შეტყობინება

If you’re reaching out about an error message or a blank screen in your Channel Analytics in YouTube Studio, we are aware and working on a fix. You can follow along here for updates. Our teams are currently experiencing high support volumes. Please expect longer than usual wait times for responses to questions from email, chat, and @TeamYouTube on Twitter. 

YouTube პარტნიორთა პროგრამისა და საკვალიფიკაციო კრიტერიუმების მიმოხილვა

ჩვენ ვაფართოებთ YouTube პარტნიორთა პროგრამას (YPP) ისეთი შემქმნელებისთვის, რომლებიც ფანებისგან დაფინანსებისა და Shopping ფუნქციებით სარგებლობენ. YouTube პარტნიორთა გაფართოებული პროგრამა ხელმისაწვდომია შესაბამისი შემქმნელებისთვის ამ ქვეყნებში/რეგიონებში. თუ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან/რეგიონებიდან ერთ-ერთში იმყოფებით, გაეცანით ამ სტატიას, რომელშიც აღწერილია YPP-ს ცვლილებები. 

თუ არ იმყოფებით ხელმისაწვდომი ქვეყნებიდან/რეგიონებიდან ერთ-ერთში, თქვენთვის YouTube-ის პარტნიორთა პროგრამა უცვლელი დარჩება. 

შეამოწმეთ, აკმაყოფილებთ თუ არა გაფართოებულ YouTube-ის პარტნიორთა პროგრამაში მონაწილეობის საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს. თუ საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს ჯერ არ აკმაყოფილებთ, აირჩიეთ„შეტყობინების მიღება“ YouTube Studio-სგანყოფილებაში „გამომუშავება“. ელფოსტით შეგატყობინებთ, როცა გაფართოებულ YPP პროგრამას ჩავუშვებთ და თქვენ დააკმაყოფილებთ მასში მონაწილეობის ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს. 
 

YouTube პარტნიორთა პროგრამა (YPP) აძლევს შემქმნელებს გაფართოებულ წვდომას YouTube-ის რესურსებსა და მონეტიზაციის ფუნქციებზე, ისევე როგორც, ჩვენს შემქმნელთა მხარდაჭერისგუნდებზე. გარდა ამისა, ის საშუალებას გაძლევთ გააზიაროთ თქვენს კონტენტზე განთავსებული რეკლამებიდან მიღებული შემოსავალი. ამ სტატიაში დაწვრილებით მოგიყვებით პროგრამის ფუნქციებზე, საკვალიფიკაციო კრიტერიუმებსა და განაცხადის შეტანის დეტალებზე.

შესავალი ფულის გამომუშავების შესახებ YouTube-ზე

გსურთ, YPP-ს წევრობაზე განაცხადის შეტანა, მაგრამ ჯერ არ გყავთ საკმარისად დიდი აუდიტორია? გაეცანით ჩვენს რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ მოიზიდოთ ფანების აუდიტორია და მითითებებს YouTube პარტნიორთა პროგრამის შესახებ.

რა დაგჭირდებათ გაწევრიანებისთვის

  1. უნდა იცავდეთ YouTube არხის მონეტიზაციის წესებს.
    1. ეს არის წესებისა და მითითებების კრებული, რომლებიც შესაძლებელს ხდის YouTube-ზე მონეტიზაციას. მათთან შესაბამისობა სავალდებულო ხდება, როცა ეთანხმებით YouTube-თან პარტნიორობის ხელშეკრულებას.
  2. უნდა ცხოვრობდეთ ქვეყანაში/რეგიონში, სადაც ხელმისაწვდომია YouTube პარტნიორთა პროგრამა.
  3. არ უნდა გქონდეთ მიმდინარე საზოგადოების წესდების დარღვევის გაფრთხილებები არხზე.
  4. ჩართული უნდა გქონდეთ 2-ფაზიანი დადასტურება Google ანგარიშზე.
  5. უნდა გქონდეთ წვდომა YouTube-ის გაფართოებულ ფუნქციებზე.
  6. თუ თქვენს არხთან არ გაქვთ მიბმული ერთი აქტიური YouTube-ისთვის AdSense ანგარიში, შექმენით ის YouTube Studio-ში (YouTube-ისთვის AdSense ახალი ანგარიში შექმენით მხოლოდ YouTube Studio-ში — შეიტყვეთ მეტი).

