კონტენტის მენეჯერი: პასუხისმგებლობები და ფუნქციებზე წვდომა

These features are only available to partners who use YouTube Studio Content Manager. Contact your YouTube Partner Manager to get access.

YouTube-ის წესების დარღვევის შედეგები

YouTube-ის წესების დარღვევისთვის კონტენტის მენეჯერებმა შესაძლოა მიიღონ ოფიციალური შენიშვნები, თუ YouTube მიიჩნევს, რომ CMS-ის უმართებულო გამოყენება დაუდევარი, წინასწარგანზრახული ან საზიანო ქმედების შედეგია. გარდა ამისა, YouTube-ს აქვს უფლება ამოშალოს ნებისმიერი სახის კონტენტი (არხის მიერ განთავსებული და გამოქვეყნებული), რომელიც არღვევს YouTube-ის პირობებს ან წესებს. ოფიციალურმა შენიშვნებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს თქვენი კომპანიის მიერ YouTube-ის პროგრამებისა და CMS ფუნქციების გამოყენების შესაძლებლობაზე. ამიტომ, აუცილებელია, დარწმუნდეთ, რომ სარგებლობთ სათანადო შიდა მართვის საშუალებებით, რათა თავიდან აიცილოთ თქვენს სისტემაზე არაავტორიზებული წვდომა და დაიცვათ YouTube-ის წესდება, მისი ყველა წესი და მოთხოვნა.

კონტენტის მართვის სისტემის (CMS) ფუნქციებზე წვდომის დაკარგვა

CMS ფუნქციების უმართებულო და არასათანადოდ გამოყენების გამო პარტნიორებს შეიძლება შეეზღუდოთ ამ ფუნქციებზე და სხვა დაკავშირებულ ფუნქციებზე წვდომა. როგორც წესი, ეს ზომა დროებითია. ჩვენ ასევე გვაქვს უფლება დროებით შეგიზღუდოთ წვდომა CMS ფუნქციებზე, რათა თავიდან ავიცილოთ კონტენტის მართვის ეკოსისტემისათვის გარდაუვალი ზიანის მიყენება. პარტნიორისათვის ფუნქციაზე წვდომის აღდგენის დრო რიგ ფაქტორებზეა დამოკიდებული, მაგალითად: დარღვევის სიმძიმე, დარღვევის მიზეზი, დარღვევის გავლენა პარტნიორის ბიზნესზე და პარტნიორის დარღვევათა ისტორია. გარკვეულ შემთხვევებში, უფლება გვაქვს მივიჩნიოთ, რომ ზოგიერთ ფუნქციაზე წვდომის სამუდამოდ დაკარგვა გამართლებულია. სპეციფიკური დეტალებისა და შემდგომი ეტაპების შესახებ ინფორმაციას მოგაწოდებთ პარტნიორთა მენეჯერი. თუ არ გყავთ პარტნიორთა მენეჯერი, დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით შემქმნელთა მხარდაჭერის გუნდს.

თქვენი, როგორც კონტენტის მენეჯერის, პასუხისმგებლობები

YouTube-ის კონტენტის მართვის სისტემა (CMS) წარმოადგენს ხელსაწყოთა მძლავრ ნაკრებს, რომლით შეუსაბამოდ სარგებლობამ შესაძლოა დააზიანოს YouTube-ის ეკოსისტემა. კონტენტის მენეჯერების პასუხისმგებლობაა დარწმუნდნენ, რომ მათ მიერ განთავსებული და გამოქვეყნებული კონტენტი (მაგ., არხები, ვიდეოები, ყდის წარწერები, აქტივის მეტამონაცემები, კონტენტის ID-ს მითითებები და ა.შ.) იცავს YouTube-ის წესებსა და წესდებას, მათ შორის ჩვენი მომსახურების პირობებს, საზოგადოების წესდებას, მონეტიზაციის მოთხოვნებსა და კონტენტის მენეჯერის წესებს.

განმეორებითი და სერიოზული დარღვევები

ამ წესებს დიდი სერიოზულობით ვეკიდებით. პარტნიორებს, რომლებიც რეგულარულად და სერიოზულად არღვევენ კონტენტის მენეჯერის წესებს, მოუწევთ უფრო მკაცრ სადამსჯელო ღონისძიებებთან გამკლავება. ეს ღონისძიებები შესაძლოა მოიცავდეს დამატებით CMS ფუნქციებზე ან მთლიანად CMS-ზე წვდომის დაკარგვას, გარკვეული ფუნქციების დიდი დროით დაკარგვასა და YouTube-თან დადებული კონტრაქტების შეწყვეტას.

ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა მოგცეთ „ბოლო გაფრთხილება“ ჩვენი წესების დასაცავად. ოფიციალური ბოლო გაფრთხილების მიღების შემთხვევაში, კონტენტის მენეჯერები CMS ფუნქციების უდიდეს ნაწილზე კარგავენ წვდომას. წვდომა არ აღდგება, მანამ, სანამ ისინი არ გაივლიან აუდიტს (მომდევნო წლის განმავლობაში). თუ მომდევნო წელს ისინი კვლავ დაარღვევენ კონტენტის მენეჯერის წესებს, არ მოითხოვენ და ვერ გაივლიან აუდიტს, შესაძლოა მათი კონტრაქტები შეწყდეს.

რამდენიმე კონტენტის მფლობელის ფლობა

გაითვალისწინეთ, თუ YouTube-ზე რამდენიმე კონტენტის მენეჯერის ანგარიშს მართავთ, ერთი კონტენტის მენეჯერის დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს სადამსჯელო ღონისძიებების გატარება დანარჩენი მენეჯერების მიმართაც. 

კონტენტის მენეჯერის ზოგადი წესები

ეს წესები გამოიყენება YouTube კონტენტის მართვის სისტემაზე წვდომის მქონე ყველა პარტნიორის მიმართ

არხის ანგარიშვალდებულების წესები

კონტენტის მენეჯერების პასუხისმგებლობაა უზრუნველყონ, რომ ყველა დაკავშირებული არხი იცავს YouTube-ის კონტენტის წესებსა და წესდებას. ეს წესი მოქმედებს როგორც საკუთრებაში არსებულ (O&O), ასევე აფილირებულ არხებზე. 

