ხშირად დასმული შეკითხვები კონტენტის აღმოჩენისა და ეფექტურობის შესახებ

YouTube-ის ძიებისა და აღმოჩენის სისტემა ეხმარება მნახველებს იმ ვიდეოების პოვნაში, რომელთა ყურებაც ყველაზე მეტად მოსწონთ, რაც მაქსიმალურად ამაღლებს მნახველთა კმაყოფილებას გრძელვადიან პერსპექტივაში. თქვენი ვიდეოსა და არხის ეფექტურობის შესახებ პასუხების მისაღებად გაეცანით ქვემოთ მოცემულ ხშირად დასმულ შეკითხვებს.

YouTube ძიება და აღმოჩენა: „ალგორითმი“ და ხშირად დასმული შეკითხვები ეფექტურობის შესახებ

ხშირად დასმული შეკითხვები კონტენტის აღმოჩენის შესახებ

როგორ ირჩევს YouTube, თუ რომელი ვიდეოები დააწინაუროს?

რეკომენდაციის ჩვენს სისტემას ძიების შედეგები ვიდეოების საუკეთესო ნაკრებამდე დაჰყავს თქვენი აუდიტორიის წევრებისთვის შესათავაზებლად, რისთვისაც ყურადღება ექცევა შემდეგს:
  • რას უყურებენ
  • რას არ უყურებენ
  • რას ეძებენ
  • მოწონებები და დაწუნებები
  • გამოხმაურება „არ მაინტერესებს“

როგორ დავაწინაურო ჩემი ვიდეოები, მათ უფრო ფართო აუდიტორია რომ გაეცნოს?

YouTube-ზე წარმატების მისაღწევად არ არის აუცილებელი, ალგორითმებში ან ანალიტიკაში ექსპერტი იყოთ — სანაცვლოდ, კონცენტრირდით თქვენი აუდიტორიის გაცნობაზე. რეკომენდაციის ჩვენი სისტემა არ აწინაურებს ვიდეოებს თქვენი აუდიტორიისთვის გასაცნობად. სანაცვლოდ, ის პოულობს ვიდეოებს თქვენი აუდიტორიის წევრებისთვის, როდესაც ისინი YouTube-ს სტუმრობენ. ვიდეოები კლასიფიცირდება ეფექტურობისა და აუდიტორიისთვის შესაბამისობის მიხედვით, ყველა ვიდეო კი არ არის მოთხოვნის შესაბამისი რეკომენდებისთვის.

როგორ კლასიფიცირდება ვიდეოები მთავარ გვერდზე?

თქვენი აუდიტორია სწორედ მთავარ გვერდს ეცნობა, როდესაც YouTube აპს ხსნის ან YouTube.com-ზე შედის. ჩვენი მიზანია, აქ ყველა მნახველს დახვდეს ყველაზე რელევანტური, პერსონალიზებული რეკომენდაციები. როდესაც თქვენი აუდიტორია მთავარ გვერდს ეწვევა, YouTube აჩვენებს ვიდეოებს გამოწერებიდან. ნაჩვენებია მსგავსი მნახველების მიერ ნანახი და ახალი ვიდეოები. ვიდეოების არჩევანს განაპირობებს:
  • ეფექტურობა — რამდენად დააინტერესა და დააკმაყოფილა თქვენმა ვიდეომ მსგავსი მნახველები, სხვა ფაქტორებთან ერთად.
  • ნახვისა და ძიების ისტორია — რამდენად ხშირად უყურებს თქვენი აუდიტორია ამა თუ იმ არხს ან თემას და უკვე რამდენჯერ ვაჩვენეთ თითოეული ვიდეო.

გაითვალისწინეთ, რომ ყველა ტიპის კონტენტი არ არის YouTube მთავარ გვერდზე რეკომენდებისთვის მოთხოვნის შესაბამისი.

როგორ ირჩევა ვიდეოები გვერდისთვის „პოპულარული“?

გაეცანით „პოპულარულის“ მოქმედების პრინციპს ამ სტატიაში.

როგორ კლასიფიცირდება ვიდეოები „შემოთავაზებულში“, სექციაში „შემდეგი“?