მოთხოვნის შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების წესი

როცა შეიტყობთ, რა გჭირდებათ გაწევრიანებისთვის, თქვენი არხი გახდება YPP-ში გაწევრიანებისთვის შესაბამისი, Shorts-ებით ან გრძელი ვიდეოებით. თუ გსურთ, შეგატყობინოთ, როცა თქვენი არხი იქნება საკვალიფიკაციო კრიტერიუმების შესაბამისი, გადადით YouTube Studio-ს ჩანართში „გამომუშავება“ და დაწკაპუნებით აირჩიეთ შემატყობინე, როცა საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს დავაკმაყოფილებ. როგორც კი გადასცდებით ქვემოთ მოცემულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ამის შესახებ ელფოსტით გაცნობებთ.

1. შეაგროვეთ 1000 გამომწერი და მიაღწიეთ საჯარო ყურების 4000 მოქმედ საათს ბოლო 12 თვის განმავლობაში, ან
2. შეაგროვეთ 1000 გამომწერი და მიაღწიეთ 10 მილიონ მოქმედ საჯარო ნახვას მოკლე ვიდეოებზე, ბოლო 90 დღის პერიოდში.

გაითვალისწინეთ, რომ მოქმედი საჯარო ყურების საათები მოკლე ვიდეოების ნახვებიდან Shorts-ის არხზე არ დაითვლება საჯარო ყურების 4000 მოქმედი საათის საკვალიფიკაციო მოთხოვნის მიზნებისთვის.

ვრცლად შესაბამისობის საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ

ეს მოთხოვნები გვეხმარება, მივიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილება იმაზე, შეესაბამება თუ არა თქვენი არხი ჩვენს წესებსა და მითითებებს. აპლიკაციის გამოგზავნის შემდეგ, თქვენი არხი გაივლის განხილვის სტანდარტულ პროცესს, რათა შევამოწმოთ, შეესაბამება თუ არა თქვენი არხი ჩვენს წესებსა და მითითებებს. თუ არხი შეესაბამება ჩვენს წესებსა და მითითებებს, ჩვენ მივიღებთ მას YPP-ს წევრად. გაითვალისწინეთ, რომ რეგულარულად ვამოწმებთ YPP-ს წევრ არხებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ისინი კვლავ აკმაყოფილებს ჩვენს წესებსა და მითითებებს.

განაცხადის შეტანა

✨ სიახლე✨ YouTube პარტნიორთა პროგრამის ფუნქციებზე ადრეული წვდომა

როცა ყველაფერს მოამზადებთ და თქვენი არხიც დააკმაყოფილებს განაცხადის შეტანის საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს, გაიარეთ რეგისტრაცია YPP-ზე სამაგიდო კომპიუტერით ან მობილური მოწყობილობით:

  1. შედით YouTube-ზე
  2. ზედა მარჯვენა კუთხეში დააწკაპუნეთ თქვენი პროფილის სურათზე and then YouTube Studio
  3. მარცხენა მენიუში დაწკაპუნებით აირჩიეთ გამომუშავება
  4. დასაწყებად აირჩიეთ განაცხადის შეტანა
  5. ძირითადი პირობების გასაცნობად და დასადასტურებლად დააწკაპუნეთ ღილაკზე დაწყება და დათანხმება
  6. AdSense YouTube-ისთვის ანგარიშის შესაქმნელად ან არსებულ აქტიურ ანგარიშთან დასაკავშირებლად დააწკაპუნეთ: დაწყება

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ეტაპზე „გაიარეთ განხილვა“ მითითებული იქნება პროცესი მიმდინარეობს — ეს ნიშნავს, რომ თქვენი განაცხადი მივიღეთ!

