წესები უკანონო და რეგულირებული სფეროსთვის მიკუთვნებული საქონლის ან სერვისების შესახებ


 
ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია ჩვენი შემქმნელების, მნახველებისა და პარტნიორების უსაფრთხოება. მივესალმებით და ვაფასებთ თქვენს ყველა ინიციატივას დაიცვათ ჩვენი უნიკალური და მრავალფეროვანი საზოგადოება. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, რომ თითოეული მომხმარებელი კარგად იცნობდეს ჩვენს საზოგადოების წესდებას და მის მნიშვნელობას YouTube-ის უსაფრთხოების შენარჩუნებაში. თხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ წესებს. ჩვენი წესდების სრული სიის სანახავად, შეამოწმეთ ეს გვერდი.

YouTube-ზე აკრძალულია კონტენტი, რომელიც რეგულირებული სფეროსთვის მიკუთვნებული საქონლის და სერვისების გასაყიდად არის გამიზნული.

თუ აღმოაჩენთ კონტენტს, რომელიც არღვევს ამ წესებს, შეგვატყობინეთ. ჩვენი საზოგადოების წესდების დარღვევის შესახებ მოხსენების ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ აქ. თუ აღმოაჩინეთ რამდენიმე ვიდეო ან კომენტარი და გსურთ მათ შესახებ მოხსენების წარდგენა, შეგიძლიათ, გააგზავნოთ მოხსენება არხის შესახებ.

იხილეთ დამატებითი რესურსები.

როგორ ავიცილოთ თავიდან წესების დარღვევა

თუ კონტენტს აქვეყნებთ

YouTube-ზე არ უნდა გამოაქვეყნოთ კონტენტი, რომელიც გამიზნულია უშუალოდ რეგულირებული სფეროსთვის მიკუთვნებული საქონლისა და სერვისების გასაყიდად, მათზე წვდომის ხელშესაწყობად და მათით ვაჭრობის ბმულების გასაზიარებლად. ასევე, დაუშვებელია ელფოსტის მისამართების, ტელეფონის ნომრების და სხვა ინფორმაციის ან გამყიდველთან დაკავშირების სხვა გზების შესახებ გამოქვეყნება. ასეთი საქონლისა და სერვისების მაგალითებია:

  • ალკოჰოლი
  • საბანკო ანგარიშის პაროლები, მოპარული საკრედიტო ბარათები ან სხვა ფინანსური მონაცემები
  • ყალბი დოკუმენტები ან ვალუტა
  • კონტროლირებადი ნარკოტიკები და სხვა არასამედიცინო ნივთიერებები
  • ასაფეთქებელი ნივთიერებები
  • ორგანოები
  • გადაშენების პირას მყოფი ცხოველები და მათი სხეულის ნაწილები;
  • ცეცხლსასროლი იარაღები და მათი განსაზღვრული აქსესუარები;
  • ნიკოტინის შემცველი პროდუქტები, მათ შორის ელექტრონული სიგარეტები და მსგავსი პროდუქტები;
  • აზარტული ონლაინ-თამაშების საიტები, რომლებიც Google-ის ან YouTube-ის მიერ არ არის შემოწმებული
  • მედიკამენტები, რომლებიც ურეცეპტოდ გაიცემა
  • სექსის ან ესკორტის სერვისები
  • არალიცენზირებული სამედიცინო მომსახურება;
  • ადამიანთა გადაყვანა კონტრაბანდული გზით

აგრეთვე, YouTube-ზე აკრძალულია შემდეგი კონტენტი:

