წესები ძალადობრივი ექსტრემისტული ან კრიმინალური ორგანიზაციების შესახებ


ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია ჩვენი შემქმნელების, მნახველებისა და პარტნიორების უსაფრთხოება. მივესალმებით და ვაფასებთ თქვენს ყველა ინიციატივას დაიცვათ ჩვენი უნიკალური და მრავალფეროვანი საზოგადოება. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, რომ თითოეული მომხმარებელი კარგად იცნობდეს ჩვენს საზოგადოების წესდებას და მის მნიშვნელობას YouTube-ის უსაფრთხოების შენარჩუნებაში. თხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ წესებს. ჩვენი წესდების სრული სიის სანახავად, შეამოწმეთ ეს გვერდი.

YouTube-ზე აკრძალულია კონტენტი, რომელიც გამიზნულია ძალადობრივი ექსტრემისტული ან კრიმინალური ორგანიზაციების შექებისთვის, პროპაგანდისთვის ან დახმარებისთვის. ასეთ ორგანიზაციებს ეკრძალებათ გამოიყენონ YouTube ნებისმიერი მიზნით, მათ შორის წევრების მოსაზიდად.

თუ აღმოაჩენთ კონტენტს, რომელიც არღვევს ამ წესებს, შეგვატყობინეთ. ჩვენი საზოგადოების წესდების დარღვევის შესახებ მოხსენების ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ აქ. თუ აღმოაჩინეთ რამდენიმე ვიდეო ან კომენტარი და გსურთ მათ შესახებ მოხსენების წარდგენა, შეგიძლიათ, გააგზავნოთ მოხსენება არხის შესახებ.

თუ ფიქრობთ, რომ ვინმეს უშუალო საფრთხე ემუქრება, დაუკავშირდით ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოს და დაუყოვნებლივ აცნობეთ სიტუაციის შესახებ.

რას ნიშნავს ეს თქვენთვის

თუ კონტენტს აქვეყნებთ

ნუ გამოაქვეყნებთ კონტენტს YouTube-ზე, თუ ის რომელიმე ქვემოთ მოცემულ აღწერილობას შეესაბამება:

  • მოძალადე ექსტრემისტული, კრიმინალური ან ტერორისტული ორგანიზაციების მიერ შექმნილი კონტენტი
  • კონტენტი, რომელშიც გამოჩენილ ტერორისტს, ექსტრემისტს ან კრიმინალებს განადიდებენ ან მათ ხსოვნას პატივს მიაგებენ , რათა სხვებს ძალადობრივი აქტების ჩადენისკენ მოუწოდონ
  • კონტენტი, რომელშიც შექებულია ან გამართლებულია ძალადობრივი ექსტრემისტული, კრიმინალური ან ტერორისტული ორგანიზაციების მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებები
  • კონტენტი, რომელიც გამიზნულია ახალი წევრების ძალადობრივ ექსტრემისტულ, კრიმინალურ ან ტერორისტულ ორგანიზაციებში მოსაზიდად
  • კონტენტი, რომელშიც ასახულია მძევლები ან გამოქვეყნებულია კრიმინალური, ექსტრემისტული ან ტერორისტული ორგანიზაციის სახელით მოთხოვნის, მუქარის ან დაშინების მიზნით
  • კონტენტი, რომელშიც ასახულია ძალადობრივი ექსტრემისტული, კრიმინალური ან ტერორისტული ორგანიზაციებისთვის დამახასიათებელი ემბლემები, ლოგოები ან სიმბოლოები მათი განდიდების ან პოპულარიზაციის მიზნით
  • კონტენტი, რომელიც ხოტბას ასხამს ან პროპაგანდას უწევს ისეთ ძალადობრივ ტრაგედიებს, როგორიცაა სკოლაში სროლა

YouTube ითვალისწინებს ბევრ ფაქტორს, მათ შორის სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების განსაზღვრებებს, რათა დავადგინოთ, რას ნიშნავს „კრიმინალური“ ან „ტერორისტული ორგანიზაციები“. მაგალითად, ჩვენ ვწყვეტთ ნებისმიერ არხს, თუ მიგვაჩნია, რომ ანგარიშის მფლობელი არის ტერორისტული ორგანიზაციის დანიშნული წევრი, როგორიცაა უცხოური ტერორისტული ორგანიზაცია (აშშ) ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ იდენტიფიცირებული ორგანიზაცია.

თუ საგანმანათლებლო, დოკუმენტური, სამეცნიერო ან შემოქმედებითი მიზნებით ტერორიზმთან ან დანაშაულთან დაკავშირებულ კონტენტს აქვეყნებთ, არ დაგავიწყდეთ, რომ საკმარისი ინფორმაცია უზრუნველყოთ ვიდეოში ან აუდიოში, რათა მნახველებმა კონტექსტი გაიგონ. გრაფიკულ ან საკამათო კადრებს, რომელსაც ახლავს საკმარისი კონტექსტი, ექნება ასაკობრივი შეზღუდვები ან გამაფრთხილებელი ეკრანი.

