YouTube Giving ფინანსების მოზიდვის კამპანიის დაყენება

YouTube Giving შემქმნელებს შესაძლებლობას აძლევს, მხარი დაუჭირონ იმ საქველმოქმედო მიზნებს, რომლებზეც ისინი ზრუნავენ. შესაბამის არხებს შეუძლიათ, მოიზიდონ ფინანსები არაკომერციული მიზნებისათვის ვიდეოებსა და პირდაპირ სტრიმინგებზე შემოწირულობის ღილაკის დამატებით. მნახველებს შემოწირულობის გაკეთება უშუალოდ ვიდეოს ყურების გვერდზე ან პირდაპირ ჩეთში შეუძლიათ.

YouTube Giving არა არის ხელმისაწვდომი იმ ვიდეოებისათვის, რომელთა პარამეტრებშიც, დაყენებულია მითითება ბავშვებისთვის შექმნილი. ფინანსების მოზიდვის კამპანიას ვერ გამოიყენებთ ბავშვებისთვის შექმნილი ვიდეობისთვის. სათანადო მოთხოვნასთან შესაბამისობისა და ხელმისაწვდომობის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე YouTube Giving: ხშირად დასმული შეკითხვები.

Super Chat for Good ჩანაცვლდა ფუნქციით, შემოწირულობები პირდაპირ ჩეთში, როგორც პირდაპირ ჩეთში ფინანსების მოზიდვის საშუალება. იხილეთ ქვემოთ მოცემული ინსტრუქციები, რათა დაამატოთ ფინანსების მოზიდვა თქვენს დაგეგმილ პირდაპირ სტრიმინგზე პირდაპირი ჩეთის მეშვეობით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

იმისათვის, რომ YouTube Giving-ის მეშვეობით ფინანსების მოზიდვის უფლება გქონდეთ, თქვენი არხი უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მოთხოვნებს:
შენიშვნა: შესაძლოა, თქვენ შენიშნოთ ფინანსების მოზიდვის კამპანია ზოგიერთ ისეთ არხზე, რომელიც სცდება ზემოთ დასახელებულ საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს. ჩვენ ვგეგმავთ, YouTube Giving მომავალში უფრო ფართოდ ხელმისაწვდომი გავხადოთ.

ქვეყნები, სადაც ეს ფუნქცია ხელმისაწვდომია

თუ თქვენ იმყოფებით რომელიმე ჩამოთვლილ ქვეყანაში/რეგიონში, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ფინანსების მოზიდვის პროდუქტი YouTube Giving.

  • არგენტინა
  • ავსტრია
  • ბელგია
  • ბოლივია
  • კანადა
  • კოლუმბია
  • ხორვატია
  • ესტონეთი
  • საფრანგეთი
  • გერმანია
  • განა
  • ჰონგ-კონგი
  • ისლანდია
  • ინდონეზია
  • ირლანდია
  • ისრაელი
  • იტალია
  • ქუვეითი
  • ლატვია
  • ლიეტუვა
  • ლუქსემბურგი
  • მალაიზია
  • მექსიკა
  • მონტენეგრო
  • ნიდერლანდები
  • ახალი ზელანდია
  • ნორვეგია
  • პერუ
  • ფილიპინები
  • პოლონეთი
  • პუერტო-რიკო
  • რუმინეთი
  • სლოვაკეთი
  • ესპანეთი
  • შვედეთი
  • შვეიცარია
  • ტაილანდი
  • თურქეთი
  • გაერთიანებული სამეფო
  • აშშ

შექმენით YouTube Giving ფინანსების მოზიდვის კამპანია

შეგიძლიათ შექმნათ YouTube Giving ფინანსების მოზიდვის კამპანია და დაამატოთ იგი თქვენს ვიდეოებს ან პირდაპირ სტრიმინგებს. ამ შემთხვევაში, ფანები შეძლბენ შემოწირულობის გარებას დამატებულ ვიდეოზე ან პირდაპირ ჩეთში, შემოწირულობის ღილაკის მეშვეობით.

  1. შედით YouTube Studio-ში.
  2. მარცხენა მენიუდან აირჩიეთ გამომუშავება and then Giving.
  3. დაწკაპუნებით აირჩიეთ დაწყება and then ფინანსების მოზიდვის კამპანიის შექმნა.
  4. აირჩიეთ ხელმისაწვდომი 501(c)(3) US არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მხარდაჭერაც გსურთ. თუ 501(c)(3) არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მხარდაჭერაც გსურთ, სიაში არ არის, აირჩიეთ არაკომერციული ორგანიზაციის მოთხოვნა. შეიტყვეთ მეტი არაკომერციული ორგანიზაციების შესახებ.
  5. მიჰყევით ინსტრუქციას, რათა ფინანსების მოზიდვის კამპანიას დაამატოთ დეტალები, როგორიცაა დასახელება, აღწერა და პარტნიორები. ასევე, გირჩევთ, დააყენოთ ფინანსების მოზიდვის კამპანიის მიზნისა და ხანგრძლივობის პარამეტრები. ამ პარამეტრების შეცვლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.
  6. დაამატეთ ვიდეოები ან დაგეგმილი პირდაპირი სტრიმინგები, რომლებშიც გსურთ შემოწირულობის ღილაკის გამოყენება.
  7. აირჩიეთ გამოქვეყნება.

