ვიდეოს წაშლის დეფექტების აღმოფხვრა

ეს კონტენტი განკუთვნილია YouTube-დან ამოშლილი ვიდეოების საკითხში დახმარების მიზნით. ვიდეოს ამოშლასთან დაკავშირებით დახმარების საჭიროების შემთხვევაში, გაიგეთ, როგორ ხდება საკუთარი ვიდეოების ამოშლა ან შეუსაბამო კონტენტის შესახებ შეტყობინება.

თქვენ მიერ ატვირთული რომელიმე ვიდეოს გასწვრივ ნაჩვენები შეტყობინება „ვიდეო ამოშლილია“ აღნიშნავს, რომ თქვენმა ვიდეომ დაარღვია ჩვენი წესები და, შესაბამისად, ის ამოიშალა YouTube-დან. პრობლემის მოგვარების შესაძლებლობების სანახავად, დააწკაპუნეთ ქვემოთ მოცემულ სექციას. 

ამოშლის მიზეზები და რა შეგიძლიათ გააკეთოთ

შეუსაბამო კონტენტი

თქვენ მიერ ატვირთული რომელიმე ვიდეოს გასწვრივ ნაჩვენები შეტყობინება „ვიდეო ამოშლილია: შეუსაბამო კონტენტი“ ნიშნავს, რომ ამ ვიდეომ დაარღვია ჩვენი საზოგადოების წესდება.

პრობლემის აღმოფხვრის გზა

მომსახურების პირობების დარღვევა

თუ ერთ-ერთი თქვენი ვიდეოს გვერდით ხედავთ შეტყობინებას „ვიდეო ამოშლილია: მომსახურების პირობების დარღვევა“, ვიდეო შესაძლოა უარყოფილი იყოს მომსახურების პირობების ან საავტორო უფლებების დარღვევის გამო. მიმოიხილეთ ჩვენი მომსახურების პირობები და საავტორო უფლებების საფუძვლები მეტი ინფორმაციისთვის.

შეიცავს საავტორო უფლებებით დაცულ კონტენტს

თუ ერთ-ერთი თქვენი ვიდეოს გასწვრივ დაინახავთ ქვემოთ მოცემულ შეტყობინებას, ეს ნიშნავს, რომ კონტენტის მფლობელმა გაასაჩივრა თქვენს ვიდეოში არსებული კონტენტი YouTube-ის კონტენტის ID სისტემის გამოყენებით:

  • შეიცავს საავტორო უფლებებით დაცულ კონტენტს
  • დადუმებულია საავტორო უფლებით დაცული კონტენტის გამო
  • დაბლოკილია მთელ მსოფლიოში
  • დაბლოკილია ზოგიერთ ქვეყანაში/რეგიონში

აირჩიეთ ტექსტი, რომელიც გამოჩნდება თქვენი ვიდეოს გვერდით. ამ ბმულით გადახვალთ გვერდზე დამატებითი დეტალებით საავტორო უფლებების დარღვევის გასაჩივრების შესახებ, რომელიც ეხება თქვენს ვიდეოს. სექციის „დეტალური ინფორმაცია საავტორო უფლებების“ ქვეშ იხილავთ ინფორმაციას თქვენს ვიდეოში იდენტიფიცირებული მასალის შესახებ. 

შეიტყვეთ, რაში მდგომარეობს კონტენტის ID-ზე პრეტენზიის განცხადება და რა ზემოქმედებას ახდენს თქვენს ვიდეოზე.

ვიდეო წაიშალა

თქვენი ვიდეო ამოიშალა YouTube-იდან, რადგან საავტორო უფლებების მფლობელმა გამოგვიგზავნა სრული იურიდიული მოთხოვნა ვიდეოს წასაშლელად. თქვენ, ასევე, მიიღეთ საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული გაფრთხილება. იხილეთ, თუ რა გავლენას ახდენს საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული გაფრთხილებები თქვენს ანგარიშზე

საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული გაფრთხილების მოგვარების სამი გზა არსებობს. გაფრთხიების მქონე ვიდეოს წაშლა არ გააუქმებს თქვენს გაფრთხილებას.

სავაჭრო ნიშანთან დაკავშირებული პრობლემა

თუ დაინახავთ შეტყობინებას „ვიდეო ამოიშალა — სავაჭრო ნიშანთან დაკავშირებული პრობლემა“, ეს ნიშნავს, რომ ვიდეომ დაარღვია ჩვენი წესები სავაჭრო ნიშნების შესახებ.

გაეცანით ჩვენს წესებს სავაჭრო ნიშნების შესახებ რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენთვის გასაგებია, რომელი კონტენტია მისაღები YouTube-ზე ასატვირთად.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
1361417076858812560
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false