წესების მოთხოვნები

  • კონტენტის მენეჯერების არასათანადო მოპყრობის შემთხვევათა (შეწყვეტა, მოქმედების შეჩერება და დემონეტიზაცია) რაოდენობამ 90 დღის განმავლობაში არ უნდა გადააჭარბოს 30-ს. ეს წესი მოქმედებს როგორც აფილირებულ, ასევე არააფილირებულ ანგარიშებზე. 
  • კონტენტის მენეჯერების არასათანადო მოპყრობის შემთხვევათა რაოდენობამ არააფილირებულ ანგარიშებზე 90 დღის განმავლობაში არ უნდა გადააჭარბოს 10-ს .

წესების დარღვევები

დადგენილი ლიმიტის გადაჭარბება ჩაითვლება წინამდებარე წესის ერთ-ერთ დარღვევად. 90-დღიანი პერიოდის პირველი დარღვევა გამოიწვევს მოქმედების 1-თვიან შეჩერებას. მოქმედების შეჩერების დროს იზღუდება ახალი არხის შექმნა და მისი კონტენტის მენეჯერთან დაკავშირება. 

90-დღიანი პერიოდის მეორე დარღვევა გამოიწვევს წვდომის 2-თვიან შეჩერებას. მესამე და ბოლო დარღვევა გახდება სადამსჯელო ღონისძიებების გატარების მიზეზი. ეს შეიძლება იყოს წვდომის დიდი დროით შეჩერება ან YouTube-თან კონტრაქტის შეწყვეტა.

წესების დაცვა

არხის დამატების წესები
კონტენტის მენეჯერს გარკვეული ურთიერთობა უნდა ჰქონდეს შემქმნელ არხებთან სანამ მათ თავის ქსელში დაამატებს. კონტენტის მენეჯერებმა, რომლებიც შემქმნელებს სპამური და თაღლითური გზებით იწვევენ ან ბოროტად იყენებენ არხის დაკავშირების უფლებებს, შესაძლოა დაკარგონ წვდომა CMS ფუნქციებზე.

წესების მოთხოვნები:

  • არხთან დაკავშირების მოწვევაზე თანხმობის მაჩვენებელი უნდა შეადგენდეს 90%-ზე მეტს, ყველა თვისთვის.
  • თუ ეს მაჩვენებელი 90%-ზე ნაკლებია, კონტენტის მფლობელის მთელ ოჯახს არხის მოწვევის ფუნქცია შეიძლება 1 თვით შეეზღუდოს.

წესების დაცვა:

  • სასურველია მოწვევები თვის დასაწყისში გააგზავნოთ. ამით შემქმნელებს საკმარის დროს მისცემთ მოწვევის დასადასტურებლად.
  • მოწვევები მხოლოდ ისეთ არხებს გაუგზავნეთ, რომლებსაც იცნობთ და რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა გაკავშირებთ.
  • საჭიროებისამებრ, დაუკავშირდით შემქმნელებს და შეახსენეთ, დათანხმდნენ მოწვევას.
სისტემების გვერდის ავლასთან დაკავშირებული წესები
კონტენტის მენეჯერს შემდეგი პასუხისმგებლობებს ვანდობთ: თავისი კონტენტის მფლობელების სახელით უფლებების დაცვა და კონტენტის მართვა, ქსელში პრობლემების გადაჭრა და YouTube კონტენტის მართვის სისტემის სათანადოდ გამოყენება. ეს ნდობა ვრცელდება YouTube კონტენტის მართვის სისტემაში ჩაშენებულ ფუნქციებზეც. კონტენტის მენეჯერები, რომლებიც ბოროტად იყენებენ ამ ფუნქციებს YouTube-ის შექმნილი სისტემების ან პროცესების გვერდის ავლის მიზნით, ძირს უთხრიან ამ ნდობას და YouTube-ის მთელ ეკოსისტემას ავნებენ.

წესების მოთხოვნები:

  • კონტენტის მენეჯერებს ეკრძალებათ ისეთ საქმიანობებში ჩართვა, რომლებიც ცდილობენ გვერდი აუარონ ან შეაფერხონ YouTube-ის სისტემები, პროცესები და წესები.
  • ამ წესების დარღვევა შესაძლოა ჩაითვალოს სერიოზულ დარღვევად და გამოიწვიოს თქვენი კონტენტის მფლობელის ოჯახის მოქმედების შეწყვეტა.

ამ წესების დარღვევის მაგალითებად შეიძლება ჩაითვალოს:

  • CMS-ის გამოყენება ისეთი კონტენტის არასწორი მონეტიზაციისათვის, რომელიც არ ექვემდებარება მონეტიზაციას. აღნიშნული მოიცავს კონტენტს, რომელიც არღვევს ჩვენი საზოგადოებისა და ბრენდის უსაფრთხოების წესდებას და აკრძალულია მოქმედი კანონებითა და რეგულაციებით.
  • კონტენტის ID-ს აქტივებზე თქვენი მფლობელობის ხელით დამატება (თუნდაც დროებით), როდესაც არ გაქვთ ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლება.
  • კონტენტის ID-ს პრეტენზიის ხელით მითითებების მეთოდის გამოყენება, მოთხოვნის დავის გზით გადაწყვეტის თავის არიდების მიზნით.
  • თქვენს CMS-ში ისეთი არხის ჩართვა, რომელიც არ არის YouTube-ს მიერ დამტკიცებული, იმ შემთხვევებში, როცა წინასწარი დამტკიცება აუცილებელია.
  • YouTube-ში თქვენი მოგების გასაზრდელად შექმნილი სქემების უმართებულო და თაღლითური გზებით გამოყენება, მათში ჩართვა ან მათგან სარგებლის მიღება.        

