გაიკვლიეთ გზა Studio-ს კონტენტის მენეჯერში

These features are only available to partners who use YouTube Studio Content Manager. Contact your YouTube Partner Manager to get access.

YouTube Studio კონტენტის მენეჯერი არის ვებზე დაფუძნებული ხელსაწყო, რომელსაც YouTube პარტნიორები იყენებენ თავიანთი კონტენტის და უფლებების YouTube-ში მართვისთვის. თქვენი როლის მიხედვით, ზოგიერთი ან ყველა მოცემული ვარიანტი არის მარცხენა მენიუში, როდესაც შედიხართ კონტენტის მენეჯერის ანგარიშში:

 საინფორმაციო დაფა

თვალი ადევნეთ სხვადასხვა ტიპის საკითხებს, როგორიცაა მფლობელობის კონფლიქტები და პრეტენზიები, რომლებიც მოქმედებას საჭიროებს. ასევე შეგიძლიათ თვალი ადევნოთ არხებს, რომლებსაც მიღებული აქვთ საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული გაფრთხილებები, არხზე მომლოდინე მოწვევებს და არხებს შეჩერებული მონეტიზაციით.

 ვიდეოები

იხილეთ ყველა ვიდეოს სია, რომლებიც ატვირთულია ან პირდაპირი სტრიმინგით გაშვებულია არხების მიერ, რომლებიც დაკავშირებულია თქვენს კონტენტის მენეჯერთან. აქედან შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ, ჯგუფურად წაშალოთ ან ჯგუფურად განაახლოთ თქვენი ვიდეოები. შეგიძლიათ ასევე გაფილტროთ  საავტორო უფლებების დარღვევის გასაჩივრების, საავტორო უფლებების დარღვევის გამო გაფრთხილებების და სხვა ატრიბუტების მქონე ვიდეოები.

 აქტივები

მიმოიხილეთ აქტივები, რომლებიც დაკავშირებულია თქვენს კონტენტის მენეჯერთან. თქვენ შეგიძლიათ აქტივის მონაცემების ექსპორტირება, აქტივის მეტამონაცემების რედაქტირება და თქვენი აქტივების ჯგუფური რედაქტირება. იმისთვის, რომ იპოვოთ აქტივები, რომლბსაც ეძებთ, გაფილტრეთ  აქტივის ტიპის, პრეტენზიებისა და სხვა ატრიბუტების მიხედვით. შეიტყვეთ მეტი აქტივების შესახებ.

 აქტივის ლეიბლები

იხილეთ თქვენს კონტენტის მენეჯერთან დაკავშირებული აქტივების ლეიბლები. ასევე შეგიძლიათ იხილოთ გარკვეული ლეიბლის მქონე აქტივების მიერ შექმნილი პრეტენზიები. შეიტყვეთ მეტი აქტივის ლეიბლების შესახებ.

 პრობლემები

განახორციელეთ ქმედებები, რომლებიც თქვენს ყურადღებას ითხოვს და შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს აქტივებზე, მითითებებზე ან პრეტენზიებზე. შეგიძლიათ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია პოტენციურად, სადავო და გასაჩივრებული პრეტენზიების, მფლობელობის კონფლიქტების და გადაცემების, არასწორი მიმართვების და მიმართვის გადაფარვის შესახებ.

 არხები

იხილეთ თქვენს კონტენტის მენეჯერთან დაკავშირებული არხების მეტრიკების და ნებართვების სია. თქვენს კონტენტის მენეჯერს შეუძლია რამდენიმე არხთან დაკავშირება არხების შექმნით ან სხვა არხების მოწვევითთქვენს კონტენტის მენეჯერის ანგარიშში გაწევრიანებისათვის.

 გასაჩივრებული ვიდეოები

იხილეთ გასაჩივრებული ვიდეოების და მათთან დაკავშირებული აქტივების სია. რამდენიმე პრეტენზია ერთი და იგივე ვიდეოს მიმართ დაჯგუფებულია იმისთვის, რომ ეფექტურად მიმოიხილოთ და გადაწყვიტოთ გასაჩივრების საკითხები. შეიტყვეთ ეტი გასაჩივრებული ვიდეოების შესახებ.

 წესები

მიმოიხილეთ და დაარედაქტირეთ თქვენი ინდივიდუალური წესები ან შემოიღეთ ახალი წესები თქვენი კონტენტის დამატებითი მართვისთვის. ასევე შეგიძლიათ დაამატოთ დაგეგმილი წესები, რომლებიც ძალაში შევა მითითებულ თარიღში და დროს. შეიტყვეთ მეტი წესების შესახებ.

 ანალიტიკა

მიიღეთ დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, რამდენად ეფექტურად მუშაობს თქვენი კონტენტი სხვადასხვა განზომილებაში, როგორიცაა ვიდეოები, არხები ან აქტივები. შეგიძლიათ თვალი ადევნოთ შემოსავალს, აუდიტორიის დემოგრაფიულ მონაცემებს, ტრაფიკის წყაროებს და სხვა ინფორმაციას განახლებული მეტრიკით და ანგარიშებით. შეიტყვეთ მეტი ანალიტიკის შესახებ.

 კამპანიები

იხილეთ წარსული, ახლანდელი და მომავალი კამპანიების სია და რაზეა დაფუძნებული მოცემული კამპანიები. შეგიძლიათ შემქნათ აქტივებზე დაფუძნებული კამპანიები ინდივიდუალური აქტივების ასარჩევად ან ლეიბლებზე დაფუძნებული კამპანიები იმ აქტივების ასარჩევად, რომლებიც დაკავშირებულია კონკრეტული აქტივების ლეიბლებთან. შეიტყვეთ მეტი კამპანიების შესახებ.

 დაშვებულთა სია

დაშვებულთა სია გაჩვენებთ არხებს რომლებიც გათავისუფლებულია თქვენი კონტენტის მენეჯერის აქტივების ავტომატური პრეტენზიებისგან. ასევე შეგიძლიათ დაამატოთ მეტი არხი თქვენს დაშვებულთა სიას არხის ID-ს ან URL-ის მიხედვით. შეიტყვეთ მეტი დაშვებულთა სიების შესახებ.

 ანგარიშები

იხილეთ და ჩამოტვირთეთ ანგარიშები შემოსავლის, ვიდეოების, აქტივების, მიმართვების, პრეტენზიების და კამპანიების შესახებ. ანგარიშები ხელმისაწვდომია ყოველკვირეულად ან ყოველთვიურად. შეიტყვეთ მეტი ანგარიშების შესახებ.

 კონტენტის მიწოდება

იხილეთ და ჩამოტვირთეთ კონტენტის პაკეტები, რომლებიც იტვირთება თქვენს კონეტნტის მენეჯერში. შეგიძლიათ იხილოთ კონტენტის მიწოდების და განახლების შაბლონები და ატვირთოთ მოცემული პაკეტები ამ გვერდიდან. შეიტყვეთ მეტი ფაილების YouTube-ზე მიწოდების შესახებ.

პარამეტრები

იხილეთ და შეცვალეთ ანგარიშის პარამეტრები, როგორიცაა ელფოსტის შეტყობინებები და მომხმარებლის უპირატესი პარამეტრები. ანგარიშის ნებართვების სამართავად, აქედან შესაძლებელია მომხმარებლის სხვადასხვაროლის შექმნა და რედაქტირება. შეიტყვეთ მეტი კონტენტის მენეჯერის ანგარიშის პარამეტრების შესახებ.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
8920763077605224880
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false