არხის წევრობის ჩართვა და გამორთვა

არხის წევრობები
გაითვალისწინეთ, რომ თქვენ ვალდებული ხართ, დაიცვათ YouTube-ის წესები და პირობები ისევე, როგორც ყველა მოქმედი კანონი და რეგულაცია არხის წევრობების გამოყენებისას.

წევრობები თქვენი არხისთვის

დაშვებულ არხებს, შეუძლიათ არხის წევრობების ჩართვა

არხის წევრობებისგან შემოსავლის გამოსამუშავებლად, თქვენ (და თქვენი მრავალარხიანი ქსელი), თავდაპირველად, უნდა დაეთანხმოთ კომერციული პროდუქტების მოდულს (CPM). CPM-ს შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ ჩვენი YouTube-ის კომერციული პროდუქტების მონეტიზაციის წესები

თუ გსურთ, გამოიყენოთ კომპიუტერი არხის წევრობების ჩასართავად: 

  1. კომპიუტერზე შედით YouTube Studio-ში;
  2. მარცხენა მენიუდან დააწკაპუნეთ გამომუშავებაზე;
  3. დააწკაპუნეთ წევრობების ჩანართზე. ეს ჩანართი მხოლოდ მაშინ გამოჩნდება, თუ თქვენი არხი შეესაბამება მოთხოვნებს.
  4. დააწკაპუნეთ დაწყებაზე და მიჰყევით ეკრანულ ინსტრუქციას.
  5. თუ პირველად ხართ წევრობების სექციაში, მიჰყევით ეკრანულ ინსტრუქციას, რომ შეხვიდეთ კომერციული პროდუქტების მოდულში (CPM).

თუ მობილური მოწყობილობის გამოყენება გსურთ არხის წევრობების ჩასართავად:

  1. გახსენით YouTube Studio-ს მობილური აპი .
  2. ეკრანის ბოლოში შეხებით აირჩიეთ გამომუშავება .
  3. შეეხეთ წევრობების ბარათს და მიჰყევით ეკრანულ ინსტრუქციას. თუ წევრობების ბარათი არ გამოჩნდება, შეხებით აირჩეთ დაწყება „წევრობების“ სექციაში.
  4. თუ წევრობებს პირველად რთავთ, მიჰყევით ეკრანულ ინსტრუქციას, რომ შეხვიდეთ კომერციული პროდუქტების მოდულში (CPM).

შეიტყვეთ მეტი მოთხოვნასთან შესაბამისობისა და არხის წევრობების მართვის წესის შესახებ.

არხის წევრობების გამორთვა

გაითვალისწინეთ: როცა არხის წევრობები გამორთულია, წევრების ყველა განმეორებადი გადახდა გაუქმდება. ამ წევრების ავტომატურად აღდგენა შეუძლებელია. მნახველები ნებაყოფლობით უნდა შეუერთდნენ (ხელახლა) თქვენს არხის წევრობას
  1. კომპიუტერზე შედით თქვენს Google ანგარიშში;
  2. გადადით წევრობების გვერდზე;
  3. დააწკაპუნეთ პარამეტრებზე  and then წევრობების გამორთვა and then გათიშვა.

დაიმახსოვრეთ, თუ არხის წევრობებს გამორთავთ, დონეები და პრივილეგიები არ შეინახება.

თუ არხზე წევრობა შეწყდება არხის მიერ შეწყვეტის, YouTube პარტნიორთა პროგრამიდან ამოშლის გამო ან არასათანადო მოპყრობის, ჩვენს პირობებთან ან წესებთან დაკავშირებით თაღლითობის ან დარღვევის შედეგად, ყველა აქტიური ფასიანი წევრი დაიბრუნებს წინა თვეში გადახდილ თანხას. არხის შემოსავლის წილი, რომელიც უნდა დაბრუნდეს, გამოაკლდება არხიდან.

არხის წევრობები თქვენი ქსელისთვის

ნება დართეთ ქსელს, ჩართოს არხის წევრობები

  1. კომპიუტერზე შედით YouTube Studio-ში;
  2. გადადით პარამეტრებში;
  3. დააწკაპუნეთ „ხელშეკრულებებზე“ და დაეთანხმეთ კომერციული პროდუქტების მოდულს.

გაუქმებები, შეწყვეტები და თანხის დაბრუნებები

თუ წევრი მოითხოვს თანხის დაბრუნებას, მხოლოდ YouTube-მა უნდა გადაწყვიტოს, საკუთარი შეხედულებისამებრ, ამ მოთხოვნის ვალიდურობა. როცა თანხას ვუბრუნებთ წევრებს, თქვენი წილი გამოაკლდება თქვენი YouTube-ისთვის AdSense ანგარიშიდან, რათა აუნაზღაურდეთ თანხა წევრებს, რომლებსაც თანხა დაუბრუნდათ. შეიტყვეთ YouTube-ის ანაზღაურების დებულების შესახებ ფასიანი არხის წევრობებისთვის.

თუ არხზე წევრობა შეწყდება არხის მიერ შეწყვეტის გამო, ყველა აქტიური ფასიანი წევრი დაიბრუნებს წინა გადახდილ თანხას. თანხის დაბრუნების სხვა მიზეზებში შედის YouTube პარტნიორთა პროგრამიდან ამოშლა ან ჩვენს პირობებთან ან წესებთან დაკავშირებით არასათანადო მოპყრობა, თაღლითობა ან მათი დარღვევა. არხის შემოსავლის წილი, რომელიც უნდა დაბრუნდეს, გამოაკლდება არხს.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
9885000633795811124
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false