კონტენტის მენეჯერის საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული გაფრთხილებების წესები
როდესაც არხი საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ გაფრთხილებას იღებს, მოქმედებს არხის დონის სადამსჯელო ღონისძიებები. პარტნიორებმა თავიდან უნდა აიცილონ საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული გაფრთხილებების დაგროვება არხებზე, რომლებსაც მართავენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ გამოყენებული იქნება სანქციები, რომელსაც ითვალისწინებს არხის წესები გაფრთხილებების შესახებ, კონტენტის მენეჯერის მიმართაც გატარდება საჯარიმო ზომები. პარტნიორის გაფრთხილების სადამსჯელო ღონისძიებები ზღუდავს ფუნქციებზე წვდომას. შეზღუდვა ვრცელდება როგორც კონტენტის მფლობელზე, ისე კონტენტის ასოცირებულ მფლობელზე.

წესების მოთხოვნები:

თუ 90-დღიან პერიოდში, პარტნიორი მიიღებს საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ 10 გაფრთხილებას იმ არხებზე, რომლებსაც მართავს, მას შესაძლოა ჩამოერთვას არხების დაკავშირებისა და ვიდეოების ატვირთვის უფლება. ასევე, შესაძლოა შეუწყდეს პარტნიორობის ხელშეკრულება. 90 დღის შემდეგ, გაფრთხილებების ვადა იწურება და იშლება როგორც არხიდან, ისე კონტენტის მფლობელის გაფრთხილებების ჯამური რაოდენობიდან. YouTube ასევე იტოვებს უფლებას, შეაფასოს არხის მიერ წესების დარღვევა და მიიღოს შესაბამისი ზომები ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ.

წესების დაცვა:

  • ყურადღებით აირჩიეთ ახალი სამართავი არხები. მოერიდეთ სარისკო არხების დამატებას, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ თქვენი გაფრთხილებების ჯამური რაოდენობა.
  • პარტნიორთა უმეტესობა უფრო ეფექტურად მუშაობს, როდესაც მათ საკუთრებაში (O&O) არსებული კონტენტის არხების რაოდენობა 120-ზე ნაკლებია.
  • არხებს, რომლებსაც მართავთ გააცანით საავტორო უფლებები და დარწმუნდით, რომ ისინი იცავენ YouTube-ის წესებს.
  • დარწმუნდით, რომ არხის რაოდენობის ზრდასთან ერთად, სარგებლობთ სათანადო შიდა მართვის საშუალებებით.
თუ მიგაჩნიათ, რომ საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული რომელიმე გაფრთხილება არ არის მართებული, შეგიძლიათ წარადგინოთ საპასუხო უწყება ან ითხოვოთ მოთხოვნის გამოხმობა.
საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული გაფრთხილებების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ დახმარების ცენტრს.
ანგარიშვალდებული წვდომისა და შესყიდვის წესები
უსაფრთხო და ჯანსაღი ეკოსისტემის უზრუნველსაყოფად, YouTube-ს უფლება აქვს შეზღუდოს, გააუქმოს და მოქმედება შეუჩეროს CMS ანგარიშებს, თუ ჩათვლის, რომ მასზე წვდომა მოიპოვეს ისეთმა პირებმა, რომლებიც YouTube-ის წინაშე არ არიან ანგარიშვალდებული ან რომელთაც აკრძალული აქვთ ანგარიშზე წვდომა. 
  • კონტენტის მენეჯერები პასუხს აგებენ CMS ანგარიშიდან განხორციელებულ ყველა ქმედებაზე.
    • დარწმუნდით, რომ სათანადო ზომებს იღებთ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თვალყურს ადევნებთ თანამშრომლების წვდომასა და წესებთან შესაბამისობას. კომპანიები პასუხს აგებენ თითოეული თანამშრომლის ქმედებებზე.
    • ეს წესი ასევე ვრცელდება CMS ანგარიშის ადმინისტრირებისათვის დაქირავებულ მესამე პირ კომპანიებზე.
  • თქვენს CMS ანგარიშზე არააფილირებული და აკრძალული პირებისთვის წვდომის დაშვება კომპენსაციის ან სხვა მოგების მიზნით მკაცრად იკრძალება.
    • ნუ გააქირავებთ, გადასცემთ იჯარით ან გაყიდით თქვენს CMS ანგარიშზე წვდომას.
    • თუ მესამე მხარეს შეუთანხმდით CMS ანგარიშის თქვენი სახელით ადმინისტრირებაზე, ამ ორგანიზაციას ჩვენთან უნდა ჰქონდეს პარტნიორობის პირდაპირი ხელშეკრულება. 
    • ნუ მისცემთ წვდომას თქვენს CMS ანგარიშზე ორგანიზაციებს (ან ასოცირებულ ფიზიკურ პირებს), რომლებსაც დარღვევების ისტორია აქვთ.
    • თუ YouTube აღმოაჩენს, რომ არააფილირებულმა ან აკრძალულმა პირმა მოიპოვა წვდომა თქვენს CMS ანგარიშზე, მას უფლება აქვს მიიღოს სათანადო ზომები. მაგალითად, YouTube-ს აქვს უფლება ფიზიკურ პირს გაუუქმოს წვდომა ან შეწყვიტოს მასთან ნებისმიერი კონტრაქტი.
თქვენ, როგორც კონტენტის მენეჯერი, ვალდებული ხართ შეატყობინოთ YouTube-ს თქვენი სხვა კომპანიის მიერ შესყიდვის შესახებ. იგივე მოგეთხოვებათ თქვენ მიერ CMS წვდომის მქონე კომპანიის შესყიდვის შემთხვევაში. შეტყობინება უნდა მოხდეს შესყიდვიდან 30 დღის განმავლობაში.
განთავსების წესები პარტნიორისათვის მუსიკის მიმართულებით
არამუსიკალური კონტენტი მნიშვნელოვანწილად უნდა უკავშირდებოდეს ანგარიშზე არსებულ მუსიკალურ აქტივებს.
  • მაგალითად, ასეთ კონტენტად შეიძლება ჩაითვალოს მუსიკოსთა ინტერვიუები.
  • მუსიკალურ კონტენტის მქონე პარტნიორებმა, რომელთაც არამუსიკალური კონტენტიც აქვთ, თავიანთ პარტნიორთა მენეჯერთან უნდა განიხილონ პრობლემის შესაძლო გადაჭრის გზები, რათა თავიდან აიცილონ ფუნქციებზე წვდომის დაკარგვის რისკი, მათ შორის — არხების მიბმის ფუნქციის დაკარგვა.

