ძალადობრივ ან ნატურალისტურ კონტენტთან დაკავშირებული წესები

ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია ჩვენი შემქმნელების, მნახველებისა და პარტნიორების უსაფრთხოება. მივესალმებით და ვაფასებთ თქვენს ყველა ინიციატივას დაიცვათ ჩვენი უნიკალური და მრავალფეროვანი საზოგადოება. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, რომ თითოეული მომხმარებელი კარგად იცნობდეს ჩვენს საზოგადოების წესდებას და მის მნიშვნელობას YouTube-ის უსაფრთხოების შენარჩუნებაში. თხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ წესებს. ჩვენი წესდების სრული სიის სანახავად, შეამოწმეთ ეს გვერდი.

ძალადობრივი ან სისხლიანი კონტენტი, რომელიც მნახველებში შოკისა და გაღიზიანების გამოწვევას ისახავს მიზნად ან კონტენტი, რომელიც სხვებს ძალადობრივი ქმედების ჩადენისკენ უბიძგებს, ნებადართული არ არის YouTube-ზე.

თუ ფიქრობთ, რომ ვინმეს უშუალო საფრთხე ემუქრება, დაუკავშირდით ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოს და დაუყოვნებლივ აცნობეთ სიტუაციის შესახებ.

თუ აღმოაჩენთ კონტენტს, რომელიც არღვევს ამ წესებს, შეგვატყობინეთ. ჩვენი საზოგადოების წესდების დარღვევის შესახებ მოხსენების ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ აქ. თუ აღმოაჩინეთ რამდენიმე ვიდეო ან კომენტარი და გსურთ მათ შესახებ მოხსენების წარდგენა, შეგიძლიათ, გააგზავნოთ მოხსენება არხის შესახებ.

რას ნიშნავს ეს წესები თქვენთვის

თუ აქვეყნებთ კონტენტს

არ გამოაქვეყნოთ კონტენტი YouTube-ზე, თუ ის შეესაბამება ქვემოთ მოცემულ რომელიმე აღწერილობას.

ძალადობრივი ან ნატურალისტური კონტენტი:

  • ძალადობრივი ქმედებებისკენ მოწოდება ცალკეული პირებისა თუ ადამიანების განსაზღვრული ჯგუფის წინააღმდეგ.
  • ჩხუბი არასრულწლოვანთა მონაწილეობით.
  • კადრები, აუდიო ან სურათები, რომლებშიც ასახულია ავტოსაგზაო შემთხვევები, ბუნებრივი კატასტროფები, ომის შედეგები, ტერორისტული თავდასხმის შედეგები, ქუჩის ჩხუბები, ფიზიკური თავდასხმები, დაწვა, წამება, გვამები, პროტესტი ან ამბოხი, ძარცვა, სამედიცინო პროცედურები ან სხვა მსგავსი სიტუაციები, რომლის მიზანია მნახველებში შოკის ან გაღიზიანების გამოწვევა.
  • კადრები ან სურათები, რომლებშიც წარმოდგენილია სხეულის სითხეები (მაგალითად, სისხლი ან გულისრევა), რომლის მიზანია მნახველებში შოკის ან გაღიზიანების გამოწვევა.
  • მძიმე ტრავმის მქონე გვამების (მაგალითად, მოწყვეტილი კიდურების) კადრები.

ცხოველებზე ძალადობის ამსახველი კონტენტი:

