ძალადობასა და კიბერჩაგვრასთან დაკავშირებული წესები

ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია ჩვენი შემქმნელების, მნახველებისა და პარტნიორების უსაფრთხოება. მივესალმებით და ვაფასებთ თქვენს ყველა ინიციატივას დაიცვათ ჩვენი უნიკალური და მრავალფეროვანი საზოგადოება. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, რომ თითოეული მომხმარებელი კარგად იცნობდეს ჩვენს საზოგადოების წესდებას და მის მნიშვნელობას YouTube-ის უსაფრთხოების შენარჩუნებაში. თხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ წესებს. ჩვენი წესდების სრული სიის სანახავად, შეამოწმეთ ეს გვერდი.

ჩვენ ვკრძალავთ კონტეტნს, რომელიც მიმართულია ვიღაცის ხანგრძლივად შეურაცხყოფასა და დამცირებაზე ფიზიკური თვისებების ან დაცული ჯგუფის სტატუსის გამო, როგორიცაა ასაკი, შეზღუდული შესაძლებლობები, ეთნიკური კუთვნილება, გენდერული იდენტობა, სექსუალური ორიენტაცია ან რასა. ჩვენ ასევე ვკრძალავთ მავნე ქმედებებს, როგორიცაა მუქარა ან დოქსინგი. გაითვალისწინეთ, რომ განსაკუთრებით მკაცრად ვეკიდებით კონტენტს, რომელიც გამიზნულია არასრულწლოვნებისთვის.

თუ აღმოაჩენთ კონტენტს, რომელიც არღვევს ამ წესებს, გაგზავნეთ მოხსენება მის შესახებ. ჩვენი საზოგადოების წესდების დარღვევის შესახებ მოხსენების ინსტრუქცია ხელმისაწვდომია აქ. თუ ბევრ ვიდეოსა და კომენტარს აღმოაჩენთ, რომელთა შესახებაც გინდათ მოხსენება, შეგიძლიათ გააგზავნოთ მოხსენება არხის შესახებ. თქვენს უსაფრთხოებასთან, ანგარიშის უსაფრთხოებასა და კონფიდენციალურობის დაცვასთან დაკავშირებული მინიშნებების მისაღებად შეამოწმეთ შემქმნელის უსაფრთხოების ცენტრი და იყავით დაცული YouTube-ზე.

თუ გემუქრებიან და თავს დაუცველად გრძნობთ, გააგზავნეთ მოხსენება პირდაპირ ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოში.

რას ნიშნავს ეს წესები

თუ აქვეყნებთ კონტენტს

არ გამოაქვეყნოთ კონტენტი YouTube-ზე, თუ ის შეესაბამება რომელიმე ქვემოთ მოცემულ აღწერილობას.