კონტენტის ID-ს წესები

ეს წესები ეხება პარტნიორებს, რომლებსაც აქვთ Content ID-ს დამთხვევის სისტემასთან წვდომა. იმის გასაგებად, თუ რამდენად აკმაყოფილებთ კონტენტის ID-ს მოთხოვნებს, მიმართეთ დახმარების ცენტრს.

კონტენტი, რომელიც შეესაბამება კონტენტის ID-ს წესებს
Content ID-ის დამთხვევის სისტემა წარმოადგენს YouTube-ზე თქვენი უფლებების სამართავ მძლავრ ხელსაწყოს. კონტენტისა და მასთან დაკავშირებული საავტორო უფლებები კომპლექსური და სენსიტიური საკითხია. ამიტომ კონტენტი, რომელიც მითითების სახით გამოყენება, უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ მოთხოვნებს. თქვენი პასუხისმგებლობაა ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება და იმის უზრუნველყოფა, რომ თქვენი მითითება მხოლოდ ისეთ ვიდეოებს შეიცავს, რომლებიც თქვენს ინტელექტუალურ საკუთრებას წარმოადგენს.

წესების მოთხოვნები

  • თქვენ უნდა ფლობდეთ ექსკლუზიურ უფლებებს საინფორმაციო ფაილში არსებულ იმ მასალებზე, რომლებზეც საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვთ.
    • კონტენტის მაგალითები, რომელთა გამოყენება მითითების სახით დაუშვებელია:
      • მესამე პირის მიერ არაექსკლუზიურად ლიცენზირებული კონტენტი, მაგალითად, მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების რეგიონული ტრანსლაცია
      • Creative Commons-ის ლიცენზიით ან სხვა მსგავსი უფასო/ღია ლიცენზიებით გამოქვეყნებული კონტენტი.
      • კადრები, ჩანაწერები ან კომპოზიტორები, რომლებიც საყოველთაო საკუთრებაშია.
      • სხვა წყაროებიდან ამოჭრილი კადრები, გამოყენებული სამართლიანი გამოყენების პრინციპების დაცვით.
      • კონტენტი, რომელიც იყიდება ან ლიცენზირებულია ფართო მასშტაბით სხვა ნაწარმოებებში ჩასართავად, მაგალითად, ფილმებისთვის შექმნილი მუსიკა.

ეს მოთხოვნები ვრცელდება თქვენ მიერ მოწოდებული ფაილების როგორც აუდიო, ისე ვიზუალურ კომპონენტებზე. მაგალითად, თუ თქვენი აუდიოვიზუალური საინფორმაციო ფაილი შეიცავს მესამე მხარის საკუთრებაში არსებულ არალიცენზირებულ აუდიოს, ეს კონტენტი მიწოდებამდე უნდა ამოიშალოს.

  • ყველა საინფორმაციო ფაილი უნდა იყოს საკმარისად მკაფიო ზუსტი დამთხვევის უზრუნველსაყოფად.
    • კონტენტის მაგალითები, რომელთა გამოყენება მითითების სახით დაუშვებელია:
      • კარაოკე ჩანაწერები, რემასტერები და ორიგინალური ჩანაწერების იმიტაციები.
      • ხმის ეფექტები, აუდიო ფონური ბილიკები ან მუსიკალური ციკლები.
      • საყოველთაო საკუთრების ხმოვანი ჩანაწერები ან მესამე მხარის კონტენტი, რომელიც ამ კონტენტის სხვა ხმოვანი ჩანაწერების მსგავსია, როგორიცაა კლასიკური მუსიკა ან გარკვეული რემიქსები.
  • ყველა საინფორმაციო ფაილი უნდა წარმოადგენდეს ინტელექტუალური საკუთრების ინდივიდუალურ ერთეულს.
    • კონტენტის მაგალითები, რომელთა გამოყენება მითითების სახით დაუშვებელია:
      • სიმღერების ან მოკლე ვიდეო კონტენტის კრებულები.
      • მაშაპები ან უწყვეტი DJ მიქსები.
      • ჰიტების სიის ან მთლიანი ალბომის აუდიო ჩანაწერები.
  • კონტენტის მონეტიზაციისათვის გამოყენებული საინფორმაციო ფაილები უნდა შეესაბამებოდეს YouTube-ის კონტენტის წესებს.