  • კონტენტი, რომელშიც ადამიანები ცხოველებს ჩხუბს აიძულებენ.
  • კონტენტი, რომელშიც ადამიანი, ბოროტი განზრახვით, არასათანადოდ ეპყრობა ცხოველს და აწვალებს მას, ტრადიციული ან სტანდარტული პრაქტიკების მიღმა. ტრადიციული ან სტანდარტული პრაქტიკის მაგალითები მოიცავს ნადირობას ან კერძის მომზადებას.
  • კონტენტი, რომელშიც ადამიანი ცხოველს მძიმე პირობებს უქმნის საჭიროების გარეშე, ტრადიციული ან სტანდარტული პრაქტიკების მიღმა. ტრადიციული ან სტანდარტული პრაქტიკის მაგალითები მოიცავს ნადირობას ან კერძის მომზადებას.
  • კონტენტი, რომელიც ხოტბას ასხამს ან პროპაგანდას უწევს ცხოველების მიმართ სერიოზულ დაუდევრობას, არასათანადო მოპყრობას ან მათთვის ზიანის მიყენებას.
  • კონტენტი, რომელშიც ნაჩვენებია ცხოველის გადარჩენის დადგმული სცენა, რომლის დროსაც ცხოველი სახიფათო მდგომარეობაში აღმოჩნდება.
  • ნატურალისტური კონტენტი, რომელშიც ნაჩვენებია ცხოველები და რომელიც მიზნად ისახავს მნახველების შოკირებას ან გაღიზიანებას.

დადგმული ან გამოგონილი კონტენტი:

  • იმგვარი კონტენტის დადგმული ან მხატვრული კადრები, რომელიც აკრძალულია წინამდებარე წესებით, თუ მნახველისთვის წარდგენილი არ არის საკმარისი კონტექსტი, რომ ეს კადრები დადგმული ან გამოგონილია.

გაითვალისწინეთ, რომ ჩვენთან დაუშვებელია შემდეგი სახის კონტენტი, თუნდაც მას საგანმანათლებლო, დოკუმენტური, სამეცნიერო ან მხატვრული კონტექსტი ჰქონდეს:

  • სექსუალური ხასიათის ფიზიკური ძალადობა (ვიდეო, კადრები ან აუდიო).
  • კადრები, რომლებიც გადაღებულია დამნაშავის მიერ სასიკვდილო ან ფართომასშტაბიანი ძალადობრივი ქმედების ჩადენის დროს, რომელშიც იარაღი, ძალადობა ან დაშავებული მსხვერპლი ჩანს ან მისი ხმა ისმის.

გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის სრული სია.

გაითვალისწინეთ, რომ ეს წესები ვრცელდება ვიდეოებზე, ვიდეოების აღწერილობებზე, ესკიზებზე, კომენტარებზე, პირდაპირ სტრიმინგებზე და ნებისმიერ სხვა YouTube პროდუქტსა ან ფუნქციაზე. გაითვალისწინეთ, რომ ეს წესები ასევე ვრცელდება თქვენს კონტენტში მოცემულ გარე ბმულებზე . გარე ბმული შეიძლება გულისხმობდეს დასაწკაპუნებელ URL-ებს, ვიდეოში მომხმარებლების სხვა საიტებზე ვერბალურად გადამისამართებას და ასევე სხვა ფორმებს.

საგანმანათლებლო კონტენტი

ზოგიერთ შემთხვევაში, საგანმანათლებლო, დოკუმენტურ, სამეცნიერო ან მხატვრულ კონტენტში, შესაძლოა, დავუშვათ ზემოთ აღნიშნული სახის ძალადობის შემცველი ან ნატურალისტური კონტენტი. ეს არ ნიშნავს, რომ მნახველებისთვის შოკის ან გაღიზიანების გამომწვევი ან ძალადობისკენ მომწოდებელი კონტენტის ატვირთვა დაშვებულია. ჩვენ ამგვარ გამონაკლისებს არ ვუშვებთ გარკვეული სახის კონტენტისთვის (მაგალითად, სასტიკი სექსუალური ძალადობის კადრებისთვის). საგანმანათლებლო კონტენტისთვის, რომელიც შეიცავს ზემოთ აღნიშნულ ძალადობას ან ნატურალისტურ კონტენტს, ეს კონტენტი უნდა გამოჩნდეს თვითონ ვიდეოს სურათებში ან აუდიოში. ამ ყველაფრის სათაურში ან აღწერილობაში წარმოდგენა არასაკმარისია.

