარტნიორთა წილის დაანგარიშება არ ითვალისწინებს ტრანზაქციების ისეთ გადასახადებს, როგორიცაა გაყიდვების გადასახადი, დღგ, გადასახადებს საქონელსა და მომსახურებებზე და სხვ.

შემოსავლის წილი

YouTube Studio-ში პარტნიორებს შეუძლიათ აირჩიონ მონეტიზაციის კონკრეტული მოდული და გადახედონ მის პირობებს, რომელიც მოიცავს დეტალურ ინფორმაციას შემოსავლის წილის შესახებ.

კომერციული პროდუქტების მოდული

თუ დაეთანხმებით კომერციული პროდუქტების მოდულის პირობებს და ჩართავთ თქვენს არხზე ფანებისგან დაფინანსების ფუნქციას, YouTube გადაგიხდით წმინდა შემოსავლის 70%-ს შემდეგი ფუნქციებიდან: არხის წევრობა, სუპერ ჩეთი, Super Stickers და Super Thanks.

ყურების გვერდის მონეტიზაციის მოდული

თუ მიმოიხილავთ და დაეთანხმებით ყურების გვერდის მონეტიზაციის მოდულის პირობებს და ჩართავთ რეკლამებს ყურების გვერდზე, YouTube გადაგიხდით წმინდა შემოსავლის 55%-ს იმ რეკლამებიდან, რომლებიც განთავსებულია თქვენი საჯარო ვიდეობის კონტენტის ყურების გვერდზე ან ნაჩვენებია სტრიმინგის სახით. იგივე პირობები ვრცელდება თქვენს ისეთ ვიდეოებზეც, რომელსაც უყურებენ YouTube ვიდეო დამკვრელის მეშვეობით სხვა ვებსაიტზე თუ აპლიკაციაში. 

Shorts-ის მონეტიზაციის მოდული

თუ დათანხმდებით Shorts-ის მონეტიზაციის მოდულის პირობებს და ჩართავთ „Shorts Feed რეკლამებს“, თქვენ მიიღებთ თქვენი კუთვნილი შემოსავლის 45%-ს. ეს თანხა გამოითვლება შემქმნელთა ფონდიდან თქვენი ნახვების წილის საფუძველზე. 

სად ვნახო ჩემი გამომუშავება?

YouTube ანალიტიკა

YouTube ანალიტიკიდან მიღებული სავარაუდო შემოსავლების ნახვა შესაძლებელია შემდეგნაირად:

  1. შედით YouTube Studio-ში.
  2. მარცხენა მენიუდან აირჩიეთ ანალიტიკა
  3. ზედა მენიუდან აირჩიეთ შემოსავალი

ამ გვერდზე იხილავთ სხვადასხვა ანგარიშს თქვენი გამომუშავების შესახებ. შეიტყვეთ მეტი, თუ როგორ უნდა შეამოწმოთ შემოსავალი YouTube ანალიტიკის საშუალებით.

ყოველთვიური სავარაუდო შემოსავალი

YouTube ანალიტიკაზე მოცემული ყოველთვიური სავარაუდო შემოსავალი შესაძლოა შეიცვალოს:

ყოველთვიური სავარაუდო შემოსავლის ცვლილება შეიძლება გამოიწვიოს არასწორი ტრაფიკმა, კონტენტის ID-სთან დაკავშირებულმა პრეტენზიებმა და დავებმა ან გარკვეული სარეკლამო კამპანიის ტიპებმა (მაგ: დღიური ღირებულება). თუ თქვენი სავარაუდო შემოსავალი იცვლება, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ზემოხსენებული რომელიმე მიზეზით. ეს ხდება შემოსავლის გენერირების შემდეგ ორჯერ: 1 კვირის შემდეგ (გაძლევთ უფრო ზუსტ შეფასებას) და მომდევნო თვის შუა რიცხვებში, სადაც უკვე თქვენი საბოლოო გამომუშავება იქნება ასახული.

AdSense YouTube-ისთვის

თქვენი საბოლოო გამომუშავებული თანხის ნახვა მხოლოდ თქვენს YouTube-ისთვის AdSense ანგარიშზე შეგიძლიათ. ინფორმაცია წინა თვის საბოლოო გამომუშავების შესახებ ემატება თქვენს YouTube-ისთვის AdSense ანგარიშის ბალანსს ყოველი თვის 7-დან 12 რიცხვამდე.

საბოლოო გამომუშავების ნახვა YouTube-ისთვის AdSense ანგარიშზე შეგიძლიათ.

  1. შედით თქვენს YouTube-ისთვის AdSense ანგარიშში.
  2. მარცხენა მენიუდან აირჩიეთ პარამეტრები and then გადახდები. აქ იქნება ინფორმაცია საბოლოო გამომუშავების შესახებ კონკრეტული პერიოდებისთვის და თქვენი ბოლო განხორციელებული ტრანზაქციები.

გადასახადის დაკავებამ შეიძლება, გავლენა მოახდინოს თქვენს საბოლოო გამომუშავებაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დაკავებული გადასახადი გამოჩნდება მხოლოდ თქვენს YouTube-ისთვის AdSense ანგარიშზე.

იბეგრება თუ არა ჩემი გამომუშავება?
შენიშვნა: YouTube და Google ვერ მოგცემთ რჩევას საგადასახადო საკითხებზე. საგადასახადო საკითხებში უკეთ გასარკვევად მიმართეთ სპეციალისტს.