შემოთავაზებული ვიდეოები რეკომენდებულია სექციაში „შემდეგი“, იმ ვიდეოს გვერდით, რომელსაც თქვენი აუდიტორია უყურებს. შემოთავაზებული ვიდეოები კლასიფიცირდება ისე, რომ თქვენს აუდიტორიას შევთავაზოთ ის ვიდეოები, რომლებსაც ყველაზე დიდი ალბათობით უყურებენ შემდეგ. ხშირ შემთხვევაში ეს ვიდეოები დაკავშირებულია იმ ვიდეოსთან, რომელსაც თქვენი აუდიტორია უყურებს, თუმცა ისინი შეიძლება პერსონალიზებულიც იყოს ნახვის ისტორიის მიხედვით.
გაითვალისწინეთ, რომ ყველა ტიპის კონტენტი არ არის „შემდეგის ყურების“ გვერდებზე რეკომენდებისთვის მოთხოვნის შესაბამისი.

როგორ კლასიფიცირდება ვიდეოები ძიების შედეგებში?

Google-ის საძიებო სისტემის მსგავსად, YouTube ძიების მიზანია, აჩვენოს ყველაზე რელევანტური შედეგები ძიების დროს გამოყენებული საკვანძო სიტყვების მიხედვით. ვიდეოები კლასიფიცირდება შემდეგი ფაქტორების საფუძველზე:
  • რამდენად შეესაბამება სათაური, აღწერილობა და ვიდეოკონტენტი მნახველის საძიებო მოთხოვნას.
  • რომელი ვიდეოები იწვევს ყველაზე მეტ ჩართულობას ძიების შემთხვევაში.
გაითვალისწინეთ: ძიების შედეგები არ არის მოცემულ საძიებო მოთხოვნასთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად ნანახი ვიდეოების სია.

სათაურის ან ესკიზის ცვლილების შემთხვევაში ვიდეო ხელახლა კლასიფიცირდება ალგორითმში?

შესაძლოა, თუმცა იმიტომ, რომ ჩვენი სისტემები რეაგირებს თქვენს ვიდეოსთან მნახველების განსხვავებულ ინტერაქციაზე და არა ვიდეოს სათაურის ან ესკიზის ცვლილებაზე. როდესაც ვიდეოს განსხვავებული იერსახე აქვს, იმ მნახველების ინტერაქციაც იცვლება, რომლებსაც მას ვთავაზობთ. ვიდეოს სათაურისა და ესკიზის შეცვლა შეიძლება ეფექტური მეთოდი იყოს მეტი ნახვის მისაღებად, თუმცა არ შეცვალოთ ის, რაც მუშაობს.

როგორ მოვახდინო სათაურისა და ესკიზის ოპტიმიზაცია, ჩემი ვიდეო მეტმა რომ აღმოაჩინოს?

აღმოჩენის კუთხით სათაურისა და ესკიზის ოპტიმიზაციისთვის შეგიძლიათ, გამოიყენოთ შემდეგი მინიშნებები:

  • დარწმუნდით, რომ თქვენი ესკიზი შეესაბამება წესებს ესკიზებთან დაკავშირებით.
  • ვიდეოებისთვის გამოიყენეთ საინტერესო სათაურები, რომლებიც ზუსტად ასახავს კონტენტს.
  • შექმენით ესკიზები, რომლებიც ზუსტად ასახავს თქვენს კონტენტს.
  • მოერიდეთ ისეთი სათაურებისა და ესკიზების გამოყენებას, რომლებიც შეიძლება აღქმული იყოს, როგორც:
    • მაცდური, სატყუარა ან გაზვიადებული: არასწორად ასახავს ვიდეოს კონტენტს
    • შოკისმომგვრელი: შეიცავს შეურაცხმყოფელ ან აღმაშფოთებელ ენას
    • ამაზრზენი: შეიცავს უხეშ ან საზიზღარ გამოსახულებებს
    • გაუმართლებელი ძალადობა: უსაფუძვლოდ ხელს უწყობს ძალადობას ან შეურაცხყოფას
    • უხამსი: მოიცავს სექსუალურად მაცდურ ან უხამს ქცევას
    • ხმამაღალი: იყენებს „ყველა მთავრულს“ ან „!!!!!“ სიმბოლოებს, სათაურების ზედმეტად ხაზგასასმელად

ამ მეთოდებმა, შესაძლოა გამოიწვიოს თქვენი კონტენტის პოტენციური ახალი მნახველების დაკარგვა, ზოგ შემთხვევაში, კი შესაძლოა გამოიწვიოს კონტენტის წაშლაც, საზოგადოების წესდების დარღვევის გამო.

