სიშიშვლისა და სექსუალური კონტენტის წესები

შენიშვნა: 2022 წლის 7 სექტემბრიდან განვაახლეთ სიშიშვლესა და სექსუალური შინაარსის კონტენტთან დაკავშირებული წესები, რომ უფრო თანმიმდევრულად გავატაროთ ჩვენი საზოგადოების წესდება. შეგიძლიათ, შეიტყოთ მეტი ამ ცვლილებების შესახებ ჩვენს ფორუმზე. წესები განახლდა ამ ცვლილებებით.
ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია ჩვენი შემქმნელების, მნახველებისა და პარტნიორების უსაფრთხოება. მივესალმებით და ვაფასებთ თქვენს ყველა ინიციატივას დაიცვათ ჩვენი უნიკალური და მრავალფეროვანი საზოგადოება. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, რომ თითოეული მომხმარებელი კარგად იცნობდეს ჩვენს საზოგადოების წესდებას და მის მნიშვნელობას YouTube-ის უსაფრთხოების შენარჩუნებაში. თხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ წესებს. ჩვენი წესდების სრული სიის სანახავად, შეამოწმეთ ეს გვერდი.

უცენზურო კონტენტი, რომელიც სექსუალურ სიამოვნებაზეა ორიენტირებული, ნებადართული არ არის YouTube-ზე. პორნოგრაფიის გამოქვეყნებას, შესაძლოა, კონტენტის წაშლა ან არხისთვის მოქმედების შეწყვეტა მოჰყვეს. ვიდეოები, რომლებიც შეიცავს ფეტიშის ამსახველ კონტენტს, წაიშლება ან მას ასაკობრივი შეზღუდვა დაუწესდება. უმეტეს შემთხვევაში, ძალადობრივი, ნატურალისტური ან დამამცირებელი ფეტიში ნებადართული არ არის YouTube-ზე.

თუ აღმოაჩენთ კონტენტს, რომელიც არღვევს ამ წესებს, შეგვატყობინეთ. ჩვენი საზოგადოების წესდების დარღვევის შესახებ მოხსენების ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ აქ. თუ აღმოაჩინეთ რამდენიმე ვიდეო ან კომენტარი და გსურთ მათ შესახებ მოხსენების წარდგენა, შეგიძლიათ, გააგზავნოთ მოხსენება არხის შესახებ.

გამოკვეთილი სექსუალური ხასიათის კონტენტი, რომელიც ასახავს არასრულწლოვნებს და კონტენტი, რომელიც სექსუალურად იყენებს არასრულწლოვნებს, ნებადართული არ არის YouTube-ზე. ჩვენ მოვახსენებთ კონტენტის შესახებ, რომელიც შეიცავს ბავშვების სექსუალურად არასათანადო მოპყრობის ამსახველ კადრებს დაკარგული და ექსპლუატაციაში მყოფი ბავშვების ეროვნულ ცენტრს, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობს გლობალური მასშტაბით.

რას ნიშნავს ეს წესები თქვენთვის

თუ აქვეყნებთ კონტენტს

უცენზურო კონტენტის გამოქვეყნებას, რომელიც არღვევს ამ წესებს, შესაძლოა, არხისთვის მოქმედების შეწყვეტა მოჰყვეს. ეს წესები ვრცელდება რეალურ, დადგმულ, ილუსტრირებულ და ანიმაციურ კონტენტებზე, მათ შორის, სექსუალურ სცენებზე, ვიდეო თამაშებსა და მუსიკაზე.

ნუ გამოაქვეყნებთ კონტენტს YouTube-ზე, თუ მასში ნაჩვენებია:

  • ჩაცმული ან გაშიშვლებული გენიტალიები, მკერდი ან დუნდულები, რაც სექსუალურ სიამოვნებაზეა ორიენტირებული.
  • პორნოგრაფია — სქესობრივი აქტების და ფეტიშების ჩვენება, რომლებიც ორიენტირებულია სექსუალურ სიამოვნებაზე.

