Creator Music-თან დაკავშირებით ხშირად დასმული შეკითხვები

Creator Music ამიერიდან ხელმისაწვდომია შემქმნელებისთვის (აშშ-დან) YouTube პარტნიორთა პროგრამაში (YPP). YPP შემქმნელების გაფართოება აშშ-ის ფარგლებს გარეთ მოლოდინის რეჟიმშია.
ქვემოთ წარმოდგენილია ხშირად დასმული შეკითხვები (FAQ) შემქმნელებისგან Creator Music-ის გამოყენების შესახებ. ხშირად დასმული შეკითხვები დაჯგუფებულია 3 კატეგორიად:
 
 

ზოგადის შესახებ ხშირად დასმული შეკითხვები

რა არის Creator Music?
Creator Music არის მასობრივი მუსიკის მზარდი კატალოგი, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია მონეტიზებულ ვიდეოებში, საავტორო უფლებების დარღვევის გასაჩივრების შესახებ ღელვის გარეშე. Creator Music შემქმნელებს მუსიკის გამოყენების მრავალ საშუალებას სთავაზობს, მუსიკაზე უფლებათა მფლობელის მიერ დაწესებული პირობების მიხედვით. მაგალითად:
  • შესაძლებელია ზოგიერთი სიმღერის ლიცენზირება, რაც ნიშნავს, რომ შემქმნელები იხდიან წინასწარ საკომისიოს (ზოგიერთი ჩანაწერისთვის საკომისიო არ არის), რომ გამოიყენონ მუსიკა თავიანთ ვიდეოში და შეინარჩუნონ ვიდეოდან შემოსავალი. შეიტყვეთ მეტი.
  • ზოგიერთ სიმღერაზე ვრცელდება შემოსავლის გაზიარება, რაც იმას ნიშნავს, რომ შემქმნელები წინასწარ არაფერს იხდიან და მუსიკაზე უფლებათა მფლობელებთან ვიდეოდან მიღებულ შემოსავალს იყოფენ. შეიტყვეთ მეტი.
როგორ გამოვიყენო Creator Music?

Creator Music მდებარეობს YouTube Studio-ში და საშუალებას გაძლევთ, დაათვალიეროთ, წინასწარ გადახედოთ და ჩამოტვირთოთ სიმღერები თქვენი YouTube ვიდეოებისთვის. ​​თითოეული ჩანაწერისთვის გაეცანით გამოყენების შემდეგ ვარიანტებს:

  1. ლიცენზიის შეძენა: გადაიხადეთ წინასწარი საკომისიო მუსიკის გამოსაყენებლად და შემოსავლის იმდენივე წილი გამოიმუშავეთ, რაც თქვენს კონტენტზე ვრცელდება მუსიკის გარეშე.
  2. შემოსავლის წილი: გაუზიარეთ ვიდეოდან მიღებული შემოსავალი ჩანაწერის საავტორო უფლებების მფლობელს.
გამოყენების ვარიანტები, შესაძლოა, განსხვავდებოდეს ჩანაწერების მიხედვით. გაითვალისწინეთ, რომ, შესაძლოა, ზოგიერთ ჩანაწერზე არ ვრცელდებოდეს ლიცენზირება ან შემოსავლის გაზიარება. თუ ასეთი ჩანაწერებიდან რომელიმეს თქვენი ვიდეოსთვის გამოიყენებთ, შესაძლოა, მიიღოთ კონტენტის ID-სთან დაკავშირებული პრეტენზია ან საავტორო უფლებების დარღვევის გამო ვიდეოს წაშლის მოთხოვნა.
რატომ არ აქვს ზოგიერთ ჩანაწერს ჩამოტვირთვის წინასწარი გადახედვის ვარიანტი?

ამჟამად Creator Music-იდან მხოლოდ ლიცენზირებადი ჩანაწერების ჩამოტვირთვაა ნებადართული.

იმ ჩანაწერებზე, რომლებზეც შემოსავლის წილი ვრცელდება, ჩანაწერის ჩამოტვირთვა Creator Music-ის მიღმა მოგიწევთ.