აშშ-ს საგადასახადო ინფორმაცია 

Google ვალდებულია, დააკავოს გადასახადი იმ გამომუშავებული თანხიდან, რომელსაც იღებთ აშშ-ში მიღებული ნახვებიდან. იმისთვის, რომ Google-მა თქვენი დაკავების განაკვეთის სწორად განსაზღვრა შეძლოს, წარადგინეთ საგადასახადო ინფორმაცია YouTube-ისთვის AdSense ანგარიშზე (თუ ეს ჯერ არ გაგიკეთებიათ). წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, Google-მა თქვენი შემოსავალი მაქსიმალური განაკვეთით დააკავოს.
 
აშშ-ის საგადასახადო ინფორმაციის წარდგენა ევალება მონეტიზაციაში ჩართულ ყველა შემქმნელს, მიუხედავად იმისა, თუ მსოფლიოს რომელ ნაწილში იმყოფება. ამის გაკეთება ასევე სავალდებულოა, სანამ YouTube-ისთვის ახალი AdSense ანგარიშების მქონე ახალი პარტნიორები თავიანთ პირველ შემოსავალს მიიღებენ. შეიტყვეთ მეტი აშშ-ის საგადასახადო ინფორმაციის მოთხოვნების შესახებ YouTube-ზე გამომუშავებისთვის და აშშ-ის საგადასახადო ინფორმაციის Google-ისთვის გაგზავნის შესახებ.

სხვა საგადასახადო ვალდებულებები

გაითვალისწინეთ, თქვენი ქვეყნის ან რეგიონის კანონმდებლობიდან გამომდინარე, შეიძლება მოგიწიოთ გადასახადების გადახდა მონეტიზაციის საშუალებით გამომუშავებულ ნებისმიერ შემოსავალზე, რომელსაც YouYube-ზე გამოქვეყნებული ვიდეოებიდან მიიღებთ. დეტალური ინფორმაციის მისაღებად გირჩევთ, კონსულტაცია გაიაროთ ადგილობრივ საგადასახადო ორგანოებთან.

როგორ ხდება გადახდა?
იმისათვის, რომ YouTube-ისგან შემოსავალი მიიღოთ, უნდა გახდეთ YouTube პარტნიორთა პროგრამის წევრი. თუ YouTube-ისთვის AdSense ანგარიშს პირველად ქმნით, თქვენ მიიღებთ ინსტრუქციას.

AdSense YouTube-ისთვის

YouTube-დან გამომუშავებული თანხის თქვენთვის გადახდა, ძირითადად, YouTube-ისთვის AdSense ანგარიშიდან ხდება. AdSense YouTube-ისთვის არის Google-ის პროგრამა, სადაც მონეტიზაციის მქონე YouTube შემქმნელებს ფულის გამომუშავება და მიღება შეუძლიათ. 

სასარგებლო რესურსები

მრავალარხიანი ქსელები (MCN)

თუ წარმოადგენთ მრავალარხიანი ქსელთან (MCN) აფილირებულ არხს, YouTube-ისგან შემოსავალს ჯერ მრავალარხიანი ქსელი (MCN) მიიღებს, მისი მეშვეობით კი თქვენ. ამ უკანასკნელის დროს მიღებულ შემოსავალზე YouTube პასუხისმგებლობას იხსნის. რაც შეეხება გადახდის ქრონოლოგიას, უცვლელია და რჩება იგივე, როგორიცაა მონეტიზაციის მქონე სხვა შემქმნელებისთვის (იხილეთ გადახდის ქრონოლოგია). თითოეული აფილიატისთვის გადახდების ოდენობის გაანგარიშებისას, MCN-ს აქვს გადასახადის დაკავების უფლება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შემოსავლის მთლიანი ოდენობიდან, რომელიც განისაზღვრება სპეციალური ანგარიშის საფუძველზე.

„საყიდლებიდან“ მიღებული შემოსავალი

არხის მაღაზიიდან შემოსავალს იხდის ოფიციალური საქონლით საცალო მოვაჭრე ან პლატფორმა, რომელთანაც თანამშრომლობთ. მეტი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით სტატიას საყიდლები YouTube-ზე. გარდა ამისა, YouTube Shopping-ის აფილირებული პროგრამა უფლებამოსილ შემქმნელებს საშუალებას აძლევს მესამე მხარის პროდუქტებს თავიანთ კონტენტში გამორჩეული ადგილი მიუჩინონ და მიიღონ საკომისიო, როდესაც მნახველი პირდაპირი ბმულის მეშვეობით იყიდის მას. 
როდის ვიღებ შემოსავალს?

გადახდის ქრონოლოგია

წინა თვის საბოლოო გამომუშავება ემატება თქვენს YouTube გადახდების ანგარიშის ბალანსს AdSense-ში YouTube-ისთვის მიმდინარე თვის 7-დან 12 რიცხვამდე. მაგალითად, თუ იმყოფებით ამერიკის შეერთებულ შტატებში და ივნისში გამოიმუშავეთ 100 $, ამ ბალანსის ნახვას 7-12 ივლისის შუალედში შეძლებთ.
გამომუშავებულ თანხას მიმდინარე თვის 21-დან 26-მდე შუალედში იმ პირობით მიიღებთ, თუ თქვენმა ჯამურმა ბალანსმა გადახდის ზღურბლს მიაღწია და არ გიფიქსირდებათ დაკავებული თანხა. ამ დროის მონაკვეთში შეამჩნევთ არსებული გადასახადების დაქვითვასაც. 
უფრო მოკლედ, შემოსავალს მიიღებთ მაშინ, როდესაც დააკმაყოფილებთ ქვემოთ ჩამოთვლილ შემდეგ მოთხოვნებს:

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
4119179921501065283
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false