YouTube პარტნიორთა გაფართოებული პროგრამის მიმოხილვა

ჩვენ ვაფართოებთ YouTube პარტნიორთა პროგრამას (YPP) ისეთი შემქმნელებისთვის, რომლებიც ფანებისგან დაფინანსებისა და Shopping ფუნქციებით სარგებლობენ. YouTube პარტნიორთა გაფართოებული პროგრამა ხელმისაწვდომია შესაბამისი შემქმნელებისთვის ამ ქვეყნებში/რეგიონებში. თუ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან/რეგიონებიდან ერთ-ერთში იმყოფებით, გაეცანით სტატიას და შეიტყვეთ მეტი YPP-ში შესული ცვლილებების შესახებ.  

თუ არ იმყოფებით ხელმისაწვდომი ქვეყნებიდან/რეგიონებიდან ერთ-ერთში, თქვენთვის YouTube-ის პარტნიორთა პროგრამა უცვლელი დარჩება. გაეცანით ამ სტატიას, რომელშიც მოცემულია YPP-ს მიმოხილვა, საკვალიფიკაციო კრიტერიუმები და თქვენთვის შესაბამისი განაცხადის შეტანის ინსტრუქციები.

შეამოწმეთ, აკმაყოფილებთ თუ არა გაფართოებულ YouTube-ის პარტნიორთა პროგრამაში მონაწილეობის საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს. თუ საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს ჯერ არ აკმაყოფილებთ, აირჩიეთ„შეტყობინების მიღება“ YouTube Studio-სგანყოფილებაში „გამომუშავება“. ელფოსტით შეგატყობინებთ, როცა გაფართოებულ YPP პროგრამას ჩავუშვებთ და თქვენ დააკმაყოფილებთ მასში მონაწილეობის მოთხოვნებს. 

შესავალი ფულის გამომუშავების შესახებ YouTube-ზე

2022 წელს ჩვენ განვაცხადეთ, რომ განვავითარებდით YouTube პარტნიორთა პროგრამას (YPP), რათა YouTube შემქმნელებისთვის სასურველ სივრცედ გვექცია. 2023 წლის ივნისის შუა პერიოდიდან, ვაფართოებთ YouTube პარტნიორთა პროგრამას, რათა მეტმა შემქმნელმა მიიღოს ადრეული წვდომა ფანებისგან დაფინანსებისა და Shopping-ის ფუნქციებზე.

პროგრამაში მონაწილე ქვეყნებში მყოფ შემქმნელებს შეუძლიათ YouTube პარტნიორთა პროგრამაში განაცხადის შეტანა, როცა ისინი ქვემოთ მოცემული საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან ერთ-ერთს დააკმაყოფილებენ:

  • 3 საჯარო გამოქვეყნებით ბოლო 90 დღეში 500 გამომწერის მიღება და ბოლო 12 თვეში საჯარო ყურების 3000 საათის დაგროვება ან
  • 3 საჯარო გამოქვეყნებით ბოლო 90 დღეში 500 გამომწერის მიღება და ბოლო 90 დღეში მოკლე ვიდეოს 3 მილიონი საჯარო ნახვის დაგროვება

აირჩიეთ შეტყობინების მიღება YouTube Studio-ს გამომუშავების სექციაში, რათა გვაცნობოთ, როცა დააკმაყოფილებთ მოთხოვნებს. ელფოსტით შეგატყობინებთ, როცა გაფართოებულ YPP პროგრამას ჩავუშვებთ და თქვენ დააკმაყოფილებთ მასში მონაწილეობის ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს.

YouTube პარტნიორთა პროგრამაში მონაწილე შემქმნელებს შეეძლებათ დამატებითი უპირატესობების (მაგ., რეკლამებიდან შემოსავლის გაზიარება და YouTube Premium) მიღება, როცა ისინი დააკმაყოფილებენ ქვემოთ მოცემულ მინიმალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • შეაგროვებენ 1000 გამომწერს და მიაღწევენ საჯარო ყურების 4000 მოქმედ საათს ბოლო 12 თვის განმავლობაში, ან
  • მიიღებენ ბოლო 90 დღეში მოკლე ვიდეოების 10 მილიონი საჯარო ნახვით 1000 გამომწერს.

YPP-ში უკვე მონაწილე პარტნიორებისთვის არაფერი იცვლება.

რა გჭირდებათ YouTube პარტნიორთა პროგრამაში გასაწევრიანებლად

  1. დაიცავით YouTube არხის მონეტიზაციის წესები.
  2. მართეთ არხი რომელიმე ხელმისაწვდომ ქვეყანაში/რეგიონში.
  3. დარწმუნდით, რომ ჩართული გაქვთ 2-ფაზიანი დადასტურება თქვენს Google ანგარიშში.
  4. იქონიეთ ერთი აქტიური AdSense ანგარიში YouTube-ისთვის , რომელსაც თქვენს არხს მიაბამთ. თუ ჯერ არ გაქვთ ასეთი, მოემზადეთ მის შესაქმნელად YouTube Studio-ში. დარწმუნდით, რომ YouTube-ისთვის AdSense-ის ახალ ანგარიშს მხოლოდ YouTube Studio-ში შექმნით.

