შეტყობინება

If you’re reaching out about an error message or a blank screen in your Channel Analytics in YouTube Studio, we are aware and working on a fix. You can follow along here for updates. Our teams are currently experiencing high support volumes. Please expect longer than usual wait times for responses to questions from email, chat, and @TeamYouTube on Twitter. 

NBA League Pass-ის ყურება YouTube-სა და YouTube TV-ზე

თუ NBA-ის გულშემატკივარი ხართ, შეგიძლიათ შეიძინოთ NBA League Pass და უყუროთ ყველა საყვარელ თამაშს. NBA League Pass-ით შეგიძლიათ:

  • უყუროთ რეგულარული სეზონის NBA-ის ყველა არასაბაზრო (თქვენი რეგიონის მიღმა) თამაშს. 
  • მოუსმინოთ საყვარელ კომენტატორებს როგორც საშინაო, ისე საგარეო თამაშებზე.
  • დააყენოთ ყველა თქვენი საყვარელი გუნდის ავტომატური ჩაწერა YouTube TV აპში.
  • იხილოთ განრიგი ან თვალი ადევნოთ გამოტოვებულ თამაშებს NBA League Pass-ის გვერდზე.
  • ისარგებლოთ მრავალი ხედით, ნაკადის ამომრჩევით და იხილოთ ძირითადი მომენტები YouTube TV-ზე ან YouTube-ზე.
  • დააყენოთ ყველა თქვენი საყვარელი გუნდის ავტომატური ჩაწერა YouTube TV აპში.

სპორტის ყურება YouTube TV-ზე

შენიშვნა: NBA League Pass არ აჩვენებს ეროვნულ ქსელურ მაუწყებლობებს. შეგიძლიათ უყუროთ ეროვნული ტრანსლაციით გადაცემულ თამაშებს ეროვნულ ქსელებზე, რომლებიც შედის YouTube TV-ის საბაზისო წევრობის პაკეტში.

NBA League Pass-ის შეძენა

არსებობს NBA ლიგის საშვის შეძენის ორი გზა: შეგიძლიათ შეიძინოთ ერთთვიანი ან სეზონური საშვი.

YouTube-ზე დასარეგისტრირებლად:

  1. თქვენი კომპიუტერიდან გადადით youtube.com-ზე.
  2. შედით სისტემაში თქვენი Google ანგარიშით.
  3. გადადით NBA-ს არხის გვერდზე და დაწკაპუნებით აირჩიეთ რეგისტრაცია (ან სცადეთ უფასოდ).

YouTube TV-ზე დასარეგისტრირებლად:

  1. შედით YouTube TV-ზე
  2. გადადით თქვენს პროფილის სურათზე and then პარამეტრები  and then წევრობა

შენიშვნა:

  • ერთთვიანი საშვი ავტომატურად განახლდება ყოველთვიურად მის გაუქმებამდე და ღირებულება დაემატება YouTube-ის ყოველთვიურ ანგარიშს.
  • სეზონური საშვი ავტომატურად არ განახლდება. სეზონური საშვის შეძენის შემთხვევაში წვდომა გექნებათ მიმდინარე სეზონზე. მომავალი წლის სეზონისთვის ახალი სეზონური საშვის ყიდვა მოგიწევთ. 
  • ერთთვიანი საშვიდან სეზონურ საშვზე გადასასვლელად ჯერ გააუქმეთ ერთთვიანი საშვი, შემდეგ გამოიწერეთ სეზონური საშვი.
  • NBA ლიგის საშვის სეზონური ვარიანტს შეძენისას YouTube TV-ს თუ გააუქმებთ, დაკარგავთ საშვზე წვდომასაც. თუმცა საშვზე წვდომა აღგიდგებათ, თუ იმავე სეზონის განმავლობაში, როცა გქონდათ გამოწერა, ხელახლა გამოიწერთ YouTube TV-ს.

 

მრავალი ხედის ფუნქციით ერთდროულად რამდენიმე ნაკადის ყურება

YouTube-ის მრავალი ხედის ფუნქციით შეგიძლიათ ერთდროულად უყუროთ წინასწარ არჩეული რამდენიმე თამაშის პირდაპირ გადაცემას თქვენს სმარტ ტელევიზორზე ან სტრიმინგის მოწყობილობაზე, მაგალითად, Chromecast-ზე ან Fire TV Stick-ზე. თამაშების რჩეული კომბინაციისთვის მრავალი ხედის პოვნის ყველაზე სწრაფი გზაა:

  1. დაიწყოთ რომელიმე თამაშის ყურება.
  2. დააჭიროთ ქვედა ღილაკს, რათა იხილოთ მრავალი ხედის კომბინაციები.
  3. აირჩიოთ თქვენთვის სასურველი თამაშების კომბინაცია.

საშინაო და საგარეო თამაშების ვიდეოების არხებს შორის გადართვა

YouTube TV-ზე ვებ-ბრაუზერით ან მობილური მოწყობილობით გახსენით NBA League Pass-ის გვერდი და აირჩიეთ ქვემოთ მიმართული ისარი, რომელიც მოცემულია თამაშის გვერდით. ტელევიზორში აირჩიეთ მეტი და საშინაო ან საგარეო თამაშის კომენტარების ვარიანტები.

YouTube Primetime არხზე, სმარტ ტელევიზორზე ან სტრიმინგის მოწყობილობაზე, როგორიცაა Chromecast ან Fire TV Stick, შეგიძლიათ გადართოთ საშინაო და საგარეო თამაშებს შორის YouTube-ზე. ამისთვის აირჩიეთ ტრანსლაციების ხატულა ყურების გვერდზე (მდებარეობს „დასაკრავი სია“ ღილაკის გვერდით).

YouTubeTV Broadcast icon location

მაქსიმალური სარგებელი NBA League Pass-ით

  • YouTube TV-ზე NBA League Pass-ის მთავარი გვერდის ჩანართზე თამაშები დაწყებამდე 15 წუთით ადრე გამოჩნდება, ხოლო პირდაპირი ეთერის ჩანართზე — მათ გადაცემამდე 7 დღით ადრე. მაშასადამე, თამაშის დღეს მათზე წვდომის მარტივად მისაღებად, სათანადოდ გამართეთ ჩაწერის პარამეტრები. თამაშები ღონისძიების დაწყებამდე ერთი საათით ადრე ავტომატურად გამოჩნდება YouTube Primetime არხზე თქვენს მთავარ გვერდსა და NBA-ის არხის პირდაპირი ეთერის ჩანართში. 

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
5160912646578878689
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false