YouTube ანალიტიკის საფუძვლები

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ანალიტიკა, რათა უკეთ გაიგოთ თქვენი ვიდეოსა და არხის ეფექტურობა საკვანძო მეტრიკითა და ანგარიშებით YouTube Studio-ში.

შენიშვნა: ზოგიერთი ისეთი მონაცემი, როგორიცაა გეოგრაფია, ტრაფიკის წყაროები, ან გენდერი, შესაძლოა, შეზღუდული იყოს. შეიტყვეთ მეტი YouTube ანალიტიკაში შეზღუდული მონაცემების შესახებ.

 

ანალიტიკა YouTube Studio-ში

YouTube ანალიტიკაში შესვლა

  1. შედით YouTube Studio-ში.
  2. მარცხენა მენიუში დააწკაპუნეთ ღილაკზე ანალიტიკა .

სხვადასხვა ანგარიშის ნახვა ასევე შეგიძლიათ კონკრეტული ვიდეოს დონეზე:

  1. შედით YouTube Studio-ში.
  2. მარცხენა მენიუდან აირჩიეთ კონტენტი .
  3. კურსორი მიუშვირეთ თქვენს ვიდეოს და აირჩიეთ ანალიტიკა .
შენიშვნა: შეგიძლიათ, დააწკაპუნოთ მეტის ნახვას ან გაფართოებულ რეჟიმს, რათა ნახოთ ანალიტიკის გაფართოებული ანგარიშები კონკრეტული მონაცემების მისაღებად, ეფექტურობის შესადარებლად და მონაცემების ექსპორტისთვის.

YouTube ანალიტიკის ჩანართების შესახებ დამატებითი ინფორმაცია

YouTube ანალიტიკაში შეგხვდებათ სხვადასხვა ჩანართი, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი მონაცემების გაანალიზებაში.

შენიშვნა: ზოგიერთი ანგარიში შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი მობილურ მოწყობილობებზე.

მიმოხილვა

მიმოხილვის ჩანართი გაჩვენებთ თქვენი არხისა და ვიდეოების ეფექტურობის შეჯამებას. ძირითადი მეტრიკის ბარათი გიჩვენებთ ნახვებს, ყურების დროს, გამომწერებსა და სავარაუდო შემოსავალს (თუ YouTube პარტნიორთა პროგრამაში ხართ).

შენიშვნა: შეგიძლიათ მიიღოთ პერსონალიზებული მიმოხილვის მოხსენება, რომლებიც გიჩვენებთ შედარებებს თქვენს ტიპურ ეფექტურობასთან. ამ ანალიზში განმარტებულია, თუ რატომ შეიძლება იყოს თქვენი ნახვები ჩვეულებრივზე მაღალი ან დაბალი. ამ ჩანართში შეგიძლიათ იხილოთ შემდეგი ანგარიშები:

  • ტიპური ეფექტურობა: არხის თვალსაზრისით ეს იქნება თქვენი არხის ტიპურ ეფექტურობასთან შედარება. ვიდეოს თვალსაზრისით ეს იქნება თქვენი ვიდეოების ტიპურ ეფექტურობასთან შედარება.
  • ყველაზე პოპულარული კონტენტი ამ პერიოდში: კონტენტის კლასიფიკაცია ბოლო 28 დღის განმავლობაში დაგროვებული ნახვების მიხედვით.
  • მიმდინარე სტატისტიკა: თქვენი ეფექტურობა ბოლო 48 საათის ან 60 წუთის განმავლობაში.
  • პოპულარული რემიქსში მოხვედრილი: თქვენი კონტენტი, რომელიც გამოყენებულია მოკლე ვიდეოების შესაქმნელად. ეს ანგარიში ასევე აჩვენებს, რამდენჯერ შეიქმნა რემიქსი თქვენი კონტენტის გამოყენებით და რემიქსების ნახვების რაოდენობას.

შენიშვნა:ვიდეოს თვალსაზრისით, თქვენ შეგიძლიათ იხილოთ თქვენი აუდიტორიის დაკავების საკვანძო მომენტები და თქვენი მიმდინარე სტატისტიკა.