მონეტიზაციის სტატუსს (ყვითელი ხატულა) რაიმე გავლენა აქვს ჩემი ვიდეოს აღმოჩენის შანსებზე?

არა, ძიებისა და რეკომენდაციის ჩვენმა სისტემამ არ იცის, რომელი ვიდეოებია მონეტიზებული და რომელი არა. პირველ რიგში, რეკომენდაციას ვუწევთ იმ ვიდეოებს, რომლებიც აკმაყოფილებს თქვენს აუდიტორიას, მათი მონეტიზაციის სტატუსის მიუხედავად. თუ ვიდეო შეიცავს ძალადობრივ ან უცენზურო კონტენტს, მას შეიძლება გაუუქმდეს მონეტიზაცია. ამას გარდა, შესაძლოა, ის ნაკლებ მნახველს ვურჩიოთ, რადგან არ არის შესაფერისი. ამ მაგალითში ვიდეოს რეკომენდაციის სიხშირის შემცირებას დემონეტიზაცია კი არ იწვევს, არამედ ვიდეოში ასახული კონტენტი.

რამდენად მნიშვნელოვანია თეგები?

არ არის მნიშვნელოვანი. თეგები, ძირითადად, გამოიყენება მართლწერის გავრცელებული შეცდომების გასასწორებლად (მაგალითად, YouTube და არა U Tube ან You-tube).

დამეხმარება არხის მდებარეობად კონკრეტული ქვეყნის/რეგიონის დაყენება იმაში, რომ მეტ მნახველს მივაწვდინო ხმა შესაბამის აუდიტორიაში? (მაგ., მდებარეობის გადართვა აშშ-ზე მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიაში ვარ)

არა, მდებარეობის პარამეტრები არ გამოიყენება YouTube-ზე ვიდეოების რეკომენდების პროცესში.

აისახება მოწონებები/დაწუნებები ვიდეოს რეკომენდებაზე?

ნაწილობრივ. მოწონებები და დაწუნებები იმ ასეულობით სიგნალს შორისაა, რომლებსაც კლასიფიკაციის დროს ვითვალისწინებთ. რეკომენდაციის ჩვენი სისტემა სწავლობს იმის მიხედვით, ირჩევენ თუ არა მომხმარებლები ამა თუ იმ ვიდეოს ყურებას. სისტემა შეისწავლის, ვიდეოს რა ნაწილს უყურებს მნახველი და კმაყოფილია თუ არა. ვიდეოს საერთო ეფექტურობას განსაზღვრავს ამ ფაქტორების ერთობლიობა.

თუ ვიდეოს ავტვირთავ გამოუქვეყნებლად, შემდეგ კი საჯაროდ განვათავსებ, ეს უარყოფითად იმოქმედებს მის ეფექტურობაზე?

არა, მთავარია, როგორი რეაქცია ექნებათ მნახველებს მისი გამოქვეყნების შემდეგ.

ხშირად დასმული შეკითხვები ეფექტურობის შესახებ

თუ ჩემი ერთ-ერთი ვიდეოს ეფექტურობა დაბალია, ეს არხზეც უარყოფითად აისახება?

მთავარია, რა რეაქცია აქვთ მნახველებს თითოეულ ვიდეოზე, რომელსაც მათ ვურჩევთ. ჩვენი სისტემები უფრო მეტად ვიდეოსა და აუდიტორიის დონეზე მოქმედ სიგნალებს ითვალისწინებს იმის გადასაწყვეტად, თუ რომელი ვიდეოები იქნება საუკეთესო რეკომენდაცია თქვენი აუდიტორიისთვის. არხის ნახვების საერთო რაოდენობა მაშინ შეიძლება შეგიმცირდეთ, როდესაც მნახველები შეწყვეტენ იმ ვიდეოების უმეტესობის ყურებას, რომლებსაც თქვენი არხიდან ვუწევთ რეკომენდაციას.