  • კონტენტი, რომელიც შეიცავს განგრძობით შეურაცხყოფას ან ადამიანის შინაგან თავისებურებებზე დაფუძნებულ დამცირებას. ეს ატრიბუტები შეიცავს მის დაცული ჯგუფის სტატუსს, ფიზიკურ ატრიბუტებს ან მის სტატუსს, როგორც გაუპატიურებას გადარჩენილი, თანხმობის გარეშე ინტიმური სურათების გავრცელებას, ოჯახში არასათანადო მოპყრობას, ბავშვთა მიმართ არასათანადო მოპყრობას და ა.შ.
  • არასრულწლოვნის შერცხვენის, მოტყუების ან შეურაცხყოფის მიზნით ატვირთული კონტენტი. ეს ნიშნავს მიზანს, იგრძნოს არასრულწლოვანმა უსიამოვნო ემოციები, მაგალითად, დაძაბულობა, სირცხვილი ან უსარგებლობა; მისი მოტყუება იმისათვის, რომ შეასრულოს მოქმედებები, რომლებიც გამოიწვევს მის ან მისი საკუთრების დაზიანებას; ან შერქმეული სახელის დაძახებაში ჩართვა. არასრულწლოვანი არის 18 წელს მიუღწეველი პირი.
სხვა ტიპების კონტენტი, რომელიც არღვევს ამ წესებს
  • კონტენტი, რომელიც აზიარებს, იმუქრება, რომ გააზიარებს, წაახალისებს სხვებს, რომ გააზიარონ არასაჯარო პერსონალურად ამოცნობადი ინფორმაცია (PII). 
    • PII მოიცავს (მაგრამ ამით არ შემოიფარგლება) სახლის მისამართებს; ელფოსტის მისამართებს;. შესვლის მონაცემებს, მათ შორის, მომხმარებლის სახელს ან პაროლს; ტელეფონის ნომრებს; პასპორტის ნომრებს; სამედიცინო ჩანაწერებს; ან საბანკო ანგარიშის ინფორმაციას
    • ამაში არ შედის ფართოდ ხელმისაწვდომი საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, საჯარო პირის ოფისის ტელეფონის ნომერი ან საწარმოს ტელეფონის ნომერი. 
    • ეს წესები ვრცელდება თქვენი პირადი PII-ს გაზიარებაზე, სხვა ადამიანის PII-ს გაზიარებაზე და სიტუაციებზე, როცა თქვენ შემთხვევით გააზიარებთ PII-ს.
    • კონტენტი ნათლად უნდა მიუთითებდეს, როცა ყალბი PII გაზიარდება. მაგალითად, შესვლის ყალბი ინფორმაციის გამოყენება, როგორც ტრენინგის ნაწილი.
  • კონტენტი, რომელიც წაახალისებს არასათანადო მოპყრობას, მაგალითად, ორკესტრირებულ თავდასხმას. ჯგუფურ თავდასხმად ითვლება ქცევა, როდესაც პირი წაახალისებს იდენტიფიცირებადი პირის კოორდინირებულად შევიწროებას, YouTube-ში თუ მის მიღმა.
  • კონტენტი, რომელიც ეწევა შეთქმულების მავნე თეორიების პროპაგანდას ან მიზანმიმართულად ამტკიცებს ვინმეს შესახებ, რომ ის შეთქმულების მავნე თეორიის მომხრეა. შეთქმულების მავნე თეორია უკავშირდება პირდაპირ მუქარას ან ძალადობრივ ქმედებებს.
  • კონტენტი რომელიც ემუქრება იდენტიფიცირებად პირს ან მის საკუთრებას. მაგალითად, ეს მოიცავს ფარულ მუქარას, რომელშიც არ არის მითითებული დრო და ადგილი, მაგრამ შესაძლოა ნახსენები იყოს იარაღი.
  • კონტენტი, რომელშიც აღბეჭდილია დადგმული შეხვედრა, რომლის დროსაც, სამართალდამცავი ორგანოების დასწრების გარეშე, ვინმეს აბრალებენ გამოუსწორებელ შეცდომას არასრულწლოვნის მიმართ.
  • ამოცნობადი პირის სიკვდილის ან სერიოზული დაზიანების ფაქტით მხიარულობა ან აბუჩად აგდება.
  • კონტენტი, რომელიც რეალისტურად ახდენს არასრულწლოვნების გარდაცვალების სიმულაციას ან შეიცავს ფართომასშტაბიანი ძალადობრივი მოვლენების მკაფიო კადრებს, სადაც ასახულია მსხვერპლის გარდაცვალება ან მასზე ძალადობა.
  • კონტენტი, რომელშიც აღბეჭდილია შემქმნელის მიერ სხვების მიმართ მძაფრი ძალადობის სიმულაცია. მაგალითად, სიკვდილით დასჯა, წამება, დასახიჩრება, ცემა და ა.შ.
  • კონტენტი, რომელიც შეიცავს იდენტიფიცირებადი პირების დევნასა და თვალთვალს.
  • კონტენტი, რომელიც უარყოფს ან ამცირებს ვინმეს როლს, როგორც კარგად დოკუმენტირებული, ფართომასშტაბიანი ძალადობრივი მოვლენის მსხვერპლი.
  • კონტენტი, რომელიც შეიცავს იდენტიფიცირებადი პირების არასასურველ სექსუალიზაციას. ეს მოიცავს:
    • ვინმეს უხამსად, დამამცირებლად ან უცენზუროდ აღმწერი კონტენტი
    • კონტენტი, რომელიც აზიარებს, ითხოვს ან აჩვენებს თანხმობის გარეშე გადაღებული ინტიმური სურათების გავრცელების გზას
    • კონტენტი, რომელიც შეიცავს სექსუალური ძალადობის შესახებ ფანტაზიებს, მუქარას ან მხარდაჭერას

ეს წესები ვრცელდება ვიდეოებზე, ვიდეოების აღწერილობებზე, კომენტარებზე, პირდაპირ სტრიმინგებზე და YouTube-ის ნებისმიერ სხვა პროდუქტზე ან ფუნქციაზე. გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის სრული სია. გაითვალისწინეთ, რომ ეს წესები ასევე ვრცელდება გარე ბმულებზე თქვენს კონტენტში. ეს შეიძლება მოიცავდეს დასაწკაპუნებელ URL-ებს, ვიდეოში მომხმარებლების სხვა საიტებზე ვერბალურად გადამისამართებას და სხვა ფორმებს.