საგანმანათლებლო, დოკუმენტური, სამეცნიერო ან მხატვრული ხასიათის კონტენტთან დაკავშირებით, რომელშიც შესულია ზრდასრულთათვის განკუთვნილი მასალები ან ნატურალისტური ძალადობის ამსახველი სცენები, შესაძლოა, გავითვალისწინოთ მესამე მხარის ინდუსტრიის ოფიციალური რეიტინგები და შემდეგ გადავწყვიტოთ, დავტოვოთ თუ არა კონტენტი YouTube-ზე. კონტენტს, რომელიც იცავს ჩვენს წესებს, მაგრამ შესაფერისი არაა ყველა ტიპის აუდიტორიისთვის ასაკობრივი შეზღუდვა უწესდება. ასაკის მიხედვით შეზღუდული კონტენტის ნახვა შეუძლებელია 18 წლამდე პირებისთვის ან სისტემიდან გასვლის რეჟიმში.

ასაკის მიხედვით შეზღუდული კონტენტი

ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ ასაკობრივი შეზღუდვა კონტენტის წაშლის ნაცვლად, თუ ძალადობის ამსახველი ან ნატურალისტური კონტენტი საკმარის კონტექსტს იძლევა მის გასაგებად. მაგალითად, კონტენტი, რომელშიც ნაჩვენებია მსხვერპლის ტრავმები ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, შესაძლოა წაიშალოს, მაგრამ ისიც სავარაუდოა, რომ ამგვარ კონტენტს ასაკობრივი შეზღუდვა დაუწესდეს, თუ ის წარმოდგენილია ახალ ამბებში, რომელიც განმარტავს სიტუაციას და კონტექსტს. თუ ძალადობის ამსახველი ან ნატურალისტური კონტენტი საგანმანათლებლო მიზნით გამოიყენება, ეს კონტექსტი უნდა გამოჩნდეს თვითონ ვიდეოს სურათებსა თუ აუდიოში. კონტექსტის მნიშვნელობის შესახებ შეგიძლიათ შეიტყოთ მეტი აქ.

ჩვენ, ასევე, ვითვალისწინებთ საჯარო ინტერესს კონტენტის წაშლასა თუ მისთვის ასაკობრივი შეზღუდვის დაწესებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების დროს. მაგალითად, შესაძლოა, ასაკობრივი შეზღუდვა დავუწესოთ ნატურალისტურ ან ძალადობის ამსახველ კონტენტს, რომელშიც ასახულია საომარი ზონები.

ჩვენ, შესაძლოა, ასევე შევზღუდოთ გამოგონილი ძალადობის ჩვენება, რომელშიც წარმოდგენილია ნატურალისტური სცენები, მაგალითად, დაჩეხილი ან თავმოკვეთილი ადამიანების გამოსახულებები. როგორც წესი, ჩვენთან დაშვებულია დადგმული ძალადობის გაშვება, როცა მეტამონაცემებიდან ან კონტენტიდან (მაგალითად, ანიმაციური ან ვიდეო თამაშების კონტენტიდან) აშკარაა, რომ ის არარეალურია.

კონტენტის ასაკის მიხედვით შეზღუდვის ან წაშლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ვითვალისწინებთ შემდეგს. გაითვალისწინეთ, რომ ეს არასრული სიაა:

  • ვიდეოში მთავარი აქცენტი გადატანილია ძალადობრივ ან სისხლიან კადრებზე. მაგალითად, ვიდეოში ყურადღება გამახვილებულია ფილმის ან ვიდეო თამაშის მხოლოდ ყველაზე სასტიკ ნაწილზე.
  • იწვევს თუ არა სათაური, აღწერილობა, თეგები ან სხვა მონაცემები მნახველის შოკირებას ან გაღიზიანებას.
  • იყო თუ არა ძალადობის ამსახველი გამოსახულებები ან აუდიოჩანაწერები გაბუნდოვანებული, დაფარული ან დაბნელებული.
  • დრო, რომლის განმავლობაშიც ძალადობის ამსახველი კადრები ან აუდიო წარმოდგენილია კონტენტში.
  • წარმოდგენილია თუ არა კონტექსტი, რომელიც მნახველს დაეხმარება, გაერკვეს, კადრები დადგმულია თუ გამოგონილი. მაგალითად, ვიდეოში, სათაურში ან აღწერილობაში მითითებული ინფორმაციის მეშვეობით.
  • არის თუ არა ძალადობა რელიგიური ან კულტურული პრაქტიკის ნაწილი და წარმოადგენს თუ არა ამტვირთავი საკმარის კონტექსტს ამის შესახებ.
  • წარმოდგენილია თუ არა კონტენტში ცხოველის მკვლელობა ტრადიციული ან სტანდარტული პრაქტიკების (მაგალითად, ნადირობა, რელიგიური პრაქტიკა ან კერძის მომზადება) მეშვეობით.