თუ ატვირთვას დროებით შევწყვეტ, ეს ჩემი არხის ეფექტურობაზე აისახება?

გირჩევთ, შეისვენოთ, როდესაც ეს გჭირდებათ. იმ ათასობით არხის შესწავლის შემდეგ, რომლებმაც შესვენება აიღო, არ დადგინდა კორელაცია შესვენების ხანგრძლივობასა და ნახვების რაოდენობის ცვლილებას შორის. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი აუდიტორიის ხელახლა გააქტიურებას შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს, ნახვის ჩვეულებრივ ტემპს რომ დაუბრუნდნენ.

ვიდეოები ყოველდღე ან კვირაში ერთხელ მაინც უნდა ავტვირთო?

არა, წლების განმავლობაში ჩატარებული ანალიზი აჩვენებს, რომ ატვირთული ვიდეოების ნახვების რაოდენობის ზრდა არ არის დაკავშირებული ატვირთვებს შორის პერიოდთან. რაოდენობაზე წინ ხარისხის დაყენების მეშვეობით ბევრ შემქმნელს დამყარებული აქვს მტკიცე კავშირები თავის აუდიტორიასთან. გირჩევთ, იზრუნოთ საკუთარ თავზე, რომ არ „გადაიწვათ“ — ეს მნიშვნელოვანია როგორც თქვენი აუდიტორიისთვის, ისე თქვენი კეთილდღეობისთვის.

როდის არის საუკეთესო დრო ვიდეოების გამოსაქვეყნებლად?

არ არის ცნობილი, ახდენს თუ არა გამოქვეყნების დრო გავლენას ვიდეოს გრძელვადიან ეფექტურობაზე. ჩვენი სარეკომენდაციო სისტემა მიზნად ისახავს სწორი მნახველებისთვის სწორი ვიდეოს მიწოდებას მიუხედავად იმისა, თუ როდის აიტვირთა ვიდეო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გამოქვეყნების დრო მნიშვნელოვანია ისეთი ფორმატებისთვის, როგორიცაა პირდაპირი სტრიმინგები და პრემიერები. გაეცანით ანგარიშს „როდის არიან თქვენი მნახველები YouTube-ზე“ YouTube ანალიტიკაში, რომ გაარკვიოთ, როდის დაგეგმოთ პრემიერა ან შემდეგი პირდაპირი სტრიმინგი.
ვიდეოების გამოქვეყნება მაშინ, როდესაც თქვენი აუდიტორია ყველაზე აქტიურია, შეიძლება ადრეული მნახველების რაოდენობაზე დადებითად აისახოს, თუმცა არ არის ცნობილი მისი შედეგები ვიდეოს ვიდეოს მნახველების რაოდენობაზე გრძელვადიან პერსპექტივაში.

რომელი უფრო მნიშვნელოვანია, ნანახი ვიდეოების საშუალო პროცენტულობა თუ ნახვების საშუალო ხანგრძლივობა?

აუდიტორიის ჩართულობის დადგენისას აღმოჩენის ჩვენი სისტემა სიგნალებად იყენებს ყურების დროის როგორც აბსოლუტურ, ისე ფარდობით მაჩვენებლებს და თქვენც იმავეს გირჩევთ. ჩვენი საბოლოო მიზანი როგორც მოკლე, ისე ხანგრძლივი ვიდეოების წარმატებაა, ამიტომ გირჩევთ, შექმნათ კონტენტის შესაბამისი ხანგრძლივობის ვიდეოები. ზოგადად, ყურების ფარდობითი დრო უფრო მნიშვნელოვანია მოკლე ვიდეოებისთვის, ხოლო ყურების აბსოლუტური დრო უფრო მნიშვნელოვანია შედარებით ხანგრძლივი ვიდეოებისთვის. თქვენ შეგიძლიათ, გაეცნოთ აუდიტორიის დაკავებას, რომ გაარკვიოთ, რამდენი ხანი ყურება სურთ თქვენს მნახველებს, შემდეგ კი შესაბამისად დააკორექტიროთ კონტენტი.

რატომ არის ნახვების რაოდენობა გამომწერთა რაოდენობაზე ნაკლები?

