წესები სიძულვილის დამთესავი განცხადების შესახებ


 
ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია ჩვენი შემქმნელების, მნახველებისა და პარტნიორების უსაფრთხოება. მივესალმებით და ვაფასებთ თქვენს ყველა ინიციატივას დაიცვათ ჩვენი უნიკალური და მრავალფეროვანი საზოგადოება. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, რომ თითოეული მომხმარებელი კარგად იცნობდეს ჩვენს საზოგადოების წესდებას და მის მნიშვნელობას YouTube-ის უსაფრთხოების შენარჩუნებაში. თხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ წესებს. ჩვენი წესდების სრული სიის სანახავად, შეამოწმეთ ეს გვერდი.
შენიშვნა: 2019 წლის 5 ივნისს, ცვლილებები შევიტანეთ ჩვენს წესებში სიძულვილის დამთესავი განცხადების შესახებ. შეიტყვეთ მეტი ამ ცვლილებების შესახებ აქ.. ქვემოთ მოცემული წესები განახლებულია ამ ცვლილებების მიხედვით.

სიძულვილის დამთესავი განცხადება YouTube-ზე აკრძალულია. ჩვენთან დაშვებული არ არის კონტენტი, რომელშიც წახალისებულია ძალადობა ან სიძულვილი ცალკეული ადამიანების ან ჯგუფების მიმართ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მახასიათებლის საფუძველზე, რომელთაც YouTube-ის წესების მიხედვით დაცული ჯგუფის სტატუსი აქვთ:

  • ასაკი
  • კასტა
  • შეზღუდული შესაძლებლობები
  • ეთნიკური წარმომავლობა
  • გენდერული იდენტობა და გამოხატვა
  • ეროვნება
  • რასა
  • იმიგრაციის სტატუსი
  • რელიგია
  • სქესი
  • სექსუალური ორიენტაცია
  • ფართომასშტაბიანი ძალადობრივი მოვლენის მსხვერპლები და მათი ოჯახები
  • ვეტერანის სტატუსი

თუ აღმოაჩენთ კონტენტს, რომელიც არღვევს ამ წესებს, შეგვატყობინეთ. ჩვენი საზოგადოების წესდების დარღვევის შესახებ მოხსენების ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ აქ. თუ აღმოაჩინეთ რამდენიმე ვიდეო ან კომენტარი და გსურთ მათ შესახებ მოხსენების წარდგენა, შეგიძლიათ, გააგზავნოთ მოხსენება არხის შესახებ.

რას ნიშნავს ეს წესები თქვენთვის

თუ აქვეყნებთ კონტენტს

კონტენტი YouTube-ზე, რომლის მიზანიც ქვემოთ მოცემულიდან ერთ-ერთი ან რამდენიმეა, აკრძალულია:

  • აღძრავს ძალადობას პირების ან ჯგუფების მიმართ მათი დაცული ჯგუფის სტატუსის გამო. YouTube-ზე მუქარის შემცველი კონტენტი დაუშვებელია, მათ შორის ფარული ძალადობრივი მოწოდებები. შეიტყვეთ მეტი ჩვენი მუქარასთან და ძალადობასთან დაკავშირებული წესების შესახებ.
  • აღძრავს სიძულვილს ინდივიდების ან ჯგუფების მიმართ მათი დაცული ჯგუფის სტატუსის გამო.

სხვა ტიპის კონტენტი, რომელიც ჩვენს წესებს ეწინააღმდეგება.