კონტენტი (არხის დონე)

კონტენტის ჩანართი გიჩვენებთ აუდიტორიის მიერ თქვენი კონტენტის აღმოჩენის და მასთან ინტერაქციის შესაძლებლობების და აუდიტორიის მიერ ნანახი კონტენტის შეჯამებას. „ყველა“, ვიდეო“, „მოკლე ვიდეო“ და „პირდაპირი“ ჩანართების გამოყენებით შეგიძლიათ იხილოთ შემდეგი წვდომის და ჩართულობის ანგარიშები:

  • ნახვები: თქვენი მოკლე ვიდეოების, ვიდეოებისა და პირდაპირი სტრიმინგის ნახვების რაოდენობა.
  • ჩვენებები და მათი გავლენა ყურების დროზე: YouTube-ზე მომხმარებლისთვის ესკიზის ჩვენების რაოდენობა (ჩვენებები), რამდენი ესკიზის ჩვენებას მოჰყვა ვიდეოს ნახვა (დაწკაპუნებები ჩვენებასთან მიმართებაში) და როგორ აისახა ეს ნახვები ყურების დროზე.
შენიშვნა: არხის ჩვენებები დაყოფილია ახალი და დაბრუნებული მომხმარებლების სეგმენტებად.
  • გამოქვეყნებული კონტენტი: YouTube-ზე თქვენ მიერ გამოქვეყნებული ვიდეოების, მოკლე ვიდეოების, პირდაპირი სტრიმინგებისა და პოსტების რაოდენობა.
  • მნახველები ფორმატების მიხედვით: თქვენი კონტენტის ფორმატის (ვიდეოები, მოკლე ვიდეოები და პირდაპირი) მოხმარების მიხედვით მნახველების გადაფარვა და დეტალიზაცია.
  • როგორ აღმოაჩინეს მნახველებმა თქვენი კონტენტი/ვიდეოები/მოკლე ვიდეოები/პირდაპირი სტრიმინგები: როგორ იპოვეს თქვენმა მნახველებმა თქვენი კონტენტი.
  • გამომწერები: თითოეული კონტენტის ტიპით (ვიდეოები, მოკლე ვიდეოები, პირდაპირი სტრიმინგები, პოსტები და სხვა) მოპოვებული გამომწერების რაოდენობა. „სხვა“ მოიცავს გამოწერებს YouTube ძიებიდან და თქვენი არხის გვერდიდან.
  • ძირითადი მეტრიკის ბარათი: თქვენი ნახვების, ნახვების საშუალო ხანგრძლივობის, ჩვენებების, ჩვენებასთან მიმართებაში დაწკაპუნებების, გამომწერების, მოწონებების და გაზიარებების ვიზუალური მიმოხილვა.
  • საკვანძო მომენტები აუდიტორიის დასაკავებლად: რამდენად ინარჩუნებდა მნახველის ყურადღებას ვიდეოს სხვადასხვა მომენტი. თქვენ ასევე შეგიძლიათ, შეადაროთ აუდიტორიის შენარჩუნება მსგავსი ხანგრძლივობის მქონე თქვენი ბოლო 10 ვიდეოსთვის.
  • საუკეთესო ვიდეოები/მოკლე ვიდეოები/პოსტები: თქვენი ყველაზე პოპულარული ვიდეოები, მოკლე ვიდეოები და პოსტები.
  • არხზე ნაჩვენები: თქვენი მოკლე ვიდეოს Shorts-ის არხში ჩვენების რაოდენობა.
  • ნანახი (და არა გადაფურცლული): მნახველების მიერ თქვენი მოკლე ვიდეოს ნახვის პროცენტული წილი, ანუ როცა მათ უბრალოდ არ გადაფურცლეს ის.
  • საუკეთესო რემიქსები: თქვენი რემიქსების ნახვების, რემიქსების საერთო რაოდენობისა და კონტენტის საუკეთესო რემიქსების ვიზუალური მიმოხილვა.
  • პოსტის ჩვენებები: რამდენჯერ გამოუჩნდათ მნახველებს თქვენი პოსტი.
  • რეაქციები: რეაქციების რაოდენობა და რა ტიპის რეაქციები მოხდა ნაკადის დროს.

