თანხის გამომუშავება YouTube-ის მეშვეობით

ჩვენ ვაფართოებთ YouTube-ის პარტნიორთა პროგრამას (YPP), რათა მან მოიცვას მეტი კონტენტის შემქმნელი, რომლებსაც ექნებათ ფანებისგან დაფინანსებისა და Shopping ფუნქციებზე ადრეული წვდომა. გაფართოებული YouTube-ის პარტნიორთა პროგრამა ხელმისაწვდომია შესაბამისი უფლებამოსილების მქონე კონტენტის შემქმნელებისთვის ამ ქვეყნებში/რეგიონებში. აღნიშნული გაფართოება ჩაეშვება მომდევნო თვეში შესაბამისი უფლებამოსილების მქონე კონტენტის შემქმნელებისთვის ჩამოთვლილ ქვეყნებში: AE, AU, BR, EG, ID, KE, KY, LT, LU, LV, MK, MP, MT, MY, NG, NL, NO, NZ, PF, PG, PH, PT, QA, RO, RS, SE, SG, SI, SK, SN, TC, TH, TR, UG, VI, VN და ZA. იხილეთ ეს სტატია, თუ გსურთ მეტი შეიტყოთ YPP-ში შეტანილი ცვლილებების შესახებ.

თუ არ იმყოფებით ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან/რეგიონებიდან ერთ-ერთში, თქვენთვის YouTube-ის პარტნიორთა პროგრამა არ შეიცვლება. გაეცანით ამ სტატიას YPP-ს მიმოხილვის, საკვალიფიკაციო კრიტერიუმებისა და განაცხადის შეტანის ინსტრუქციების შესახებ.

შეამოწმეთ, აკმაყოფილებთ თუ არა გაფართოებულ YouTube-ის პარტნიორთა პროგრამაში მონაწილეობის საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს. თუ საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს ჯერ არ აკმაყოფილებთ, აირჩიეთ„შეტყობინების მიღება“ YouTube Studio-სგანყოფილებაში „გამომუშავება“. ელფოსტით შეგატყობინებთ გაფართოებული YPP პროგრამის ჩაშვებისა და თქვენ მიერ მასში მონაწილეობის საკვალიფიკაციო კრიტერიუმების დაკმაყოფილების შესახებ. 

უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, დროებით ვაჩერებთ Google და YouTube რეკლამების განთავსებას რუსეთში მყოფი მომხმარებლებისთვის. შეიტყვეთ მეტი.

YouTube-ზე ფულის გამომუშავებას YouTube პარტნიორთა პროგრამაზე განაცხადის გაკეთებისა და მისი დაკმაყოფილების შემდეგ შეძლებთ. მონეტიზაცია შეეძლებათ მხოლოდ იმ არხებს, რომლებიც დაეთანხმებიან YouTube არხის მონეტიზაციის წესებს.

შესავალი ფულის გამომუშავების შესახებ YouTube-ზე

რამდენიმე შენიშვნა

  • თითოეული შემქმნელი თავად განსაზღვრავს რა გამოაქვეყნოს YouTube-ზე. თუმცა, ჩვენი პასუხისმგებლობაა უზრუნველვყოთ, რომ ყველა მნახველმა, შემქმნელმა თუ რეკლამის განმთავსებელმა პლატფორმაზე კარგი გამოცდილება მიიღოს. თუ ხართ YouTube პარტნიორთა პროგრამის წევრი, შეგიძლიათ დაიწყოთ გამომუშავება. სხვა მომხმარებლებისგან განსხვავებით, YouTube პარტნიორთა პროგრამის წევრებს უფრო მაღალი სტანდარტების დაცვა მოეთხოვებათ.
  • სანამ განცხადებას YouTube პარტნიორთა პროგრამის წევრობის შესახებ დაგიკმაყოფილებდეთ, თქვენი არხი გადაიხედება, რათა დავრწმუნდეთ, რომ იგი აკმაყოფილებს პროგრამას. თქვენი არხი მუდმივად გადაიხედება რათა დავრწმუნდეთ, რომ ის შეესაბამება ჩვენს ყველა წესსა და მითითებას.
  • YouTube-დან მიღებული შემოსავლები შეიძლება დაექვემდებაროს გადასახადებს, ამის შესახებ იხილეთ მეტი ქვემოთ.