  • კონტენტი, რომელშიც დაცული ჯგუფის სტატუსის გამო ხდება პირების ან ჯგუფების დეჰუმანიზება და მათ ცხოველებს, მწერებს, მავნებლებს, ავადმყოფობას ან სხვა არაადამიანურ არსებებს ადარებენ.
  • კონტენტი, რომელშიც პირებზე ან ჯგუფებზე ძალადობა მათი დაცული ჯგუფის სტატუსის გამო შექებულია ან ხოტბა შესხმულია.
  • კონტენტი, რომელშიც დაცული ჯგუფის სტატუსის გამო გამოყენებულია რასასთან და რელიგიასთან დაკავშირებული ან სხვა ჟარგონები და სტერეოტიპული ფრაზები, რაც მნახველებში სიძულვილს აღძრავს და ავრცელებს. ასეთი კონტენტი შეიძლება შეიცავდეს აუდიოს, ტექსტს ან გამოსახულებას, რომელთა საშუალებითაც მხარდაჭერილია ასეთი სტერეოტიპები ან ისინი განხილულია სიმართლედ.
  • დამამცირებელი კონტენტი, რომელშიც განცხადებულია, რომ დაცული ჯგუფის სტატუსის მქონე პირები ან ადამიანთა ჯგუფები არიან არასრულფასოვნები (ინტელექტუალურად ან ფიზიკურად არასრულფასოვანი, ავადმყოფი, შეზღუდული შესაძლებლობის და ა.შ.). ეს მოიცავს განცხადებებს, რომ დაცული ჯგუფის სტატუსის მქონე ჯგუფი სხვა ჯგუფზე ნაკლებია, ნაკლებად ინტელექტუალურია ან ქმედუნარიანია და ა.შ. აღნიშნული ასევე გულისხმობს მოწოდებებს დაცული ჯგუფის სტატუსის პირების ან ჯგუფების დამორჩილებისკენ ან მათზე დომინირებისკენ.
  • კონტენტში წახალისებულია სიძულვილის გამღვივებელი შოვინიზმი ერთი ჯგუფის დაცული ჯგუფის სტატუსის მქონეზე აღმატებულად წარმოჩენით, რათა გამართლდეს მათზე ძალადობა, მათი დისკრიმინაცია, იზოლაცია და გარიყვა. ეს მოიცავს კონტენტს, რომელშიც ასახულია სიძულვილის გამაღვივებელი შოვინიზმის პროპაგანდა, მაგალითად, ახალი წევრების მოზიდვა ან მათი იდეოლოგიისთვის ფინანსური მხარდაჭერის მოთხოვნა და მუსიკალური ვიდეოების რეკლამირება, რომელთა ტექსტებში, მეტამონაცემებში ან გამოსახულებებში მხარდაჭერილია სიძულვილის გამაღვივებელი შოვინიზმი.
  • განცხადებები, რომ დაცული ჯგუფის სტატუსის მქონე პირები ან ჯგუფები ბოროტები, მოქრთამულები ან მავნეები არიან.
  • კონტენტი, რომელშიც უარყოფილია ან უგულებელყოფილია კარგად დოკუმენტირებული, ფართომასშტაბიანი ძალადობრივი მოვლენა ან მასში ვინმეს, როგორც მსხვერპლის როლი.
  • თავდასხმები პირებზე ან ჯგუფებზე მათი სხვა ადამიანების მიმართ ემოციური, რომანტიკული და/ან სექსუალური მიზიდულობის საფუძველზე.

საგანმანათლებლო, დოკუმენტური, სამეცნიერო ან მხატვრული კონტენტი

ჩვენ შესაძლოა, დავუშვათ კონტენტი, რომელიც შეიცავს სიძულვილის დამთესავ განცხადებას, თუ კონტენტი მოიცავს დამატებით საგანმანათლებლო, დოკუმენტურ, სამეცნიერო ან მხატვრულ კონტექსტს. დამატებითი კონტექსტი შეიძლება შეიცავდეს დამგმობ, უარმყოფელ, მათ შორის ურთიერთსაპირისპირო შეხედულებებს ან სიძულვილის დამთესავ განცხადებას სატირული თვალსაზრისით. ამ პირობის დაცვა არ გაძლევთ უფლებას, ხელი შეუწყოთ სიძულვილის დამთესავ განცხადებას. მაგალითად:

  • დოკუმენტური კონტენტი ექსტრემისტული დაჯგუფების შესახებ, მაგალითად, თუ ვიდეოში ინფორმაცია წარმოდგენილია საგანმანათლებლო ფორმით და ავტორი არ უჭერს მხარს ან არ უწყობს ხელს ძალადობის ან სიძულვილის დამთესავ იდეებს. ვიდეო შეიძლება გამოქვეყნდეს.
  • დოკუმენტური კონტენტი მეცნიერული განვითარების შესახებ,მაგალითად, ვიდეო იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვალა სამეცნიერო თეორიები დროთა განმავლობაში, შეიძლება გამოქვეყნდეს მაშინაც კი, თუ მასში მოხსენიებულია თეორიები ადამიანთა გარკვეული ჯგუფის უპირატესობის ან არასრულფასოვნების შესახებ. დაუშვებელია დოკუმენტური კონტენტი, რომელშიც განცხადებულია, რომ თანამედროვე მეცნიერებამ დაადასტურა დაცული ჯგუფის სტატუსის მქონე პირების ან ჯგუფების არასრულფასოვნება ან ნაკლოვანება.
  • ისეთი მოვლენის ისტორიული კადრები, რომელიც პროპაგანდას არ უწევს ძალადობას ან სიძულვილს (მაგალითად, მეორე მსოფლიო ომი). 