გამონაკლისები

თუ მთავარი მიზანი საგანმანათლებლო, დოკუმენტური, სამეცნიერო ან სახელოვნებო ტიპისაა, ჩვენ შეიძლება დავუშვათ კონტენტი, რომელიც შეიცავს ძალადობას. ეს გამონაკლისი შემთხვევები არ ითვალისწინებს სხვებზე ძალადობის დაშვებას. ზოგიერთი მაგალითია:

  • ცნობილ საჯარო პირებთან ან ლიდერებთან დაკავშირებული დებატები: კონტენტი, რომელშიც მოცემულია თემატური კონტენტი იმ პიროვნებების დებატებთან ან დისკუსიებთან დაკავშირებით, რომლებსაც მაღალი თანამდებობები აქვთ (მაგალითად, ცნობილი საჯარო (სახელმწიფო) პირები, მთავარი საერთაშორისო კორპორაციების გენერალური დირექტორები).
  • სცენირებული წარმოდგენები : მხატვრულ შემოქმედებასთან მათ შორის, სცენირებულ სატირასთან, სტენდაპ-კომედიასთან ან მუსიკასთან (მაგალითად, დის-ჩანაწერი), დაკავშირებული შეურაცხყოფა. შენიშვნა: ეს გამონაკლისი შემთხვევები არ ითვალისწინებს სხვებზე ძალადობის დაშვებას და შემდეგ განცხადებას: „ვიხუმრე“.
  • ძალადობასთან დაკავშირებული განათლება და ცნობიერება: კონტენტი, რომელიც შეიცავს რეალურ ან სიმულაციურ ძალადობას დოკუმენტური მიზნებისთვის; ან მონაწილეების (მაგალითად,  მსახიობები) სურვილი, ებრძოლონ კიბერჩაგვრას; ან ცნობიერების ამაღლება.

შენიშვნა: ჩვენ ვკრძალავთ კონტენტს, რომელიც მავნებლურად შეურაცხყოფს ვინმეს დაცული ჯგუფის სტატუსის გამო, მიუხედავად იმისა, ცნობილი ადამიანია თუ არა.

მონეტიზაცია და სხვა ჯარიმები

ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება ამოვშალოთ კონტენტი ან დავაკისროთ ჯარიმა, როცა შემქმნელი:

  • განმეორებით წაახალისებს აუდიტორიის არასათანადო მოპყრობას.
  • განმეორებით მიმართავს, შეურაცხყოფს ან არასათანადოდ ეპყრობა იდენტიფიცირებად პირს მათი არსებითი მახასიათებლების გამო, რამდენიმე ატვირთულში.
  • ადგილობრივი სოციალური ან პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე ააშკარავებს პირის მიმართ ფიზიკური ზიანის რისკებს.
  • ქმნის კონტენტს, რომელიც ვნებს YouTube-ის საზოგადოებას შემქმნელებს შორის მტრობის დანერგვით, პირადი ფინანსური მოგების გამო.

მაგალითები

აი, YouTube-ზე აკრძალული კონტენტის ზოგიერთი მაგალითი:

