თქვენი YouTube არხის ძირითადი ინფორმაციის მართვა

თქვენ შეგიძლიათ მართოთ ძირითადი ინფორმაცია თქვენი YouTube არხის შესახებ, მაგალითად, არხის სახელი და აღწერილობა, თარგმანები და ბმულები.

სახელი

YouTube არხის სახელის შეცვლა შეგიძლიათ, თუმცა დარწმუნდით, რომ ის იცავს საზოგადოების წესდებას. YouTube-ის პროფილში განახლების ასახვას შესაძლოა რამდენიმე დღე დასჭირდეს. YouTube არხის შეცვლილი სახელი და სურათი მხოლოდ YouTube-ზე გამოჩნდება, Google ანგარიშის სახელისა და სურათის შეცვლა შეგიძლიათ ამ ბმულიდან (ეს არ შეცვლის თქვენს YouTube არხის სახელს).

შენიშვნა: არხის სახელის შეცვლა შეგიძლიათ 14 დღის განმავლობაში ორჯერ. სახელის შეცვლით იშლება თქვენი დამადასტურებელი ბეჯი. შეიტყვეთ მეტი.
  1. შედით YouTube Studio-ში.
  2. მარცხენა მენიუდან აირჩიეთ მორგება and then ძირითადი ინფორმაცია.
  3. შეიყვანეთ თქვენი არხის ახალი სახელი.
  4. დაწკაპუნებით აირჩიეთ გამოქვეყნება.

Choosing Your YouTube Channel Name

 

 

იდენტიფიკატორი

იდენტიფიკატორი უნიკალური ამომცნობია, რომელიც სხვა მომხმარებლებისგან გამოგარჩევთ და YouTube სივრცეში თავის დამკვიდრებაში გეხმარებათ.

შენიშვნა: იდენტიფიკატორის შეცვლა შეგიძლიათ 14 დღის განმავლობაში ორჯერ.

  1. შედით YouTube Studio-ში.
  2. მარცხენა მენიუდან აირჩიეთ მორგება და შემდეგ ძირითადი ინფორმაცია.
  3. იდენტიფიკატორის ქვეშ შეგიძლიათ ნახოთ ან შეცვალოთ თქვენი იდენტიფიკატორი.
  4. თუ იდენტიფიკატორს შეცვლით, დასადასტურებლად, დაწკაპუნებით აირჩიეთ გამოქვეყნება.

აღწერილობა

YouTube აღწერილობის შეცვლა შეგიძლიათ, თუმცა დარწმუნდით, რომ ის იცავს საზოგადოების წესდებას. აღწერილობა ხელმისაწვდომია არხის ჰედერში.
  1. შედით YouTube Studio-ში.
  2. მარცხენა მენიუდან აირჩიეთ მორგება and then ძირითადი ინფორმაცია.
  3. შეიყვანეთ თქვენი არხის ახალი აღწერილობა.
  4. დაწკაპუნებით აირჩიეთ გამოქვეყნება.

თქვენი ნაცვალსახელების დამატება ან შეცვლა

შეგიძლიათ თქვენი ნაცვალსახელები დაამატოთ და გამოაჩინოთ არხის პროფილზე. სურვილისამებრ, ნაცვალსახელები შეიძლება იყოს ხილული ყველასათვის, ან მხოლოდ თქვენი გამომწერებისათვის.
ნაცვალსახელები წარმოადგენს თქვენი იდენტობისა და თვითგამოხატვის უმნიშვნელოვანეს ნაწილს. ზოგიერთ ქვეყანაში მოქმედებს კანონები გენდერულ თვითგამოხატვასთან დაკავშირებით. YouTube-ზე ამ საჯარო ფუნქციის გამოყენებისას, გაითვალისწინეთ ადგილობრივი კანონები.
ამჟამად ეს ფუნქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები მომხმარებლებისათვის. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ნახსენები ფუნქცია ხელმისაწვდომი გავხადოთ მეტ ქვეყანაში/რეგიონში და მეტ ენაზე.
შენიშვნა: ნაცვალსახელების ფუნქცია  არაა ხელმისაწვდომი სამუშაო სივრცესთან დაკავშირებული ან ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ანგარიშებისათვის.
  1. შედით YouTube Studio-ში.
  2. მარცხენა მენიუდან აირჩიეთ მორგება  and then ძირითადი ინფორმაცია and then ნაცვალსახელების დამატება .
  3. დაიწყეთ შეყვანა და აირჩიეთ თქვენთვის შესაბამისი ნაცვალსახელები. შეგიძლიათ მაქსიმუმ ოთხი ნაცვალსახელის დამატება.
    1. არჩევანის შესაცვლელად დაწკაპუნებით აირჩიეთ  იმ ნაცვალსახელის გვერდით, რომლის ამოშლაც გსურთ.
  4. აირჩიეთ, ვის შეუძლია თქვენი ნაცვალსახელების დანახვა:
    1. ყველასათვის ხილული, ან
    2. ხილული მხოლოდ ჩემი გამომწერებისთვის
  5. დაწკაპუნებით აირჩიეთ გამოქვეყნება.