სად არის ხელმისაწვდომი YouTube პარტნიორთა გაფართოებული პროგრამა

YouTube პარტნიორთა გაფართოებული პროგრამა ხელმისაწვდომია შესაბამისი შემქმნელებისთვის შემდეგ ქვეყნებში/რეგიონებში:

  • ალჟირი
  • ამერიკის სამოა
  • არგენტინა
  • არუბა
  • ავსტრალია
  • ავსტრია
  • ბაჰრეინი 
  • ბელარუსი
  • ბელგია
  • ბერმუდის კუნძულები
  • ბოლივია 
  • ბოსნია და ჰერცეგოვინა
  • ბრაზილია
  • ბულგარეთი
  • კანადა
  • კაიმანის კუნძულები
  • ჩილე
  • კოლუმბია
  • კოსტა-რიკა
  • ხორვატია 
  • კვიპროსი
  • ჩეხეთის რესპუბლიკა
  • დანია 
  • დომინიკელთა რესპუბლიკა 
  • ეკვადორი
  • ეგვიპტე
  • სალვადორი
  • ესტონეთი
  • ფინეთი
  • საფრანგეთი
  • საფრანგეთის გვიანა
  • საფრანგეთის პოლინეზია
  • გერმანია
  • საბერძნეთი
  • გვადელუპა
  • გუამი
  • გვატემალა
  • ჰონგ-კონგი
  • ჰონდურასი
  • უნგრეთი
  • ისლანდია
  • ინდოეთი
  • ინდონეზია
  • ირლანდია
  • ისრაელი
  • იტალია
  • იაპონია
  • იორდანია
  • კენია
  • ქუვეითი
  • ლატვია
  • ლიბანი
  • ლიხტენშტაინი
  • ლიეტუვა
  • ლუქსემბურგი
  • მაკედონია
  • მალაიზია
  • მალტა
  • მაროკო
  • მექსიკა
  • ნიდერლანდები
  • ახალი ზელანდია
  • ნიკარაგუა
  • ნიგერია 
  • ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები
  • ნორვეგია
  • ომანი
  • პანამა
  • პაპუა-ახალი გვინეა
  • პერუ
  • ფილიპინები
  • პოლონეთი 
  • პორტუგალია
  • პუერტო-რიკო
  • პარაგვაი
  • კატარი
  • რუმინეთი
  • საუდის არაბეთი
  • სენეგალი 
  • სერბეთი
  • სინგაპური
  • სლოვაკეთი
  • სლოვენია
  • სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
  • სამხრეთ კორეა
  • ესპანეთი
  • შვედეთი
  • შვეიცარია
  • ტაივანი
  • ტაილანდი 
  • თურქეთი 
  • ტერქსისა და კაიკოსის კუნძულები 
  • უგანდა
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები
  • გაერთიანებული სამეფო
  • შეერთებული შტატები
  • ურუგვაი
  • აშშ-ის ვირჯინიის კუნძულები
  • ვიეტნამი

საიდან უნდა შეიტანოთ განაცხადი YouTube პარტნიორთა გაფართოებულ პროგრამაში მონაწილეობისთვის

როცა ყველაფერს მოამზადებთ და თქვენი არხიც კვალიფიცირდება პროგრამაში მონაწილეობისთვის, გაიარეთ რეგისტრაცია YPP-ში კომპიუტერით ან მობილური მოწყობილობით:

  1. კომპიუტერით შედით YouTube Studio-ში.
  2. მარცხენა მენიუდან დააწკაპუნეთ გამომუშავებაზე.
  3. დაწკაპუნებით აირჩიეთ ახლავე გამოყენება, რათა გადახედოთ და დაეთანხმოთ ძირითად პირობებს.
  4. დაწკაპუნებით აირჩიეთ დაწყება, რათა შექმნათ YouTube-ისთვის AdSense ანგარიში ან მიაბათ უკვე არსებული მოქმედი ანგარიში.

დასრულების შემდეგ, განხილვის ეტაპზე გამოჩნდება სტატუსი პროცესშია, რომელიც ნიშნავს, რომ თქვენი განაცხადი მივიღეთ!

რას განვიხილავთ

თქვენს არხს განიხილავენ ადამიანი მიმომხილველები და ავტომატიზებული სისტემები, რათა დავრწმუნდეთ, რომ ის შეესაბამება ჩვენს ყველა წესსა თუ სახელმძღვანელო მითითებას. თქვენი განაცხადის სტატუსის შემოწმება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, YouTube Studio-ს გამომუშავების სექციაში.

