YouTube-ზე შემოსავლის ინფორმაციის ნახვა

უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, დროებით ვაჩერებთ Google და YouTube რეკლამების განთავსებას რუსეთში მყოფი მომხმარებლებისთვის. შეიტყვეთ მეტი.

ჩვენ წარმოგიდგენთ ახალ ბეტას, რომელსაც გადახდის დეტალები გამოაქვს YouTube Studio-ს მობილური აპის „გამომუშავების“ ჩანართში. ეს ბეტა შესაბამის შემქმნელებს სთავაზობს უფრო მარტივ გზას, შეიტყონ, როგორ გარდაიქმნება მათ მიერ გამომუშავებული თანხები გადახდებად. ამ ბეტას მეშვეობით შეგიძლიათ, იხილოთ:
  • თქვენი მომდევნო გადახდის პროგრესი
  • თქვენი გადახდების ისტორია ბოლო 12 თვის განმავლობაში თარიღის, გადახდილი ოდენობისა და გადახდის დეტალიზაციის ჩათვლით
შეიტყვეთ მეტი ჩვენი ფორუმის პოსტში.

თუ YouTube პარტიორთა პროგრამაში ხართ, YouTube ანალიტიკის ჩანართი „შემოსავალი“ გიჩვენებთ, რომელი კონტენტი გამოიმუშავებს ყველაზე მეტ თანხას და შემოსავლის რომელი წყაროა უფრო მომგებიანი. შეიტყვეთ, როგორ გამოიმუშაოთ თანხა YouTube-ის საშუალებით.

მინიშნება: ჩვენი მონეტიზაციის წყაროების განვითარებასთან ერთად, შეიძლება შენიშნოთ YouTube ანალიტიკის „შემოსავლის“ ჩანართში ცვლილებები, მათ შორის შემოსავლის უფრო დეტალური ჩაშლა. ეს ჩაშლა საშუალებას აძლევს multiformat შემქმენელებს სიღრმისეულად შეისწავლონ თავიანთი შემოსავლის ნაკადები და მოახდინონ ბიზნესის ოპტიმიზაცია და გაზრდა. დამატებითი ინფრომაციისთვის გააგრძელეთ კითხვა.

შენიშვნა: YouTube ანალიტიკაში შემოსავლის ასახვას 2 დღე სჭირდება.

თქვენი შემოსავლის ანგარიშის ნახვა

  1. შედით YouTube Studio-ში.
  2. მარცხენა მენიუში აირჩიეთ ანალიტიკა .
  3. ზედა მენიუში აირჩიეთ შემოსავალი.

რამდენს გამოიმუშავებთ

ეს ანგარიში გიჩვენებთ თქვენი არხის ბოლო 6 თვის განმავლობაში გამომუშავებულ თანხას, რომელიც თვეების მიხედვით არის ჩაშლილი.

თქვენი გამომუშავებული თანხა შესაძლოა კორექტირებას დაექვემდებაროს შემდეგი მიზეზი გამო:

თუ თქვენი სავარაუდო ამონაგები ცვალებადია, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ამ კორექტირებების გამო. YouTube ანალიტიკაში ასახული გამომუშავებული შემოსავალი ორჯერ კორექტირდება.

  • პირველი კორექტირება ხდება 1 კვირის შემდეგ, რაც უფრო სრულყოფილ სავარაუდო შემოსავალს გვაძლევს.
  • მეორე კორექტირება ხდება მომდევნო თვის შუაში და ასახავს თქვენს საერთო გამომუშავებულ თანხას.

თანხის გამომუშავების გზები

ეს ანგარიში ასახავს თითოეული შემოსავლის წყაროდან მიღებულ სავარაუდო შემოსავალს. შემოსავლის წყაროების მაგალითებია: ყურების გვერდის რეკლამები, Shorts-ის არხის რეკლამები, წევრობა, Supers, დაკავშირებული Store-ები და Shopping აფილირებულ პირებს. შეგიძლიათ აირჩიოთ წყარო მისი შემოსავლის დეტალურად ჩაშლილი ინფორმაციის სანახავად.

კონტენტის ეფექტურობა

ეს ანგარიში ასახავს თქვენ გამომუშავებულ თანხას თქვენი ვიდეოებიდან, Shorts-ებიდან და პირდაპირი სტრიმინგიდან. ანგარიში ასევე მოიცავს შემოსავალს ერთ მილზე (შ/1 მილ.).