არხის სახელისა და აღწერილობის თარგმანი

შეგიძლიათ დაამატოთ თქვენი არხის სახელისა და აღწერილობის თარგმანი, რათა თქვენმა ვიდეოებმა გლობალურ აუდიტორიამდე მიაღწიოს.
  1. შედით YouTube Studio-ში.
  2. მარცხენა მენიუდან აირჩიეთ მორგება and then ძირითადი ინფორმაცია and then ენის დამატება.
  3. აირჩიეთ საწყისი ენა, შემდეგ კი – თარგმანის ენა.
  4. შეიყვანეთ თქვენი არხის სახელისა და აღწერილობის თარგმანი.
  5. დაწკაპუნებით აირჩიეთ მზადაა.

არხის URL

თქვენი არხის URL არის სტანდარტული URL, რომელსაც YouTube არხი იყენებს. იგი იყენებს თქვენი არხის უნიკალურ ID-ს, რომელიც არის ციფრების და ასოების ნაკრები URL-ის ბოლოში.
არხის პროფილის ბმულები
თქვენი არხის გვერდზე შეგიძლიათ მაქსიმუმ 14 ბმულის გამოჩენა. დარწმუნდით, რომ ისინი იცავენ წესებს გარე ბმულების შესახებ. თქვენი პირველი ბმული წარმოჩენილი იქნება პროფილის სექციაში, გამოწერის ღილაკთან ახლოს. ხოლო დანარჩენი ბმულები გამოჩნდება მაშინ, როდესაც თქვენი აუდიტორიის წევრი დაწკაპუნებით აირჩევს მეტი ბმულის ნახვას. შეიტყვეთ მეტი თქვენს აუდიტორიასთან ბმულების გაზიარების შესახებ. 
  1. შედით YouTube Studio-ში.
  2. მარცხენა მენიუდან აირჩიეთ მორგება and then ძირითადი ინფორმაცია.
  3. ბმულების ქვეშ დაწკაპუნებით აირჩიეთ ბმულის დამატება და შეიყვანეთ თქვენი საიტის სახელი და URL.
  4. დაწკაპუნებით აირჩიეთ გამოქვეყნება.
საკონტაქტო ინფორმაცია
არხზე შეგიძლიათ საკონტაქტო ინფორმაციის დამატება, რათა სხვებმა შეძლონ თქვენთან დაკავშირება ბიზნესთან დაკავშირებული შეკითხვების არსებობის შემთხვევაში.
  1. შედით YouTube Studio-ში.
  2. მარცხენა მენიუდან აირჩიეთ მორგება and then ძირითადი ინფორმაცია.
  3. ქვედა ნაწილში შეიყვანეთ თქვენი ელფოსტა.
  4. დაწკაპუნებით აირჩიეთ გამოქვეყნება.

ვიდეო თქვენი არხის ძირითადი ინფორმაციის მართვის შესახებ

უყურეთ YouTube შემქმნელების არხის ვიდეოს რომელიც გაჩვენებთ, როგორ უნდა შეცვალოთ თქვენი არხის სახელი და აღწერილობა, თარგმანი და ბმულები.

 

Customize Your Channel Branding & Layout: Add a Profile Picture, Banner, Trailer, Sections, & more!

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
10560212591555357959
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false