ეს წესები ვრცელდება ვიდეოებზე, ვიდეოების აღწერილობებზე, კომენტარებზე, პირდაპირ სტრიმინგებზე და ნებისმიერ სხვა YouTube პროდუქტზე ან ფუნქციაზე.

მაგალითები

წარმოგიდგენთ YouTube-ზე აკრძალული კონტენტის ზოგიერთ მაგალითს.

  • სხვების წახალისება, რომ კონკრეტულ ადგილას ძალადობის ჩადენის, ძალადობის კონკრეტულ დროს ჩადენის ან გარკვეული პირების ან ჯგუფების მიმართ ძალადობრივი ქმედებების განხორციელების მიზნით.
  • სკოლაში ნამდვილი ჩხუბები არასრულწლოვნებს შორის. შესაძლოა, დავუშვათ კონტენტი, როცა არასრულწლოვნები ჩხუბს თამაშობენ და ეს მნახველებისთვისაც ცხადია.
  • პროფესიონალების ან პროფესიონალების მიერ მოწყობილ სპორტული ღონისძიებებზე ცემა ან ჩხუბი კონტექსტის გარეშე.

მეტი მაგალითი

ძალადობრივი ან ნატურალისტური კონტენტი
შემდეგი ტიპის კონტენტი დაუშვებელია YouTube-ზე. ეს სრული სია არ არის.
  • სამედიცინო პროცედურის კადრები, რომელშიც კონტენტი ფოკუსირებულია ღია ჭრილობებზე და მნახველებისთვის წარმოდგენილი არ არის საგანმანათლებლო კონტექსტი ან განმარტება.
  • დანაშაულების კადრები (მაგალითად, ძალადობრივი ძარცვები), რომელშიც მნახველებისთვის წარმოდგენილი არ არის საგანმანათლებლო კონტექსტი ან განმარტება.
  • მობილური ტელეფონის, ვიდეორეგისტრატორის ან სატელევიზიო სათვალთვალო სისტემის კადრები, რომელშიც ნაჩვენებია ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანებული ან გარდაცვლილი ადამიანი და რომელსაც სათაურად მითითებული აქვს: „საშინელი ავარია“ ან „გაფრთხილება: ბევრი სისხლი“.
  • თავის მოკვეთის ვიდეოები.
  • ცალმხრივი შეურაცხყოფა, სათაურით: „ნახეთ, როგორ ცემენ ამ ტიპს!“.
ცხოველების მიმართ არასათანადო მოპყრობის ამსახველი კონტენტი
ცხოველების მიმართ არასათანადო მოპყრობა გულისხმობს კონტენტს, რომელშიც ნაჩვენებია მავნე ინფექცია, რომელიც ცხოველის სერიოზულ ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ზიანს იწვევს. შესაძლოა, დავუშვათ გამონაკლისები კონტენტისთვის, რომელშიც წარმოდგენილია ფართოდ გავრცელებული პრაქტიკები (მაგალითად, ნადირობა, მახის დაგება, მავნებლებთან ბრძოლა, კერძის მომზადება, სამედიცინო მკურნალობა ან ცხოველთა ხოცვა), რომელშიც წარმოდგენილია ცხოველის ან ცხოველების ჯგუფის მიმართ მიყენებული ზიანი.