ვიდეოთამაშების კონტენტის განსაკუთრებული შეზღუდვები

  • მხოლოდ ვიდეოთამაშების გამომცემლებს შეუძლიათ თამაშის ამსახველი კადრების ან ვიდეოთამაშების ორიგინალი საუნდტრეკების შემცველი მითითებების მიწოდება. 
    • ვიდეოთამაშების ორიგინალი საუნდტრეკები განმარტებულია, როგორც სპეციალურად ვიდეოთამაშისათვის შექმნილი აუდიო ჩანაწერები. ვიდეოთამაშში ჩართვის მიზნით ლიცენზიით მიწოდებული მუსიკა არ მიიჩნევა ორიგინალ საუნდტრეკად.
    • წესები ვრცელდება პირდაპირი სტრიმინგით გადაცემული თამაშების ვიდეო კონტენტზეც. 
      • ამ კონტენტის დასაცავად გამოიყენეთ Copyright Match Tool ან ხელით შექმენით მოთხოვნა.
  • ვიდეოთამაშების ორიგინალი საუნდტრეკების ქავერების ხმოვანი ჩანაწერების აქტივები უნდა დაექვემდებაროს „განხილვაზე გაგზავნის“ წესს.
    • ასეთი აქტივების შემთხვევაში, ჩაშენებულ კომპოზიციები ხშირად ემთხვევა მელოდიებს. შედეგად ბევრი არასწორი მოთხოვნა შეიძლება შეიქმნას, რაც, შესაძლოა, ვიდეოთამაშის გამომცემლის სურვილებს ეწინააღმდეგებოდეს.
კონტენტის ID-ს მითითების მიწოდების წესები
კონტენტის მენეჯერებმა მხოლოდ ისეთი საინფორმაციო ფაილები უნდა მიაწოდონ, რომლებიც შეესაბამება Content ID-ს დამთხვევას. არასწორი მიმართვები საზიანოა როგორც შემქმნელებისათვის, ასევე YouTube-ის უფლებათა მართვის ეკოსისტემისათვის. მიმართეთ დახმარების ცენტრს, რათა გაიგოთ როგორი კონტენტია კონტენტის ID-ს მოთხოვნების შესაბამისი.

წესების მოთხოვნები:

  • კონტენტის მენეჯერებმა ყურადღება უნდა მიაქციონ, რომ არასწორი კონტენტის ID-ს მითითებების წილი მათი კონტენტის მფლობელის კატალოგის 1%-ზე მეტი არ იყოს. ასევე, 30-დღის განმავლობაში არასწორი მითითებების რაოდენობამ 500-ს არ უნდა გადააჭარბოს.
  • კონტენტის მფლობელებს, რომლებიც გადასცდებიან ამ ლიმიტს, მითითების მიწოდება შეეზღუდებათ ან გაეთიშებათ.
კონტენტის ID-ს მოთხოვნის ხელით შექმნის წესები

მოთხოვნის ხელით შექმნის შესახებ

მოთხოვნის ხელით შექმნა წარმოადგენს ფუნქციას, რომელიც კონტენტის მენეჯერებს მათი კონტენტის შემცველი ვიდეოებისთვის მოთხოვნის ხელით გაგზავნის საშუალებას აძლევს. იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ, თუ კონტენტის ID-ს შესაბამის კონტენტზე ავტომატურად არ შეიქმნა მოთხოვნა. მოთხოვნა ხელით არ იგზავნება, თუ კონტენტის ტიპი არ აკმაყოფილებს კონტენტის ID-ს მოთხოვნებს.


მოთხოვნის ხელით შექმნის ხელსაწყოზე წვდომა მხოლოდ იმ პარტნიორებს აქვთ, რომლებსაც ის ნამდვილად სჭირდებათ. გამართული, სამართლიანი და YouTube-ის ოთხი თავისუფლების შესაბამისი ეკოსისტემის შესანარჩუნებლად, მოთხოვნის ხელით შექმნა წესების მკაცრი დაცვით უნდა მოხდეს.

შეზღუდვები კონტენტთან დაკავშირებით

 შეზღუდვა  დეტალები
მოითხოვეთ უფლება მხოლოდ იმ ვიდეოებზე, რომლებიც შეიცავს საავტორო უფლებით დაცულ, ექსკლუზიურად თქვენს საკუთრებაში არსებულ კონტენტს. უფლება მხოლოდ იმ კონტენტზე მოითხოვეთ, რომელსაც ატვირთული ვიდეო შეიცავს.

ნუ შექმნით მოთხოვნას ხელით კონტენტზე (ან კონტენტის ნაწილებზე), რომელიც თქვენ არ გეკუთვნით.


არ გამოიყენოთ მოთხოვნის ინსტრუმენტი ცენზურის მიზნით. ამ წესის დარღვევამ სხვა შესაძლო საჯარიმო ღონისძიებებთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს ფუნქციებზე წვდომის მყისიერი ან სამუდამო დაკარგვა.

მოთხოვნის ხელით შექმნის ფუნქცია გამოიყენეთ მხოლოდ იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ამას Content ID-ს დამთხვევის სისტემა ახორციელებს.
 
კონტენტის ID-ს დამთხვევის სისტემას აქვს მხოლოდ აუდიო, ვიზუალური მასალებისა და მელოდიების დამთხვევების დამუშავების მხარდაჭერა. მოთხოვნის ხელით შექმნა უნდა მოხდეს მხოლოდ ამ ფუნქციის შესაბამისად.

არ გააგზავნოთ ხელით მოთხოვნა ესკიზზე ან უძრავ სურათზე დაყრდნობით.


არ გამოიყენოთ მოთხოვნის ხელით შექმნის ფუნქცია სასაქონლო ნიშნის, კონფიდენციალურობის ან სხვა საკითხების გადასაჭრელად, რომლებიც არაა დაკავშირებული საავტორო უფლებებთან. 

არ შექმნათ ხელით მოთხოვნა ისეთ ვიდეოებზე, რომლებიც შეიცავს ამტვირთავის მიერ შექმნილ, საავტორო უფლებით დაცულ სიმბოლოებს.

არ შექმნათ მოთხოვნა ფანების მიერ გადაღებულ, ცოცხალი ღონისძიების ამსახველ კადრებზე (მაგ., სპექტაკლები, კომედიური წარმოდგენები ან სპორტული თამაშები) იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ მოპოვებული უფლება ამ კონკრეტულ ჩანაწერზე ან არ ხართ მუსიკის გამომცემელი, რომელიც ითხოვს უფლებას მუსიკალურ კომპოზიციაზე. 

კონტენტის ID-ს გააჩნია მხოლოდ მუსიკალური კომპოზიციების საავტორო უფლებების მართვის მხარდაჭერა და არ აქვს სხვა სახის წერილობით და სასცენარო ნამუშევრებზე საავტორო უფლებების მართვის მხარდაჭერა. 