აუდიტორიის წვდომა (ვიდეოს დონე)

ჩანართი აუდიტორიის წვდომა აუდიტორიის მიერ თქვენი არხის აღმოჩენის შესაძლებლობების შეჯამებას გიჩვენებთ. ძირითადი მეტრიკის ბარათი თქვენს ჩვენებებს, დაწკაპუნებებს ჩვენებასთან მიმართებაში, ნახვებს და უნიკალურ მნახველებს გიჩვენებთ.
ამ ჩანართში შეგიძლიათ იხილოთ შემდეგი ანგარიშები:
  • ტრაფიკის წყაროს ტიპები: როგორ აღმოაჩინეს მნახველებმა თქვენი კონტენტი.
  • გარე: ტრაფიკი ვებსაიტებიდან და აპებიდან, რომლებშიც ჩაშენებულია ან ბმულით უკავშირდება თქვენი არხის ვიდეოებს.
  • შეთავაზებული ვიდეოები: ტრაფიკი შეთავაზებიდან, რომელიც სხვა ვიდეოს გვერდით ან მისი დასრულების შემდეგ გამოჩნდა ან ვიდეოს აღწერაში მოცემული ბმულებიდან. ეს ვიდეოები შეიძლება თქვენ გეკუთვნოდეთ ან სხვას.
  • დასაკრავი სიები: ტრაფიკი ყველაზე პოპულარული დასაკრავი სიებიდან, რომლებიც თქვენს ვიდეოსაც შეიცავენ.
  • ჩვენებები და მათი გავლენა ყურების დროზე: რამდენჯერ გამოუჩნდათ მნახველებს თქვენი ვიდეოს ესკიზები YouTube (ჩვენებებზე), რამდენად ხშირად მოჰყვა ამ ესკიზებს ნახვა (დაწკაპუნებები ჩვენებასთან მიმართებით) და, საბოლოოდ, როგორ მოხდა ყურების დროის მიღება ამ ნახვებიდან.
  • გაგზავნილი ზარის შეტყობინებები: გამომწერებისთვის გაგზავნილი ზარის შეტყობინებები, რომლებიც იღებენ შეტყობინებებს თვენი არხიდან.
  • YouTube ძიება: ტრაფიკი საძიებო ფრაზებიდან, რომლებმაც მოიზიდა თქვენი კონტენტის მნახველები.

ჩართულობა (ვიდეოს დონე)

ჩანართიჩართულობა აჯამებს, თუ რამდენ ხანს უყურებს თქვენი აუდიტორია თქვენს ვიდეოებს. ძირითადი მეტრიკის ბარათი აჩვენებს თქვენი ყურების დროს და ნახვის საშუალო ხანგრძლივობას.
ამ ჩანართში შეგიძლიათ იხილოთ შემდეგი ანგარიშები:
  • აუდიტორიის შენარჩუნება: როგორ იპყრობდა მნახველთა ყურადღებას თქვენი ვიდეოების სხვადასხვა მომენტები. თქვენ ასევე შეგიძლიათ, შეადაროთ აუდიტორიის შენარჩუნება მსგავსი ხანგრძლივობის მქონე თქვენი ბოლო 10 ვიდეოსთვის.
  • მოწონებები (დაწუნებებთნ მიმართებით): რას ფიქრობენ მნახველები თქვენს ვიდეოზე.
  • ბოლო ეკრანის ელემენტის დაწკაპუნების სიხშირე: რამდენად ხშირად დააწკაპუნეს თქვენმა მნახველებმა ბოლო ეკრანის ელემენტზე.
  • პოპულარული ტეგირებული პროდუქტები: თქვენ მიერ ვიდეოში ტეგირებული პროდუქტები, რომლებმაც ყველაზე მაღალი ჩართულობა მიიღეს.