წარმოგიდგენთ YouTube-ზე აკრძალული კონტენტის ზოგიერთ მაგალითს:

  • ძაღლების ჩხუბი, მამლების ჩხუბი ან სხვა ცხოველების იძულებითი ჩხუბი, როცა ადამიანები აიძულებენ მათ, ერთმანეთს თავს დაესხან. ჩვენთან დაშვებულია კონტენტი, რომელშიც წარმოდგენილია ცხოველების ჩხუბი ველურ ბუნებაში (მაგალითად, დოკუმენტურ ფილმებში).
  • კონტენტი, რომელშიც ნაჩვენებია ცხოველების ტანჯვა, დამცირება ან არასათანადო მოპყრობა, მნახველის შოკირებისა და ძალადობის განდიდების მიზნით; რომელშიც წარმოდგენილი არ არის საკმარისი საგანმანათლებლო, დოკუმენტური, სამეცნიერო ან მხატვრული კონტექსტი.
  • კორიდა, რომლის დროსაც ხარებს ზიანს აყენებენ ხმლებით.
  • ნადირობა არასტანდარტული პრაქტიკების (მაგალითად, ყუმბარების ან შხამის) გამოყენებით.
  • ცხოველის გადარჩენის დადგმული სცენა, როცა ცხოველებს საგანგებოდ აყენებენ ზიანს ან სახიფათო მდგომარეობაში აქცევენ, დრამატული ეფექტის მიზნით.

ზემოთ წარმოდგენილი სია არასრულია.

გახსოვდეთ, რომ აქ მოცემულია მხოლოდ რამდენიმე მაგალითი. არ გამოაქვეყნოთ კონტენტი, თუ ფიქრობთ, რომ ის, შესაძლოა, ჩვენს წესებს არღვევდეს.

რა ხდება, თუ კონტენტი არღვევს ამ წესებს

თუ თქვენი კონტენტი წინამდებარე წესებს ეწინააღმდეგება, კონტენტს ამოვშლით და ამის შესახებ ელფოსტით შეგატყობინებთ. თუ ვერ დავადასტურებთ, რომ თქვენ მიერ გამოქვეყნებული ბმული უსაფრთხოა, შეიძლება ამოვშალოთ ბმული. გაითვალისწინეთ, რომ ვიდეოსთან ერთად ან ვიდეოს მეტამონაცემებში გამოქვეყნებული URL-ები, რომლებიც წესებს არღვევს, შეიძლება ვიდეოს ამოშლის მიზეზი გახდეს.

თუ ეს საზოგადოების წესდების პირველი დარღვევაა, თქვენ, სავარაუდოდ, მიიღებთ შენიშვნას და თქვენს არხს ჯარიმა არ დაეკისრება. თუ გაივლით ტრენინგს წესების შესახებ, თქვენს შენიშვნას ვადა 90 დღის გასვლის შემდეგ ამოეწურება. თუმცა, თუ 90 დღის განმავლობაში განმეორებით დაარღვევთ წესებს, შენიშვნას ვადა არ ამოეწურება და თქვენი არხი გაფრთხილებას მიიღებს. ტრენინგის დასრულების შემდეგ დარღვეული სხვა წესი ცალკე შენიშვნას იღებს.

თუ 90 დღის განმავლობაში 3 გაფრთხილება დაგიგროვდათ, თქვენი არხი შეწყვეტს მოქმედებას. შეიტყვეთ მეტი ჩვენი გაფრთხილებების სისტემის შესახებ.

საზოგადოების წესდებისა და მომსახურების პირობების განმეორებითი დარღვევის გამო, უფლება გვაქვს თქვენს არხს ან ანგარიშს მოქმედება შევუწყვიტოთ. ასევე, უფლებას ვიტოვებთ თქვენს არხს ან ანგარიშს მოქმედება შევუწყვიტოთ მხოლოდ ერთი დარღვევის გამო, თუ ეს დარღვევა მძიმეა ან როცა არხი არღვევს დებულებას. განმეორებით დამრღვევებს შეიძლება შეეზღუდოთ მონაწილეობის მიღება წესების შესახებ მომავალ ტრენინგებში. შეიტყვეთ მეტი არხისა და ანგარიშის მოქმედების შეწყვეტის შესახებ.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
4701107694015073918
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false