სხვა შემთხვევებში, გირჩევთ გააგზავნოთ სამართლებრივი ვიდეოს წაშლის მოთხოვნა ან კონფიდენციალურობის საჩივარი.

ნუ შექმნით ხელით მოთხოვნას ვიდეოებზე, რომლებზეც აქტივს უკვე აქვს წარდგენილი მოთხოვნა (მიმდინარე ან წარსულში წარდგენილი). ეს შეზღუდვა მოიცავს მოთხოვნის ხელით შექმნას ვიდეოებზე, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს დავა წინა მოთხოვნისას (იმავე კონტენტზე).

განმეორებითი, ალტერნატიული მოთხოვნის ხელით შექმნა შესაძლოა ჩაითვალოს სისტემების გვერდის ავლის წესების სერიოზულ დარღვევად. 
ნუ გამოიყენებთ მოთხოვნის ხელით შექმნის ფუნქციას ვიდეოზე არსებულ მოთხოვნებს შორის შემოსავლის განაწილების მიზნით. ამ წესის გაუთვალისწინებლობა შესაძლოა ჩაითვალოს სისტემების გვერდის ავლის წესების სერიოზულ დარღვევად.
ნუ შექმნით მოთხოვნას ხელით ვიდეოებზე, თუ ინფორმაცია თქვენი მფლობელობის შესახებ ჩაშენებულია ან უნდა იყოს ჩაშენებული სხვა აქტივებში. ნუ შექმნით ხელით მოთხოვნას კომპოზიციის ვიდეოს სეგმენტზე, თუ მასზე უკვე მოთხოვნილი აქვს უფლება ხმოვანი ჩანაწერის აქტივს, რომელიც თქვენ კომპოზიციას შეიცავს. ეცადეთ, რომ კომპოზიციის მფლობელობის შესახებ ინფორმაცია ჩაშენებული უნდა იყოს ხმოვან ჩანაწერებში, შეძლებისდაგვარად.

შეზღუდვები მოთხოვნასთან დაკავშირებით

შეზღუდვა დეტალები
მოთხოვნის ხელით შექმნამდე, ვალდებული ხართ ხელით შეამოწმოთ კონტენტი რომელზეც ითხოვთ უფლებას.
 
მოთხოვნის ხელით შექმნის პროცესის ავტომატიზაცია აკრძალულია. გაეცანით ხელით მოქმედების წესებს.
ყველა აქტივი, რომელიც გამოიყენება მოთხოვნის ხელით შექმნისათვის, უნდა შეიცავდეს ზუსტ, ადამიანის მიერ წაკითხვად მეტამონაცემებს და ნამდვილ მითითებებს. გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც მოთხოვნილი კონტენტის საინფორმაციო მასალა არ გამოდგება დამთხვევების გამოსავლენად ან როცა მასალა აკრძალულია ჩვენი წესებით. 

მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება კონკრეტული აქტივები მითითებებს არ მოითხოვდეს, ყველა მოთხოვნა უნდა შეიქმნას ერთი და იმავე, კონკრეტულ კონტენტზე და ზუსტად უნდა იყოს აღწერილი მეტამონაცემებით. (მაგ. დაუშვებელია. დაჯგუფებული და ყოვლისმომცველი ტიპის აქტივების მითითება).

მოთხოვნის ხელით შექმნისათვის გამოყენებულმა აქტივებმა ზუსტად უნდა ასახონ რა ტერიტორიაზე მოქმედების მათი საკუთრების უფლება. მაგალითად, თუ რეგიონული ქსელური მაუწყებელი ხართ, რომელიც მოთხოვნას ქმნის ლიცენზირებული კონტენტის ხელახლა ატვირთულ მასალაზე, არ გაქვთ უფლება გამოიყენოთ მოთხოვნის ხელით შექმნის ფუნქცია გლობალური დაბლოკვისთვის, თუ არ ფლობთ გლობალური უფლებები ამ კონტენტზე.

გარდა ამისა, ქსელურ მაუწყებლობებს შესაძლოა ჰქონდეთ რეგიონში ლიცენზირებული კონტენტის ჩვენების უფლება, თუმცა ეს ყოველთვის არ გულისხმობს იმას, რომ მათ აქვთ უფლება შექმნან მოთხოვნა ამ კონტენტის შემცველ ვიდეოებზე ამავე რეგიონში.
ხელით შექმნილი ყველა მოთხოვნა უნდა შეიცავდეს სწორ დროის ანაბეჭდებს, რომლებიც აღნიშნავს ვიდეოს რომელ ნაწილშია მოთხოვნილი კონტენტი. თითოეული თანხვედრილი სეგმენტზე მითითებული უნდა იყოს დისკრეტული დროის ანაბეჭდები.

არასწორი დროის ანაბეჭდების მიწოდება წინასწარგანზრახულად ან განმეორებით შესაძლოა ჩაითვალოს ჩვენი წესების სერიოზულ დარღვევად.
ნუ შექმნით მოთხოვნას ხელით მონეტიზაციის წესებით ისეთ კონტენტზე, რომელიც არღვევს YouTube-ის საზოგადოების წესდებას ან ბრენდის უსაფრთხოების მითითებებს. ეს შესაძლოა ჩაითვალოს სისტემების გვერდის ავლის წესების დარღვევად. გაიგეთ მეტი აქ.
მონეტიზაციის წესების გამოყენება მოთხოვნის ხელით შექმნისას ისეთ აუდიო კონტენტზე, რომელიც ვიდეოს მცირე მონაკვეთშია წარმოდგენილი, დაშვებულია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში. როგორც წესი, მოთხოვნის ხელით შექმნის ფუნქციას აუდიო კონტენტის ხანმოკლე გამოყენებაზე შეუძლია მხოლოდ დაბლოკვის ან თვალის მიდევნების წესების გამოყენება თუ მოთხოვნილი კონტენტი:
​არ არის ვიდეოკოლაჟის, მუსიკალური უკუთვლის ან მუსიკალური შეჯიბრის ნაწილი.
  • არ წარმოადგენს არხის ბრენდინგში გამოყენებულ ვიდეოს შესავალს ან დასასრულ ნაწილს.
  • არ არის ვიდეოში, რომელსაც უკვე აქვს არსებული მოქმედი კონტენტის ID-სთან დაკავშირებული მოთხოვნა მონეტიზაციის წესებით.
  • არ არის ვიდეოში, რომელიც ატვირთულია მომთხოვნის მიერ წარმოდგენილი მუსიკოსის ოფიციალური არხზე.
  • არ წარმოადგენს ვიდეოს უდიდეს ნაწილს.
აუდიო კონტენტის „უნებლიე გამოყენებაზე“ მოთხოვნის ხელით შექმნისას არ შეიძლება „მონეტიზაციის“ წესების გამოყენება. თუმცა, თქვენი კონტენტის ნებისმიერ გამოყენებაზე იმოქმედებს „თვალის მიდევნების“ ან „დაბლოკვის“ წესები. „უნებლიე გამოყენებას“ განვმარტავთ, როგორც შემთხვევებს, როდესაც:
  • შემქმნელმა არ დაამატა კონტენტი ვიდეოში და
  • შემქმნელს არ ჰქონია შეხება კონტენთან.

