ბოლო ეკრანების დამატება ვიდეოებზე

ბოლო ეკრანის დამატება შესაძლებელია ვიდეოს ბოლო 5–20 წამში. მათი დახმარებით შეგიძლიათ სხვა ვიდეოების რეკლამირება, მნახველების გამოწერის წახალისება და ა.შ. თქვენს ბოლო ეკრანს შეგიძლიათ დაამატოთ ოთხ ელემენტამდე სტანდარტული 16:9 თანაფარდობის ვიდეოების შემთხვევაში. სხვა თანაფარდობის ვიდეოებს შესაძლოა ნაკლები ლიმიტი ჰქონდეს.

შენიშვნა:

  • თქვენი ვიდეო უნდა იყოს არაუმეტეს 25 წამისა იმისთვის, რომ ჰქონდეს ბოლო ეკრანი.
  • სხვა ისეთი ინტერაქციული ელემენტები, როგორიცაა ბარათის თიზერი და ვიდეოს ჭვირნიშანი, ბოლო ეკრანზე იმალება.
  • YouTube Music აპში, Flash-ვიდეობში, მობულურ ვებში ან 360-გრადუსიან ვიდეოებში ბოლო ეკრანები არ არის ხელმისაწვდომი ბავშვებისთვის შექმნილი სტატუსის მქონე ვიდეობისთვის.

ბოლო ეკრანი თქვენი ვიდეოებისთვის

ბოლო ეკრანის დამატება

  1. შედით YouTube Studio-ში.
  2. მარცხენა მენიუდან აირჩიეთ კონტენტი.
  3. დააწკაპუნეთ იმ ვიდეოს სათაურზე ან ესკიზზე, რომლის რედაქტირებაც გსურთ.
  4. მარცხენა მენიუდან აირჩიეთ რედაქტორი.
  5. აირჩიეთ ბოლო ეკრანები  და აირჩიეთ ელემენტი, რომლის დამატებაც გსურთ:
    • გამოიყენეთ შაბლონი: შაბლონები შეიცავს ელემენტების ჯგუფებს, რომელთა მორგება შეგიძლიათ ბოლო ეკრანის შესაქმნელად.
    • ვიდეო: გამოაჩინეთ თქვენი ბოლო ატვირთვა, მნახველისთვის საუკეთესო ან კონკრეტული ვიდეო.
    • დასაკრავი სია: გამოაჩინეთ YouTube-ის საჯარო დასაკრავი სია.
    • გამოწერა: წაახალისეთ თქვენი არხის გამოწერები.
    • არხი: ხელი შეუწყეთ სხვა არხს მორგებული შეტყობინებით.
    • ბმული: თუ თქვენ ხართ YouTube პარტნიორთა პროგრამაში, შეგიძლიათ მიაბათ გარე ვებსაიტი.
      • შენიშვნა: დარწმუნდით, რომ თქვენი მიბმული გარე ვებსაიტი შეესაბამება ჩვენს წესებს, მათ შორის ჩვენს საზოგადოების წესდებას და მომსახურების პირობებს. დარღვევებმა შეიძლება გამოიწვიოს ბარათის ან ბმულის ამოშლა, გაფრთხილებები, ან თქვენი Google ანგარიშის მოქმედების შეწყვეტა.

  6. დაწკაპუნებით აირჩიეთ „შენახვა“. 

სხვა ვარიანტები

  • ელემენტის ტიპის ამოშლა: დააწკაპუნეთ ელემენტის წაშლას ელემენტის ტიპის ამოსაშლელად. შეგიძლიათ დააწკაპუნოთ ელემენტს ბოლო ეკრანის სხვა ელემენტის ასარჩევად.
  • ელემენტის დროის შეცვლა: დააწკაპუნეთ და ჩავლებით გადაიტანეთ ქრონოლოგიის ბოლოები, რათა განსაზღვროთ ელემენტის დაწყებისა და დამთავრების დრო. ასევე, შეგიძლიათ კონკრეტული დროის შეყვანა ელემენტის წაშლის ღილაკის გვერდით არსებულ ველში.
  • ელემენტის განლაგების შეცვლა: დააწკაპუნეთ და ჩავლებით გადაიტანეთ ველში. თქვენ ​​უნდა დააკლიკოთ ბადეს დამკვრელში, რომ ბადე გამოჩნდეს ვიდეოს წინასწარ ვერსიაზე. ასევე, შეგიძლიათ აირჩიოთ „ბადეზე მიზიდვა“ და „ელემენტზე მიზიდვა“ თქვენი ელემენტების განლაგებასთან დაკავშირებით დახმარებისთვის.
  • თქვენი ბოლო ეკრანის გადახედვა: იმისთვის, რომ ნახოთ როგორ გამოიყურება თქვენი ბოლო ეკრანი, სანამ თქვენი ვიდეო ჩართულია, დააჭირეთ ჩართვის ღილაკს ვიდეო დამკვრელზე.
  • ბოლო ეკრანის მეტრიკის შემოწმება: შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი ბოლო ეკრანების ეფექტურობაგაფართოებულ ანგარიშში თქვენს YouTube ანალიტიკაში.

