YouTube Shopping-ის აფილირებული პროგრამის მიმოხილვა და მოთხოვნებთან შესაბამისობა

YouTube Shopping-ის აფილირებული პროგრამა 🛍️

YouTube Shopping-ის აფილირებული პროგრამა საშუალებას გაძლევთ, თანხა მიიღოთ YouTube-ის მეშვეობით, აუდიტორიისთვის მათთვის სასურველი პროდუქტის ძიებაში დახმარებისთვის. ამ პროგრამის ფარგლებში შეგიძლიათ:

  • დაეხმაროთ ფანებს საყიდლებისას: თქვენს კონტენტში პროდუქტების თეგით მონიშვნისას ფანებს შეუძლიათ სწრაფად დაასკანირონ სასარგებლო ინფორმაცია, მაგალითად, ფასი და გააგრძელონ თქვენი ვიდეოს ყურება საცალო მოვაჭრის საიტზე შეკვეთის გაფორმების პარალელურად.
  • მიიღეთ მეტი YouTube ბიზნესისგან: საპარტნიორო პროგრამა გეხმარებათ, თქვენი შესანიშნავი სავაჭრო კონტენტი უფრო მეტი ბრენდისა და მნახველისთვის ხელმისაწვდომი გახადოთ YouTube-ზე, რაც გაზრდის YouTube-იდან თქვენს მთლიან პოტენციურ გამომუშავებას. თქვენ, ასევე, მიიღებთ სოლიდურ საკომისიოს ფანების შენაძენებისთვის.
  • მეტი დრო დახარჯეთ შექმნაზე: რადგანაც შეგიძლიათ პროდუქტების თეგით მონიშვნა, ანალიზის მიღება და გამომუშავების მიმოხილვა YouTube Studio-ში, შეგიძლიათ, მეტი დრო დაუთმოთ ადამიანებისთვის სასურველი კონტენტის შექმნას და ნაკლები დრო — ბმულების მართვას.
შენიშვნა: ეს პროგრამა ამჟამად ხელმისაწვდომია აშშ-ში მცხოვრები შემქმნელებისთვის, რომლებიც კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. თუ გსურთ, ინტერესი გამოხატოთ საქმეში ადრე ჩაბმის მიმართ ან კონკრეტული ბრენდები გირჩიოთ, შეავსეთ ეს ფორმა. ფორმის შევსება მოსაწვევის მიღების გარანტიას არ იძლევა.

YouTube Shopping-ის აფილირებული პროგრამა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

პროგრამაში რომ მიგიწვიონ, უნდა აკმაყოფილებდეთ მინიმალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

გაწევრიანების წესები

როგორც კი დააკმაყოფილებთ პროგრამაში გაწევრიანების კრიტერიუმებს, შეგიძლიათ YouTube Studio-ში დარეგისტრირდეთ.

  1. შედით YouTube Studio-ში.
  2. მარცხენა მენიუდან აირჩიეთ გამომუშავება.
  3. სექციაში პროგრამები დააწკაპუნეთ ღილაკზე გაწევრიანება ახლავე.
  4. გადახედეთ და დაეთანხმეთ YouTube Shopping-ის აფილირებული პროგრამის მომსახურების პირობებს.
  5. უკვე შემოგვიერთდით! შეგიძლიათ, დაიწყოთ პროდუქტების თეგირება თქვენს კონტენტში. აუცილებლად დაიცავით თეგირების მითითებები.

აფილირებული გამყიდველები და შეთავაზებები

პროგრამაში გაწევრიანების შემდეგ, თქვენს პროდუქტებზე შეძლებთ გამყიდველთა მონიშვნას. თითოეული მათგანის საკომისიო პროცენტებს კი გამყიდველთა მზარდ სიაში იხილავთ. თეგირებით სარგებლობის დასაწყებად შეგიძლიათ მოითხოვოთ პროდუქტთა უფასო ნიმუშები, დაათვალიეროთ ფასდაკლებული პროდუქტები და გამყიდველებისგან მეტი საკომისიო ანაზღაურების მიღების უპირატესობით ისარგებლოთ. გაეცანით დამატებით ინფორმაციას კონტენტში პროდუქტების თეგირების შესახებ. 

  1. შედით YouTube Studio-ში. 
  2. მარცხენა მენიუდან დააწკაპუნეთ: გამომუშავებაand then Shopping and then აფილირებული შეთავაზებების დათვალიერება

  3. „თეგირების დაწყების“ განყოფილებაში დააწკაპუნეთ: საკომისიო, სარეკლამო აქციები, ან ნიმუშები

  • გაითვალისწინეთ: დეტალების სანახავად დაწკაპუნებით აირჩიეთ გამყიდველი. ასევე, გამყიდველების დაჯგუფება შეგიძლიათ ანბანის ან მაღალი საკომისიოს მიხედვით.