YPP-ს ყველა განაცხადი განიხილება იმ თანმიმდევრობით, რომლითაც მათ მივიღებთ. დაგიკავშირდებით, როცა თქვენი არხის განხილვის შემდეგ გადაწყვეტილებას მივიღებთ (ჩვეულებრივ, 1 თვეში).
 
გაითვალისწინეთ, რომ განხილვის დასრულების დაგვიანების მიზეზი შეიძლება გახდეს:
  • განაცხადების მოცულობა
  • სისტემური ხარვეზები
  • შეზღუდული რესურსები
  • არხები, რომლებიც მეტ მიმოხილვას საჭიროებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა რამდენიმე მიმომხილველი ვერ თანხმდება YPP-თან შესაბამისობის კუთხით

თუ თქვენი პირველი განაცხადი წარუმატებელი გამოდგა, განაგრძეთ ორიგინალი კონტენტის ატვირთვა და ცადეთ ხელახლა 30 დღის შემდეგ. თუ ერთზე მეტი წარუმატებელი განაცხადი გქონდათ, ხელახლა ცდა 90 დღის შემდეგ შეგიძლიათ. სავარაუდოდ, ჩვენმა მიმომხილველებმა თქვენი არხის ყველა კონტენტის ჩვენს წესებთან და მითითებებთან შესაბამისობა ვერ დაადასტურეს. ამიტომ გაეცანით ჩვენს წესებსა და სახელმძღვანელო მითითებებს თქვენი არხის მთლიანი კონტექსტის ჭრილში და შეიტანეთ საჭირო ცვლილებები, სანამ ხელახლა შეიტანთ განაცხადს. შეიტყვეთ მეტი იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც უნდა შეასრულოთ, რომ თქვენი არხი გააუმჯობესოთ.

აირჩიეთ გამომუშავების და გადახდის მეთოდები

YPP-ში გაწევრიანების შემდეგ დაიწყეთ გამომუშავება ფანებისგან დაფინანსებისა და Shopping-ის ფუნქციების მეშვეობით. ფანებისგან დაფინანსებისა და Shopping-ის ფუნქციების ჩასართავად გადახედეთ და დაეთანხმეთ კომერციული პროდუქტების მოდულს. შეიტყვეთ მეტი მოდულის და იმის შესახებ, როგორ ჩართოთ ფანებისგან დაფინანსებისა და Shopping-ის ფუნქციები.

ფანებისგან დაფინანსებისა და Shopping-ის ფუნქციები

როცა YPP-ს შეუერთდებით 500 გამომწერით, საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეძლებთ გამომუშავების დაწყებას მონეტიზაციის შემდეგი ფუნქციების გამოყენებით:

  • არხის წევრობები: საშუალებას აძლევს მნახველებს, შეუერთდნენ თქვენს არხს ყოველთვიური საფასურის სანაცვლოდ და წვდომა მიიღონ მხოლოდ წევრებისთვის განსაზღვრულ პრივილეგიებზე, მაგალითად, ბეჯებზე, emoji-ებსა და სხვა პროდუქტებზე.
  • სუპერ ჩეთი და Super Stickers: თქვენი ფანები შეძლებენ, იყიდონ სუპერ ჩეთები, რათა მათი შეტყობინებები გამორჩეული იყოს პირდაპირ ჩეთში და Super Stickers, რათა მიიღონ ანიმაციური გამოსახულებები პირდაპირ ჩეთში გასაგზავნად.
  • Super Thanks:  საშუალებას გაძლევთ, მიიღოთ შემოსავალი მნახველებისგან, რომლებიც დამატებით გამოხატავენ მადლიერებას თქვენი ვიდეოებისთვის.
  • Shopping: საშუალებას გაძლევთ, თქვენი ოფიციალური მაღაზია დააკავშიროთ YouTube-თან და წარადგინოთ თქვენი პროდუქცია.

გადახდის მიღება

გადადით დახმარების ცენტრის სექციაში „გადახდის მიღება“, რომ:

  • უკეთ გაეცნოთ გამომუშავების პრინციპებს, როგორც YouTube პარტნიორი
  • მეტი ინფორმაცია AdSense YouTube-ისთვის შესახებ (Google პროგრამა, რომელიც YPP-ში მყოფ შემქმნელებს, ანაზღაურების მიღების საშუალებას აძლევს)
  • გაეცნოთ გადახდებთან დაკავშირებული ხშირი პრობლემების აღმოფხვრის გზებს

იაქტიურეთ თანხის გამოსამუშავებლად

მნიშვნელოვანია, თქვენი არხები აქტიური იყოს, რადგან YouTube პარტნიორთა პროგრამა მუდამ ვითარდება. შეიძლება, მონეტიზაცია გამოვურთოთ ისეთ არხებს, რომლებსაც 6 თვის ან მეტი ხნის მანძილზე ვიდეო არ აუტვირთავთ ან გამოუქვეყნებიათ საზოგადოების ჩანართში.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
3886811589351461952
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false