  • ადამიანის სურათების განმეორებითი ჩვენება და შემდეგი განაცხადის გაკეთება: „შეხედეთ ამ ქმნილების კბილებს, როგორი საშინელია!“, მსგავსი კომენტარებით, რომელთა მიზანია ყურადღების მიპყრობა არსებით მახასიათებლებზე ვიდეოში.
  • პირისთვის მიმართვა დაცული ჯგუფის წევრობის გამო, შემდეგის თქმით: „შეხედეთ ამ [დაცული ჯგუფის დამცირება]!“
  • პირისთვის მიმართვა და განცხადება, რომ ის ჩართულია ტრეფიკინგში (ადამიანთა) შეთქმულების მავნე თეორიის კონტექსტში, როცა შეთქმულება მიბმულია პირდაპირ მუქარასთან ან ძალადობრივ მოქმედებებთან.
  • მძიმე შეურაცხყოფა პირის დეჰუმანიზაციის მიზნით მისი არსებითი მახასიათებლების გამო. მაგალითად: „შეხედეთ ამ ძაღლ ქალს! ის ადამიანიც კი არ არის — მუტანტი ან ცხოველი უნდა იყოს!”
  • პირისთვის მიმართვა და მისთვის სიკვდილის ან მძიმე დაზიანების სურვება: „ისე მძულს. ნეტა, სატვირთო დაეჯახოს და მოკვდეს.”
  • იდენტიფიცირებადი პირის მკვლელობის ან სერიოზული დაზიანების ჩვენება. მაგალითად, ვიდეო, რომელიც შეიცავს ამოჭრილ კადრს ფილმიდან, სადაც პერსონაჟს ესვრიან და კლავენ. ვიდეო დამონტაჟებულია ისე, რომ რეალური პიროვნების ფოტო მსახიობის სახეს ადევს.
  • ადამიანის ფიზიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მუქარა. ამაში შედის გამოკვეთილი მუქარა, მაგალითად, „შაბათს რომ გნახავ, მოგკლავ.” ამაში, ასევე, შედის სხვებზე ძალადობა შემდეგი განაცხადით: „ფრთხილად იყავი, შენთან მოვდივარ“ იარაღით მუქარისას.
  • პირის არასაჯარო პერსონალურად ამოცნობადი ინფორმაციის, მათ შორის, ტელეფონის ნომრის, სახლის მისამართის ან ელფოსტის მისამართის, გამოქვეყნება მათკენ პირდაპირი არასათანადო ყურადღების ან ტრაფიკის მისამართად. მაგალითად, შემდეგის თქმით: „მოვიპოვე მისი ნომერი. დარეკეთ და დატოვეთ შეტყობინებები მანამ უპასუხებს!“
  • „თავდასხმა“ ან მავნე მოპყრობა იდენტიფიცირებადი პირების მიმართ თამასშიდა ხმოვანი ჩეთის ან სტრიმის დროს შეტყობინებების მეშვეობით.
  • მომხმარებლებისთვის მითითება, დატოვონ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული კომენტარების სხვა შემქმნელის კომენტარების სექციაში.
  • პლატფორმის მიღმა საიტების მიბმა, სადაც მოცემულია თანხმობის გარეშე მიღებული ინტიმური სურათები.
  • მოთხოვნა, რომ სხვა მომხმარებლები იყვნენ კავშირზე, რომ გააზიარონ თანხმობის გარეშე მიღებული ინტიმური სურათები.
  • პოლიციის ცრუ გამოძახება ან სხვა ოინები გადაუდებელ სამსახურებთან და კრიზისზე რეაგირების სერვისებთან დარეკვასთან დაკავშირებით ან მნახველებისთვის მოწოდება, მოიქცნენ ასე ან გამოავლინონ სხვა ძალადობრივი საქციელი.
  • დევნა და თვალთვალი ან მომხმარებლების შანტაჟი.
  • ვიდეო თამაშის კონტენტი, რომელიც განვითარდა არ მოდიფიცირდა პირზე ძალადობის წასახალისებლად.

ეს სია არაამომწურავია. არ გამოაქვეყნოთ კონტენტი, თუ ფიქრობთ, რომ ის შეიძლება არღვევდეს ამ წესებს.

რა ხდება, თუ კონტენტი არღვევს ამ წესებს

თუ თქვენი კონტენტი წინამდებარე წესებს ეწინააღმდეგება, კონტენტს ამოვშლით და ამის შესახებ ელფოსტით შეგატყობინებთ. თუ ვერ დავადასტურებთ, რომ თქვენ მიერ გამოქვეყნებული ბმული უსაფრთხოა, შეიძლება ამოვშალოთ ბმული. გაითვალისწინეთ, რომ ვიდეოსთან ერთად ან ვიდეოს მეტამონაცემებში გამოქვეყნებული URL-ები, რომლებიც წესებს არღვევს, შეიძლება ვიდეოს ამოშლის მიზეზი გახდეს.

თუ ეს საზოგადოების წესდების პირველი დარღვევაა, თქვენ, სავარაუდოდ, მიიღებთ შენიშვნას და თქვენს არხს ჯარიმა არ დაეკისრება. თუ გაივლით ტრენინგს წესების შესახებ, თქვენს შენიშვნას ვადა 90 დღის გასვლის შემდეგ ამოეწურება. თუმცა, თუ 90 დღის განმავლობაში განმეორებით დაარღვევთ წესებს, შენიშვნას ვადა არ ამოეწურება და თქვენი არხი გაფრთხილებას მიიღებს. ტრენინგის დასრულების შემდეგ დარღვეული სხვა წესი ცალკე შენიშვნას იღებს.

თუ 90 დღის განმავლობაში 3 გაფრთხილება დაგიგროვდათ, თქვენი არხი შეწყვეტს მოქმედებას. შეიტყვეთ მეტი ჩვენი გაფრთხილებების სისტემის შესახებ.

საზოგადოების წესდებისა და მომსახურების პირობების განმეორებითი დარღვევის გამო, უფლება გვაქვს თქვენს არხს ან ანგარიშს მოქმედება შევუწყვიტოთ. ასევე, უფლებას ვიტოვებთ თქვენს არხს ან ანგარიშს მოქმედება შევუწყვიტოთ მხოლოდ ერთი დარღვევის გამო, თუ ეს დარღვევა მძიმეა ან როცა არხი არღვევს დებულებას. განმეორებით დამრღვევებს შეიძლება შეეზღუდოთ მონაწილეობის მიღება წესების შესახებ მომავალ ტრენინგებში. შეიტყვეთ მეტი არხისა და ანგარიშის მოქმედების შეწყვეტის შესახებ.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
9735929650418354901
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false