​სუიციდთან, თვითდაზიანებასა და კვებით აშლილობებთან დაკავშირებული წესები

ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია ჩვენი შემქმნელების, მნახველებისა და პარტნიორების უსაფრთხოება. მივესალმებით და ვაფასებთ თქვენს ყველა ინიციატივას დაიცვათ ჩვენი უნიკალური და მრავალფეროვანი საზოგადოება. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, რომ თითოეული მომხმარებელი კარგად იცნობდეს ჩვენს საზოგადოების წესდებას და მის მნიშვნელობას YouTube-ის უსაფრთხოების შენარჩუნებაში. თხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ წესებს. ჩვენი წესდების სრული სიის სანახავად, შეამოწმეთ ეს გვერდი.
შენიშვნა: 2023 წლის 18 აპრილს ჩვენ განვაახლეთ კვებით აშლილობებთან დაკავშირებული წესები, რათა უკეთ დავიცვათ საზოგადოება სენსიტიური კონტენტისგან, რომელიც შეიძლება სარისკო იყოს ზოგიერთი აუდიტორიისთვის. ჩვენ შეიძლება ამოვშალოთ მიბაძვის კონტენტი, ასაკის მიხედვით შეზღუდული კონტენტი ან ვაჩვენოთ კრიზისის შესახებ რესურსების არე ვიდეოებზე კვებითი აშლილობების ან თვითდაზიანებასთან დაკავშირებული თემების შესახებ. ქვემოთ მოცემული წესები განახლებულია ამ ცვლილებებით. ჩვენი მიდგომის შესახებ შეგიძლიათ მეტი შეიტყოთ ბლოგის ამ ჩანაწერში.

YouTube-ზე ჩვენ სერიოზულად ვუდგებით ჩვენი ყველა შემქმნელისა და მნახველის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერება და მისი გააზრება მნიშვნელოვანია და ჩვენ მხარს ვუჭერთ შემქმნელებს მათი ამბების გაზიარებაში, მათ შორის, იმ კონტენტის გამოქვეყნებაში, რომელშიც განხილულია მათი გამოცდილებები დეპრესიასთან, თვითდაზიანებასთან, კვებით აშლილობებთან და ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

თუმცა ჩვენ ვკრძალავთ YouTube-ზე ისეთ კონტენტს, რომელიც წაახალისებს სუიციდს, თვითდაზიანებას ან კვებით აშლილობებს, რაც მიზნად ისახავს შოკის ან ზიზღის გამოწვევას ან მომხმარებლებისთვის საგრძნობლად სარისკოა.

რა უნდა მოიმოქმედოთ, თუ ამ კონტენტს იპოვით

თუ ფიქრობთ, რომ ვინმე საფრთხეშია:

  • დაუკავშირდით გადაუდებელი დახმარების ადგილობრივ სამსახურებს დახმარების მისაღებად
  • დროშით მონიშნეთ ვიდეო, რომ მიიპყროს ჩვენი ყურადღება

თუ უარყოფით ზეგავლენას გრძნობთ იმ კონტენტისგან, რომელსაც გადააწყდით და რომელიც დაკავშირებულია ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან, სუიციდთან, თვითდაზიანებასთან ან კვებით აშლილობებთან, იცოდეთ, რომ მხარდაჭერა ხელმისაწვდომია და თქვენ მარტო არ ხართ. შემდეგ სექციაში თქვენ იხილავთ რესურსების სიას და იმ ორგანიზაციების საკონტაქტო ინფორმაციას, რომლებსაც რჩევის შემოთავაზება შეუძლიათ.

იმ ადამიანთან, რომელზეც ღელავთ, გასაუბრების შესახებ ზოგადი მითითებების მისაღებად დაუკავშირდით დახმარების ადგილობრივ ხაზებს.

