ბავშვის უსაფრთხოების წესები

ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია ჩვენი შემქმნელების, მნახველებისა და პარტნიორების უსაფრთხოება. მივესალმებით და ვაფასებთ თქვენს ყველა ინიციატივას დაიცვათ ჩვენი უნიკალური და მრავალფეროვანი საზოგადოება. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, რომ თითოეული მომხმარებელი კარგად იცნობდეს ჩვენს საზოგადოების წესდებას და მის მნიშვნელობას YouTube-ის უსაფრთხოების შენარჩუნებაში. თხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ წესებს. ჩვენი წესდების სრული სიის სანახავად, შეამოწმეთ ეს გვერდი.
განახლება: კონტენტი, რომელიც მიმართულია არასრულწლოვნებსა და ოჯახებზე და შეიცავს სექსუალურ თემებს, ძალადობას, უხამსობას ან ზრდასრულთათვის განკუთვნილ თემებს, რომლებიც ახალგაზრდა აუდიტორიისთვის შეუფერებელია, არ დაიშვება YouTube-ზე. დარწმუნდით, რომ სათაურის, აღწერილობისა და თეგების გარდა, აუდიტორიის შერჩევა შეესაბამება აუდიტორიას, რომელზეც გათვლილია თქვენი კონტენტი.

YouTube არ დაუშვებს კონტენტს, რომელიც საფრთხეს უქმნის არასრულწლოვანთა ემოციურ და ფიზიკურ კეთილდღეობას. არასრულწლოვანი არის 18 წელს მიუღწეველი პირი.

თუ აღმოაჩენთ კონტენტს, რომელიც არღვევს ამ წესებს, გადმოგზავნეთ მოხსენება მის შესახებ. თუ ფიქრობთ, რომ ბავშვს საფრთხე ემუქრება, უნდა დაუკავშირდეთ ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოს და დაუყოვნებლივ შეატყობინოთ ვითარება.

ჩვენი საზოგადოების წესდების დარღვევის შესახებ მოხსენების ინსტრუქცია ხელმისაწვდომია აქ. თუ აღმოაჩინეთ რამდენიმე ვიდეო ან კომენტარი და გსურთ მათ შესახებ მოხსენება, შეგიძლიათ, გადმოგზავნოთ მოხსენება არხის შესახებ.

რას ნიშნავს ეს წესები თქვენთვის

თუ აქვეყნებთ კონტენტს

არ გამოაქვეყნოთ კონტენტი YouTube-ზე, თუ ის შეესაბამება რომელიმე ქვემოთ მოცემულ აღწერილობას.