  • ძლიერი ნარკოტიკების დამზადების ან მოხმარების შესახებ, მაგალითად, კონტენტში ასახულია ძლიერი ნარკოტიკების მოხმარება ან დამზადება, ძლიერი ან მსუბუქი ნარკოტიკების გაყიდვა ან გაყიდვის ხელშეწყობა, რეგულირებული სფეროსთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პრეპარატების რეცეპტის გარეშე გაყიდვის ხელშეწყობა, ან არასაგანმანათლებლო კონტექსტში სტეროიდების გამოყენების ინსტრუქცია. ძლიერი ნარკოტიკები, ჩვეულებრივ, რომლებიც ფიზიკურ დამოკიდებულებას იწვევს (მაგალითად, კოკაინი ან ოპიოიდები). მსუბუქ ნარკოტიკებში მოიაზრება მარიხუანა და სალბი.
  • ინსტრუქციები სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო სისტემებში თაღლითობის შესახებ, მაგალითად, კონტენტში მოცემულია ინსტრუქციები საგანმანათლებლო სისტემის მოსატყუებლად.

ეს წესები ვრცელდება ვიდეოებზე, ვიდეოების აღწერილობებზე, კომენტარებზე, პირდაპირ სტრიმინგებზე და YouTube-ის ნებისმიერ სხვა პროდუქტზე ან ფუნქციაზე. გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის სრული სია. გაითვალისწინეთ, რომ ეს წესები, ვრცელდება თქვენს კონტენტში მოცემულ გარე ბმულებზეც. ეს შეიძლება გულისხმობდეს დასაწკაპუნებელ URL-ებს, ვიდეოში მომხმარებლების სხვა საიტებზე ვერბალურად გადამისამართებას, ასევე, სხვა ფორმებს. 

მაგალითები

ქვემოთ მოცემულია YouTube-ზე აკრძალული კონტენტის ზოგიერთი მაგალითი.

  • აზარტული ონლაინ-თამაშების ან რომელიმე სპორტის გუნდზე ფსონის დადებისთვის განკუთვნილი ბმულების მითითება, რომელიც დამტკიცებული არ არის.
  • ყალბი პასპორტების გაყიდვა ან ინსტრუქციები ოფიციალური დოკუმენტების ყალბი ასლების დამზადების შესახებ.
  • ესკორტის სერვისების, პროსტიტუციის ან ეროტიკული მასაჟის რეკლამირება.
  • კონტენტი ინსტრუქციებით, თუ როგორ უნდა შეიძინოთ ნარკოტიკები ბნელ ქსელში.
  • მომხმარებლის ვიდეო, რომელშიც იგი ყიდულობს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც საკრედიტო ბარათის ყალბ ნომრებს აწარმოებს.
  • კონტენტი, რომელშიც მოცემულია ონლაინ აფთიაქის ბმული, რომელზეც მედიკამენტები ურეცეპტოდ იყიდება.
  • კონტენტი, რომელშიც პროპაგანდას უწევენ ნარკოტიკების, ნიკოტინის ან კონტროლირებადი ნივთიერებების შემცველ პროდუქტს.
  • კონტენტი მძიმე ნარკოტიკების მოხმარების შესახებ, მაგალითად, არასაგანმანათლებლო კონტენტში ადამიანები ინტრავენურ ნარკოტიკებს იკეთებენ, როგორიცაა ჰეროინი ან სუნთქავენ წებოს.
  • კონტენტი მძიმე ნარკოტიკების მომზადების შესახებ. მაგალითად, არასაგანმანათლებლო კონტენტში ახსნილია ნარკოტიკების მომზადების მეთოდები.
  • კონტენტი ალკოჰოლის ან ნარკოტიკების არასრულწლოვნების მიერ მოხმარების შესახებ, მაგალითად, კონტენტში ასახულია არასრულწლოვნები, რომლებიც სვამენ ალკოჰოლს, მოიხმარენ ე.წ. „ვაპორაიზერებს“, ელექტრონულ სიგარეტებს, თამბაქოს ან მარიხუანას ან უმართებულოდ იყენებენ ფეიერვერკებს.
  • კონტენტი ძლიერი ან მსუბუქი ნარკოტიკების გაყიდვის შესახებ, მაგალითად, კონტენტში ნაჩვენებია ნარკოტიკები მათი გაყიდვის მიზნით. მძიმე ნარკოტიკების გასაყიდად განკუთვნილი ბმულების ვიდეოს აღწერაში მითითების შემთხვევაში, თქვენი არხის მოქმედება შეწყდება.
  • სტეროიდების გამოყენების ინსტრუქცია, მაგალითად, არასაგანმანათლებლო კონტენტში ნაჩვენებია სტეროიდების რეკრეაციული მიზნით (როგორიცაა ბოდიბილდინგი) გამოყენების ხერხები.

