YouTube-ის ანგარიშში შესვლის უპირატესობები

ანგარიშში შესვლით მიღებული უპირატოსებების თქვენთვის წარმოსაჩენად სისტემაში შესვლის შეხსენების სხვადასხვა გზების ტესტირებას ვატარებთ. ეს ფუნქცია შეიცავს YouTube-ით სარგებლობისას შესვლის მოთხოვნის გამოჩენას. მოთხოვნის უარყოფა შეგიძლიათ თუ მისი ნახვისას შესვლა არ გსურთ.

YouTube-ში თქვენი Google ანგარიშით შესვლა თქვენთვის სასურველი კონტენტის მოძიებაში, YouTube საზოგადოებასთან დაკავშირებაში და სხვა მრავალი სახის აქტივობაში დაგეხმარებათ. შესვლით მიღებული უპირატესობები:

თქვენი საყვარელი არხის გამოწერის შემდეგ იხილავთ მეტ კონტენტს ამ არხიდან

შეგიძლიათ გამოიწეროთ არხები და აირჩიოთ შეტყობინების მიღება ახალი ვიდეოს ატვირთვის შემთხვევაში. ნაგულისხმევად, ჩვენ მხოლოდ არხის მნიშვნელოვან მომენტებს გამოგიგზავნით.

დასაკრავი სიების შექმნა და გაზიარება

დასაკრავი სიის შექმნით იპოვეთ და უყურეთ თქვენს რჩეულ ვიდეოებს. შეგიძლიათ გაუზიაროთ მეგობრებს და მოიწვიოთ ისინი სიაზე კოლაბორაციისთვის.

საზოგადოებაში წვლილის შეტანა

შეგიძლიათ რჩეულ არხებთან და შემსრულებლებთან ინტერაქცია. ვიდეოებსა და პოსტებზე თქვენი კომენტარები მათ დაეხმარებათ გაიგონ, თუ რას ფიქრობთ მათ ვიდოეზე, თქვენ კი შეგიძლიათ დასვათ შეკითხვები და დაუკავშირდეთ სხვა ფანებს.


ასევე, შეგიძლიათ YouTube ყველასთვის უკეთესი გახადოთ საზოგადოების ისეთი ხელსაწყოების გამოყენებით, როგორიცაა მოხსენების გადაგზავნა და დაბლოკვა.

YouTube-ის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობის გამოყენების დამატებითი გზები

შეგიძლიათ მიიღოთ კიდევ უფრო მეტი YouTube-ის შესაძლებლობა ამ დამატებითი ფასიანი სერვისების საშუალებით:

ინკოგნიტო რეჟიმის გამოყენებით შეგიძლიათ დაფარულად უყუროთ.

თუ არ გსურთ, რომ YouTube-მა თქვენი აქტივობა დაიმახსოვროს, გამოიყენეთ ინკოგნიტო რეჟიმი. მაგალითად, თუ ვიდეოს ინკოგნიტო რეჟიმში უყურებთ, ეს არ შეცვლის თქვენს რეკომენდებულ ვიდეოებს.


მობილურ მოწყობილობაში, ინკოგნიტო რეჟიმს ანგარიშის მენიუში იპოვით. ან შეგიძლიათ ისარგებლოთ თქვენი რჩეული ბრაუზერის პირადი რეჟიმით. შეიტყვეთ მეტი ინკოგნიტო რეჟიმის შესახებ.

თქვენი კონფიდენციალურობის მართვა

YouTube ზრუნავს თქვენი კონფიდენციალურობის დაცვაზე. ანგარიშში შესვლისას შეგიძლიათ YouTube-ში თქვენს მონაცემებზე წვდომა მიიღოთ და ნახოთ, რა მონაცემები ინახება თქვენს ანგარიშში. ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ კონფიდენციალურობის ყოვლისმომცველი პარამეტრებით.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
11524091586231948052
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false