სხვა ტიპის კონტენტი, რომელიც არღვევს ამ წესებს

  • მასტურბაცია
  • მოფერება ან შეხება გენიტალიებზე, მკერდსა თუ დუნდულებზე
  • სექს სათამაშოების გამოყენებით მნახველისთვის სიამოვნების მინიჭება
  • სიშიშვლე ან ნაწილობრივი სიშიშვლე, რაც სექსუალური სიამოვნების მიღებაზეა ორიენტირებული
  • თანხმობის გარეშე სექსუალური აქტები ან თანხმობის გარეშე სექსუალური აქტების პროპაგანდა ან განდიდება (მაგალითად, სექსუალური ძალადობა, ინცესტი, ცხოველური ქცევა ან ზოოფილია)
  • არასასურველი სექსუალიზაცია, მაგალითად, უნებართვოდ გაზიარებული სურათები ან ვუაიერიზმი
  • გასახდელის ინციდენტები ან შიშველი ფოტოების გავრცელება
  • თანხმობის გარეშე მასშტაბის გაზრდა, ხანგრძლივი კონცენტრაცია ან ხაზგასმა მკერდზე, დუნდულებსა თუ გენიტალიების არეალზე, სექსუალური სიამოვნების მიღების მიზნით
  • ფეტიშის ამსახველი სასტიკი, ნატურალისტური ან დამამცირებელი კონტენტი, რომლის მიზანია სექსუალური სიამოვნების მიღება
  • კონტენტის აგრეგაცია, რაც სექსუალური სიამოვნების მიღებას ითვალისწინებს
  • ნებისმიერი სექსუალური შინაარსის კონტენტი არასრულწლოვანთა მონაწილეობით — დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ჩვენი YouTube-ზე ბავშვების უსაფრთხოების გვერდი

შენიშვნა: ზემოთ წარმოდგენილი სია არასრულია.

ასაკის მიხედვით შეზღუდული კონტენტი

ჩვენ, შესაძლოა, ასაკის მიხედვით შევზღუდოთ კონტენტი, თუ მასში წარმოდგენილია სიშიშვლე ან სხვა სექსუალური შინაარსის კონტენტი, თუმცა არ ასახავს ზემოთ ჩამოთვლილთაგან არცერთს. ასაკის მიხედვით კონტენტის შეზღუდვის ან წაშლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ვითვალისწინებთ შემდეგს.

  • ტანსაცმლით თუ ტანსაცმლის გარეშეა ვიდეოში წარმოდგენილი მკერდი, დუნდულები ან გენიტალიები, რომლებზეც ძირითადი აქცენტია გადატანილი
  • წარმოდგენილია თუ არა ობიექტი მნახველისთვის სექსუალური სიამოვნების მიღებაზე გათვლილ პოზაში
  • ნატურალისტურია თუ უხამსია ვიდეოში გამოყენებული ენა
  • ახალისებს თუ არა ვიდეოში წარმოდგენილი სუბიექტის ქმედებები სექსუალურ აღგზნებას, მაგალითად, მკერდზე და გენიტალიებზე შეხება ან საცვლების ჩვენება
  • რამდენად მისაღებია ამგვარი ტანსაცმლის (მაგალითად, საცვლების) ტარება საზოგადოებრივ ადგილებში
  • იყო თუ არა სექსუალური ხასიათის გამოსახულებები ან აუდიოჩანაწერები გაბუნდოვანებული, დაფარული ან დაბნელებული
  • რამდენად ხანგრძლივი ან ხანმოკლეა სექსუალური ხასიათის კადრები კონტენტში
  • იწვევს თუ არა კონტენტი სხვებს, მონაწილეობა მიიღონ სექსუალურ ქმედებებთან დაკავშირებულ შეჯიბრში

შენიშვნა: ზემოთ წარმოდგენილი სია არასრულია.

ეს წესები ვრცელდება ვიდეოებზე, ვიდეოების აღწერილობებზე, კომენტარებზე, პირდაპირ სტრიმინგებზე, აუდიოსა და ნებისმიერ სხვა YouTube პროდუქტზე ან ფუნქციაზე. გახსოვდეთ, ეს მხოლოდ მაგალითებია. არ გამოაქვეყნოთ კონტენტი, თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება ამ წესებს არღვევდეს.