ეს წესები ვრცელდება ვიდეოებზე, ვიდეოების აღწერილობებზე, კომენტარებზე, პირდაპირ სტრიმინგებზე და YouTube-ის ნებისმიერ სხვა პროდუქტსა თუ ფუნქციაზე. გაითვალისწინეთ, რომ ეს წესები ვრცელდება თქვენს კონტენტში მოცემულ გარე ბმულებზეც. ეს შეიძლება მოიცავდეს დასაწკაპუნებელ URL-ებს, ვიდეოში მომხმარებლების სხვა საიტებზე ვერბალურად გადამისამართებას, ასევე, სხვა ფორმებს. 

საგანმანათლებლო, დოკუმენტური, სამეცნიერო ან მხატვრული კონტენტის შემთხვევაში, აუცილებელია, ვიდეოს აუდიოში ან ვიდეოს გამოსახულებაში ჩაურთოთ კონტექსტი სიძულვილის დამთესავ განცხადებაზე. ამ ყველაფრის სათაურში ან აღწერილობაში წარმოდგენა არასაკმარისია.

მონეტიზაცია და სხვა ჯარიმები 

ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება ამოვშალოთ კონტენტი ან დავაკისროთ ჯარიმა, როცა შემქმნელი:

  • განმეორებით წაახალისებს აუდიტორიის არასათანადო მოპყრობას.
  • განმეორებით მიმართავს, შეურაცხყოფს ან არასათანადოდ ეპყრობა დაცული ჯგუფის სტატუსის მქონე ჯგუფს, რამდენიმე ატვირთულ კონტენტში.
  • უქმნის ფიზიკური ზიანის საფრთხეს დაცული ჯგუფის სტატუსის მქონე ჯგუფს ადგილობრივ, სოციალურ ან პოლიტიკურ კონტექსტში.
  • ქმნის კონტენტს, რომელიც პირადი ფინანსური მოგების გამო ვნებს YouTube-ის საზოგადოებას დაცული ჯგუფის სტატუსის მქონე ჯგუფის წინააღმდეგ მტრობის დანერგვით.

მაგალითები

აი, სიძულვილის დამთესავი განცხადების რამდენიმე მაგალითი, რომელიც YouTube-ზე აკრძალულია.

  • „რა კარგია, რომ [ძალადობრივი მოვლენა] მოხდა. [დაცული ჯგუფის სტატუსის მქონე ადამიანებმა] მიიღეს, რასაც იმსახურებდნენ.“
  • „[დაცული ჯგუფის სტატუსის მქონე ადამიანები] ძაღლები არიან“ ან „[დაცული ჯგუფის სტატუსის მქონე ადამიანები] ცხოველები არიან.“