აუდიტორია

ჩანართი აუდიტორია აჯამებს მნახველთა კატეგორიებს, რომლებიც თქვენს ვიდეოებს უყურებენ. ძირითადი მეტრიკის ბარათი აჩვენებს თქვენს დაბრუნებულ და ახალ მნახველებს, უნიკალურ მნახველებს და გამომწერებს.
ამ ჩანართში შეგიძლიათ იხილოთ შემდეგი ანგარიშები:
  • ვიდეოები, რომლებიც აფართოებენ თქვენს აუდიტორიას: თქვენი აუდიტორიის ონლაინ აქტივობა თქვენს არხზე. მონაცემები ეყრდნობა ბოლო 90 დღის განმავლობაში ყველა მოწყობილობიდან დაფიქსირებულ თქვენს ახალ მნახველებს.
  • როდის არიან თქვენი მნახველები YouTube-ზე: თქვენი აუდიტორიის ონლაინ აქტივობა თქვენს არხსა და მთელს YouTube-ზე. მონაცემები ეყრდნობა თქვენი მომხმარებლების აქტივობას ბოლო 28 დღის განმავლობაში ყველა მოწყობილობაზე.
  • გამომწერების ზარის შეტყობინებები: თქვენი არხიდან ყველა შეტყობინების მიმღებ გამომწერთა რაოდენობა. ჩანართი ასევე აჩვენებს, თუ რეალურად რამდენი იღებს ამ შეტყობინებებს მათი YouTube-ის და მოწყობილობის პარამეტრების მიხედვით.
  • გამომწერების ყურების დრო: თქვენი აუდიტორიის გამომწერებისა და არაგამომწერების ყურების დროს დაყოფა.
  • ასაკი და სქესი: თქვენი აუდიტორია ასაკისა და სქესის მიხედვით. მონაცემები ეყრდნობა ყველა მოწყობილობიდან სისტემაში შესულ მნახველებს.
  • პოპულარული არხები: თქვენი აუდიტორიის აქტივობა YouTube-ის სხვა არხებზე. მონაცემები ეყრდნობა თქვენი მომხმარებლების აქტივობას ბოლო 28 დღის განმავლობაში ყველა მოწყობილობაზე.
  • რას უყურებს თქვენი აუდიტორია: თქვენი აუდიტორიის ნახვების აქტივობა თქვენი არხის მიღმა. საკმარისი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ ვიდეოების, მოკლე ვიდეოებისა და პირდაპირი სტრიმინგის მიხედვით გაფილტვრა. მონაცემები ეყრდნობა ბოლო 7 დღის განმავლობაში ყველა მოწყობილობიდან დაფიქსირებულ თქვენს მნახველებს.
  • ახალი და დაბრუნებელი მომხმარებლები ფორმატების მიხედვითშეგიძლიათ ეს გამოიყენოთ, რათა გაიგოთ, რომელი ფორმატი იზიდავს მეტ ახალ მნახველს. აგრეთვე, მისი გამოყენება შეგიძლიათ იმისთვის, რომ ნახოთ, თუ რომელი ფორმატი აბრუნებს მეტ მნახველს თქვენს არხზე. 
  • ფორმატები, რომლებსაც თქვენი მნახველები უყურებენ YouTube-ზე: თქვენი აუდიტორიის ნახვის აქტივობა ვიდეოს, მოკლე ვიდეოსა და პირდაპირი სტრიმინგის ფორმატების მიხედვით. მონაცემები ეყრდნობა თქვენი იმ მნახველების მიერ სხვა არხებზე ნანახ კონტენტს, რომლებმაც თქვენს არხს რამდენჯერმე უყურეს ბოლო 28 დღის განმავლობაში.
  • პოპულარული გეოგრაფიული არეალები: თქვენი აუდიტორია გეოგრაფიის მიხედვით. მონაცემები ეყრდნობა IP მისამართს.
  • სუბტიტრების/დახურული სუბტიტრების პოპულარული ენები: თქვენი აუდიტორია სუბტიტრირებული ენის მიხედვით. მონაცემები ეყრდნობა სუბტიტრების/დახურული სუბტიტრების გამოყენებას.

შენიშვნა: ვიდეოს დონეზე შეგიძლიათ იხილოთ გამომწერების ყურების დროის, პოპულარული გეოგრაფიული არეალების, სუბტიტრების/დახურული სუბტიტრების პოპულარული ენების, ასაკისა და სქესის ანგარიშები.

შემოსავალი.