თქვენი განაცხადის მიმოხილვის წესი

მას შემდეგ, რაც დაეთანხმებით YPP-ის პირობებს და დააკავშირებთ აქტიურ YouTube-ისთვის AdSense ანგარიშს, თქვენი არხი ავტომატურად მოხვდება განსახილველი არხების რიგში. თქვენს არხს განიხილავენ ადამიანი მიმომხილველები და ავტომატიზებული სისტემები, რათა დავრწმუნდეთ, რომ ის შეესაბამება ჩვენს ყველა წესსა თუ სახელმძღვანელო მითითებას. თქვენი განაცხადის სტატუსის შემოწმებას ნებისმიერ დროს შეძლებთ YouTube Studio-ს გამომუშავების განყოფილებაში.

თქვენი არხის განხილვის შემდეგ თავად დაგიკავშირდებით (დაახლოებით, 1 თვეში). 

გაითვალისწინეთ, რომ პროცესი შეიძლება შეფერხდეს, განაცხადების მაღალი რაოდენობის, სისტემური ხარვეზების, ან შეზღუდული რესურსების გამო. YPP-ს ყველა განაცხადს განვიხილავთ მათი მიღების თანმიმდევრობის შესაბამისად. ზოგჯერ, არხს შეიძლება რამდენიმე განხილვაც დასჭირდეს, განსაკუთრებით, როცა რამდენიმე მიმომხილველი ვერ თანხმდება, აკმაყოფილებს თუ არა თქვენი არხი YPP-ს საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს. ამან შეიძლება გამოიწვიოს გადაწყვეტილების მიღების ვადების გაზრდა.

არ ინერვიულოთ, თუ თქვენი პირველი განაცხადი წარუმატებელი აღმოჩნდა — შეგიძლიათ, გაასაჩივროთ გადაწყვეტილება 21 დღის განმავლობაში, ან განაგრძოთ ორიგინალი კონტენტის ატვირთვა და ხელახლა შეიტანოთ განაცხადი 30 დღის შემდეგ. თუ ეს თქვენი პირველი უარყოფილი განაცხადი არ იყო ან წარსულში უკვე შეგიტანიათ ხელახალი განაცხადი, განმეორებითი განაცხადის შეტანამდე უნდა დაიცადოთ 90 დღე. სავარაუდოდ, ჩვენმა მიმომხილველებმა დაადგინეს, რომ თქვენი არხის გარკვეული ნაწილი არ შეესაბამება ჩვენს წესებსა და მითითებებს. განიხილეთ თქვენი კონტენტი წესების ჭრილში და განმეორებითი განაცხადის გაკეთებამდე შეიტანეთ გარკვეული ცვლილებები არხის შინაარსში. შეიტყვეთ მეტი იმაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგათ, რათა თქვენს მომდევნო განაცხადს მეტი ძალა ჰქონდეს.

აირჩიეთ გამომუშავებისა და გადახდის მეთოდები

YPP-ში გაწევრიანების შემდეგ, გაეცანით YouTube Studio-ს, კერძოდ, ყურების გვერდის რეკლამებს, Shorts-ის არხის რეკლამებს, წევრობებს, Supers სისტემას, Shopping-სა და ა.შ. იმისთვის რომ ჩართოთ მონეტიზაციის ფუნქციები, პირველ რიგში, განიხილეთ და დაეთანხმეთ შესაბამისი მოდულის პირობებს. შეიტყვეთ მეტი მოდულებისა და მათი ვარიანტების შესახებ აქ.

მონეტიზაციის მეთოდების არჩევის შემდეგ, შეძლებთ, მართოთ რეკლამების პარამეტრები, ჩართოთ მონეტიზაცია ატვირთულ ვიდეოებზე და ა.შ. იხილეთ ხშირად დასმული შეკითხვების სია , რომლებსაც ჩვეულებრივ ვიღებთ YPP-ში ახლად გაწევრიანებული შემქმნელებისგან.