ეს წესები ვრცელდება ვიდეოებზე, ვიდეოების აღწერილობებზე, კომენტარებზე, პირდაპირ სტრიმინგებზე და YouTube-ის ნებისმიერ სხვა პროდუქტზე ან ფუნქციაზე. გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის სრული სია. გაითვალისწინეთ, რომ ეს წესები ვრცელდება თქვენს კონტენტში მოცემულ გარე ბმულებზეც. აღნიშნული შეიძლება მოიცავდეს დასაწკაპუნებელ URL-ებს, ვიდეოში მომხმარებლების სხვა საიტებზე სიტყვიერად გადამისამართებას, ასევე სხვა ფორმებს.

მაგალითები

ქვემოთ მოცემულია YouTube-ზე აკრძალული კონტენტის ზოგიერთი მაგალითი:

  • ტერორისტული, კრიმინალური ან ექსტრემისტული ორგანიზაციების მიერ შექმნილი კონტენტი, რომელიც დაუმუშავებლად და შეუცვლელად ხელახლა არის ატვირთული
  • ტერორისტების ლიდერების ან მათი დანაშაულის სიმღერებში ან მემორიალებში განდიდება
  • ტერორისტული ან კრიმინალური ორგანიზაციების სიმღერებში ან მემორიალებში განდიდება
  • კონტენტი, რომელიც მომხმარებლებს გადაამისამართებს საიტებზე, რომლებზეც მხარდაჭერილია ტერორისტული იდეოლოგია, გამოიყენება აკრძალული კონტენტის გასავრცელებლად ან წევრების მოსაზიდად
  • კადრები, რომლებიც გადაღებულია დამნაშავის მიერ ფატალური ან ფართომასშტაბიანი ძალადობრივი მოვლენის დროს, რომელშიც იარაღი, ძალადობა ან დაშავებული მსხვერპლი ჩანს ან მისი ხმა ისმის
  • იმ ვებსაიტებზე გადასასვლელი ბმულები, რომლებზეც განთავსებულია თავდამსხმელების მანიფესტები.
  • ვიდეო თამაშის კონტენტი, რომელიც შეიქმნა ან მოდიფიცირდა ისე, რომ იგი დადებითად ასახავს რაიმე სახის ტრაგედიას, მის ორგანიზატორებს ან მხარს უჭერს ტერორისტებს, კრიმინალებს ან ტერორისტულ ორგანიზაციებს
  • განდიდებულია სამოქალაქო პირებზე ძალადობა
  • გამიზნულია ძალადობრივი კრიმინალური, ექსტრემისტული ან ტერორისტული ორგანიზაციებისთვის ფინანსების მოსაზიდად

გახსოვდეთ, ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია. ნუ გამოაქვეყნებთ კონტენტს, თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება ამ წესებს არღვევდეს.

რა ხდება, თუ კონტენტი არღვევს ამ წესებს

თუ თქვენი კონტენტი არღვევს ამ წესებს, ჩვენ ამოვშლით კონტენტს და ელფოსტით შეგატყობინებთ ამის შესახებ.

თუ ეს საზოგადოების წესდების პირველი დარღვევაა, თქვენ, სავარაუდოდ, მიიღებთ შენიშვნას. სხვა შემთხვევაში, გაფრთხილებას მიიღებთ. თუ 3 გაფრთხილებას მიიღებთ 90 დღის განმავლობაში, თქვენი არხის მოქმედება შეწყდება. შეიტყვეთ მეტი ჩვენი გაფრთხილებების სისტემის შესახებ აქ.

დარღვევის შედეგად, YouTube არხის მონეტიზაციის წესების თანახმად, თქვენს ნებისმიერ ანგარიშზე შესაძლოა გაუქმდეს მონეტიზაცია. ასევე, შესაძლოა, მოგცეთ შენიშვნა. თუ ფიქრობთ, რომ შეცდომა მოხდა, შეგიძლიათ, გაასაჩივროთ. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, YouTube Studio-ში კვლავ შეგიძლიათ მოითხოვოთ მონეტიზაცია.

საზოგადოების წესდებისა და მომსახურების პირობების განმეორებითი დარღვევის გამო, უფლება გვაქვს თქვენს არხს ან ანგარიშს მოქმედება შევუწყვიტოთ. ასევე, უფლებას ვიტოვებთ თქვენს არხს ან ანგარიშს მოქმედება შევუწყვიტოთ მხოლოდ ერთი დარღვევის გამო, თუ ეს დარღვევა მძიმეა ან როცა არხი არღვევს დებულებას. განმეორებით დამრღვევებს შეიძლება შეეზღუდოთ მონაწილეობის მიღება წესების შესახებ მომავალ ტრენინგებში. შეიტყვეთ მეტი არხისა და ანგარიშის მოქმედების შეწყვეტის შესახებ.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
11598531080338643465
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false