გახსოვდეთ, ეს მხოლოდ მაგალითებია და არ გამოაქვეყნოთ კონტენტი, თუ ფიქრობთ, რომ ამ წესებს ეწინააღმდეგება.

ასაკის მიხედვით შეზღუდული კონტენტი

ზოგჯერ, კონტენტი შეიძლება ჩვენს წესებს არ არღვევდეს, მაგრამ 18 წლამდე მნახველებისთვის მაინც არ იყოს შესაფერისი. 

ასაკის მიხედვით შეზღუდული კონტენტის მაგალითები

  • კონტენტი, რომელიც პროპაგანდას უწევს კანაფის აფთიაქს.
  • კონტენტი, რომელშიც შეფასებულია ნიკოტინის ელექტრონული სიგარეტისთვის განკუთვნილი სითხეები.

რა ხდება, თუ კონტენტი არღვევს ამ წესებს

თუ თქვენი კონტენტი წინამდებარე წესებს ეწინააღმდეგება, კონტენტს ამოვშლით და ამის შესახებ ელფოსტით შეგატყობინებთ. თუ ვერ დავადასტურებთ, რომ თქვენ მიერ გამოქვეყნებული ბმული უსაფრთხოა, შეიძლება ამოვშალოთ ბმული. გაითვალისწინეთ, რომ ვიდეოსთან ერთად ან ვიდეოს მეტამონაცემებში გამოქვეყნებული URL-ები, რომლებიც წესებს არღვევს, შეიძლება ვიდეოს ამოშლის მიზეზი გახდეს.

თუ ეს საზოგადოების წესდების პირველი დარღვევაა, თქვენ, სავარაუდოდ, მიიღებთ შენიშვნას და თქვენს არხს ჯარიმა არ დაეკისრება. თუ გაივლით ტრენინგს წესების შესახებ, თქვენს შენიშვნას ვადა 90 დღის გასვლის შემდეგ ამოეწურება. თუმცა, თუ 90 დღის განმავლობაში განმეორებით დაარღვევთ წესებს, შენიშვნას ვადა არ ამოეწურება და თქვენი არხი გაფრთხილებას მიიღებს. ტრენინგის დასრულების შემდეგ დარღვეული სხვა წესი ცალკე შენიშვნას იღებს.

თუ 90 დღის განმავლობაში 3 გაფრთხილება დაგიგროვდათ, თქვენი არხი შეწყვეტს მოქმედებას. შეიტყვეთ მეტი ჩვენი გაფრთხილებების სისტემის შესახებ.

საზოგადოების წესდებისა და მომსახურების პირობების განმეორებითი დარღვევის გამო, უფლება გვაქვს თქვენს არხს ან ანგარიშს მოქმედება შევუწყვიტოთ. ასევე, უფლებას ვიტოვებთ თქვენს არხს ან ანგარიშს მოქმედება შევუწყვიტოთ მხოლოდ ერთი დარღვევის გამო, თუ ეს დარღვევა მძიმეა ან როცა არხი არღვევს დებულებას. განმეორებით დამრღვევებს შეიძლება შეეზღუდოთ მონაწილეობის მიღება წესების შესახებ მომავალ ტრენინგებში. შეიტყვეთ მეტი არხისა და ანგარიშის მოქმედების შეწყვეტის შესახებ.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
16159754776034430002
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false