გადახდის მიღება

ეწვიეთ ჩვენს დახმარების ცენტრს, რათა უკეთ გაეცნოთ თქვენი, როგორც YouTube პარტნიორის შემოსავლებს, შეიტყოთ YouTube-ისთვის AdSense-ის შესახებ (Google-ის პროგრამა, რომელიც გამომუშავების საშუალებას აძლევს შემქმნელებს YPP-ში) და აღმოფხვრათ გადახდებთან დაკავშირებული პრობლემები.

იაქტიურეთ თანხის გამოსამუშავებლად

YouTube პარტნიორთა პროგრამის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ არხების ჯანსაღი და აქტიური ეკოსისტემა. იმისთვის, რომ მეტი ყურადღება დავუთმოთ აქტიურ შემქმნელებს, რომლებსაც მჭიდრო ურთიერთობა აქვთ საზოგადოებასთან, შესაძლოა გამოვრთოთ მონეტიზაცია არხებზე, რომლებსაც 6 თვის ან მეტი ხნის განმავლობაშიარ აუტვირთავთ ვიდეო ან არ დაუპოსტავთ საზოგადოების ჩანართში.

ხშირად დასმული კითხვები განაცხადის შეტანასა და სხვა საკითხებზე

რა მოხდება, თუ ვერ დავაკმაყოფილებ პროგრამის ზღვარს?

თუ მოთხოვნებს ჯერ ვერ აკმაყოფილებთ, განაგრძეთ ორიგინალი კონტენტის შექმნა და აუდიტორიის ზრდა. იხილეთ რესურსები, რომლებიც დაგეხმარებათ, გაზარდოთ თქვენი არხი:

თუ თქვენს არხს აქვს აქტიურისაზოგადოების წესდების დარღვევის გაფრთხილებები, განაცხადის შეტანას მხოლოდ მათი ამოწურვის შემდეგ შეძლებთ. ასევე, განაცხადის შეტანას შეძლებთ იმ შემთხვევაში, თუ წარმატებით გაასაჩივრეთ საზოგადოების წესდების დარღვევის გაფრთხილება და მოხდა მისი გაუქმება. მიმდინარე წევრები, რომლებიც მიიღებენ საზოგადოების წესდების დარღვევის გაფრთხილებას, არ გაირიცხებიან პროგრამიდან.

რას ნიშნავს „საჯარო ყურების მოქმედი საათები” და „მოკლე ვიდეოების მოქმედი საჯარო ნახვები“?

საჯარო ყურების მოქმედი საათები

რა ითვლება საჯარო ყურების მოქმედ საათად:

  • საჯარო სტატუსის მქონე გრძელი ფორმატის ვიდეოებიდან მიღებული ყურების საათები

მომდევნო ტიპის ვიდეოებიდან მიღებული ყურების საათები არ დაითვლება YPP-ს საკვალიფიკაციო კრიტერიუმების ზღვრის მიზნებისთვის:

  • პირადი ვიდეოები
  • გამოუქვეყნებელი ვიდეოები
  • წაშლილი ვიდეოები
  • სარეკლამო კამპანიები
  • YouTube Shorts ვიდეოები
  • პირდაპირი სტრიმინგის ვიდეოები, რომლებიც არის გამოუქვეყნებელი, წაშლილი ან არ იყო კონვერტირებული, როგორც გამოძახებითი ვიდეო (მოთხოვნითი ვიდეო-კონტენტი)

მოკლე ვიდეოების მოქმედი საჯარო ნახვები

რა ითვლება მოკლე ვიდეოების მოქმედ საჯარო ნახვად:

  • ნახვები ისეთ მოკლე ვიდეოებზე, რომლებიც საჯაროდ გაქვთ გამოქვეყნებული და ჩანს Shorts-ის არხზე
გაითვალისწინეთ, რომ მოქმედი საჯარო ყურების საათები მოკლე ვიდეოების ნახვებიდან Shorts-ის არხზე არ დაითვლება, საჯარო ყურების 4000 მოქმედი საათის საკვალიფიკაციო მოთხოვნის მიზნებისთვის. მოკლე ვიდეოების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით მონაწილეობის საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს, კონკრეტულად გადახდების გამოთვლის მეთოდების ჭრილში, ჩვენს YouTube Shorts მონეტიზაციის წესებში.