შემიძლია Creator Music-ის გამოყენება პირდაპირი სტრიმინგების დროს?
ამჟამად Creator Music-ს არ აქვს პირდაპირი კონტენტისთვის ლიცენზირების მხარდაჭერა.
რატომ არ მაქვს წვდომა Creator Music-ზე ჯერჯერობით?
თანდათან ვნერგავთ ფუნქციას YouTube პარტნიორთა პროგრამის (YPP) შემქმნელებისთვის აშშ-ში და მოგვიანებით ვგეგმავთ მის გავრცელებას აშშ-ს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ YPP-ს შემქმნელებზე.
მე არ ვარ YPP-ში გაწევრიანებული, შემიძლია Creator Music-ზე წვდომა?
თანდათან ვაფართოებთ Creator Music-ის შესაძლებლობებს უფრო მეტი მომხმარებლისთვის და ვზრუნავთ მუსიკასთან დაკავშირებული ახალი ფუნქციებით ყველა შემქმნელის უზრუნველყოფაზე. ამ ეტაპზე ლიცენზიების შეძენა მხოლოდ YPP-ში მონაწილე შემქმნელებს შეუძლიათ.
სად არის აუდიო ბიბლიოთეკა?
თუ წვდომა გაქვთ Creator Music-ზე, მასში დავამატეთ YouTube-ის აუდიო ბიბლიოთეკის ყველა სიმღერა, ამიტომაც თქვენი საუნდტრეკისთვის ჩანაწერები შეგიძლიათ ერთ სივრცეში მოძებნოთ. ამ ეტაპზე ხმოვანი ეფექტების ძველი ჩანართი შეგიძლიათ იპოვოთ სექციაში „ჟანრები“. მანამდე YouTube-ის აუდიო ბიბლიოთეკაში შენახულ სიმღერებზე წვდომა შეგიძლიათ ღილაკზე აუდიო ბიბლიოთეკაში გადასვლა დაწკაპუნებით, Creator Music-ის მთავარი გვერდის ქვედა ნაწილში.
Creator Music-ში ვერ ვიპოვე სიმღერა. რას ნიშნავს ეს?
თუ Creator Music-ში ვერ იპოვეთ ჩანაწერი, რომელსაც ეძებთ და რომლის გამოყენებაც თქვენი ვიდეოსთვის გსურთ, ეს, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ ჩანაწერი ხელმისაწვდომი არ არის ლიცენზირების ან შემოსავლის გაზიარებისთვის. სწორედ ამიტომ, შესაძლოა, მიიღოთ კონტენტის ID-სთან დაკავშირებული პრეტენზია ან საავტორო უფლებების დარღვევის გამო ვიდეოს წაშლის მოთხოვნა თქვენს ვიდეოზე, თუ გამოიყენებთ ჩანაწერს, რომლის გამოყენების უფლებაც არ გაქვთ.
მივიღე კონტენტის ID-სთან დაკავშირებული პრეტენზია სიმღერისთვის, რომელიც არ გამომიყენებია. როგორ მოვიქცე?
თუ ფიქრობთ, რომ კონტენტის ID-სთან დაკავშირებული პრეტენზია არასწორად მიიღეთ, შეგიძლიათ, წამოიწყოთ დავა სასარჩელო მოთხოვნაზე.

რატომ არის დაბლოკილი ჩემი ვიდეო რუსეთში ან ბელარუსში?

მუსიკაზე უფლებათა ზოგიერთი მფლობელი ირჩევს, რომ თავიანთი ჩანაწერები დაიბლოკოს კონკრეტულ ტერიტორიებზე, მათ შორის, რუსეთსა და ბელარუსში.

ლიცენზიასთან დაკავშირებული ხშირად დასმული შეკითხვები

რა არის ლიცენზია?
ლიცენზია პირს კანონიერ ნებართვას ანიჭებს, რომ გამოიყენოს კონტენტი, რომლის უფლებაც სხვა ადამიანებს ეკუთვნის. Creator Music-ის მეშვეობით გავამარტივეთ პირდაპირ YouTube-ზე უფლებების მფლობელებთან ინტერაქციის პროცესი. შეიტყვეთ მეტი ლიცენზირების შესახებ ჩვენს დახმარების ცენტრში.
როდის უნდა გადავიხადო ლიცენზიისთვის?
ლიცენზიისთვის გადახდა შეგიძლიათ პირდაპირ Creator Music-ში წინასწარ ან როცა ვიდეოს ატვირთავთ, რომელიც Creator Music-ის ჩანაწერს იყენებს. შეიტყვეთ მეტი ჩანაწერების ლიცენზირების შესახებ.
ლიცენზიის შეძენა ხომ არ ნიშნავს მუსიკაზე უფლების ფლობას?
არა, ლიცენზიის შეძენა არ ნიშნავს, რომ მუსიკაზე უფლებას ფლობთ. ეს იმას ნიშნავს, რომ მუსიკის გამოყენების ნებართვა შეიძინეთ. უფრო ზუსტად, თქვენ იძენთ ერთჯერადი სინქრონიზაციის ლიცენზიას, რომელიც ნებას გრთავთ, ვიდეოსთან დაასინქრონოთ ლიცენზირებული მუსიკა, რომელზეც ლიცენზიის მომსახურების პირობები ვრცელდება.
როგორ დგინდება ლიცენზიის ფასები? შესაძლებელია ფასების შეცვლა?