აფილირებულ გამყიდველთა სიები

პროგრამაში გაწევრიანების შემდეგ, უკვე შეგიძლიათ ჩვენი გამყიდველების მზარდი სიიდან პროდუქტების თეგით მონიშვნა, მათ შორის:

აფილირებული გამყიდველების სია

შენიშვნა:
  • ეს გამყიდველთა სრული სია არ არის. აფილირებულ გამყიდველთა სრული სია შეგიძლიათ იხილოთ YouTube Studio-ში.
  • თუ ხართ ბრენდი ან საცალო მოვაჭრე, რომელსაც ამ პროგრამაში გაწევრიანება სურს, შეავსეთ ბრენდის/საცალო მოვაჭრის ინტერესის გამოხატვის ეს ფორმა. ფორმის შევსება მოსაწვევის მიღების გარანტიას არ იძლევა.

გაეცანით თქვენს გამომუშავებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას

თითოეულმა მონაწილე ბრენდმა და საცალო მოვაჭრემ უნდა დააწესოს თავისი საკომისიო ტარიფები და ატრიბუციის ფანჯარა თითოეული პროდუქტისთვის. საკომისიოს პროცენტი თითოეული შეთავაზებული პროდუქტისთვის აისახება. ასახული პროცენტი გადაიხდება. როცა მნახველი დააწკაპუნებს თეგით მონიშნულ პროდუქტზე და შეიძენს მას, თქვენ საკომისიოს მიიღებთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ YouTube ანალიტიკა და შეამოწმოთ თქვენი შემოსავალი YouTube-იდან.

შენიშვნა: მიღებული საკომისიოები ანაზღაურდება AdSense YouTube-ისთვის მეშვეობით, შეძენიდან 60-120 დღის განმავლობაში, კლიენტების მიერ პროდუქტის დაბრუნების შემთხვევების გათვალისწინებით. თუ კლიენტი დააბრუნებს პროდუქტს, საკომისიოს ტრანზაქცია გაუქმდება.

პროდუქტის ფასიანი განთავსება, რეკლამა და რეკომენდაციები

თუ ჩართავთ ფასიანი პროდუქტების განთავსებას, რეკომენდაციებს, სპონსორობას ან სხვა კონტენტს, რომლის შესახებაც აუცილებლად უნდა აცნობოთ მნახველს თქვენს ვიდეოში, უნდა დაიცვათ YouTube-ის პროდუქტის ფასიანი განთავსების წესები. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ამ სტატიას.

რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა

გთავაზობთ პრობლემების მოგვარების მიმართ გავრცელებულ მიდგომებს, რომლებიც შეიძლება შეგემთხვეთ რეგისტრაციისას:

  • შესაძლოა, თქვენი არხი არ შეესაბამებოდეს კრიტერიუმებს. გადახედეთ საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს ზემოთ და დაადასტურეთ, შეესაბამება თუ არა თქვენი არხი მოთხოვნებს.
  • თუ თქვენს არხს მართავს კონტენტის მფლობელი, თქვენთვის აუცილებელია, კონტენტის მფლობელი თქვენი სახელით დაეთანხმოს ხელშეკრულების პირობებს.
  • შესაძლოა, YouTube არხის არასწორ ანგარიშში ხართ შესული. გადაერთეთ არხზე, რომელსაც, თქვენი აზრით, მონაწილეობის უფლება აქვს და ხელახლა ცადეთ.

შენიშვნა: თუ დადასტურდება, რომ თქვენი პრობლემა არ განეკუთვნება ზემოთ დასახელებულ არცერთ შემთხვევას, მიმართეთ შემქმნელების მხარდაჭერის გუნდს დამატებითი დახმარებისთვის.

საუკეთესო პრაქტიკები და რესურსები

აფილირებული პროგრამისგან პირველივე დღიდან მაქსიმალური სარგებლობის მიზნით, გირჩევთ:

  • პოპულარული ბრენდების გაყიდვები და აქციები: შეამოწმეთ, ვრცელდება თუ არა პროდუქტზე, რომლის წარდგენაც გსურთ, საკომისიო და დაგეგმეთ თქვენი კონტენტი თქვენთვის ყველაზე შესაფერისი გაყიდვებისა და პრომოაქციების სექციის გათვალისწინებით. 
  • თეგით მონიშნეთ შესაბამისი პროდუქტები და გამოიყენეთ CTA გაყიდვების წასახალისებლად: მონიშნეთ თქვენი კონტენტი პროდუქტებით, რომლებიც წარმოდგენილია თქვენს ვიდეოში ან მოკლე ვიდეოში და გამოიყენეთ მოქმედებისკენ მოწოდება, რათა აუდიტორიას აცნობოთ ვაჭრობის დაწყების შესახებ.
    • გამოიყენეთ მასობრივი თეგირების ფუნქცია ვიდეოებში პროდუქტების თეგით მოსანიშნად: YouTube Studio-ს გამომუშავების სექციაში გადადით Shopping-ის ჩანართზე and then პროდუქტების თეგით მონიშვნა  and then გაეცანით ვიდეოებს შეთავაზებული პროდუქტებით, რათა მონიშნოთ ისინი თეგით ვიდეოს აღწერილობაში.
      • კონკრეტული პროდუქტების თეგით მოსანიშნად დააწკაპუნეთ პროდუქტის სურათს and then დააწკაპუნეთ ღილაკზე თეგით მონიშვნა შესაბამისი პროდუქტის გვერდით ან ყველას თეგით მონიშვნა — ყველა პროდუქტისთვის.
      • მინიმუმ ერთი ვიდეოსთვის პროდუქტების თეგით მოსანიშნად აირჩიეთ შესაბამისი ვიდეოები ან ყველა ვიდეო and then თეგით მონიშვნა.
  • მიიღეთ შთაგონება ბრენდებისა და შემქმნელებისგან: შეამოწმეთ აფილირებული კონტენტი YouTube-ის შემქმნელებისგან, კონტენტის შესაქმნელად შთაგონების მისაღებად.