გამომუშავების რა გზები არსებობს YouTube პარტნიორთა პროგრამაში?

ქვემოთ მოცემულია YouTube-ზე შემოსავლის მიღების სხვადასხვა გზა:

  • არხის წევრობა: თქვენი წევრები ყოველთვიურად იხდიან გადასახადს განსაკუთრებული პრივილეგიების სანაცვლოდ.
  • სუპერ ჩეთი და Super Stickers: თქვენი ფანები თანხას იხდიან, რომ მათი შეტყობინებები ან ანიმაციური სურათები პირდაპირი ჩეთის ნაკადში გამორჩეული იყოს.
  • Super Thanks: თქვენი ფანები თანხას იხდიან სახალისო ანიმაციების ნახვისთვის და იმისთვის, რომ მათი შეტყობინებები სტანდარტულ და Shorts ვიდეოების კომენტარების სექციაში გამორჩეული იყოს.

გამომწერთა და ნახვათა რაოდენობების გარდა, თითოეულ ამ ფუნქციას აქვს ცალკე საკვალიფიკაციო მოთხოვნები. თუ ჩვენი მიმომხილველები თვლიან, რომ თქვენი არხი ან ვიდეო არ არის სათანადო მოთხოვნების შესაბამისი, შესაძლოა შეგიწყდეთ წვდომა რიგ ფუნქციებზე. ეს შეზღუდვები ორი მთავარი მიზეზის გამო არსებობს: უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა დავიცვათ სამართლებრივი მოთხოვნები ყველა რეგიონში, სადაც კონკრეტული ფუნქცია ხელმისაწვდომია. მეორე მხრივ, გვსურს, რომ წავახალისოთ მხოლოდ კეთილსინდისიერი შემქმნელები. ამისთვის თქვენს არხს კარგად უნდა გავეცნოთ. რაც იმას ნიშნავს, რომ რაც უფრო მეტია კონტენტი, მით უფრო ადვილია ჩვენთვის მიმოხილვა.

გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ რეგულარულად ვამოწმებთ, შეესაბამება თუ არა თქვენი კონტენტი ჩვენს წესებს.

მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები მონეტიზაციის ფუნქციის ჩასართავად

გაითვალისწინეთ, რომ თითოეულ ფუნქციას გააჩნია ცალკე მოთხოვნები. ზოგიერთი ფუნქცია შეიძლება არ იყოს თქვენთვის ხელმისაწვდომი ადგილობრივი სამართლებრივი მოთხოვნებიდან გამომდინარე.

მას შემდეგ, რაც გახდებით YouTube პარტნიორთა პროგრამის წევრი, შეიძლება მონეტიზაციის შემდეგ ფუნქციებზე მიიღოთ წვდომა:

 

  არხის საკვალიფიკაციო ზღვარი მინიმალური მოთხოვნები

 

 

 

არხის წევრობები

 

 

 

 

 

 

 

 

 

  • ​​​​​​500 გამომწერი
  • 3 საჯარო ატვირთვა ბოლო 90 დღეში
  • ან:
    • 3 000 საჯარო ყურების საათი გრძელი ფორმის ვიდეოებზე ბოლო 365 დღეში
    • მოკლე ვიდეოების 3 მილიონი საჯარო ნახვა ბოლო 90 დღეში.
  • უნდა იყოთ მინიმუმ 18 წლის
  • უნდა ცხოვრობდეთ ქვეყანაში, სადაც არხის წევრობები ხელმისაწვდომია
  • უნდა დაეთანხმოთ კომერციული პროდუქტების მოდულს ან წარსულში ხელმისაწვდომ კომერციული პროდუქტის დანართს
  • არხი არ არის დაყენებული, როგორც ბავშვებისთვის შექმნილი და არ აქვს ვიდეოების მნიშვნელოვანი რაოდენობა დაყენებული, როგორც ბავშვებისთვის შექმნილი ან შეუსაბამო
  • არ უნდა იყოს მუსიკალური არხი ხმის ჩამწერი აუდიო-ვიზუალური კონტრაქტის (SRAV) ფარგლებში
  • მოთხოვნების სრული ჩამონათვალი იხილეთ ამ ბმულზე

 

 

 