გამომწერთა რაოდენობა ასახავს, რამდენ მნახველს აქვს გამოწერილი თქვენი YouTube არხი. ეს რაოდენობა არ ასახავს იმ მნახველთა რაოდენობას, რომლებიც თქვენს ვიდეოებს უყურებენ. მნახველები საშუალოდ ათეულობით არხს იწერენ და შეიძლება არ დაბრუნდნენ გამოწერილ არხებზე ყოველი ახალი ატვირთვის დროს. ამას გარდა, ბევრ მნახველს გამოწერილი აქვს ის არხებიც, რომლებსაც აღარ უყურებს. გაიცანით თქვენი აუდიტორია YouTube ანალიტიკის მეშვეობით.

რატომ იღებს ჩემი არხი ნაკლებ ტრაფიკს მთავარი გვერდიდან ან „შემოთავაზებულიდან“?

ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს დროთა განმავლობაში არხის მნახველების რაოდენობის მატებას ან შემცირებას. აი, რეკომენდაციებიდან ტრაფიკის ვარდნის რამდენიმე ყველაზე გავრცელებული მიზეზი:
  • თქვენი აუდიტორია უფრო მეტად უყურებს YouTube-ზე განთავსებულ სხვა ვიდეოებსა და არხებს.
  • თქვენი აუდიტორია ნაკლებ დროს ატარებს YouTube-ზე.
  • რამდენიმე მაღალეფექტური ვიდეო გქონდათ ან ერთ-ერთი ვიდეო „ვირუსული“ გახდა, მაგრამ მნახველები არ დაბრუნდნენ მეტის სანახავად.
  • ვიდეოები ჩვეულებრივზე ნაკლები სიხშირით იტვირთება.
  • მცირდება იმ თემის პოპულარობა, რომელზეც თქვენი ვიდეოები კონცენტრირდება.
გაითვალისწინეთ, რომ აუდიტორიის ინტერესები შეიძლება დროთა განმავლობაში შეიცვალოს. მნიშვნელოვანია, განაგრძოთ ახალი თემებითა და ფორმატებით ექსპერიმენტირება. აუდიტორიის შემოსაკრებად შემქმნელებმა არსებული მნახველებიც უნდა შეინარჩუნონ და ახლებიც დააინტერესონ.

ძველი ვიდეო ბოლო დროს პოპულარული გახდა.

მნახველები ხშირად იჩენენ მეტ ინტერესს ძველ ვიდეოებში. ბევრი მნახველი არ უყურებს ვიდეოებს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით და არც ვიდეოს გამოქვეყნების თარიღის მიხედვით წყვეტს, რას უყუროს. თუ მნახველები მეტ ინტერესს იჩენენ შედარებით ძველი ვიდეოს მიმართ, ამის მიზეზი, შესაძლოა, იყოს ის, რომ:
  • იზრდება იმ თემის პოპულარობა, რომელსაც ეხება თქვენი ვიდეო.
  • თქვენს არხს ახალი მნახველები აღმოაჩენენ და ზედიზედ უყურებენ ძველ ვიდეოებს.
  • მეტი მნახველი ირჩევს თქვენი ვიდეოს ყურებას, როდესაც ის შეთავაზებულია რეკომენდაციებში.
  • სერიაში გამოაქვეყნეთ ახალი ვიდეო, რომელიც მნახველებს ძველი ეპიზოდებზე აბრუნებს საყურებლად.
როდესაც შედარებით ძველი ვიდეო მეტ ტრაფიკს იღებს, დაფიქრდით, რა ტიპის ვიდეოს ატვირთვის შემთხვევაში დააინტერესებდით ამ მნახველებს, რომ დაბრუნდნენ და მეტს უყურონ.

რა გავლენას ახდენს აღნიშვნა „ბავშვებისთვის შექმნილი“ ჩემი ვიდეოს ეფექტურობაზე?

ვიდეოები, რომლებიც დაყენებულია, როგორც ბავშვებისთვის შექმნილი, მეტი ალბათობით იქნება რეკომენდებული სხვა საბავშვო ვიდეოების გვერდით. კონტენტს, რომელიც არ არის სწორად თვითგანსაზღვრული, შესაძლოა, არ გაეწიოს რეკომენდაცია სხვა მსგავსი ვიდეოების გვერდით.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
1731021340099259789
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false