ბოლო ეკრანის მორგება

ელემენტები არის კონტენტის ის ნაწილები, რომლებსაც ამატებთ თქვენს ბოლო ეკრანზე. ბოლო ეკრანზე ელემენტების მორგების მრავალი გზა არსებობს. შეგიძლიათ გამოიყენოთ შაბლონები, შეცვალოთ ელემენტების გამოჩენის დრო და განსაზღვროთ რომელი ელემენტები უნდა ჩანდეს ვიდეოში.

შაბლონის გამოყენება

შაბლონები მოიცავს იმ ელემენტების ჯგუფებს, რომელთა მორგება შეგიძლიათ ბოლო ეკრანის შესაქმნელად.

  1. შედით YouTube Studio-ში.
  2. მარცხენა მენიუდან აირჩიეთ კონტენტი.
  3. დააწკაპუნეთ ვიდეოზე, რომლის რედაქტირებაც გსურთ.
  4. მარცხენა მენიუდან აირჩიეთ რედაქტორი.
  5. დააწკაპუნეთ ელემენტის დამატებას  თქვენი შაბლონის გამოსაყენებლად.
  6. დააწკაპუნეთ შენახვაზე.

ელემენტის ტიპის ამოშლა

  1. შეარჩიეთ ელემენტი რედაქტორის ბოლო ეკრანის მწკრივზე დაწკაპუნებით.
  2. თქვენი ვიდეოს მარცხნივ, დაწკაპუნებით აირჩიეთ „ელემენტის წაშლა“ .
  3. დააწკაპუნეთ ელემენტის დამატებას  ბოლო ეკრანის სხვა ელემენტის ასარჩევად.
  4. დააწკაპუნეთ შენახვაზე.

ელემენტის დაყენებული დროების შეცვლა

შეგიძლიათ აირჩიოთ, როდის გსურთ აჩვენოთ ბოლო ეკრანის ელემენტები ვიდეოში. ბოლო ეკრანის ელემენტები ნაგულისხმევად ერთდროულად გამოჩნდება. ინდივიდუალური ელემენტების მორგება შეგიძლიათ ისე, რომ სხვადასხვა დროს გამოჩნდეს.

  1. აირჩიეთ ელემენტი მასზე დაწკაპუნებით რედაქტორის ბოლო ეკრანის მწკრივში.
  2. თქვენი ვიდეოს მარცხნივ, მოძებნეთ ველები, რომლებიც შეიცავს ბოლო ეკრანის დროს.
  3. განაახლეთ ელემენტის დაწყების და დასრულების დროები.
  4. დააწკაპუნეთ შენახვაზე.

ასევე, შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ბოლო ეკრანის ელემენტის დრო ისრების გამოყენებით, რომ ჩავლებით გადაიტანოთ ისინი რედაქტორის ბოლო ეკრანის მწკრივში.

ელემენტის განლაგების შეცვლა

  1. აირჩიეთ ელემენტი მასზე დაწკაპუნებით რედაქტორის ბოლო ეკრანის მწკრივში.
  2. ვიდეო დამკვრელში გადაიტანეთ ელემენტი სასურველ პოზიციაზე.
  3. დააწკაპუნეთ შენახვაზე.
მინიშნება: დააწკაპუნეთ ბადეზე  დამკვრელში, რომ გამოაჩინოთ ბადე ვიდეოს წინასწარ ვერსიაზე. ასევე, შეგიძლიათ აირჩიოთ „ბადეზე მიზიდვა“ და „ელემენტზე მიზიდვა“ თქვენი ელემენტების განლაგებასთან დაკავშირებით დახმარებისთვის.

თქვენი ბოლო ეკრანის გადახედვა

იმისთვის, რომ ნახოთ, თუ როგორ გამოიყურება თქვენი ბოლო ეკრანი, სანამ თქვენი ვიდეო ჩართულია, დააწკაპუნეთ ჩართვის ღილაკს  ვიდეო დამკვრელზე.

თქვენი ბოლო ეკრანის ელემენტები

ელემენტები არის კონტენტის ის ნაწილები, რომლებსაც ამატებთ თქვენს ბოლო ეკრანზე. შესაძლებელია ზოგიერთი ელემენტის გაფართოება ან მაუსის გადატარება დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. თქვენს ბოლო ეკრანს შეგიძლიათ დაამატოთ ოთხ ელემენტამდე სტანდარტული 16:9 თანაფარდობის ვიდეოების შემთხვევაში. სხვა თანაფარდობის ვიდეოებს შესაძლოა ნაკლები ლიმიტი ჰქონდეს.