რა უნდა მოიმოქმედოთ, თუ მხარდაჭერა გჭირდებათ

თუ დეპრესია ან სუიციდის ან თვითდაზიანების ფიქრები გაქვთ ან კვებით აშლილობებს განიცდით, იცოდეთ, რომ დახმარება არსებობს და თქვენ მარტო არ ხართ. მტკივნეულ ემოციებთან გამკლავებისას გახსოვდეთ, რომ ბევრი ადამიანი შეიძლება განიცდიდეს ამ პრობლემებს. ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის პროვაიდერი დაგეხმარებათ, განსაზღვროთ, გაქვთ თუ არა ფსიქიკური აშლილობა, რომელიც ზრუნვას საჭიროებს. ის, ასევე, დაგეხმარებათ გამკლავების ჯანსაღი, ეფექტური სტრატეგიების იდენტიფიცირებასა და მძიმე შეგრძნებების მართვის უნარების გაუმჯობესებაში.

სუიციდსა და თვითდაზიანებასთან დაკავშირებული პრობლემების მქონეთა მხარდაჭერის რესურსები

ქვემოთ მოცემულია იმ ორგანიზაციების სია, რომელიც ეხმარება მათ, ვისაც ეს სჭირდებათ, სხვადასხვა ქვეყანასა და რეგიონში. ესენია კრიზისთან დაკავშირებული სერვისის აღიარებული პარტნიორები. პარტნიორობა განსხვავდება ქვეყნის/რეგიონის მიხედვით.

ვებსაიტები findahelpline.com და www.wikipedia.org/wiki/List_of_suicide_crisis_lines დაგეხმარებათ ორგანიზაციების პოვნაში იმ რეგიონებისთვის, რომლებიც აქ ჩამოთვლილი არ არის.

ავსტრალია

სამაშველო ხაზი — ავსტრალია

ბავშვთა ცხელი ხაზი

13 11 14

1800 55 1800

არგენტინა Centro de Asistencia al Suicida — ბუენოს-აირესი

135 (desde Capital y Gran Buenos Aires) 

(011) 5275-1135 (desde todo el país)

ბრაზილია Centro de Valorização da Vida 188
ბელგია

Centre de Prévention du Suicide /

Zelfmoordlijn 1813

0800 32 123

1813

ბულგარეთი Български Червен Кръст 02 492 30 30
ჩეხეთის რესპუბლიკა Psychiatrická léčebna Bohnice - Centrum krizové intervence
+420 284 016 666
დანია Livslinien 70201201
საფრანგეთი S.O.S Amitié 09 72 39 40 50
ფინეთი Suomen Mielenterveysseura / Kansallinen kriisipuhelin 09-2525-0111
გერმანია Telefonseelsorge 0800-1110111
საბერძნეთი ΚΛΙΜΑΚΑ 1018
801 801 99 99
ჰონგ-კონგი 香港撒瑪利亞防止自殺會 2389 2222
უნგრეთი S.O.S. Telefonos Lelki Elsősegély Szolgálat 06 1 116-123 
ინდოეთი आसरा
AASRA
91-9820466726
ირლანდია Samaritans 116 123
ისრაელი ער"ן - עזרה ראשונה נפשית 1201
იტალია Samaritans Onlus 800 86 00 22
იაპონია こころの健康相談統一ダイヤル 0570-064-556
ახალი ზელანდია Lifeline New Zealand 0800 543 354
ნიდერლანდები Stichting 113Online 0900-0113
სინგაპური Samaritans of Singapore 1800-221-4444
ესპანეთი

Telèfon de l'Esperança de Barcelona

Teléfono de la Esperanza

93 414 48 48

717 003 717

სამხრეთი კორეა 보건복지부 자살예방상담전화 1393
ტაივანი 生命線協談專線 1995
ტაილანდი กรมสุขภาพจิต กระทรวงสาธารณสุข 1323
გაერთიანებული სამეფო Samaritans 116 123
ამერიკის შეერთებული შტატები

სუიციდისა და კრიზისის სამაშველო ხაზი

988 /ჩეთი

იმ მინიშნებების წასაკითხად და ვიდეოების საყურებლად, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ უფრო დაცულად იგრძნოთ თავი YouTube-ზე, ეწვიეთ შემქმნელის უსაფრთხოების ცენტრს.

კვებით აშლილობასთან დაკავშირებული მხარდაჭერის რესურსები

ქვემოთ მოცემული იმ ორგანიზაციების სია, რომლებსაც შეუძლიათ კვებითი აშლილობების მქონე ადამიანების დახმარება. ეს ორგანიზაციები  ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერის პარტნიორებია. პარტნიორობა განსხვავდება ქვეყნის/რეგიონის მიხედვით.