  • არასრულწლოვანთა სექსუალიზაცია: სექსუალური თვალსაზრისით უცენზურო კონტენტი არასრულწლოვანთა მონაწილეობით და კონტენტი, რომელიც სექსუალურად იყენებს არასრულწლოვნებს (არასრულწლოვანთა შიშველი გამოსახულებების ჩათვლით, როცა კონტენტი კომიკური ეფექტის განზრახვით ქვეყნდება). ჩვენ მოვახსენებთ კონტენტის შესახებ, რომელიც შეიცავს ბავშვების სექსუალურად არასათანადო მოპყრობის ამსახველ სურათებს, დაკარგული და ექსპლუატაციაში მყოფი ბავშვების ეროვნულ ცენტრს, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობს გლობალური მასშტაბით.
  • საზიანო და სახიფათო ქმედებები არასრულწლოვნების მონაწილეობით: კონტენტი, რომელშიც ნაჩვენებია არასრულწლოვანი, რომელიც მონაწილეობს სახიფათო აქტივობაში ან კონტენტი, რომელიც ახალისებს არასრულწლოვნების სახიფათო აქტივობებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ შესაძლებელია მაყურებელმა გაიმეოროს სახიფათო ქცევა ან თუ კონტენტი ახალისებს ან განადიდებს სახიფათო ქცევას. დაიცავით არასრულწლოვნები საზიანო სიტუაციებისგან (სახიფათო ტრიუკები, გამოწვევები, პაექრობები ან ოინები), რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს დაზიანება. სახიფათო ქცევებში იგულისხმება (მაგრამ მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება) ნებისმიერი ქმედება, რომელიც შედის სახიფათო გამოწვევების კატეგორიაში, მაგალითად, ქმედებები, რომლებიც ასფიქსიის ან ელექტროდენის დარტყმის საფრთხეს შეიცავს.
    • მაგალითები მოიცავს კონტენტს, რომელიც ასახავს არასრულწლოვანთა მიერ:
      • ალკოჰოლის მიღებას
      • ვეიპის, ელექტრო სიგარეტების, თამბაქოს ან მარიხუანას მოხმარებას
      • პიროტექნიკის უმართებულო გამოყენებას
      • ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას ზედამხედველობის გარეშე
  • ფიზიკური, სექსუალური ან ემოციური თვალსაზრისით ბავშვისადმი სასტიკად მოპყრობას ან მისი აბუჩად აგდებას (არასრულწლოვნებისთვის ემოციური ტანჯვის მიყენების ჩათვლით).
    • გამონაკლისი, შესაძლოა, იყოს კონტენტი, რომელიც შეიცავს ფიზიკური, სექსუალური ან ემოციური თვალსაზრისით ბავშვზე ძალადობას საგანმანათლებლო, დოკუმენტურ, სამეცნიერო ან მხატვრულ კონტექსტში ან გაბუნდოვანებულად.
    • კონტენტი, რომელსაც შეუძლია არასრულწლოვან მონაწილეებს ემოციური ტანჯვა მიაყენოს, მაგალითად:
      • არასრულწლოვნებისთვის ზრდასრულთათვის განკუთვნილი თემების გაცნობა
      • მშობლების მხრიდან ძალადობის სიმულაცია
      • არასრულწლოვანთა იძულება
      • ძალადობა
  • შეცდომაში შემყვანი საოჯახო კონტენტი: კონტენტი, რომელიც გათვლილია არასრულწლოვნებზე და ოჯახებზე, მაგრამ შეიცავს:
      თუმცა რეალურად შეიცავს შემდეგს:
    • სექსუალური ხასიათის თემები
    • ძალადობა
    • უხამსობა ან ზრდასრულთათვის განკუთვნილი სხვა თემები, რომლებიც შეუფერებელია ახალგაზრდა აუდიტორიისთვის
    • სამედიცინო პროცედურები
    • თვითდაზიანება
    • უფროსებისთვის განკუთვნილი საშინელებათა პერსონაჟების გამოყენება
    • სხვა შეუფერებელი თემები, რომლებიც გათვლილია ახალგაზრდა აუდიტორიის შოკირებაზე
    • კონტენტი, რომელიც გამიზნულია არასრულწლოვნებისა და მათი ოჯახებისთვის, შეიცავს ასაკისთვის შეუსაბამო თემებს და ატარებს საგანმანათლებლო, დოკუმენტურ, სამეცნიერო ან მხატვრულ კონტექსტს, შესაძლოა, დაშვებული იყოს გამონაკლისის სახით. მსგავსი შემთხვევები არ ითვალისწინებს არასრულწლოვნებისა და ოჯახებისადმი მიმართული ზრდასრულთათვის განკუთვნილი კონტენტის წახალისებას, მათი შოკირების მიზნით.
    • ოჯახისთვის შესაფერის ანიმაციებს, რომლებიც გამიზნულია არასრულწლოვნებისთვის და შეიცავს ზრდასრულთათვის განკუთვნილ ან ასაკის შეუსაბამო თემებს (მაგალითად, ძალადობა, სექსი, გარდაცვალება, ნარკოტიკები და ა.შ.). ჩვენთან არ დაიშვება კონტენტი, რომელიც ვიდეოს სათაურში, აღწერილობაში, თეგებსა თუ აუდიტორიის არჩევანში მონიშნულია, როგორც ბავშვებისთვის შესაფერისი, თუ ის შეიცავს ასაკის შეუსაბამო თემებს.
    • თქვენი კონტენტის სათაურები, აღწერილობები და თეგები უნდა შეესაბამებოდეს აუდიტორიას, რომლისთვისაც ისაა გათვლილი. ამავე დროს, დარწმუნდით, რომ არჩეული აუდიტორია ზუსტად წარმოადგენს მათ, ვისთვისაც არის ეს კონტენტი განკუთვნილი. ასევე, შეგიძლიათ კონტენტს ასაკობრივი შეზღუდვა დაუწესოთ ატვირთვის შემდეგ, თუ ის გამიზნულია ზრდასრული აუდიტორიისთვის.
  • ძალადობა და კიბერბულინგი არასრულწლოვნების მონაწილეობით: კონტენტი, რომელიც:
    • მიზნად ისახავს არასრულწლოვნების შერცხვენას, მოტყუებას ან შეურაცხყოფას
    • ამჟღავნებს პერსონალურ ინფორმაციას (მაგალითად, ელფოსტის მისამართებს ან საბანკო ანგარიშის ნომერს)
    • შეიცავს სექსუალიზაციას
    • სხვებს ახალისებს შევიწროებისა და ბულინგისკენ