მუსიკის მიმართულებით პარტნიორები, რომლებიც ფლობენ ჩანაწერზე საავტორო უფლებებს, აწესებენ ლიცენზიის პირობებსა და ფასებს. გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთ ჩანაწერს აქვს ფიქსირებული ფასი ყველა შემქმნელისთვის, ზოგიერთს კი მორგებული ფასი, არხის მოცულობის მიხედვით.

ლიცენზიის შეძენის შემდეგ ფასის ცვლილება არ გავრცელდება ლიცენზიის მოქმედების პერიოდში.

თუ ლიცენზიის ფასი შეიცვლება, მოახდენს თუ არა ეს გავლენას ჩემს წინა შენაძენზე?
ლიცენზიის ფასის ნებისმიერი ცვლილება გავლენას არ მოახდენს მანამდე შეძენილ ლიცენზიასა და მის გამოყენებაზე.
რა ხდება, თუ არ ვიძენ ლიცენზიას და ისე ვიყენებ ჩანაწერს ჩემს ვიდეოში?
ზოგიერთი ლიცენზირებადი სიმღერა Creator Music-ში ხელმისაწვდომია შემოსავლის გაზიარებისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ ვიდეოს შემოსავალი გაიყოფა თქვენსა და სიმღერაზე საავტორო უფლებების მფლობელს შორის.
სხვა სიმღერების გამოყენებას, რომლებიც მიუწვდომელია ლიცენზიისთვის ან შემოსავლის გაზიარებისთვის, შესაძლოა, მოჰყვეს კონტენტის ID-სთან დაკავშირებული პრეტენზია ან საავტორო უფლებების დარღვევის გამო ვიდეოს წაშლის მოთხოვნა თქვენი ვიდეოსთვის, რაც საერთოდ, მონეტიზაციის საშუალებას არ მოგცემთ.
შეგიძლიათ, შეამოწმოთ გამოყენების წესები Creator Music-ში და შეიტყოთ, რა პირობები ვრცელდება ამა თუ იმ ჩანაწერზე.
ლიცენზიის შეძენისას შემიძლია თუ არა ლიცენზირებული ჩანაწერის რამდენიმე ვიდეოში გამოყენება?
ამჟამად მხოლოდ ერთჯერადი გამოყენების ლიცენზიების მხარდაჭერა გვაქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ჩანაწერის ლიცენზიას შეიძენთ, მისი გამოყენება მხოლოდ ერთ ვიდეოში შეგიძლიათ. თუ გსურთ იმავე ჩანაწერის რამდენიმე ვიდეოში გამოყენება, თითოეული ვიდეოსთვის ცალ-ცალკე უნდა შეიძინოთ ლიცენზია.
შემიძლია თუ არა რამდენიმე ლიცენზირებული ჩანაწერის ერთ ვიდეოში გამოყენება?
დიახ! შეზღუდული არ არის ლიცენზიების რაოდენობა, რომელთა გამოყენებაც გსურთ ვიდეოში. გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია საჭირო უფლებების მიღება მთელ კონტენტზე ვიდეოში, რომ მისი მონეტიზება შეძლოთ.
შემიძლია Creator Music-იდან ლიცენზირებული ჩანაწერების გამოყენება სხვა პლატფორმებზე, YouTube-ის გარდა?
არა, თუ Creator Music-ისგან ჩანაწერის ლიცენზიას მიიღებთ, ჩანაწერის გამოყენება შეგიძლიათ მხოლოდ YouTube-ზე ატვირთულ ვიდეოებში. შეიტყვეთ მეტი Creator Music-ის გამოყენების წესების შესახებ.
რა ხდება ვიდეოსთან დაკავშირებით, როცა ჩანაწერის ლიცენზიის მოქმედების ვადა იწურება?
შესაძლოა, ლიცენზიის განახლება შეძლოთ. თუ არ განაახლებთ ლიცენზიას, შესაძლოა, მუსიკის გამოყენების პირობები ნაგულისხმევად დაუბრუნდეს შემოსავლის გაზიარების პირობებს (თუ ჩანაწერზე ვრცელდება შემოსავლის გაზიარება).
წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიდეოს, შესაძლოა, დაუწესდეს მონეტიზაციის ან ხილვადობის შეზღუდვები, რადგან მას კონტენტის ID-სთან დაკავშირებული პრეტენზია ან საავტორო უფლებების დარღვევის გამო ვიდეოს წაშლის მოთხოვნა დაემუქრება, თუ ვიდეოში გამოყენებული ჩანაწერი ლიცენზირებული არ არის ან მასზე შემოსავლის გაზიარება არ ვრცელდება.
როგორ მოვითხოვო თანხის დაბრუნება შეძენილი ლიცენზიისთვის?