ეს ანგარიში ასევე გიჩვენებთ ფორმატის ტიპების (ვიდეოები, მოკლე ვიდეოები, პირდაპირი სტრიმინგები) მიხედვით დაყოფილი კონტენტიდან რომელმა გამოიმუშავა უმაღლესი სავარაუდო შემოსავალი.

თქვენი საბოლოო გამომუშავებული თანხის ნახვა

საბოლოო გამომუშავებული თანხის შესახებ

  • თქვენი საბოლოო გამომუშავების ნახვა შეგიძლიათ AdSense YouTube-ისთვის ანგარიშზე.
  • საბოლოო გამომუშავება AdSense YouTube-ისთვის ანგარიშზე შეიძლება განსხვავდებოდეს სავარაუდო გამომუშავებისგან YouTube ანალიტიკაში. მაგალითად, გადასახადის დაკავება, ასეთის არსებობის შემთხვევაში, შეიძლება გავლენას ახდენდეს საბოლოო გამომუშავებულ თანხაზე. AdSense YouTube-ისთვის ანგარიშში გამოჩნება ნებისმიერი გადასახადის დაკავება.
  • ინფორმაცია წინა თვის საბოლოო გამომუშავების შესახებ თქვენი ანგარიშის ბალანსს ემატება ყოველი თვის 7-დან 12 რიცხვებამდე.

AdSense YouTube-ისთვის ანგარიშში საბოლოო გამომუშავების ნახვა:

  1. შედით AdSense YouTube-ისთვის ანგარიშში.
  2. მარცხენა მხარეს აირჩიეთ AdSense YouTube-ისთვის.
  3. თქვენი მიმდინარე ბალანსი YouTube-ზე გამომუშავებული თანხისთვის და თქვენი ბოლო გადახდის თანხის ჩვენება. ასევე, შეგიძლიათ მიიღოთ წვდომა YouTube-ის კონკრეტულ რესურსებზე.

გასათვალისწინებელი მეტრიკა

ყურების გვერდის სარეკლამო შემოსავალი სავარაუდო შემოსავალი AdSense-დან YouTube-ისთვის, DoubleClick-ის რეკლამებიდან და YouTube Premium-დან არჩეული თარიღების დიაპაზონისა და ზონისთვის. ეს რიცხვი არ მოიცავს შემოსავლებს სხვა სერვისის გაყიდვის პარტნიორის მიერ გაყიდული რეკლამებიდან.
სარეკლამო შემოსავალი Shorts-ის არხიდან სავარაუდო შემოსავალი Shorts-ის არხის რეკლამებიდან და YouTube Premium-იდან არჩეული თარიღების დიაპაზონის და რეგიონის მიხედვით.
შემოსავალი წევრობებიდან სავარაუდო შემოსავალი წევრობებიდან და სასაჩუქრე წევრობებიდან არჩეული თარიღების დიაპაზონის და რეგიონის მიხედვით.
შემოსავალი Supers-იდან სავარაუდო შემოსავალი Supers-იდან, მაგალითად სუპერ ჩეთი, Super Stickers, და Super Thanks.
შემოსავალი Shopping-ის აფილირებული პირებიდან სავარაუდო შემოსავალი სხვა ბრენდების პროდუქტებიდან, რომელსაც კონტენტში იყენებთ.
ჯამური გაყიდვები შემოსავალი აფილირებული საცალო მოვაჭრეების სავარაუდო გაყიდვებიდან.
შეკვეთები აფილირებული საცალო მოვაჭრეებისგან მიღებული შეკვეთების სავარაუდო რაოდენობა.
პროდუქტზე დაწკაპუნებები თეგით მონუშნულ პროდუქტზე მნახველების მიერ დაწკაპუნების სრული რაოდენობა.
ტოპ პროდუქტები პროდუქტზე დაწკაპუნების მიხედვით კლასიფიცირებული თქვენი პროდუქტები.
ყველაზე შემოსავლიანი კონტენტი სავარაუდო გამომუშავების მიხედვით კლასიფიცირებული თქვენი პროდუქტები.
შემოსავალი პროდუქტის ტეგირებიდან სავარაუდო შემოსავალი YouTube Shopping ფონდიდან არჩეული თარიღის დიაპაზონის მიხედვით.
YouTube დამკვრელი განათლებისთვის საგანმანათლებლო ტექნოლოგიურ პლატფორმებზე თქვენი კონტენტის ნახვებით გამომუშავებული სავარაუდო შემოსავალი.
სავარაუდო შემოსავალი (ამონაგები) YouTube-ის შემოსავლების წყაროებიდან თქვენი სავარაუდო შემოსავალი (წმინდა ამონაგები) არჩეული თარიღების დიაპაზონის და რეგიონის მიხედვით.
სავარაუდო შემოსავალი (აფილირებული პირებისგან) წინა გაყიდვებიდან გამომუშავებული საკომისიოები, რომლებიც ჯერ გადახდისთვის არ დამტკიცებულა. თანხა გამოითვლება მიმდინარე საკომისიოებიდან დაბრუნებული თანხების გამოკლებით. თანხების დაბრუნების ფანჯარა ზოგადად 30-დან 90 დღემდეა.
დამტკიცებული საკომისიოები წინა გაყიდვებიდან გამომუშავებული საკომისიოები, რომლებიც დამტკიცებულია გადახდისთვის.

