საზიანო ან სახიფათო კონტენტის წესები

2024 წლის 18 მარტიდან ჩვენი წესები საზიანო და სახიფათო კონტენტის შესახებ განახლდება. აუდიტორიის წინაშე პასუხისმგებლობის უარყოფის მიმართ ჩვენი პოზიცია გამკაცრდა; ასევე, განახლდება რეკომენდაციები, რათა უკეთ შეფასდეს წარმოდგენილი მოქმედებით გამოწვეული პოტენციური ზიანის რისკი.
YouTube კრძალავს კონტენტს, რომელიც წაახალისებს სერიოზული ფიზიკური დაზიანების ან სიკვდილის გამომწვევ, სახიფათო ან არაკანონიერ აქტივობებს.
 
თუ აღმოაჩენთ კონტენტს, რომელიც არღვევს ნახსენებ წესებს, გაგზავნეთ მოხსენება

 

გადადით წინამდებარე სტატიის კონკრეტულ ნაწილში:

მნიშვნელოვანი: ეს წესები მოქმედებს ვიდეოებზე, ვიდეოს აღწერებზე, კომენტარებზე, პირდაპირ სტრიმინგზე და YouTube-ის ნებისმიერ სხვა პროდუქტსა თუ ფუნქციაზე. ეს წესები ასევე მოქმედებს თქვენი კონტენტის გარე ბმულებზე. გარე ბმულები შეიძლება გულისხმობდეს დასაწკაპუნებელ URL-ებს, ვიდეოში მომხმარებელთა სიტყვიერი გადამისამართებას სხვა საიტებზე და სხვა.

საზიანო ან სახიფათო კონტენტის წესები

რას ნიშნავს ეს წესები თქვენთვის

შენიშვნა: ქვემოთ მოცემული სია არასრულია. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კონტენტი შესაძლოა არღვევდეს ამ წესებს, ნუ გამოაქვეყნებთ მას.
YouTube-ზე აკრძალულია შემდეგი სახის კონტენტი:

საზიანო ან სახიფათო ქმედებები, გამოწვევები და ოინები

  • უკიდურესად სახიფათო გამოწვევები: გამოწვევები, რომლებიც გარდაუვალ საფრთხეს უქმნის ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობას.
  • სახიფათო ან მუქარის შემცველი ოინები: ოინები, რომლებიც მსხვერპლის ფიზიკურ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის ან არასრულწლოვნებში სერიოზულ ემოციურ დაძაბულობას იწვევს.
  • საზიანო ან სახიფათო ქმედებები: ზრდასრულთა მიერ განხორციელებული ქმედებები, რომლებიც პოტენციურად იწვევენ სერიოზულ დაზიანებებს ან სიკვდილს.
  • სახიფათო ქმედებები არასრულწლოვანთა მონაწილეობით: კონტენტი, რომელიც საფრთხეს უქმნის არასრულწლოვანთა ემოციურ და ფიზიკურ კეთილდღეობას. დამატებითი ინფორმაციისათვის გაეცანით ბავშვთა უსაფრთხოების წესებს.

იარაღის შემცველი კონტენტი

  • ინსტრუქცია სხვების მოსაკლავად ან დაზიანების მისაყენებლად: ინსტრუქციები, რომლებიც აჩვენებს ან ეუბნება მნახველებს, როგორ უნდა განახორციელონ ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს სხვების მკვლელობას ან სერიოზული დაზიანების მიყენებას.
  • ფეთქებადი ნივთიერებები: ინსტრუქციების მიცემა ასაფეთქებელი მოწყობილობების ან ნაერთების დასამზადებლად სხვების მოკვლის ან ზიანის მიყენების მიზნით.
  • ცეცხლსასროლი იარაღი: დამატებითი ინფორმაციისათვის გაეცანით ჩვენს წესებს ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ.

ციფრულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კონტენტი

  • ქურდობის ინსტრუქცია: ქურდობის ინსტრუქციის შემცველი ვიდეოები, რომლებიც გამოქვეყნებულია ნივთების მოპარვის ან მათი უსასყიდლოდ მოპოვების აშკარა განზრახვის გამოხატვით.
  • ჰაკინგი: ავტორიზაციის მონაცემთა მოპარვის, პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებისათვის რისკის შექმნის, ან სხვებისათვის ზიანის მიყენების მიზნით კომპიუტერების ან საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების დემონსტრირება.
  • ციფრული კონტენტის ან სერვისებისათვის თანხის გადახდის თავიდან აცილება: კონტენტი, რომელიც ასწავლის მაყურებლებს, როგორ მოიპოვონ არაავტორიზებული წვდომა კონტენტზე, პროგრამულ უზრუნველყოფაზე ან სერვისებზე, რომლებიც, როგორც წესი, ფასიანია.
  • ფიშინგი: კონტენტი, რომელიც შეიცავს ინსტრუქციას იმის შესახებ, თუ როგორაა შესაძლებელი არასაჯარო, პერსონალური საიდენტიფიკაციო ინფორმაციის მოპოვება მაყურებლებისაგან მათი მოტყუებით.
    • კრიპტოფიშინგი: კრიპტოვალუტის ან კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული საფულის დეტალების მოპოვების მოთხოვნები, ფიშინგის სქემის ნაწილის სახით.

არაკანონიერი ან რეგულირებადი საქონელი ან სერვისები

საზიანო ან სახიფათო კონტენტის მაგალითები

ქვემოთ წარმოდგენილია YouTube-ზე აკრძალული, საზიანო ან სახიფათო კონტენტის მაგალითები. 

შენიშვნა: ქვემოთ მოცემული სია არასრულია.

უკიდურესად სახიფათო გამოწვევები

  • ასფიქსია: ნებისმიერი აქტივობა, რომელიც ხელს უშლის სუნთქვას ან იწვევს დახრჩობას. მაგალითები მოიცავს შემდეგს:
    • დახრჩობასთან, ჩაძირვასთან ან ჩამოკიდებასთან დაკავშირებული თამაშები
    • საჭმელად უვარგისი ნივთების ჭამა
  • იარაღის უმართებულო გამოყენება: თოფის ან დანის გამოყენება სათანადო უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე ან პოტენციური ფიზიკური ზიანის მიყენების საშიშროებით. მაგალითები მოიცავს „No Lackin“ გამოწვევას.
  • საზიანო ნივთიერებების მიღება: ჭამა, მოხმარება ან ორგანიზმში შეყვანა საჭმელად უვარგისი ნივთების ან ქიმიური ნივთიერებების, რომლებიც პოტენციურად იწვევენ დაავადებას ან მოწამვლას. მაგალითები მოიცავს სარეცხი საშუალებების ჭამის გამოწვევებს.
  • დაწვა, გაყინვა და ელექტროდენის დარტყმა: აქტივობები, რომელიც დაკავშირებულია სერიოზული დამწვრობის მიღების, გაყინვის, მოყინვისა და ელექტროდენის დარტყმის რისკებთან. მაგალითები მოიცავს ცეცხლთან და ცხელ წყალთან დაკავშირებულ გამოწვევებს.
  • დასახიჩრება და ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული ტრავმა: მაგალითები მოიცავს შემდეგს:
    • თვითდასახიჩრება
    • ნორმალურ, ჯანსაღ აქტივობებზე უარის თქმა
    • ჩამოვარდნა, სარზე ჩამოგება, დაჯახება, ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული ტრავმა ან გასრესა

შენიშვნა: ჩვენ შესაძლოა ასაკობრივად შევზღუდოთ კონტენტი, რომელიც შეიცავს საგანმანათლებლო ან დოკუმენტურ კონტექსტს.

სახიფათო ან მუქარის შემცველი ოინები

  • წინასწარგანზრახული ფიზიკური ზიანის მიყენება: ფიზიკური ზიანის მიყენება ოინის მსხვერპლთათვის (რომლებიც გაუაზრებლად აღმოჩნდნენ იონის მონაწილეები). მაგალითები მოიცავს შემდეგს:
    • თავდასხმა მუშტის დარტყმით
    • საკვებსა და სასმელში საფაღარათო წამლის დამატება
    • ელექტროდენის დარტყმასთან დაკავშირებული ოინები
  • ვინმესთვის იმის მოტყუება, რომ რეალური საფრთხის წინაშე დგას: სხვების მოტყუება, რომ რეალურ საფრთხეში არიან, იმისდა მიუხედავად, რომ ფიზიკური დაზიანების რისკი არ არსებობს. მაგალითები მოიცავს შემდეგს:
    • დამუქრება იარაღით
    • ბომბით შეშინება
    • 911-ში ხუმრობით ან მოტყუების მიზნით დარეკვები
    • გაყალბებული შეჭრა სახლში და ქურდობა
    • ყალბი გატაცება
  • ემოციური დაძაბულობის გამოწვევა არასრულწლოვანებში: ნებისმიერი ოინი, რომელიც იწვევს ემოციურ დაძაბულობას ან ფიზიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შიშს არასრულწლოვნებში ან სხვა მოწყვლად ჯგუფებში. მაგალითები მოიცავს შემდეგს:
    • ყალბი გარდაცვალება ან თვითმკვლელობა
    • ყალბი ძალადობა
    • თავის მოჩვენება, თითქოს მშობელი ან მეურვე აპირებს ბავშვის მიტოვებას
    • მშობლის ან მეურვის მიერ ბავშვისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან მისი შერცხვენა

