YouTube არხის გადატანა ბრენდის ერთი ანგარიშიდან მეორეზე

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

YouTube არხი ავტომატურად ებმება ანგარიშს. ანგარიშის ორი სახე არსებობს:

Google ანგარიში საჭიროა YouTube-ზე შესასვლელად. თქვენი Google ანგარიშის სახელი ავტომატურად მიენიჭება თქვენს არხს.
ბრენდის ანგარიში

კონკრეტულად თქვენი ბრენდისთვის განკუთვნილი ანგარიში. ეს ანგარიში განსხვავდება თქვენი პირადი Google ანგარიშისგან. თუ არხი მიბმულია ბრენდის ანგარიშზე, მისი მართვა შესაძლებელია რამდენიმე Google ანგარიშით.

ბრენდის ანგარიშის შექმნა:

  1. პირველ რიგში, შეამოწმეთ, გაქვთ თუ არა ბრენდის ანგარიში.
  2. შედით YouTube-ზე.
  3. გადადით არხების სიაზე.
  4. დაწკაპუნებით აირჩიეთ არხის შექმნა.
  5. შეიყვანეთ საჭირო ინფორმაცია, რათა დაარქვათ სახელი ბრენდის ანგარიშს და დაადასტურეთ ანგარიში.
  6. დაწკაპუნებით აირჩიეთ შექმნა.

არხის გადაცემასთან დაკავშირებული რისკები

შეგიძლიათ თქვენი არხი და მასზე არსებული ვიდეოები გადაიტანოთ ერთი ბრენდის ანგარიშიდან მეორეზე, იმ შემთხვევაში, თუ ისინი ერთსა და იმავე Google ანგარიშს უკავშირდება. ამ პროცესს არხის გადაცემა ეწოდება.

თქვენი პასუხისმგებლობაა, დაიცვათ ანგარიშზე ავტორიზაციის კონფიდენციალური ინფორმაცია და წინასწარ, პრობლემების წარმოქმნამდე, გქონდეთ ანგარიშზე წვდომის შენარჩუნების გეგმა. არხზე წვდომის აღსადგენად გამოიყენეთ რჩევები ანგარიშის აღდგენისთვის.

ერთი ბრენდის ანგარიშის მეორეზე გადატანას თავადაც შეძლებთ, თუმცა, უმჯობესია, ეს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გააკეთოთ. გადაცემის პროცესის არასწორად შესრულების შემთხვევაში, შეიძლება არასწორი არხი წაშალოთ.    

რას დაკარგავთ ბრენდის ანგარიშის გადაცემის შედეგად:

ანგარიში კონტენტი, რომელიც დაიკარგება
ბრენდის ანგარიში „A“: უკავშირდება არხს, რომელიც უნდა გადასცეთ
ბრენდის ანგარიში „B“: უკავშირდება ჩანაცვლებულ არხს (წაიშლება „A“ ბრენდის ანგარიშის გადატანისას)
  • ვიდეოები
  • კომენტარები
  • შეტყობინებები
  • დასაკრავი სიები
  • არხის ისტორია
  • დამადასტურებელი ბეჯი

არხის გადატანა ერთი ბრენდის ანგარიშიდან მეორე ბრენდის ანგარიშზე:

გაითვალისწინეთ, რომ თუ ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ანგარიში გაქვთ, არხის გადაცემას ვერ შეძლებთ. სასკოლო ანგარიშს შეიძლება ჰქონდეს არხის გადაცემის საშუალება, არხის გადაცემის კრიტერიუმებიდან გამომდინარე.

დაწყებამდე დარწმუნდით, რომ:

  • თქვენი Google ანგარიში არის ანგარიშის ძირითადი მფლობელი. 
  • თქვენ გამორთეთ არხის ნებართვები არხისთვის, YouTube Studio-ში. ეს იმოქმედებდა იმ შემთხვევაში, თუ თქვენი არხი ისარგებლებდა ბრენდის ანგარიშით და გადაერთვებოდა ნებართვებზე. 
    • უარის სათქმელად, YouTube Studio-ს პარამეტრებიდან and then ნებართვების განყოფილებაში აირჩიეთ „უარის თქმა ნებართვებზე YouTube Studio-ში“.
  • არხის ნებართვების მეშვეობით სხვა მომხმარებლებისთვის ჯერ არ მიგიციათ არხზე წვდომა. 

  1. შედით YouTube-ზე.
  2. დააწკაპუნეთ თქვენს პროფილის სურათზე.
  3. საჭიროების შემთხვევაში, გადართეთ ანგარიში იმ არხთან დაკავშირებულ Google ანგარიშზე, რომლის გადატანაც გსურთ.

    გაფრთხილება:

    შესაძლოა, შეცდომით არასწორი არხი წაშალოთ. მსგავსი შეცდომის თავიდან ასაცილებლად დარწმუნდით, რომ შესული ხართ Google ანგარიშზე, რომელიც უკავშირდება იმ არხს, რომლის გადატანაც გსურთ. 

    მაგალითად, არხი „A“ თქვენი ძველი არხია. არხი „B“ კი ის, რომელზეც გსურთ გადატანა. უნდა შეხვიდეთ „A“ არხის ანგარიშზე.

  4. აირჩიეთ პარამეტრები.
  5. აირჩიეთ გაფართოებული პარამეტრები.
  6. დაწკაპუნებით აირჩიეთ არხის გადატანა ბრენდის ანგარიშზე.
  7. ეკრანზე მოცემული სიიდან აირჩიეთ ანგარიში, რომელზეც გსურთ გადატანა. თუ ანგარიშების ჩამონათვალს ვერ ხედავთ, დეფექტების აღმოფხვრისთვის იხელმძღვანელეთ ზემოთ მოყვანილი ნაბიჯებით.
  8. თუ თქვენ მიერ არჩეული ანგარიში უკვე დაკავშირებულია YouTube არხთან, დაწკაპუნებით აირჩიეთ ჩანაცვლება, შემდეგ კი — არხის წაშლა, ამომხტარ ფანჯარაში.
    • მნიშვნელოვანია: ეს წაშლის არხს, რომელიც უკვე დაკავშირებულია ამ ანგარიშთან. ამ არხთან დაკავშირებული ნებისმიერი კონტენტი სამუდამოდ წაიშლება, მათ შორის, ვიდეოები, კომენტარები, შეტყობინებები, დასაკრავი სიები და ისტორია.
  9. შეამოწმეთ, როგორ გამოჩნდება თქვენი არხის სახელი გადატანის შემდეგ და დაწკაპუნებით აირჩიეთ არხის გადატანა.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
2990187678187558584
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false