„უნებლიე გამოყენების“ მაგალითებია:

  • ტელევიზორის ხმა, რომელიც ისმის შემქმნელის სახლის ან ოფისის სხვა ოთახიდან.
  • მუსიკა ჩავლილი მანქანიდან.

მაგალითები, რომლებშიც გამოყენება უნებლიედ არაა მიჩნეული:

  • სიმღერა, ცეკვა ან თამაში სიმღერის ფონზე.
  • ნებისმიერი კონტენტი, რომელიც დამატებულია მუსიკის დასარედაქტირებელი ან სამონტაჟო პროგრამის საშუალებით.
  • მუსიკალური ფონი იმ ადგილზე, სადაც შემქმნელი უშუალოდ აკონტროლებს მუსიკას ან როცა ვიდეოს მიზანია აუდიოს ჩაწერა, მაგალითად — კონცერტზე.

კონტენტის ID და კრიტიკული კონტენტის ხელით დაბლოკვა

YouTube-ზე კონტენტის ID-ს მოქმედებების ხელით შესრულება კრიტიკული კონტენტის დაბლოკვის მიზნით აკრძალულია. კონტენტის ID-ში არ შეასრულოთ ხელით მოქმედება, რომელიც გამოიწვევს კონტენტის დაბლოკვას და რომელიც 1) კრიტიკულია თქვენს მიმართ ან კლიენტების მიმართ, რომლებსაც თქვენ წარმოადგენთ და 2) შეიცავს ამონარიდებს საავტორო უფლებებით დაცული თქვენი ნამუშევრიდან.
  • „კრიტიკული“ ნიშნავს, რომ კონტენტის გამოყენების მიზანია კონტენტის, მისი მონაწილეების, შემქმნელების ან უფლებათა მფლობელების გაკრიტიკება ან/და უარყოფითად წარმოჩენა.
  • „ხელით მოქმედება“ მოიცავს (თუმცა, არ შემოიფარგლება) მოთხოვნის ხელით შექმნას ან არსებული მოთხოვნის მიმართ მოქმედი წესის შეცვლას და დაბლოკვის გამოყენებას.
  • თუ ფიქრობთ, რომ კონტენტი არღვევს თქვენს საავტორო უფლებებს, გააგზავნეთ ვიდეოს წაშლის მოთხოვნა ციფრული ათასწლეულის საავტორო უფლებების აქტის (DMCA) შესაბამისად.
  • თუ თქვენი DMCA ვიდეოს წაშლის მოთხოვნა უარყოფილია, მაინც არ გაქვთ მოქმედებების ხელით შესრულების უფლება კონტენტზე მოთხოვნის შექმნის მიზნით. მოქმედებების ხელით შესრულებაში შედის (თუმცა, არ შემოიფარგლება) მოთხოვნის ხელით დამატება და კონტენტის მიმართ დაბლოკვის წესების გამოყენება.
კონტენტის ID და პოლიტიკური ცენზურა
კონტენტის ID-ს გამოყენება ისეთი პოლიტიკური კონტენტის დაბლოკვის მიზნით, რომელზეც არ გაქვთ უფლებები, წარმოადგენს სერიოზულ დარღვევას და YouTube-ზე აკრძალულია. ნებისმიერი სახის მცდელობას შედეგად შესაძლოა მოჰყვეს კონტენტის მენეჯერის მთლიანი კონტენტის მფლობელის ოჯახის მოქმედების შეწყვეტა.

რჩევები პრობლემების თავიდან აცილებისათვის:

  • თვალი ადევნეთ თქვენს „მხოლოდ დაბლოკვის“ ტიპის მოთხოვნებს და ნებისმიერი პრობლემის შესახებ უშუალოდ თქვენს პარტნიორთა მენეჯერს შეატყობინეთ.
კონტენტის ID-ს ხელით მოქმედების წესები
კონტენტის ID-ში ზოგიერთი მოქმედებები კონტენტის მენეჯერებმა თავად უნდა შეასრულონ. ეს მოქმედებები მოიცავს (თუმცა, არ შემოიფარგლება) შემდეგს:
  • აქტივებისა და საინფორმაციო მასალების გაურკვეველი მფლობელობის მოგვარება.
  • საავტორო უფლებების დარღვევაზე პოტენციური და სადავო მოთხოვნების მიმოხილვა.

წესების მოთხოვნები

  • ხელით მოქმედებები საჭიროებს ადამიანის მიერ შემოწმებას. მათი ავტომატიზაცია და სკრიპტების გამოყენება შეუძლებელია.
  • ყველა ხელით მოქმედება, მათ შორის პოტენციური და სადავო მოთხოვნების დადასტურება:
    • ზუსტად უნდა ასახავდეს თქვენი მფლობელობის მასშტაბებს.
    • იცავდეს ყველა შესაბამის კანონსა და რეგულაციას.
    • იცავდეს YouTube-ის ყველა წესს, მათ შორის — მონეტიზაციის შესაბამისობის მოთხოვნებს.