საგანმანათლებლო კონტენტი

შესაძლოა, დავუშვათ სექსუალური შინაარსის კონტენტი, თუ მისი ძირითადი მიზანი საგანმანათლებლო, დოკუმენტური, სამეცნიერო ან მხატვრულია და უკონტექსტოდ არ არის წარმოდგენილი. მაგალითად, დოკუმენტური ფილმი მკერდის სიმსივნეზე, რომელშიც ნაჩვენებია შიშველი მკერდი, დასაშვებია, მაგრამ კონტექსტის გარეშე წარმოდგენილი კლიპები იმავე დოკუმენტური ფილმიდან, რომელთა მიზანიც სექსუალური სიამოვნების მიღებაა, დაუშვებელია. კონტექსტიდან ამოგლეჯილი სიშიშვლე ძირძველ თემებში, სამედიცინო პროცედურების დროს, ბავშვის დაბადებისას, მხატვრული წარმოდგენისას ან ძუძუთი ჭმევისას, შესაძლოა, არ მოხვდეს დოკუმენტურ ფილმებზე დაშვებულ გამონაკლისებს შორის. 

იგივე ითქმის სექსუალური სცენების ასახვაზე მხატვრულ ნაწარმოებებში — ფილმებში, აუდიომოთხრობებში, მუსიკასა თუ ვიდეო თამაშებში. მაგალითად, შესაძლოა, დასაშვები იყოს ფილმი სექსუალური ხასიათის სცენით, თუ მასში და ვიდეოს აღწერილობაში მოხსენიებულია ისეთი დეტალები, როგორიცაა ფილმის სახელწოდება, რეჟისორისა და მსახიობების სახელები. გახსოვდეთ, რომ შინაარსში, სათაურსა და აღწერაში კონტექსტის მითითება დაგვეხმარება ჩვენც და თქვენს მნახველებსაც, დავადგინოთ ვიდეოს ძირითადი მიზანი.

საგანმანათლებლო, დოკუმენტური, სამეცნიერო ან მხატვრული ხასიათის კონტენტთან დაკავშირებით, რომელშიც შესულია ზრდასრულთათვის განკუთვნილი მასალები ან ნატურალისტური ძალადობის ამსახველი სცენები, შესაძლოა, გავითვალისწინოთ მესამე მხარის ოფიციალური რეიტინგები და შემდეგ გადავწყვიტოთ, დავტოვოთ თუ არა კონტენტი YouTube-ზე. კონტენტს, რომელიც იცავს ჩვენს წესებს, მაგრამ შესაფერისი არაა ყველა ტიპის აუდიტორიისთვის ასაკობრივი შეზღუდვა უწესდება. ასაკის მიხედვით შეზღუდული კონტენტის ნახვა შეუძლებელია 18 წლამდე პირებისთვის ან სისტემიდან გასვლის რეჟიმში.

მაგალითები

წარმოგიდგენთ YouTube-ზე აკრძალული კონტენტის ზოგიერთ მაგალითს.

  • კლიპები, რომლებიც ამოღებულია არაპორნოგრაფიული ფილმებიდან, შოუებიდან ან სხვა კონტენტიდან, რომლის მიზანიც სექსუალური შინაარსის კონტენტის იზოლაციაა (რეალური თუ მხატვრული).
  • შეხება, კოცნა, საჯარო მასტურბაცია, „ქვედაბოლოს ქვეშ“, ვუაიერიზმი, მტაცებლური ექსჰიბიციონიზმი ან ნებისმიერი სხვა ტიპის კონტენტი, რომელშიც ასახულია პირი სექსუალიზებული სახით, თანხმობის გარეშე
  • კონტენტი, რომელშიც წარმოდგენილია სექსუალური აქტები, ქცევები ან სექს სათამაშოები, რაც სექსუალური სიამოვნების მიღებას ისახავს მიზნად

შენიშვნა: ზემოთ ჩამოთვლილია მხოლოდ რამდენიმე მაგალითი. თუ ფიქრობთ, რომ კონტენტი შეიძლება არღვევდეს ამ წესებს, არ გამოაქვეყნოთ.