შენიშვნა: ჩვენ შესაძლოა ასაკობრივად შევზღუდოთ ზრდასრულთა მონაწილეობით ოინების ამსახველი კონტენტი, რომელიც არ არღვევს ჩვენს წესებს.

საზიანო ან სახიფათო ქმედებები

  • სერიოზული ზიანის ან სიკვდილის რისკი: ქცევა, რომელიც ასახავს სხეულის სერიოზული დაზიანების მიყენების ან სიკვდილის რისკს, განსაკუთრებით მაშინ, თუ შესაძლებელია მაყურებელმა გაიმეოროს სახიფათო ქცევა ან თუ კონტენტი ახალისებს ან განადიდებს სახიფათო ქცევას. სახიფათო ქცევებში იგულისხმება (მაგრამ მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება) ნებისმიერი ქმედება, რომელიც შედის სახიფათო გამოწვევების ზემოთმოცემულ ჩამონათვალში , მაგალითად, ქმედებები, რომლებიც ასფიქსიის ან ელექტროდენის დარტყმის საფრთხეს შეიცავს.
    • ჩვენ, ასევე, არ დავუშვებთ კონტენტს, რომელშიც წარმოდგენილია არასრულწლოვნების სახიფათო ქმედებები. ეს მოიცავს კონტენტს, რომელშიც წარმოდგენილია არასრულწლოვნები, რომლებიც:
      • იღებენ ალკოჰოლს
      • მოიხმარენ ვეიპს, ელექტრო სიგარეტებს, თამბაქოს ან მარიხუანას
      • უმართებულოდ იყენებენ პიროტექნიკას
      • იყენებენ ცეცხლსასროლ იარაღს ზედამხედველობის გარეშე
  • უკიდურესად სახიფათო ტარება: ავტომობილის იმგვარი გამოყენება, რომელიც იწვევს მძღოლის ან სხვების სხეულის გარდაუვალ, სერიოზულ დაზიანებას ან სიკვდილს. მაგალითები მოიცავს შემდეგს:
    • ტელეფონით გადაღებული მოტოციკლისტი, რომელიც წინასწარგანზრახულად მიემართება საპირისპირო მხრიდან მომავალი მანქანებისაკენ, გადაჭარბებული სიჩქარით. კადრს მიღმა ისმის ხმა: „რა სიგიჟე იყო!“
    • მანქანის ტარება გადაჭარბებული სიჩქარით ქვეითებისათვის განკუთვნილი ბილიკის გასწვრივ.

ზიანის მიყენების ინსტრუქციები

  • ბომბის დამზადება: მაყურებლებისათვის იმის ჩვენება, თუ როგორ მზადდება ბომბი, რომელიც მიზნად ისახავს სხვებისათვის ზიანის მიყენებას ან მათ სიკვდილს. მაგალითები მოიცავს შემდეგს:
    • მილისებრი ბომბები
    • ამანათში შეფუთული ბომბები
    • ფეთქებადი ჟილეტები
    • მოლოტოვის კოქტეილები
  • ძალადობა ბავშვთა მონაწილეობით: ნებისმიერი რეალური დაპირისპირება ან ძალადობა ბავშვებს შორის. დამატებითი ინფორმაციისათვის გაეცანით ბავშვთა უსაფრთხოების წესებს.

შენიშვნა: ჩვენ შესაძლოა ასაკობრივად შევზღუდოთ კონტენტი, რომელიც შეიცავს დოკუმენტურ ან საგანმანათლებლო კონტექსტს.