შეგიძლიათ მოითხოვოთ თანხის დაბრუნება Creator Music-ის ლიცენზიისთვის პირდაპირ Creator Music-ის ბიბლიოთეკის გვერდიდან YouTube Studio-ში. თანხის დაბრუნების მოსათხოვად:

  1. შედით YouTube Studio-ში.
  2. მარცხენა მენიუდან აირჩიეთ Creator Music .
  3. აირჩიეთ თქვენი ბიბლიოთეკის ჩანართი.
  4. მოძებნეთ ლიცენზირებული ჩანაწერი, რომლისთვისაც თანხის დაბრუნება გსურთ.
    • (არასავალდებულო) მხოლოდ თქვენი ლიცენზირებული ჩანაწერების სანახავად, დააწკაპუნეთ ღილაკს ლიცენზირებული გვერდის დასაწყისში.
  5. ჩანაწერის მწკრივში დაწკაპუნებით აირჩიეთ „სხვა ქმედებები“ '' and then თანხის დაბრუნების მოთხოვნა.
  6. შეავსეთ თანხის დაბრუნების მოთხოვნის ფორმა.

თანხის დაბრუნების მოთხოვნის ფორმის გაგზავნის შემდეგ, ჩვენი მხარდაჭერის გუნდი დაამუშავებს თანხის დაბრუნებას, თუ მოთხოვნა შეესაბამება Creator Music-ის ანაზღაურების დებულების კრიტერიუმებს. ანაზღაურების დებულების გადასახედად გადადით Creator Music-ის მომსახურების პირობების სექციაზე „გაუქმება და თანხის დაბრუნება“.

შემოსავლის გაზიარებასთან დაკავშირებული ხშირად დასმული შეკითხვები

რა შემთხვევაში შემიძლია შემოსავლის გაზიარება?
  • როცა შემოსავლის გაზიარების ხატულას დაინახავთ ჩანაწერის გვერდით
    • შეგიძლიათ, ვიდეოში გამოიყენოთ ჩანაწერის დიდი ნაწილი ნებისმიერი ხანგრძლივობის ვიდეოსთვის.
  • თუ ჩანაწერი ლიცენზირებადია, მაგრამ არ გსურთ ლიცენზიის შეძენა
    • ჩანაწერის 30 წამზე ნაკლები უნდა გამოიყენოთ ვიდეოში, რომლის ხანგრძლივობა 3 წუთს აღემატება.
რა არის შემოსავლის წილის გაყოფა?

Creator Music-ის დახმარებით, თუ ხანგრძლივი ქრონომეტრაჟის ვიდეო იყენებს ჩანაწერებს, რომლებიც ექვემდებარება შემოსავლის გაზიარებას, შემოსავლის სტანდარტული 55%-იანი წილი დაკორექტირდება მუსიკაზე უფლებების მოპოვების ხარჯებით, როგორც ეს ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ მაგალითში. ეს დამოკიდებულია შემდეგზე:

  • გამოყენებული ჩანაწერების რაოდენობაზე: რამდენი შემოსავლის გაზიარების შესაძლებლობის მქონე ჩანაწერს გამოიყენებს შემქმნელი თავის ვიდეოში (იხილეთ მაგალითები ქვემოთ).
  • მუსიკაზე დამატებითი უფლებების ხარჯები: დაქვითვები მუსიკაზე დამატებითი უფლებების ხარჯების დასაფარად (მაგალითად, შესრულების უფლებები). აღნიშნული დაქვითვა შეიძლება შეადგენდეს მაქსიმუმ 5%-ს და აისახება მუსიკაზე დამატებითი უფლებების შერეულ ხარჯებში Creator Music-ის ჩანაწერებისთვის, რომლების აკმაყოფილებს შემოსავლის გაზიარების მოთხოვნებს.
შემოსავლის წილის გამოთვლის მაგალითი

მაგალითი: შემოსავლის გაზიარებას დაქვემდებარებული 1 ჩანაწერის გამოყენება

მაგალითი: შემქმნელი იყენებს შემოსავლის გაზიარებას დაქვემდებარებულ 1 ჩანაწერს თავის ხანგრძლივი ქრონომეტრაჟის ვიდეოში და გამოიმუშავებს სტანდარტული 55%-იანი წილის ნახევარს (27,5%). მაგალითად, მუსიკაზე დამატებითი უფლებების ხარჯია 2,5%.