ეს წესები ვრცელდება ვიდეოებზე, ვიდეოების აღწერილობებზე, კომენტარებზე, ამბებზე, საზოგადოების პოსტებზე, პირდაპირ სტრიმინგებზე, დასაკრავ სიებსა და YouTube-ის სხვა პროდუქტსა თუ ფუნქციაზე. გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის სრული სია.

გაითვალისწინოთ, რომ ეს წესები, ასევე, ვრცელდება გარე ბმულებზე თქვენს კონტენტში. ეს შეიძლება მოიცავდეს დასაწკაპუნებელ URL-ებს, ვიდეოში მომხმარებლების სხვა საიტებზე ვერბალურად გადამისამართებას, ასევე, სხვა ფორმებს. 

ასაკის მიხედვით შეზღუდული კონტენტი

შესაძლოა, ასაკობრივი შეზღუდვა დავუწესოთ კონტენტს, რომელიც მოიცავს შემდეგიდან რომელიმეს.

  • საზიანო ან სახიფათო ქმედებები, რომლების მიბაძვაც ზრდასრულებს ან არასრულწლოვნებს შეუძლიათ: კონტენტი, რომელშიც წარმოდგენილია ზრდასრულები, რომლებიც სახიფათო აქტივობებში მონაწილეობენ და რომელთა მიბაძვაც ზრდასრულებს ან არასრულწლოვნებს მარტივად შეუძლიათ.
  • ზრდასრულთათვის განკუთვნილი თემები საოჯახო კონტენტში: კონტენტი, რომელიც გამიზნულია ზრდასრული აუდიტორიისთვის, მაგრამ მარტივად შეიძლება, საოჯახო კონტენტში აგვერიოს. მაგალითად, ანიმაციური ფილმები, რომლებიც შეიცავს ზრდასრულთათვის გამიზნულ თემებს — ძალადობას, სექსს ან გარდაცვალებას. გახსოვდეთ, რომ შეგიძლიათ კონტენტს ასაკობრივი შეზღუდვა დაუწესოთ ატვირთვის შემდეგ, თუ ის გამიზნულია ზრდასრული აუდიტორიისთვის.
  • ვულგარული ენა: ზოგიერთი ტიპის მეტყველება შეუფერებელია ახალგაზრდა აუდიტორიისთვის. კონტენტს, რომელიც იყენებს სექსუალური თვალსაზრისით უცენზურო მეტყველებას ან გადაჭარბებულ უხამს ლექსიკას, შესაძლოა, დაუწესდეს ასაკობრივი შეზღუდვა.
კონტენტი არასრულწლოვანთა მონაწილეობით
YouTube-ზე არასრულწლოვანთა დაცვის მიზნით, კონტენტს, რომელიც არ არღვევს ჩვენს წესებს, მაგრამ მასში მონაწილეობენ ბავშვები, შესაძლოა, ზოგიერთი ფუნქცია გამოერთოს არხზეც და ვიდეოს დონეზეც. ამ ფუნქციათა შორის შეიძლება იყოს:
  • კომენტარები
  • პირდაპირი ჩეთი
  • პირდაპირი სტრიმინგი
  • ვიდეო რეკომენდაციები (როგორ და როდის არის თქვენი ვიდეო რეკომენდებული)
  • საზოგადოების პოსტი
  • Shorts-ის ვიდეოს რემიქსი

როგორ დაიცვათ არასრულწლოვანი ბავშვები თქვენს კონტენტში

ვიდრე თქვენი, თქვენი ოჯახის ან მეგობრების ვიდეოს გამოაქვეყნებთ, კარგად დაფიქრდით, ხომ არ აყენებთ ვინმეს ნეგატიური ყურადღების რისკის წინაშე. არასრულწლოვნები მოსახლეობის მოწყვლადი ნაწილია, ხოლო YouTube ზრუნავს იმაზე, რომ ისინი არასასურველი ყურადღების ცენტრში არ მოექცნენ.