ასაკის მიხედვით შეზღუდული კონტენტი

შენიშვნა: ქვემოთ მოცემული სია არასრულია.
ზოგჯერ კონტენტი არ არღვევს ჩვენს წესებს, თუმცა ის შესაძლოა შეუსაბამო იყოს 18 წლამდე ასაკის მაყურებელთათვის.
შესაძლოა, შევზღუდოთ, მაგრამ არ წავშალოთ, თუ კონტენტში წარმოდგენილი სახიფათო ქმედება აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან მინიმუმ ერთს:
  • მას აქვს საგანმანათლებლო, დოკუმენტური, სამეცნიერო ან მხატვრული კონტექსტი, მაგალითად, წარმოადგენს ინფორმაციას მსგავსი ქმედების სახიფათო ხასიათის შესახებ. ეს შეიძლება გულისხმობდეს, მაგალითად, კონტექსტს, რომელიც განმარტავს, თუ რა ტიპის ტრავმები შეიძლება წარმოიშვას სახიფათო ქმედების შედეგად ან აღწერს სახიფათო ქმედების შედეგად ტრავმის მიღების თქვენეულ გამოცდილებას. ასევე კონტექსტი, რომელიც განმარტავს, უსაფრთხოების რომელი ზომების დაცვა და რა ცოდნაა საჭირო ქმედების უსაფრთხოდ შესრულებისთვის და ტრავმების თავიდან ასაცილებლად. ფრაზის „სახლში არ სცადოთ“ თქმა საკმარის კონტექსტად არ ჩაითვლება.
  • ნაჩვენები ქმედება არ შეიცავს სერიოზული დაზიანების საფრთხეს.
  • კონტენტი პროპაგანდას არ უწევს წარმოდგენილ ქმედებას. პროპაგანდა გულისხმობს ქმედების წახალისების ნებისმიერ ფორმას ან შექებას, ასევე, ქმედების შესრულების ინსტრუქციას.

შეიტყვეთ ასაკის მიხედვით შეზღუდული კონტენტის შესახებ და გაიგეთ მეტი, თუ როგორ უყუროთ ასაკობრივად შეზღუდულ ვიდეოებს.

ასაკის მიხედვით შეზღუდული კონტენტის მაგალითები

  • ოინების შემცველი კონტენტი, რომელიც ასახავს ზრდასრულთა მიერ ხელოვნური სისხლის ან შემზარავი ცრუ დაზიანებების გამოყენებას.
  • კადრების ჩვენება, რომელშიც ადამიანები მონაწილეობენ სახიფათო გამოწვევაში, კომენტარებით, რომლებიც აზუსტებს ამ გამოწვევის შედეგად დაზიანებული ადამიანების რაოდენობას.
  • კონტენტი, რომელიც ასახავს ზრდასრულთა მიერ პიროტექნიკის უმართებულო გამოყენებას.
  • კონტენტი, რომელშიც წარმოდგენილია, როგორ იყენებენ ზრდასრულები ელექტროშოკს სხვა მოხალისე მონაწილეების ან საკუთარი თავის მიმართ.
  • კონტენტი, რომელშიც წარმოდგენილია ზრდასრული პარკურის სპორტსმენი, რომელიც ძალიან სახიფათო სამოყვარულო ტრიუკებზე რეაგირებს და კომენტარებს აკეთებს ზიანის საფრთხის შესახებ.

საგანმანათლებლო, დოკუმენტური, სამეცნიერო ან მხატვრული ხასიათის კონტენტი

ზოგჯერ, კონტენტი, რომელიც სხვა კუთხით არღვევს ამ წესებს, შესაძლოა არ აიკრძალოს YouTube-ზე, თუ მას აქვს საგანმანათლებლო, დოკუმენტური, სამეცნიერო ან მხატვრული ხასიათის (EDSA) კონტექსტი. გაიგეთ, როგორ აფასებს YouTube საგანმანათლებლო, დოკუმენტური, სამეცნიერო ან მხატვრული ხასიათის (EDSA) კონტენტს.

შენიშვნა: ზოგიერთ შემთხვევაში, საგანმანათლებლო, დოკუმენტური, სამეცნიერო ან მხატვრული ხასიათის (EDSA) კონტენტი შესაძლოა ასაკობრივად შეიზღუდოს. გარკვეული სახის კონტენტი აკრძალულია YouTube-ზე მაშინაც კი, როდესაც იგი შეიცავს საგანმანათლებლო, დოკუმენტურ, სამეცნიერო ან მხატვრული ხასიათის (EDSA) კონტენტი, რომელიც ყიდის ნარკოტიკებს ან რეგულირებად ფარმაცევტულ საშუალებებს ურეცეპტოდ.