ელემენტები შესაძლოა შეიცავდეს სხვადასხვა ტიპის კონტენტს:

  • ვიდეო ან დასაკრავი სია:
    • გამოაჩინეთ თქვენი უახლესი ატვირთული ვიდეო.
    • დართეთ ნება YouTube-ს, აირჩიოს მნახველისთვის საუკეთესო ვიდეო თქვენი არხიდან.
    • აირჩიეთ ნებისმიერი ვიდეო ან დასაკრავი სია (საჯარო ან გამოუქვეყნებელი) თქვენი ან ნებისმიერი სხვა არხიდან.
  • გამოწერა: წაახალისეთ თქვენი არხის გამოწერები.
  • არხი: ხელი შეუწყეთ სხვა არხს მორგებული შეტყობინებით.
  • გარე ვებსაიტები: თუ თქვენ ხართ YouTube პარტნიორთა პროგრამაში, შეგიძლიათ გარე ვებსაიტის მიბმა.
შენიშვნა: დარწმუნდით, რომ თქვენი მიბმული გარე ვებსაიტი შეესაბამება ჩვენს წესებს, მათ შორის ჩვენს საზოგადოების წესდებას და მომსახურების პირობებს. დარღვევებმა შეიძლება გამოიწვიოს ბარათის ან ბმულის ამოშლა, გაფრთხილებები, ან თქვენი Google ანგარიშის მოქმედების შეწყვეტა.
ბოლო ეკრანის შექმნის საუკეთესო პრაქტიკა
  • გამოაჩინეთ ელემენტები, რომლებიც შეესაბამება ვიდეოს.
  • მოიზიდეთ მნახველები, რათა მათ დააკაპუნონ მოქმედებისკენ მომწოდებელ ღილაკებზე ბოლო ეკრანის სხვადასხვა ელემენტებისთვის.
  • თუ თქვენ იყენებთ მორგებულ სურათს, გირჩევთ გამოიყენოთ ისეთი სურათი, რომლის სიგანე მინიმუმ 300 x 300 პიქსელია.
  • დარწმუნდით, რომ ვიდეოს ბოლოს საკმარის ადგილს ტოვებთ ბოლო ეკრანისთვის. გაითვალისწინეთ ვიდეოს ბოლო 20 წამი მისი რედაქტირებისას.
  • განიხილეთ ბოლო ეკრანის სხვადასხვა ელემენტების ჩვენება სხვადასხვა დროს.
შეამოწმეთ ბოლო ეკრანის მეტრიკა

შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი ბოლო ეკრანების ეფექტურობა ჩართულობის ჩანართში თქვენს YouTube ანალიტიკაში.

  1. შედით YouTube Studio-ში.
  2. მარცხენა მენიუდან აირჩიეთ Analytics.
  3. ზედა მენიუდან აირჩიეთ ჩართულობა.

თუ ანალიტიკას მთელი თქვნი არხისთვის ამოწმებთ:

  • სხვადასხვა ელემენტის ტიპების წარმატების შესადარებლად გამოიყენეთ ბარათი „ბოლო ეკრანის საუკეთესო ელემენტის ტიპები“.
  • იმისთვის, რომ ნახოთ ვიდეოები ბოლო ეკრანებით, რომლებზეც მნახველებმა ყველაზე ხშირად დააწკაპუნეს, გამოიყენეთ ბარათი „საუკეთესო ვიდეოები ბოლო ეკრანის მიხედვით“.

თუ ანალიტიკას კონკრეტული ვიდეოსთვის ამოწმებთ:

  • იმის სანახავად, თუ რამდენად ხშირად აწკაპუნებენ მნახველები თქვენი ბოლო ეკრანის ელემენტებს, გამოიყენეთ ბარათი „ბოლო ეკრანის ელემენტზე დაწკაპუნების სიხშირე“.

ბოლო ეკრანის მოთხოვნები მნახველებისთვის

მნახველები ვერ ხედავენ თქვენს ბოლო ეკრანებს ამ ადგილებში:

  • მობილურ ვებში (გამონაკლისი: iPad-ის მობილური ვები).
  • YouTube Music ან YouTube Kids აპებში.
  • Flash ვიდეოებში.
  • 360 გრადუსიან ვიდეოებში.

ბოლო ეკრანებზე და ვიდეოებში სტატუსით „ბავშვებისთვის შექმნილი“.

ბოლო ეკრანები არ არის ხელმისაწვდომი ვიდეოებისთვის სტატუსით „ბავშვებისთვის შექმნილი“.
მაშინაც კი, თუ ადრე გაქვთ დამატებული ბოლო ეკრანი თქვენს ვიდეოზე, მნახველი ვერ ნახავს ბოლო ეკრანს, როდესაც თქვენი აუდიტორიის პარამეტრია „ბავშვებისთვის შექმნილი“.

შენიშვნა: თქვენი ბოლო ეკრანი შესაძლოა მუდმივად არ გამოჩნდეს, ან გამოჩნდეს განსხვავებულად იმისგან, რაც არის გათვალისწინებული დიზაინით. ეს განსხვავება ჩნდება მაშინ, როდესავ ჩვენ ვაუმჯობესებთ ბოლო ეკრანებს ეფექტურობის, მნახველების ქცევის, მოწყობილობისა და კონტექსტის საფუძველზე.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
2894541492088810229
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false