თუ თქვენ ხართ YouTube-ის პარტნიორთა პროგრამაში, შემოსავლის ჩანართი დაგეხმარებათ თვალი ადევნოთ თქვენს გამომუშავებას YouTube-ზე. ძირითადი მეტრიკის ბარათი აჩვენებს თქვენს სავარაუდო შემოსავალსსაბოლოო გამომუშავებული თანხა YouTube ანალიტიკაში გამოჩნდება YouTube-ისთვის AdSense-ში თქვენი გადახდების დამატების შემდეგ, ზოგადად მომდევნო თვის შვიდი რიცხვიდან თორმეტი რიცხვის ჩათვლით. შეიტყვეთ მეტი YouTube-ისთვის AdSense-ის გადახდის ქრონოლოგიის შესახებ.
ამ ჩანართში შეგიძლიათ იხილოთ შემდეგი ანგარიშები:
  • გამომუშავებული თანხის რაოდენობა: რამდენი გამოიმუშავა თქვენმა არხმა ბოლო 6 თვის განმავლობაში, ჩაშლილი თვეების მიხედვით.
  • თანხის გამომუშავების გზები: როგორ გამოიმუშავებთ ფულს YouTube-ის საშუალებით. შემოსავლის წყაროების მაგალითები მოიცავს: ყურების გვერდს, რეკლამებს, Shorts-ის არხს, წევრობებს, Supers-ს, დაკავშირებულ მაღაზიებსა და აფილირებულ მაღაზიებს. YouTube Premium შემოსავალი გამოჩნდება ყურების გვერდის, ან Shorts-ის არხის რეკლამების გვერდებზე.
  • ვიდეოს ეფექტურობა: რამდენი გამოიმუშავა თქვენმა ვიდეოებმა, მოკლე ვიდეოებმა და პირდაპირმა სტრიმინგებმა. ანგარიში შეიცავს შემოსავალს ერთ მილზე (შ/1 მილ.).
  • პოპულარული გამომუშავების კონტენტი: უმაღლესი სავარაუდო შემოსავლის მქონე კონტენტი დროის კონკრეტული პერიოდისთვის.

შენიშვნა:

  • გადასახადების დაკავებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს საბოლოო გამომუშავებაზე, თუ გადასახადების დაკავება ვრცელდება. დაკავებული თანხა მხოლოდ თქვენს YouTube-ისთვის AdSense ანგარიშზე გამოჩნდება
  • ასევე, შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია თქვენი შემოსავლის ეფექტურობის შესახებ ვიდეოს დონეზე.
  • ვიდეოს დონეზე შ/1 მილ-ში, თქვენი შემოსავალი შეიძლება სრულ სავარაუდო შემოსავალს არ შეესაბამებოდეს. ამის მიზეზი არის ის, რომ ზოგიერთი შემოსავლის წყარო კონკრეტულ ვიდეოსთან არ არის დაკავშირებული. მაგალითად, არხის წევრობა არ არის დაკავშირებული კონკრეტულ ვიდეოსთან.

კვლევა (არხის დონე)

კვლევის ჩანართში ნახავთ შეჯამებას იმის შესახებ, თუ რას ეძებს თქვენი YouTube-ის აუდიტორია და მნახველები კვლევის ჩანართის ანალიზი დაგეხმარებათ ვიდეოს და მოკლე ვიდეოების ხარვეზების და იმ ვიდეოს იდეების აღმოჩენაში, რომლის ყურებაც მნახველებს დააინტერესებს.

ამ ჩანართში შეგიძლიათ იხილოთ შემდეგი ანგარიშები:

  • YouTube-ის მასშტაბით ძიებები: თქვენი აუდიტორიის მიერ ბოლო 28 დღის განმავლობაში საძიებო მოთხოვნების ყველაზე პოპულარული თემები და ასეთი ძიებების რაოდენობა.
  • თქვენი მნახველების ძიებები: ბოლო 28 დღის განმავლობაში თქვენი აუდიტორიის და მსგავსი არხების მნახველების საძიებო ფრაზები და მოცულობა YouTube-ზე.
მიიღეთ YouTube ანალიტიკის მინიშნებები შემქმნელებისთვის.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
17693583780597745161
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false