  • დარწმუნდით, რომ არასრულწლოვანი ზრდასრული ადამიანის ზედამხედველობით ასრულებს ასაკისთვის შესაფერის აქტივობებს (მაგალითად, ჰობის, საგანმანათლებლო კონტენტის ან საჯარო გამოსვლის დემონსტრირებას).
  • დარწმუნდით, რომ ჩაცმულობა ასაკისთვის შესაფერისია. მოერიდეთ ჩაცმულობას, რომელიც მეტისმეტად აშიშვლებს არასრულწლოვანს ან მოტმასნილია.
  • გამოიყენეთ YouTube-ის კონფიდენციალურობის პარამეტრები, რომ დააწესოთ სასურველი შეზღუდვები თქვენი ვიდეოების მნახველებზე.

ნუ გამოაქვეყნებთ ისეთ კონტენტს YouTube-ზე არასრულწლოვნების მონაწილეობით, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილთაგან მინიმუმ ერთს შეესაბამება:

  • გადაღებულია სახლის პირად სივრცეებში (მაგალითად, საძინებელში ან სააბაზანოში).
  • მასში მოთხრობილია, თუ როგორ უკავშირდებიან არასრულწლოვნებს უცხო პირები, წარმოდგენილია ონლაინ პაექრობები ან გამოწვევები ან ზრდასრულთათვის გამიზნულ თემებზე საუბარი.
  • ნაჩვენებია აქტივობები, რომლებმაც, შესაძლოა, არასრულწლოვანთა არასასურველი ყურადღება მიიპყროს (მაგალითად, სხეულის დეფორმაცია ან ავტონომიური სენსორული მერიდიანული რეაქცია).
  • ამჟღავნებს პერსონალურ დეტალებს არასრულწლოვანის შესახებ.

ეს, უბრალოდ, რამდენიმე მაგალითია. ბავშვების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საუკეთესო პრაქტიკის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ აქ. თუ 18 წლამდე ასაკის ხართ ან თქვენს ქვეყანაში სრულწლოვანი გახდით, Be internet awesome დაგეხმარებათ ონლაინ უსაფრთხოების დაცვაში.

მაგალითები

აი, YouTube-ზე აკრძალული კონტენტის ზოგიერთი მაგალითი.

  • ვიდეო, რომელშიც არასრულწლოვნები მონაწილეობენ პროვოკაციულ, სექსუალურ ან სექსუალური ხასიათის უხამს აქტივობებში, გამოწვევებსა და პაექრობებში (მაგალითად, კოცნა ან შეხება).
  • ნაჩვენებია არასრულწლოვნები სახიფათო აქტივობების დროს. მაგალითად, ფიზიკური ტრიუკები იარაღის ან ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენებით; ასევე, რეგულირებადი ნივთიერებების მოხმარება (მაგალითად, ალკოჰოლი ან ნიკოტინი — მათ შორის, ვეიპი ან ელექტროსიგარეტი).
  • ვიდეო, რომელსაც აქვს თეგები, მაგალითად, „ბავშვებისთვის“, ან რომლის აუდიტორია დაყენებულია პარამეტრზე „დიახ, ის ბავშვებისთვისაა შექმნილი“ და რომელშიც ოჯახისთვის შესაფერისი ანიმაციური პერსონაჟები შეუფერებელ ქმედებებს სჩადიან (მაგალითად, ნემსით ინიექციის გაკეთება).

გახსოვდეთ, ეს მხოლოდ მაგალითებია და არ გამოაქვეყნოთ კონტენტი, თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება ამ წესებს არღვევდეს.