Shopping (თქვენი საკუთარი პროდუქტები)

 

 

სუპერ ჩეთი და Super Stickers

  • უნდა იყოთ მინიმუმ 18 წლის
  • უნდა ცხოვრობდეთ ქვეყანაში/რეგიონში, რომელშიც სუპერ ჩეთი და Super Stickers ხელმისაწვდომია
  • უნდა დაეთანხმოთ კომერციული პროდუქტების მოდულს ან წარსულში ხელმისაწვდომ კომერციული პროდუქტის დანართს
  • მოთხოვნების სრული ჩამონათვალი იხილეთ ამ ბმულზე

 

 

Super Thanks

  • უნდა იყოთ მინიმუმ 18 წლის
  • უნდათ ცხოვრობდეთ ისეთ ქვეყანაში/რეგიონში, სადაც Super Thanks ხელმისაწვდომია
  • უნდა დაეთანხმოთ კომერციული პროდუქტების მოდულს ან წარსულში ხელმისაწვდომ კომერციული პროდუქტის დანართს
  • არხი არ უნდა იყოს მუსიკალური არხი ხმის ჩამწერი აუდიო-ვიზუალური კონტრაქტის (SRAV) ფარგლებში
  • მოთხოვნების სრული ჩამონათვალი იხილეთ ამ ბმულზე

 

 

სარეკლამო შემოსავალი

  • 1 000 გამომწერი
  • ან:
    • 4 000 საჯარო ყურების საათი გრძელი ფორმატის ვიდეოებზე ბოლო 365 დღეში
    • მოკლე ვიდეოების 10 მილიონი საჯარო ნახვა ბოლო 90 დღეში.
YouTube Premium შემოსავალი
  • უნდა დაეთანხმოთ ხელშეკრულების შესაბამის მოდულებს
  • უნდა შექმნათ კონტენტი, რომელსაც ნახავს YouTube Premium გამომწერი მომხმარებელი

 

 

Shopping (სხვა ბრენდის პროდუქტები)

  • 20 000 გამომწერი
  • ან:
    • 4 000 საჯარო ყურების საათი გრძელი ფორმატის ვიდეოებზე ბოლო 365 დღეში
    • მოკლე ვიდეოების 10 მილიონი საჯარო ნახვა ბოლო 90 დღეში.
  • უნდა აკმაყოფილებდეთ გამომწერთა მინიმალურ ზღურბლს
  • უნდა ცხოვრობდეთ სამხრეთ კორეაში ან აშშ-ში
  • არხი არ უნდა იყოს მუსიკალური, მუსიკოსის ოფიციალური არხი და არ უნდა უკავშირდებოდეს პარტნიორებს მუსიკის მიმართულებით. მუსიკის მიმართულებით პარტნიორები, შესაძლოა, მოიცავდეს მუსიკალურ ლეიბლებს, დისტრიბუტორებს, გამომცემლებს ან VEVO-ს.
  • არხი არ უნდა იყოს დაყენებული, როგორც ბავშვებისთვის შექმნილი და მასზე არ უნდა იყოს ბავშვებისთვის შექმნილი ვიდეოების დიდი რაოდენობა.
  • მოთხოვნების სრული ჩამონათვალი იხილეთ ამ ბმულზე
იხილეთ რჩევები შემქმნელებისთვის: როგორ გამოვიმუშაო YouTube-ის მეშვეობით.

გამომუშავება და საგადასახადო პასუხისმგებლობა

თუ ქმნით მაღალხარისხიან და მიმზიდველ კონტენტს, თქვენ გაქვთ შესანიშნავი შესაძლებლობა გამოიმუშაოთ YouTube-ზე ან მიიღოთ Shorts-ის ბონუსები. გაითვალისწინეთ, თქვენი ქვეყნის ან რეგიონის კანონმდებლობიდან გამომდინარე, შეიძლება მოგიწიოთ გადასახადების გადახდა მონეტიზაციის საშუალებით გამომუშავებულ ნებისმიერ შემოსავალზე, რომელსაც YouYube-ზე გამოქვეყნებული ვიდეოებიდან მიიღებთ. დეტალური ინფორმაციის მისაღებად გირჩევთ, კონსულტაცია გაიაროთ ადგილობრივ საგადასახადო ორგანოებთან.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
16524963536457682870
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false