საგანმანათლებლო, დოკუმენტური, სამეცნიერო ან მხატვრული ხასიათის (EDSA) კონტენტის მაგალითები

  • ახალი ამბავი დახრჩობის თამაშებთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ შესაძლოა დაშვებული იყოს, თუმცა ამოჭრილი კადრების უკონტექსტოდ გამოქვეყნება იმავე დოკუმენტური ვიდეოდან — არა.
  • ვიდეო, რომელშიც პროფესიონალი კასკადიორი ასრულებს სახიფათო ხტომას მოტოციკლეტიდან და აცნობს მაყურებელს უსაფრთხოების ზომებს, რომლებიც დაცული იყო მოსამზადებელ პერიოდში. ზომებში შედის ადგილზე მობილიზებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი და დამცავი აღჭურვილობის გამოყენება.
  • კონკრეტულ საზოგადოებაში ნარკოტიკების მოხმარების შედეგების ამსახველი დოკუმენტური ფილმი, რომელიც ნარკოტიკების გამოყენების ჩვენების პარალელურად, მოუწოდებს მაყურებელს, არ მიიღონ ისინი და არ აწვდის ინფორმაციას მათი დამზადების ან ყიდვის შესახებ.
  • კონტროლირებად გარემოში სახიფათო ტარების ან საავტომობილო შემთხვევების ამსახველი ვიდეო, რომელიც მაყურებელს ინფორმაციას აწვდის უსაფრთხო ტარების მეთოდების ან ავტომობილების უსაფრთხოების ფუნქციების შესახებ.

რა ხდება, თუ კონტენტი არღვევს ამ წესებს

თუ თქვენი კონტენტი წინამდებარე წესებს ეწინააღმდეგება, კონტენტს ამოვშლით და ამის შესახებ ელფოსტით შეგატყობინებთ. თუ ვერ დავადასტურებთ, რომ თქვენ მიერ გამოქვეყნებული ბმული უსაფრთხოა, შეიძლება ამოვშალოთ ბმული. გაითვალისწინეთ, რომ ვიდეოსთან ერთად ან ვიდეოს მეტამონაცემებში გამოქვეყნებული URL-ები, რომლებიც წესებს არღვევს, შეიძლება ვიდეოს ამოშლის მიზეზი გახდეს.

თუ ეს საზოგადოების წესდების პირველი დარღვევაა, თქვენ, სავარაუდოდ, მიიღებთ შენიშვნას და თქვენს არხს ჯარიმა არ დაეკისრება. თუ გაივლით ტრენინგს წესების შესახებ, თქვენს შენიშვნას ვადა 90 დღის გასვლის შემდეგ ამოეწურება. თუმცა, თუ 90 დღის განმავლობაში განმეორებით დაარღვევთ წესებს, შენიშვნას ვადა არ ამოეწურება და თქვენი არხი გაფრთხილებას მიიღებს. ტრენინგის დასრულების შემდეგ დარღვეული სხვა წესი ცალკე შენიშვნას იღებს.

თუ 90 დღის განმავლობაში 3 გაფრთხილება დაგიგროვდათ, თქვენი არხი შეწყვეტს მოქმედებას. შეიტყვეთ მეტი ჩვენი გაფრთხილებების სისტემის შესახებ.

საზოგადოების წესდებისა და მომსახურების პირობების განმეორებითი დარღვევის გამო, უფლება გვაქვს თქვენს არხს ან ანგარიშს მოქმედება შევუწყვიტოთ. ასევე, უფლებას ვიტოვებთ თქვენს არხს ან ანგარიშს მოქმედება შევუწყვიტოთ მხოლოდ ერთი დარღვევის გამო, თუ ეს დარღვევა მძიმეა ან როცა არხი არღვევს დებულებას. განმეორებით დამრღვევებს შეიძლება შეეზღუდოთ მონაწილეობის მიღება წესების შესახებ მომავალ ტრენინგებში. შეიტყვეთ მეტი არხისა და ანგარიშის მოქმედების შეწყვეტის შესახებ.

გაეცანით საზოგადოების წესდების დანარჩენ ნაწილებს.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
4076037550057342060
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false