მეტი მაგალითი

  • დასაკრავი სიები, რომლებშიც აგრეგირებულია კონტენტი, რომელიც შეიცავს სიშიშვლეს ან სექსუალურ თემებს სექსუალური სიამოვნების მიღების მიზნით
  • პროვოკაციული ცეკვა, რომელიც კონცენტრირებულია გენიტალიებზე, დუნდულებზე ან მკერდზე ან მოიცავს მოფერებას და შეხებას
  • კონტენტი, რომელშიც სექსუალიზებულია გაუპატიურება ნებისმიერი ფორმით, ან კონტენტი, რომელშიც აგრეგირებულია გაუპატიურების დადგმული სცენების ფრაგმენტები
  • სექსუალური აქტების ამსახველი აუდიო ან ტექსტობრივი გამოხატვა სექსუალური სიამოვნების მიზნით
  • კონტენტი, რომელშიც ნაჩვენებია სხეულის სითხეები ან გამონაყოფები (მაგალითად, შარდი), სექსუალური სიამოვნების მიზნით
  • კონტენტი, რომელშიც გამოყენებულია ყოველდღიური ნივთები ან ეპიზოდები — მაგალითად, ინიექცია ან კვება — სექსუალური სიამოვნების მიზნით
  • ვიდეო თამაშის კონტენტი, რომელიც შემუშავდა ან მოდიფიცირდა („მოდერირდა“) სექსუალური სიამოვნების ასახვის ან არასასურველი სექსუალიზაციის თემების გამო 

რა ხდება, თუ კონტენტი არღვევს ამ წესებს

თუ თქვენი კონტენტი წინამდებარე წესებს ეწინააღმდეგება, კონტენტს ამოვშლით და ამის შესახებ ელფოსტით შეგატყობინებთ. თუ ვერ დავადასტურებთ, რომ თქვენ მიერ გამოქვეყნებული ბმული უსაფრთხოა, შეიძლება ამოვშალოთ ბმული. გაითვალისწინეთ, რომ ვიდეოსთან ერთად ან ვიდეოს მეტამონაცემებში გამოქვეყნებული URL-ები, რომლებიც წესებს არღვევს, შეიძლება ვიდეოს ამოშლის მიზეზი გახდეს.

თუ ეს საზოგადოების წესდების პირველი დარღვევაა, თქვენ, სავარაუდოდ, მიიღებთ შენიშვნას და თქვენს არხს ჯარიმა არ დაეკისრება. თუ გაივლით ტრენინგს წესების შესახებ, თქვენს შენიშვნას ვადა 90 დღის გასვლის შემდეგ ამოეწურება. თუმცა, თუ 90 დღის განმავლობაში განმეორებით დაარღვევთ წესებს, შენიშვნას ვადა არ ამოეწურება და თქვენი არხი გაფრთხილებას მიიღებს. ტრენინგის დასრულების შემდეგ დარღვეული სხვა წესი ცალკე შენიშვნას იღებს.

თუ 90 დღის განმავლობაში 3 გაფრთხილება დაგიგროვდათ, თქვენი არხი შეწყვეტს მოქმედებას. შეიტყვეთ მეტი ჩვენი გაფრთხილებების სისტემის შესახებ.

საზოგადოების წესდებისა და მომსახურების პირობების განმეორებითი დარღვევის გამო, უფლება გვაქვს თქვენს არხს ან ანგარიშს მოქმედება შევუწყვიტოთ. ასევე, უფლებას ვიტოვებთ თქვენს არხს ან ანგარიშს მოქმედება შევუწყვიტოთ მხოლოდ ერთი დარღვევის გამო, თუ ეს დარღვევა მძიმეა ან როცა არხი არღვევს დებულებას. განმეორებით დამრღვევებს შეიძლება შეეზღუდოთ მონაწილეობის მიღება წესების შესახებ მომავალ ტრენინგებში. შეიტყვეთ მეტი არხისა და ანგარიშის მოქმედების შეწყვეტის შესახებ.

თუ თქვენი კონტენტი შეიცავს პორნოგრაფიას, შესაძლოა, მოქმედება შევუწყვიტოთ თქვენს არხს.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
17513516373585054668
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false