შეერთებული შტატები NEDA +1 800 931-2237
გაერთიანებული სამეფო BEAT Eating Disorders +44 0808 801 0677 ინგლისი
    +44 0808 801 0432 შოტლანდია
    +44 0808 801 0433 უელსი
    +44 0808 801 0434 N. ირლანდია
ინდოეთი Vandrevala Foundation +91 9999 666 555

საზოგადოების წესდება სუიციდთან, თვითდაზიანებასთან ან კვებით აშლილობასთან დაკავშირებული კონტენტისთვის

YouTube-ის მომხმარებლებს არ უნდა ეშინოდეთ მხარდამჭერ და არასაზიანო ფორმატში ისეთ თემებზე ღიად საუბარი, როგორიცაა ფსიქიკური ჯანმრთელობა, სუიციდი, თვითდაზიანება და კვებითი აშლილობები.

თუმცა ზოგჯერ ისეთი კონტენტიც იქმნება, რომელიც სენსიტიურია და ზოგიერთი მომხმარებლისთვის სარისკოა. როცა ქმნით კონტენტს, რომელიც შეიცავს სუიციდთან, თვითდაზიანებასთან და კვებით აშლილობასთან დაკავშირებულ თემებს, გაითვალისწინეთ, თქვენი კონტენტის შესაძლო უარყოფითი გავლენა სხვა მომხმარებლებზე, განსაკუთრებით, არასრულწლოვნებზე და მომხმარებლებზე, რომლებიც შეიძლება სენსიტიურად აღიქვამდნენ ამ კონტენტს.

თქვენი მნახველებისა და სხვა მომხმარებლების დასაცავად და მხარდასაჭერად მიჰყევით ქვემოთ მოცემულ საზოგადოების წესდებას სუიციდთან, თვითდაზიანებასთან ან კვებით აშლილობებთან დაკავშირებული კონტენტის შექმნისას. საზოგადოების წესდების დარღვევის გამო შეიძლება მიიღოთ გაფრთხილება, ამოიშალოს თქვენი კონტენტი ან მომხმარებელთა დასაცავად გავრცელდეს სხვა შეზღუდვები. შეიტყვეთ მეტი.

საზოგადოების ეს წესდება ვრცელდება ვიდეოებზე, ვიდეოების აღწერილობებზე, კომენტარებზე, პირდაპირ სტრიმინგებზე და ნებისმიერ სხვა YouTube პროდუქტზე ან ფუნქციაზე. გახსოვდეთ, რომ ეს არ არის სრული სია. გაითვალისწინოთ, რომ ეს წესები ასევე ვრცელდება გარე ბმულებზე თქვენს კონტენტში. ეს შეიძლება მოიცავდეს დასაწკაპუნებელ URL-ებს, ვიდეოში მომხმარებლების სხვა საიტებზე ვერბალურად გადამისამართებას, ასევე, სხვა ფორმებს.

არ გამოაქვეყნოთ შემდეგი კონტენტი:

  • კონტენტი, რომელიც წაახალისებს ან აქებს სუიციდს, თვითდაზიანებას ან კვებით აშლილობებს
  • ინსტრუქციები იმის შესახებ, როგორ მოკვდეს ადამიანი სუიციდით ჩაერთოს თვითდაზიანებაში ან ჩაერთოს კვებით აშლილობებში (მათ შორის, მათი დამალვის ინსტრუქცია)
  • სუიციდთან, თვითდაზიანებასთან ან კვებით აშლილობებთან დაკავშირებული კონტენტი, რომელიც გათვლილია არასრულწლოვნებისთვის.
  • თვითდაზიანების ამსახველი გრაფიკული გამოსახულებები
  • სუიციდის მსხვერპლების სხეულების გამოსახულებები, თუ ის არაა გაბუნდოვნებული ან დაფარული
  • კონტენტი, რომელიც შეიცავს სუიციდამდე ჩანაწერებს, სუიციდისთვის მზადებას, სუიციდის მცდელობებს ან სუიციდის დროს გადარჩენის შესახებ კადრებს, სათანადო კონტექსტის გარეშე
  • კონტენტი, რომელშიც ჩანს სუიციდის ან თვითდაზიანების აქტის დროს თანამონაწილეობა ან მსგავსი აქტებისთვის მითითებების მიცემა (მაგ., ლურჯი ვეშაპი, Momo გამოწვევები)
  • სუიციდამდე გაკეთებული ჩანაწერები ან წერილები სათანადო კონტექსტის გარეშე
  • ჭარბი წონის შესახებ დაჩაგვრის შემცველი კონტენტი კვებითი აშლილობების კონტექსტში