ასევე, შეგიძლიათ, ფინანსების მოზიდვის ფუნქციის ჩართვა პირდაპირი გადაცემის მართვის ოთახში პირდაპირი სტრიმინგის პარამეტრების დაყენებისას, გაფართოებული პარამეტრებიდან. შეიტყვეთ მეტი აქ.

შენიშვნა: ფინანსების მოზიდვის კამპანიის დაწყების თარიღის ძალაში შესვლიდან შემოწირულობის ღილაკი თქვენი ვიდეოს ყურების გვერდზე ან პირდაპირ ჩეთში გამოჩნდება. თუ თქვენ შექმენით ფინანსების მოზიდვის კამპანია და თქვენი ვიდეოს აუდიტორიის პარამეტრები დაყენებულია, როგორც „ბავშვებისთვის შექმნილი“, თქვენს ვიდეოზე ან პირდაპირ ჩეთში შემოწირულობის ღილაკი არ გამოჩნდება.

თუ გსურთ, რომ თქვენი გავლენა გაზარდოთ, შექმენით საზოგადოების ფინანსების მოზიდვის კამპანია. „პარტნიორების“ სექციის განახლება, ნებისმიერ არხს, რომელსაც წვდომა აქვს YouTube Giving-ზე, შესაძლებლობას მისცემს, შეუერთდეს თქვენს ფინანსების მოზიდვის კამპანიას.

როდესაც თქვენი ფინანსების მოზიდვის კამპანია დაიწყება, შემოწირულობის ღილაკი თქვენი ყურების გვერდზე ან პირდაპირ ჩეთში გამოჩნდება.

შეუერთდით ფინანსების მოზიდვის უკვე არსებულ კამპანიას

თქვენ ასევე, შეგიძლიათ, შეუერთდეთ სხვის მიერ შექმნილ საზოგადოების ფინანსების მოზიდვის კამპანიას.

  1. შედით YouTube Studio-ში.
  2. მარცხენა მენიუდან აირჩიეთ გამომუშავება and then Giving.
  3. დაწკაპუნებით აირჩიეთ დაწყება and then ფინანსების მოზიდვის კამპანიაში ჩართვა.
  4. შეარჩიეთ ხელმისაწვდომი საზოგადოების ფინანსების მოზიდვის კამპანიების სიიდან თქვენთვის სასურველი.
  5. დაამატეთ ვიდეოები ან დაგეგმილი პირდაპირი სტრიმინგები, რომლებშიც გსურთ შემოწირულობის ღილაკის გამოყენება.
  6. აირჩიეთ გამოქვეყნება.
შენიშვნა: თქვენ დაინახავთ შემოწირულობის ღილაკს ყურების გვერდზე ან პირდაპირ ჩეთში, ფინანსების მოზიდვის დაწყების თარიღიდან.

YouTube Giving ფინანსების მოზიდვის კამპანიის მართვა

Giving ჩანართში თქვენ შეგიძლიათ, ნახოთ, რა თანხა შეგროვდა ფინანსების მოზიდვის კამპანიიის ფარგლებში. ასევე, თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ რედაქტირება, სამიზნე თანხის ოდენობის ცვლილება, ან ფინანსების მოზიდვის კამპანიის წაშლა.

ფინანსების მოზიდვის კამპანიის დეტალების შეცვლა:

  1. შედით YouTube Studio-ში.
  2. მარცხენა მენიუდან აირჩიეთ გამომუშავება and then Giving.
  3. ფინანსების მოზიდვის იმ კამპანიის გვერდით, რომლის შეცვლაც, გსურთ აირჩიეთ მეტი '' and then რედაქტირება.

თქვენი ვიდეოებიდან ფინანსების მოზიდვის კამპანიის წასაშლელად და შემოწირულობის ღილაკის ამოსაშლელად, მიჰყევით ზემოთ მითითებულ ნაბიჯებს და აირჩიეთ წაშლა.

იხილეთ YouTube Giving ფინანსების მოძიების კამპანიის დაყენების ინსტრუქცია

How to Set Up a Fundraiser | YouTube Giving

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
6720634569893876100
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false