ტრანზაქციები

Supers-ის ტრანზაქციების რაოდენობა არჩეული თარიღის დიაპაზონის და რეგიონის მიხედვით.

მონეტიზებული დაკვრების სავარაუდო რაოდენობა

მონეტიზებული დაკვრა ნიშნავს, რომ მნახველი სულ მცირე ერთ სარეკლამო ჭრას ნახავს თქვენი ვიდეოს დაკვირსას. მას ასევე შეუძლია აჩვენოს, როდის შეწყვიტა მნახველმა წინასწარი რეკლამის დროს ყურება და არც კი დაელოდა თქვენს ვიდეოს.

ნახვები

თქვენი არხის ან ვიდეოების ლეგიტიმური ნახვების რაოდენობა.

ნახვების საშუალო ხანგრძლივობა

არჩეული ვიდეოსა და თარიღის დიაპაზონის მიხედვით ნახვების სავარაუდო საშუალო ხანგრძლივობა წუთებში თითო ნახვაზე.

ყურების დრო (საათები)

მნახველების მიერ თქვენი ვიდეოს ყურებაში დახარჯული დრო

რეკლამების განმთავსებლების მიერ გადახდილი თანხა თქვენი შემოსავალი 1000 მონეტიზებულ დაკვრაზე, სადაც ერთი ან მეტი რეკლამაა განთავსებული.
შემოსავლები რეკლამის ტიპის მიხედვით ჩაშლილი შემოსავალი რეკლამების ისეთი ტიპის მიხედვით, როგორიცაა გამოტოვების შესაძლებლობით საეკრანო რეკლამა, რეკლამა-ჩანართი და რეკლამა გამოტოვების შესაძლებლობის გარეშე.
წევრობის დონეები ჩაშლილი შემოსავალი წევრობის ისეთი დონეების მიხედვით, როგორიცაა მსუბუქი დონე, სუპერ ფანი და VIP.
წევრების საერთო რაოდენობა წევრების და აქტიური წევრების მიხედვით თქვენი საერთო შემოსავალი. აქტიური წევრები გამოითვლება წევრების საერთო რაოდენობიდან გაუქმებული გამოწერების რაოდენობის გამოკლებით. იხილეთ საერთო წევრების მონაცემები დეტალურად, მათ შორის:
  • განმეორებადი წევრობის მქონე წევრები
  • სასაჩუქრე წევრობის მქონე პირები (დროის ლიმიტი)
წევრების შემოერთების წყაროები შეამოწმეთ, რომელი კონტენტი იზიდავს ყველა მეტ წევრებს, დამატებით მიანიჭეთ წევრობის ბეჯი მხოლოდ არხის წევრებს.
წევრობის გაუქმების მიზეზი თუ წევრობის გაუქმებისას საკმარისი მნახველი შეავსებს გამოკითხვას, მიიღებთ გაუქმების ანალიზს.
Supers-ით გამომუშავების შესაძლებლობა სუპერ ჩეთის, Super Stickers, და Super Thanks-ის მიხედვით ჩაშლილი შემოსავლები
ტოპ პროდუქტები თქვენ მიერ რეკლამირებული პროდუქტებიდან ყველაზე მეტი დაწკაპუნების მქონე პროდუქტები.
დაკავშირებული მაღაზიების ჩვენებები თქვენი დაკავშირებული მაღაზიის ჩვენებების რაოდენობა.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
4421823074568306771
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false