დაწყების პაკეტი შემქმნელთათვის

დაწყების პაკეტი სავსეა რესურსებით პარამეტრების დაყენების, საუკეთესო პრაქტიკებისა და სახალისო სტიკერების შესახებ რჩევებით, რომელთა დამატებაც შეგიძლიათ თქვენი კონტენტისთვის.

აფილირებული შემქმნელის დასაკრავი სია

მიიღეთ შთაგონება სხვა შემქმნელებისგან აქ, მათი აფილირებული კონტენტის დათვალიერებით YouTube-ზე!

YouTube Shopping-ის აფილირებული პროგრამის ეფექტურობის ბონუსი

შენიშვნა: YouTube Shopping-ის აფილირებული პროგრამის ეფექტურობის ბონუსი სრულდება 2023 წელს.

YouTube Shopping-ის აფილირებული პროგრამის ეფექტურობის ბონუსი მოთხოვნის შესაბამის შემქმნელებს ანიჭებს ექსკლუზიურ შესაძლებლობას, გაზარდონ გამომუშავებული თანხა თქვენს კონტენტში პროდუქტების თეგით მონიშვნის გზით. შეგიძლიათ მიიღოთ ბონუსი თეგით მონიშნული პროდუქტების მთლიანი გაყიდვების საფუძველზე 2023 წლის 27 ოქტომბრიდან 30 ნოემბრამდე და 2023 წლის 1 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე. ეს ბონუსი არ ანაცვლებს ბრენდებისა და საცალო მოვაჭრეების სხვა მიმდინარე წახალისებებს და ემატება გაყიდვებიდან მიღებულ საკომისიოს.

თვეში ერთი ბონუსის მისაღებად (აშშ დოლარში) მოთხოვნების შესაბამისმა შემქმნელებმა უნდა დააკმაყოფილონ გაყიდვების შემდეგი დონე:

  • ბონუსი 30 აშშ დოლარის ოდენობით გაყიდვების ჯამური რაოდენობის 300 აშშ დოლარამდე გაზრდის გამო
  • ბონუსი 120 აშშ დოლარის ოდენობით გაყიდვების ჯამური რაოდენობის 1 000 აშშ დოლარამდე გაზრდის გამო
  • ბონუსი 750 აშშ დოლარის ოდენობით გაყიდვების ჯამური რაოდენობის 5 000 აშშ დოლარამდე გაზრდის გამო
  • ბონუსი 3 000 აშშ დოლარის ოდენობით გაყიდვების ჯამური რაოდენობის 15 000 აშშ დოლარზე მეტით გაზრდის გამო

მიღებული ბონუსური ანაზღაურება გამოითვლება გაყიდვების ჯამური რაოდენობის საფუძველზე, რომელსაც აკლდება ბონუსის მოქმედების პერიოდის დასრულებიდან 45 დღის განმავლობაში ნებისმიერი დაბრუნებული პროდუქტის ღირებულება. თქვენ მიერ მიღებული ბონუსური ანაზღაურება გამოჩნდება თქვენს YouTube-ისთვის AdSense-ის ანგარიშში, ყოველ თვეში, პროგრამის დასრულებიდან 120 დღის განმავლობაში.

შენიშვნა: YouTube Shopping აფილირების პროგრამის ეფექტურობის ბონუსი ექვემდებარება YouTube-ის აფილირებული პროგრამის მომსახურების პირობებს. Google-მა, შესაძლოა, შეწყვიტოს YouTube Shopping-ის აფილირებული პროგრამის ეფექტურობის ბონუსის მოქმედება ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე. Google უფლებას იტოვებს, გარკვეული მიზეზებით, მათ შორის თაღლითური, არასათანადო და მოტყუების თუ სხვა უკანონო გზებით მიღებული ტრანზაქციების ანაზღაურებაზე უარი განაცხადოს, როგორც ეს განსაზღვრულია Google-ის მიერ. 

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
10514008504672265055
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false