თუ ზღვრულ მოთხოვნებს ვაკმაყოფილებ, ავტომატურად გავხდები YPP-ს წევრი?

არა. ყველა არხმა, რომელიც აკმაყოფილებს ზღვრულ მოთხოვნებს, უნდა გაიაროს განხილვის სტანდარტული პროცესი. ჩვენი გუნდი განიხილავს თქვენს არხს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ის შეესაბამება YouTube არხის მონეტიზაციის წესებს. გარდა ამისა, განაცხადის შესატანად, თქვენს არხზე არ უნდა იყოს მოქმედი საზოგადოების წესდების დარღვევის გაფრთხილება. არხებზე, რომლებიც შეესაბამება ჩვენს წესებსა და მითითებებს, შესაძლებელია მონეტიზაცია.

რა მოხდება, თუ ჩემი გამომწერთა რიცხვი ზღვარს დაბლა დაეშვება განაცხადის შეტანის შემდეგ?

თქვენს არხს განხილვაზე მას შემდეგ გავუშვებთ, რაც ის დააკმაყოფილებს საჯარო ყურების საათებისა და გამომწერთა რაოდენობის მინიმალურ ზღვარს. შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა თუ განხილვის მოლოდინში თქვენი გამომწერთა რაოდენობა ან ყურების საათები ჩამოსცდება ზღვარს. თუ ზღვარი დააკმაყოფილეთ და შეიტანეთ განაცხადი YPP-ის წევრობაზე, თქვენს არხს მიმოვიხილავთ YPP-სადმი შესაბამისობის კუთხით. გაითვალისწინეთ, რომ განხილვამდე არხს დასრულებული უნდა ჰქონდეს YPP-ზე რეგისტრაციის ყველა ეტაპი (ამჟამად, ეს მოიცავს ხელშეკრულებაზე ხელის მოწერასა და YouTube-ისთვის AdSense ანგარიშის დაკავშირებას).

თუ არხი არ არის აქტიური და 6 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში არ ატვირთულა ვიდეოები ან არ გამოქვეყნებულა საზოგადოების პოსტები, YouTube იტოვებს უფლებას გააუქმოს მისი მონეტიზაცია.

არხი დაკარგავს მონეტიზაციის საშუალებას, თუ ის დაარღვევს YouTube არხის მონეტიზაციის წესებიდან ერთ-ერთს. მონეტიზაციის გაუქმება არ არის დამოკიდებული ყურების საათებსა და გამომწერთა რაოდენობაზე.

YPP-ს წევრი აღარ ვარ (ან არასდროს ვყოფილვარ), თუმცა, ჩემს ვიდეოებზე რეკლამებს მაინც ვხედავ. ამ რეკლამებიდან შემოსავალს მივიღებ?

YouTube-ს მის პლატფორმაზე არსებულ ნებისმიერ კონტენტზე შეუძლია რეკლამების განთავსება. თუ წარსულში იყავით YPP-ს წევრი (და ახლა არ ხართ), შეიძლება მაინც იხილოთ თქვენს კონტენტზე განთავსებული რეკლამები. ამ შემთხვევაში თქვენ არ მიიღებთ წილს შემოსავლიდან.

თუ მომავალში ისევ გახდებით YPP-ს წევრი, შეძლებთ მიიღოთ შემოსავალი ხელახლა გაწევრიანების შემდეგ თქვენს კონტენტზე განთავსებული რეკლამებიდან. ამ შემთხვევაში, YPP-ს წევრობაზე ხელახალი განაცხადის შეტანამდე, დარწმუნდით, რომ თქვენი არხი აკმაყოფილებს ამ გვერდზე მოცემულ საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს.

 

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
14640294546559025551
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false