სხვა მაგალითები

  • „სცემეთ [დაცული ჯგუფის სტატუსის მქონე ადამიანები].“
  • [დაცული ჯგუფის სტატუსის მქონე ჯგუფებში] ყველა კრიმინალი და ბანდიტია.“
  • „[დაცული ჯგუფის სტატუსის მქონე პირი] ნაძირალაა.“
  • „[დაცული ჯგუფის სტატუსის მქონე ადამიანები] საზოგადოების ავადმყოფობაა.“
  • „[დაცული ჯგუფის სტატუსის მქონე ადამიანები] ჩვენსავით ჭკვიანები არ არიან, რადგან მათ უფრო პატარა ტვინი აქვთ.“
  • „[დაცული ჯგუფის სტატუსის მქონე ჯგუფი] ჩვენს სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, ამიტომ ისინი უნდა განვდევნოთ.“
  • „[დაცული ჯგუფის სტატუსის მქონე ჯგუფი] გეგმავს ჩვენს გადაშენებას და მსოფლიოზე გაბატონებას.“
  • „[დაცული ჯგუფის სტატუსი] მხოლოდ მენტალური აშლილობაა, რომელიც უნდა განიკურნოს.“
  • „[დაცული ჯგუფის სტატუსის მქონე პირი] სკოლაში არ უნდა იღებდეს განათლებას. მათ საერთოდ განათლება არ უნდა მიიღონ.“
  • „ამ ძალადობრივი მოვლენის ე.წ. მსხვერპლები სინამდვილეში მსახიობები არიან. არავინ დაზიანებულა და ეს უბრალოდ პროვოკაცია იყო.“
  • „დაღუპულთა რაოდენობა უმნიშვნელოა.“
  • ნებისმიერი პირისთვის დაყვირება, რომ [დაცული ჯგუფის სტატუსის მქონე ადამიანები] მავნებლები არიან, მიუხედავად იმისა, ამ პირს აქვს თუ არა დაცული ჯგუფის სტატუსი. 
  • Video game content which has been developed or modified (“modded”) to promote violence or hatred against a group with any of the attributes noted above.

გახსოვდეთ, ეს მხოლოდ მაგალითებია და არ გამოაქვეყნოთ კონტენტი, თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება ამ წესებს ეწინააღმდეგებოდეს.

რა ხდება, თუ კონტენტი არღვევს ამ წესებს

თუ თქვენი კონტენტი წინამდებარე წესებს ეწინააღმდეგება, კონტენტს ამოვშლით და ამის შესახებ ელფოსტით შეგატყობინებთ. თუ ვერ დავადასტურებთ, რომ თქვენ მიერ გამოქვეყნებული ბმული უსაფრთხოა, შეიძლება ამოვშალოთ ბმული. გაითვალისწინეთ, რომ ვიდეოსთან ერთად ან ვიდეოს მეტამონაცემებში გამოქვეყნებული URL-ები, რომლებიც წესებს არღვევს, შეიძლება ვიდეოს ამოშლის მიზეზი გახდეს.

თუ ეს საზოგადოების წესდების პირველი დარღვევაა, თქვენ, სავარაუდოდ, მიიღებთ შენიშვნას და თქვენს არხს ჯარიმა არ დაეკისრება. თუ გაივლით ტრენინგს წესების შესახებ, თქვენს შენიშვნას ვადა 90 დღის გასვლის შემდეგ ამოეწურება. თუმცა, თუ 90 დღის განმავლობაში განმეორებით დაარღვევთ წესებს, შენიშვნას ვადა არ ამოეწურება და თქვენი არხი გაფრთხილებას მიიღებს. ტრენინგის დასრულების შემდეგ დარღვეული სხვა წესი ცალკე შენიშვნას იღებს.

თუ 90 დღის განმავლობაში 3 გაფრთხილება დაგიგროვდათ, თქვენი არხი შეწყვეტს მოქმედებას. შეიტყვეთ მეტი ჩვენი გაფრთხილებების სისტემის შესახებ.

საზოგადოების წესდებისა და მომსახურების პირობების განმეორებითი დარღვევის გამო, უფლება გვაქვს თქვენს არხს ან ანგარიშს მოქმედება შევუწყვიტოთ. ასევე, უფლებას ვიტოვებთ თქვენს არხს ან ანგარიშს მოქმედება შევუწყვიტოთ მხოლოდ ერთი დარღვევის გამო, თუ ეს დარღვევა მძიმეა ან როცა არხი არღვევს დებულებას. განმეორებით დამრღვევებს შეიძლება შეეზღუდოთ მონაწილეობის მიღება წესების შესახებ მომავალ ტრენინგებში. შეიტყვეთ მეტი არხისა და ანგარიშის მოქმედების შეწყვეტის შესახებ.

თუ ჩავთვალეთ, რომ თქვენი კონტენტი რაიმე სახით ხელს უწყობს სიძულვილის დამთესავ განცხადებას, ამ კონტენტისთვის ხელმისაწვდომ YouTube-ის ფუნქციებს შევზღუდავთ. შეიტყვეთ მეტი შეზღუდული ფუნქციების შესახებ აქ.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
16324327445372781466
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false