შეზღუდვები

  • კონტენტის ID-ში არ შეასრულოთ ხელით მოქმედება, რომელიც გამოიწვევს კონტენტის დაბლოკვას და რომელიც 1) კრიტიკულია თქვენს მიმართ ან კლიენტების მიმართ, რომლებსაც თქვენ წარმოადგენთ და 2) შეიცავს ამონარიდებს საავტორო უფლებებით დაცული თქვენი ნამუშევრიდან.
    • „კრიტიკული“ ნიშნავს, რომ კონტენტის გამოყენების მიზანია კონტენტის, მისი მონაწილეების, შემქმნელების ან უფლებათა მფლობელების გაკრიტიკება ან/და უარყოფითად წარმოჩენა.
    • „ხელით მოქმედება“ მოიცავს (თუმცა, არ შემოიფარგლება) მოთხოვნის ხელით შექმნას ან არსებული მოთხოვნის მიმართ მოქმედი წესის შეცვლას და დაბლოკვის გამოყენებას.
    • გააგზავნეთ DMCA ვიდეოს წაშლის მოთხოვნა თუ მიგაჩნიათ, რომ კონტენტი არღვევს თქვენს საავტორო უფლებებს.
    • თუ თქვენი DMCA ვიდეოს წაშლის მოთხოვნა უარყოფილია (იმ მოთხოვნით, რომ გამონაკლისი დაუშვათ საავტორო უფლებებში), მაინც არ გაქვთ მოქმედებების ხელით შესრულების უფლება კონტენტზე დაბლოკვის მოთხოვნის შექმნის მიზნით. მოქმედებების ხელით შესრულებაში შედის (თუმცა, არ შემოიფარგლება) მოთხოვნის ხელით დამატება და კონტენტის მიმართ დაბლოკვის წესების გამოყენება.
კონტენტის ID-ზე პასუხისმგებელი აქტივის მართვის წესები
არასწორმა, არაწაკითხვადმა ან დუბლირებულმა აქტივებმა შესაძლოა კონტენტის ID-ს სისტემაში პრობლემები წარმოქმნან. ამის გამო, YouTube მოითხოვს კონტენტის მენეჯერებისაგან, კეთილსინდისიერად მოეპყრონ თავიანთ მფლობელობაში არსებულ აქტივებს. კონტენტის მენეჯერებს, რომლებიც არ დაიცავენ ამ წესს, შესაძლოა გაეთიშოთ CMS ფუნქციებზე წვდომა და მოუწიოთ სხვა სადამსჯელო ღონისძიებებთან გამკლავება.

წესების მოთხოვნები

  • ყველა აქტივს უნდა გააჩნდეს სწორი, ერთგვაროვანი, ადამიანის მიერ წაკითხვადი მეტამონაცემები.
    • ამტვირთავისათვის ცალსახა უნდა იყოს თუ რომელ კონტენტზე შეიქმნა მოთხოვნა და ვინაა ამ კონტენტის მფლობელი. მეტამონაცემთა მინიმალური რაოდენობა, რომელიც უნდა შეიყვანოთ, დამოკიდებულია კონტენტის სახეობაზე:
      • ხმოვანი ჩანაწერი ან მუსიკალური ვიდეო: უნდა შეიცავდეს ჩაწერის კოდის საერთაშორისო სტანდარტს (ISRC), სათაურს, მუსიკოსსა და ჩამწერ ლეიბლს.
      • მუსიკალური კომპოზიცია: უნდა შეიცავდეს სათაურსა და კომპოზიტორს.
      • სატელევიზიო ეპიზოდი: უნდა შეიცავდეს ტელეშოუს სათაურს და ან ეპიზოდის სათაურს ან ეპიზოდის ნომერს.
      • ფილმი: უნდა შეიცავდეს სათაურსა და რეჟისორებს.
      • სპორტული ტრანსლაცია: უნდა შეიცავდეს შეჯიბრებაში მონაწილის ან გუნდების სახელებსა და ღონისძიების თარიღს.
      • სხვა ვებ-აქტივები: სწორად უნდა აღწერდეს მითითებასთან დაკავშირებულ კონტენტს.
    • პარტნიორები მუსიკის მიმართულებით პასუხისმგებელნი არიან კონტენტის მიწოდებისა და ყდის წარწერების შექმნისათვის გამოყენებულ მეტამონაცემთა სისწორეზე.
    • თუ თქვენ მიერ მოწოდებული მეტამონაცემები არ შეესაბამება ჩვენი ხარისხის მოთხოვნებს, უფლებას ვიტოვებთ შეგიზღუდოთ ან შეგიწყვიტოთ კონტენტის მიწოდება.
  • კონტენტის მენეჯერები ვალდებულნი არიან სწორად მიუთითონ აქტივის ტიპი.
    • მაგალითად, პარტნიორებს არ აქვთ უფლება შექმნან ვებ-აქტივები მუსიკალური კონტენტისათვის. მუსიკალური ვიდეოს აქტივების გამოყენება არ შეიძლება ცოცხალი შესრულების ამსახველი ჩანაწერებისათვის, რომლებიც მუსიკალურ ლეიბლს არ შეუქმნია.
  • ნუ შექმნით დუბლირებულ აქტივებს იმ კონტენტისათვის, რომლისთვისაც განკუთვნილი აქტივი უკვე არსებობს კონტენტის ID-ს სისტემაში. 
    • ახალი აქტივების შექმნის ნაცვლად, მათზე თქვენი მფლობელობა დაამატეთ.
  • ნუ დაამატებთ თქვენს მფლობელობას აქტივზე, თუ ნამდვილად არ წარმოადგენთ ინტელექტუალური საკუთრების მფლობელს. 

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
8275894833632183858
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false