„საზოგადოების პოსტების“ შესახებ

YouTube Community Posts

საზოგადოების პოსტებზე წვდომის მქონე შემქმნელებს ინტერაქტიული მედიის მეშვეობით შეუძლიათ მნახველებთან ინტერაქცია. საზოგადოების პოსტები შეიძლება მოიცავდეს გამოკითხვებს, ტესტებს, GIF-ებს, ტექსტებს, სურათებსა და ვიდეოს. საზოგადოების პოსტები საშუალებას გაძლევთ ვიდეოების ატვირთვის გარდა სხვაგვარად დაუკავშირდეთ თქვენს აუდიტორიას. საზოგადოების ჩანართის გარდა, ეს პოსტები შესაძლოა გამოჩნდეს არხებზე „მთავარი“ დს „გამოწერები“.

ვაკმაყოფილებ საზოგადოების ჩანართის მოთხოვნებს?

იმისათვის, რომ საზოგადოების ჩანართი ხელმისაწვდომი იყოს თქვენს არხზე, უნდა გაააქტიუროთ გაფართოებულ ფუნქციებზე წვდომა. წვდომის მისაღებად შეგიძლიათ აირჩიოთ სამი ვარიანტიდან ერთ-ერთი: არხის ისტორია, ვიდეოდადასტურება, ან მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. შეიტყვეთ მეტი აქ. გაფართოებულ ფუნქციებზე წვდომის ჩართვის შემდეგ, საზოგადოების ჩანართის ხელმისაწვდომობას შესაძლოა დასჭირდეს 48 საათამდე.

საზოგადოების პოსტზე წვდომა შესაძლოა შეიცვალოს თქვენი როლიდან გამომდინარე. შეიტყვეთ მეტი არხის ნებართვების შესახებ.

თუ თქვენი არხის აუდიტორია დაყენებულია პარამეტრზე „ბავშვებისთვის შექმნილი“, თქვენი საზოგადოების ჩანართი მხოლოდ თქვენ გამოგიჩნდებათ, მნახველებისთვის კი ხილვადი არ იქნება. ასევე, თქვენ ვერ შექმნით ახალ პოსტებს, მაგრამ შეგიძლიათ ძველი პოსტების ნახვა. შეიტყვეთ მეტი თქვენი აუდიტორიის პარამეტრების განსაზღვრაზე.

შენიშვნა: ეს ფუნქცია შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი YouTube-ზე ზედამხედველობის ქვეშ გამოცდილების ფარგლებში. შეიტყვეთ მეტი აქ.

სად შემიძლია ვიპოვო საზოგადოების პოსტები?

თქვენს საზოგადოების პოსტებს იპოვით საკუთარ არხზე, საზოგადოების ჩანართში და YouTube Studio-ს კონტენტის განყოფილებაში. YouTube Studio-ში თქვენს პოსტებზე გადასასვლელად:

  1. შედით YouTube Studio-ში.
  2. მარცხენა მენიუდან აირჩიეთ კონტენტი.
  3. დააწკაპუნეთ ჩანართზე პოსტები.

თუ დაგეგმეთ საზოგადოების პოსტები კონკრეტული გამოქვეყნების თარიღისთვის, მათ იხილავთ YouTube Studio-ში და საზოგადოების ჩანართის სექციაში „დაგეგმილი“. თქვენს ვადაგასულ პოსტებს, ასევე, იხილავთ საზოგადოების ჩანართის სექციაში „არქივი“. ამ სექციას მხოლოდ თქვენ ხედავთ.

შენიშვნა: საზოგადოების პოსტები, რომლებიც არღვევს ჩვენს საზოგადოების წესდებას, YouTube-ზე არ დაიშვება. თუ დადასტურდება, რომ თქვენი პოსტი არღვევს ჩვენს წესებს, ის შეიძლება წაიშალოს, ხოლო არხმა მიიღოს გაფრთხილება.

მისდით თუ არა არხის მნახველებს შეტყობინება, როდესაც ახალ პოსტს ვაქვეყნებ?

თუ მნახველებმა აირჩიეს გამოწერილი არხისთვის შეტყობინებების მიღების ფუნქცია, ისინი დროდადრო მიიღებენ საზოგადოების პოსტის შესახებ შეტყობინებებს.

მნახველებს შეუძლიათ უარი თქვან პოსტის შეტყობინებებზე ზარის პარამეტრებში, ამისთვის, უნდა აირჩიონ „არცერთი“.

ჩვენ შესაძლოა დროდადრო გავუგზავნოთ პოსტის შეტყობინებები მნახველებს, ვისაც გამოწერილი არ აქვთ თქვენი არხი, მაგრამ ხშირად უყურებენ თქვენს ვიდეოებს. შეიტყვეთ მეტი მნახველის შეტყობინების პარამეტრების შესახებ.

რატომ არის ჩემს საზოგადოების პოსტზე კომენტირება გათიშული?

ამ ინსტრუქციების მიხედვით, დარწმუნდით, რომ თქვენი არხის კომენტარების ნაგულისხმევი პარამეტრები არ არის დაყენებული „კომენტირების გათიშვაზე“. ინდივიდუალურ პოსტებზე კომენტარების ჩართვა შეგიძლიათ კომპიუტერით YouTube Studio-ში.

საზოგადოების პოსტებში, რომლებშიც გაზირებულია ვიდეო, აისახება ამ ვიდეოების კომენტირების პარამეტრებს. როდესაც პოსტში ვიდეოს აზიარებთ და ვიდეოს კომენტირება გათიშული აქვს, კომენტირება თქვენს პოსტზეც გაითიშება. ვიდეოს კომენტირება შეიძლება შემდეგი მიზეზებით გაითიშოს:

თუ იმ ვიდეოს მფლობელი ხართ, რომელსაც აზიარებთ, შეგიძლიათ კონკრეტული ვიდეოსთვის აირჩიოთ კომენტირების ჩართვა ან გათიშვა YouTube Studio-ში. შეიტყვეთ, თუ როგორ უნდა აირჩიოთ თქვენი კომენტირების პარამეტრები.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
1361654144304835285
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false