მეტი მაგალითი

  • არასრულწლოვანისთვის თანხის, შექების, მოწონებების ან ნებისმიერი სხვა სახის სტიმულის შეთავაზება სხვასთან ფიზიკური კონტაქტის სანაცვლოდ.
  • ვიდეო, რომელშიც რეკლამირებულია სექსუალური შინაარსის ან ძალადობის შემცველი კონტენტი არასრულწლოვნების მონაწილეობით.
  • არასრულწლოვანთან კომუნიკაციასთან ან უშუალოდ მათთან დაკავშირებული მტაცებლური ქცევა.
  • არასრულწლოვანთა უწყინარი კონტენტის აგრეგირება სექსუალური სიამოვნების მიზნით.
  • ჩხუბის ან დაჩაგვრის ამსახველი ვიდეო ბავშვების მონაწილეობით, საგანმანათლებლო, დოკუმენტური, სამეცნიერო ან მხატვრული კონტექსტის ან გაბუნდოვანების გარეშე.
  • გამოწვევები, ოინები ან ტრიუკები, რომელთაც თან ახლავს ფიზიკური დაზიანების ან სერიოზული ემოციური ტანჯვის რისკი. შეგიძლიათ, შეიტყოთ მეტი იმის შესახებ, თუ რა არ არის დაშვებული ჩვენი წესების მიხედვით გამოწვევებსა და ოინებთან დაკავშირებით.
  • არასრულწლოვნების წახალისება, რომ მონაწილეობა მიიღონ სახიფათო აქტივობებში, თუნდაც კონტენტში არ მონაწილეობდნენ არასრულწლოვნები.
  • კონტენტი, რომელშიც სიმულირებულია მშობლების მხრიდან ძალადობა ან ბავშვის მიტოვება, სიკვდილი ან ძალადობა, არასრულწლოვნების ძლიერ შერცხვენა ან დამცირება.
  • როცა კონტენტი, რომელშიც ანიმაციური პერსონაჟები, თოჯინები ან საოჯახო გართობის სხვა პერსონაჟები მონაწილეობენ და ბავშვების ყურადღების მიპყრობას ითვალისწინებს, შეიცავს ზრდასრულთათვის განკუთვნილ ძალადობისა და სექსის თემებს.

რა ხდება, თუ კონტენტი არღვევს ამ წესებს

თუ თქვენი კონტენტი წინამდებარე წესებს ეწინააღმდეგება, კონტენტს ამოვშლით და ამის შესახებ ელფოსტით შეგატყობინებთ. თუ ვერ დავადასტურებთ, რომ თქვენ მიერ გამოქვეყნებული ბმული უსაფრთხოა, შეიძლება ამოვშალოთ ბმული. გაითვალისწინეთ, რომ ვიდეოსთან ერთად ან ვიდეოს მეტამონაცემებში გამოქვეყნებული URL-ები, რომლებიც წესებს არღვევს, შეიძლება ვიდეოს ამოშლის მიზეზი გახდეს.

თუ ეს საზოგადოების წესდების პირველი დარღვევაა, თქვენ, სავარაუდოდ, მიიღებთ შენიშვნას და თქვენს არხს ჯარიმა არ დაეკისრება. თუ გაივლით ტრენინგს წესების შესახებ, თქვენს შენიშვნას ვადა 90 დღის გასვლის შემდეგ ამოეწურება. თუმცა, თუ 90 დღის განმავლობაში განმეორებით დაარღვევთ წესებს, შენიშვნას ვადა არ ამოეწურება და თქვენი არხი გაფრთხილებას მიიღებს. ტრენინგის დასრულების შემდეგ დარღვეული სხვა წესი ცალკე შენიშვნას იღებს.

თუ 90 დღის განმავლობაში 3 გაფრთხილება დაგიგროვდათ, თქვენი არხი შეწყვეტს მოქმედებას. შეიტყვეთ მეტი ჩვენი გაფრთხილებების სისტემის შესახებ.

საზოგადოების წესდებისა და მომსახურების პირობების განმეორებითი დარღვევის გამო, უფლება გვაქვს თქვენს არხს ან ანგარიშს მოქმედება შევუწყვიტოთ. ასევე, უფლებას ვიტოვებთ თქვენს არხს ან ანგარიშს მოქმედება შევუწყვიტოთ მხოლოდ ერთი დარღვევის გამო, თუ ეს დარღვევა მძიმეა ან როცა არხი არღვევს დებულებას. განმეორებით დამრღვევებს შეიძლება შეეზღუდოთ მონაწილეობის მიღება წესების შესახებ მომავალ ტრენინგებში. შეიტყვეთ მეტი არხისა და ანგარიშის მოქმედების შეწყვეტის შესახებ.

ჩვენ ნულოვან ტოლერანტობას ვუცხადებთ მტაცებლურ ქცევას YouTube-ზე. თუ ვფიქრობთ, რომ ბავშვი საფრთხეშია, გაცხადებული კონტენტის საფუძველზე, სამართალდამცავ ორგანოებს დავეხმარებით ამ კონტენტის გამოძიებაში.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
9705317480869850026
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false