ზოგჯერ ამოშლის ნაცვლად ჩვენ შეიძლება შევზღუდოთ, სუიციდთან, თვითდაზიანებასა და კვებითი აშლილობებთან დაკავშირებული კონტენტი, თუ ის ჩვენს მინიმუმ ერთ კრიტერიუმს (მაგალითად, ასაკობრივი შეზღუდვის განთავსება, შენიშვნა ან კრიზისის შესახებ რესურსების არის განთავსება ვიდეოზე) მაინც აკმაყოფილებს. გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის სრული სია:

  • კონტენტი, რომელიც საგანმანათლებლო, დოკუმენტური, სამეცნიერო ან მხატვრულია
  • კონტენტი, რომელიც საზოგადოებისთვის საინტერესოა
  • ნატურალისტური კონტენტი, რომელიც სათანადოდ გაბუნდოვნებულია
  • დრამატიზებული ან სცენარის მიხედვით დაწერილი კონტენტი, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით: ანიმაციები, ვიდეო თამაშები, მუსიკალური ვიდეოები და კლიპები ფილმებიდან და შოუებიდან
  • სუიციდის ან თვითდაზიანების მეთოდების, მდებარეობებისა და ცხელი წერტილების დეტალური განხილვა
  • თვითდაზიანების ან სუიციდის გრაფიკული აღწერილობები
  • კვებითი აშლილობის განკურნებასთან დაკავშირებული კონტენტი, რომელიც შეიცავს ისეთ დეტალებს, რომლებიც მნახველებს გარისკვისკენ უბიძგებს

საუკეთესო პრაქტიკები შემქმნელებისთვის, რომლებიც აქვეყნებენ კონტენტს სუიციდის, თვითდაზიანების ან კვებითი აშლილობების შესახებ

ჩვენ გირჩევთ, გამოიყენოთ ეს პრაქტიკები სუიციდთან ან თვითდაზიანებასთან დაკავშირებულ კონტენტში, რათა დაიცვათ მნახველები დაზიანებისგან და ტკივილისგან:

  • თავი აარიდეთ იმ ადამიანის ჩვენებას, რომელიც სუიციდის შედეგად გარდაიცვალა პატივი ეცით მისი და მისი ოჯახის წევრების პირად სივრცეს. შეიტყვეთ მეტი.
  • გამოიყენეთ ისეთი ფორმულირება, რომელიც პოზიტიური და მხარდამჭერია და ორიენტირებულია გამოჯანმრთელებაზე, პრევენციასა და იმედით სავსე ამბებზე.
  • დაურთეთ სუიციდისა და თვითდაზიანების პრევენციასა და მასთან გამკლავებასთან დაკავშირებული ინფორმაცია და რესურსები. დაურთეთ როგორც ვიდეოში, ისე ვიდეოს აღწერილობაში.
  • არ გამოიყენოთ მგრძნობიარე ენა ან დრამატული გამოსახულებები.
  • დაურთეთ კონტექსტი, მაგრამ თავი აარიდეთ იმის განხილვას, როგორ გარდაიცვალა მსხვერპლი სუიციდის შედეგად. არ ახსენოთ მეთოდები ან ლოკაციები.
  • გააბუნდოვანეთ კონტენტი, რომელიც შეიცავს სუიციდის მსხვერპლის სურათებს. თქვენი ვიდეოს გაბუნდოვნება შეგიძლიათ რედაქტორის მეშვეობით YouTube Studio-ში. შეიტყვეთ მეტი.