ამ ვიდეოსთვის შემქმნელი გამოიმუშავებს მთელი შემოსავლის 25%-ს (27,5% - 2,5%).

 
მაგალითი: შემოსავლის გაზიარებას დაქვემდებარებული 1 ჩანაწერის გამოყენება
მაგალითი შემოსავლის წილი: 55% ÷ 2 27,5%
მაგალითი მუსიკაზე დამატებითი უფლებების ხარჯები - 2,5%
მაგალითი მთლიანი შემოსავალი 25%

მაგალითი: შემოსავლის გაზიარებას დაქვემდებარებული 2 და ლიცენზირებადი 1 ჩანაწერის გამოყენება

მაგალითი: შემქმნელი იყენებს შემოსავლის გაზიარებას დაქვემდებარებულ 2 და ლიცენზირებად 1 ჩანაწერს თავის ხანგრძლივი ქრონომეტრაჟის ვიდეოში და გამოიმუშავებს სტანდარტული შემოსავლის 55%-იანი წილის 1/3-ს (18,33%). მაგალითად, მუსიკაზე დამატებითი უფლებების ხარჯია 2%.

ამ ვიდეოსთვის შემქმნელი გამოიმუშავებს მთელი შემოსავლის 16,33%-ს (18,33% - 2%).

 
მაგალითი: შემოსავლის გაზიარებას დაქვემდებარებული 2 და ლიცენზირებადი 1 ჩანაწერის გამოყენება
მაგალითი შემოსავლის წილი: 55% ÷ 3 18,33%
მაგალითი მუსიკაზე დამატებითი უფლებების ხარჯები - 2,5%
მაგალითი მთლიანი შემოსავალი 15.83%
რატომ არ აქვს ჩემს ვიდეოს შემოსავლის გაზიარება?
არის რამდენიმე მიზეზი, რის გამოც თქვენს ვიდეოს არ აქვს შემოსავლის გაზიარება:
  • კონტენტის ID-მ ვერ ამოიცნო თქვენს ვიდეოში ჩანაწერი, რომელზეც შემოსავლის გაზიარების პირობები ვრცელდება. თუ ჩანაწერი იდენტიფიცირდება მოგვიანებით კონტენტის ID-ს მიერ, როგორც შემოსავლის გაზიარების მოთხოვნების შესაბამისი, თქვენი ვიდეოსთვის გააქტიურდება შემოსავლის გაზიარება.
  • უფლებების მფლობელს შეეძლო გამოერთო ჩანაწერისთვის შემოსავლის გაზიარება მას შემდეგ, რაც ატვირთეთ თქვენი ვიდეო.
  • ლიცენზიის შეძენა შესაძლებელია, მაგრამ თქვენ ჩანაწერის 30 წამზე ნაკლებს არ იყენებთ ვიდეოსთვის, რომლის ხანგრძლივობა 3 წუთს აღემატება.
  • თქვენს ვიდეოს აქვს კონტენტის ID-სთან დაკავშირებული პრეტენზია მესამე მხარის სხვა კონტენტის გამო, რომელზეც არ ვრცელდება შემოსავლის გაზიარება. შეიტყვეთ მეტი კონტენტის ID-სთან დაკავშირებული პრეტენზიის მოგვარების ვარიანტებთან დაკავშირებით.
ვრცელდება თუ არა ჩემ მიერ უკვე ატვირთულ ვიდეოებზე შემოსავლის გაზიარება?
არა, ლიცენზირება/შემოსავლის გაზიარება ვრცელდება მხოლოდ იმ ვიდეოებზე, რომლებიც თქვენ მიერ Creator Music-ზე წვდომის მოპოვების შემდეგ გამოქვეყნდა. ეს წესი არ გავრცელდება რეტროაქტიულად.
განსხვავდება თუ არა Creator Music-ის შემოსავლის გაზიარება Shorts-ის შემოსავლის გაზიარებისგან?
დიახ, ისინი განსხვავდება. Shorts-ის შემოსავლის გაზიარება ნებართვას ანიჭებს შემქმნელს, მის მიერ ატვირთული მოკლე ვიდეოებისთვის შემოსავლის წილის % მიიღოს. Creator Music-ის შემოსავლის გაზიარება ნებართვას ანიჭებს შემქმნელებს, გაუზიარონ შემოსავალი მუსიკაზე საავტორო უფლებების მფლობელებს, როცა ისინი კრიტერიუმების შესაბამის მუსიკას თავიანთ ხანგრძლივ ვიდეოებში იყენებენ.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
4647589663087521386
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false