ჩვენ გირჩევთ, გამოიყენოთ ეს პრაქტიკები კვებით აშლილობებთან დაკავშირებულ კონტენტში, რათა დაიცვათ მნახველები დაზიანებისგან და ტკივილისგან:

  • კვებითი აშლილობის ქცევის ნაცვლად ორიენტირდით მის გავლენაზე.
  • უთხარით თქვენს აუდიტორიას, რომ კვებითი აშლილობები ხშირად იწვევს მძიმე გართულებებს.
  • დაურთეთ ინფორმაცია და რესურსები კვებითი აშლილობის პრევენციისა და მასთან გამკლავების სტრატეგიების შესახებ. დაურთეთ როგორც ვიდეოში, ისე ვიდეოს აღწერილობაში.

რა ხდება, თუ კონტენტი არღვევს ამ წესებს

თუ თქვენი კონტენტი წინამდებარე წესებს ეწინააღმდეგება, კონტენტს ამოვშლით და ამის შესახებ ელფოსტით შეგატყობინებთ. თუ ვერ დავადასტურებთ, რომ თქვენ მიერ გამოქვეყნებული ბმული უსაფრთხოა, შეიძლება ამოვშალოთ ბმული. გაითვალისწინეთ, რომ ვიდეოსთან ერთად ან ვიდეოს მეტამონაცემებში გამოქვეყნებული URL-ები, რომლებიც წესებს არღვევს, შეიძლება ვიდეოს ამოშლის მიზეზი გახდეს.

თუ ეს საზოგადოების წესდების პირველი დარღვევაა, თქვენ, სავარაუდოდ, მიიღებთ შენიშვნას და თქვენს არხს ჯარიმა არ დაეკისრება. თუ გაივლით ტრენინგს წესების შესახებ, თქვენს შენიშვნას ვადა 90 დღის გასვლის შემდეგ ამოეწურება. თუმცა, თუ 90 დღის განმავლობაში განმეორებით დაარღვევთ წესებს, შენიშვნას ვადა არ ამოეწურება და თქვენი არხი გაფრთხილებას მიიღებს. ტრენინგის დასრულების შემდეგ დარღვეული სხვა წესი ცალკე შენიშვნას იღებს.

თუ 90 დღის განმავლობაში 3 გაფრთხილება დაგიგროვდათ, თქვენი არხი შეწყვეტს მოქმედებას. შეიტყვეთ მეტი ჩვენი გაფრთხილებების სისტემის შესახებ.

საზოგადოების წესდებისა და მომსახურების პირობების განმეორებითი დარღვევის გამო, უფლება გვაქვს თქვენს არხს ან ანგარიშს მოქმედება შევუწყვიტოთ. ასევე, უფლებას ვიტოვებთ თქვენს არხს ან ანგარიშს მოქმედება შევუწყვიტოთ მხოლოდ ერთი დარღვევის გამო, თუ ეს დარღვევა მძიმეა ან როცა არხი არღვევს დებულებას. განმეორებით დამრღვევებს შეიძლება შეეზღუდოთ მონაწილეობის მიღება წესების შესახებ მომავალ ტრენინგებში. შეიტყვეთ მეტი არხისა და ანგარიშის მოქმედების შეწყვეტის შესახებ.

საბოლოოდ ჩვენ, ასევე, შეიძლება შეგიზღუდოთ წვდომა პირდაპირ სტრიმინგზე თუ ფიქრობთ, რომ თქვენ მოახდენთ ისეთი კონტენტის პირდაპირ სტრიმინგს, რომელიც დაარღვევს ჩვენს საზოგადოების წესდებას. შეიტყვეთ მეტი პირდაპირი სტრიმინგის შეზღუდვების შესახებ.

შენიშვნები და მხარდამჭერი რესურსები

YouTube-მა შეიძლება აჩვენოს ფუნქციები ან რესურსები მომხმარებელს, როცა კონტენტი შეიცავს სუიციდთან ან თვითდაზიანებასთან დაკავშირებულ თემებს. მაგალითად:

  • შენიშვნა თქვენს ვიდეოზე (სანამ დაიკვრება), რომელიც აუწყებს, რომ ის შეიცავს სუიციდთან და თვითდაზიანებასთან დაკავშირებულ კონტენტს
  • არე ვიდეოს ქვეშ, რომელიც შეიცავს მხარდამჭერ რესურსებს, მათ შორის, სუიციდის პრევენციის ორგანიზაციის ტელეფონის ნომრებს

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
5778063644636416084
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false