პრეტენზიის განცხადების სტატუსის შემოწმება

These features are only available to partners who use YouTube Studio Content Manager.

კონტენტზე პრეტენზიის განცხადების წარდგენისას, თქვენ აცხადებთ, რომ ფლობთ ამ კონტენტის ონლაინ გავრცელების ექსკლუზიურ უფლებას იმ ქვეყნებში/რეგიონებში, სადაც მოქმედებს თქვენი წესები.

Studio-ს კონტენტის მენეჯერში პრეტენზიის განცხადებები დაჯგუფებულია ცალკეული ვიდეოების მიხედვით, ე.წ. „პრეტენზიაგანცხადებული ვიდეოები“, ასე რომ, შეგიძლიათ ვიდეოზე არსებული ყველა პრეტენზიის განცხადების ერთდროულად მართვა.

თქვენი პრეტენზიის განცხადების სტატუსის შესამოწმებლად:

  1. შედით Studio-ს კონტენტის მენეჯერში.
  2. მარცხენა მენიუდან აირჩიეთ პრეტენზიაგანცხადებული ვიდეოები .
  3. სიის დასაზუსტებლად დააწკაპუნეთ ფილტრის პანელზე and then პრეტენზიის განცხადების სტატუსი.
  4. მონიშნეთ ველი ერთი ან მეტი პრეტენზიის განცხადების სტატუსის გვერდით: აქტიური, პოტენციური, სადავო, აპელირებული, არააქტიური, მომლოდინე, ვიდეოს წაშლა, წაშლა დაყოვნებულია და ვიდეოს წაშლა მიმოხილვის პროცესშია.
  5. დააწკაპუნეთ: გამოყენება.
შენიშვნა:

პრეტენზიის განცხადების სტატუსები

აქტიური პრეტენზიის განცხადება

აქტიური პრეტენზიის განცხადებები გულისხმობს მიმდინარე აქტიურ პრეტენზიის განცხადებებს, რომლებიც დაკავშირებულია თქვენს კონტენტის მენეჯერის ანგარიშთან.

აქტიური პრეტენზიის განცხადების ფილტრის ქვეშ შეგიძლიათ, აირჩიოთ დამატებითი ფილტრი: აღდგენილი დავა. თქვენ მიიღებთ მომხმარებლის მიერ სადავო აქტიური პრეტენზიის განცხადებების ჩამონათვალს, რომლებზე დავაც, შემდგომში თქვენ აღადგინეთ.

პოტენციური პრეტენზიის განცხადება

პოტენციური პრეტენზიის განცხადებები არის ის მოთხოვნები, რომლებიც ჯერ არ არის აქტიური, რადგან თქვენს მიმოხილვას ელოდება. 

თუ თქვენი პოტენციური პრეტენზიის განცხადებების გაფილტვრა გსურთ, შეგიძლიათ, აირჩიოთ შემდეგი დამატებითი ფილტრებიდან:

  • განსახილველად გადაგზავნილი: პრეტენზიის განცხადებები, რომლებიც Studio-ს კონტენტის მენეჯერის პარამეტრების ან შესაბამისობის წესების მიხედვით, ხელით მიმოხილვას საჭიროებს. შეიტყვეთ მეტი საჩივრის ხელით მიმოხილვისთვის გაგზავნის შესახებ.
  • მცირე დამთხვევა: პრეტენზიის განცხადებები გადამისამართდა მიმოხილვისთვის, რადგან შესატყვისი ვიდეო იყო ხანმოკლე.
  • კონტენტის მენეჯერის სხვა მომხმარებლის მიერ ატვირთული ვიდეო: პრეტენზიის განცხადებები, რომლებიც მიმოხილვას საჭიროებს, რადგან შესატყვისი კონტენტი ატვირთულია კონტენტის მენეჯერის სხვა მომხმარებლის მიერ.
  • ნაკლები დამაჯერებლობა: პრეტენზიის განცხადებები, რომლებიც მიმოხილვას საჭიროებს, რადგან კონტენტის ID-ის მონაცემებით, დამთხვევა ნაკლებად დამაჯერებელია.
  • YouTube-ის მონეტიზაციის წესების დარღვევა: პრეტენზიის განცხადებების მიმოხილვა იმ მიზეზით, რომ ის შესაძლოა, YouTube-ის მონეტიზაციის წესებს არღვევდეს.
  • რეტროაქტიული დაბლოკვა: დამთხვევის არასაკმარისი სიზუსტის გამო წარდგენილი დაბლოკვის პრეტენზიის განცხადებები ვიდეოებზე, მათი YouTube-ზე ატვირთვის შემდეგ. ამ ტიპის პრეტენზიის განცხადებების შექმნა გამოწვეულია წყაროფაილის დაგვიანებით ან კონტენტის ID-ის გაუმჯობესებით.
სადავო პრეტენზიის განცხადება

სადავო პრეტენზიის განცხადებები არის ისეთი პრეტენზიის განცხადებები, რომლებზეც დავა პრეტენზიაგანცხადებული ვიდეოს ამტვირთავმა წამოიწყო. YouTube არ აამოქმედებს სადავო პრეტენზიის განცხადებას, სანამ თქვენ არ მიმოიხილავთ მას.

შეგიძლიათ, გაფილტროთ სადავო პრეტენზიის განცხადებები ამტვირთველის დავის მიზეზის მიხედვით, რომელიც მან აირჩია დავის წარდგენისას:

  • საავტორო უფლებებით დაცული მასალა არასწორადაა იდენტიფიცირებული: დავები წარდგენილია, რადგან ამტვირთავი აცხადებს, რომ პრეტენზიის განცხადებაში დაფიქსირებული კონტენტი მის ვიდეოში შეცდომით იყო იდენტიფიცირებული.
  • სამართლიანი გამოყენება: დავები წარდგენილია, რადგან ამტვირთავი აცხადებს, რომ, პრეტენზიის განცხადებაში გაცხადებულ ვიდეოში მან მნიშვნელოვნად შეცვალა კონტენტი ან მისი ვიდეო დაცულია სამართლიანი გამოყენებით, სამართლიანი გარიგებით ან საავტორო უფლებების მსგავსი გამონაკლისებით.
  • ნებადართული გამოყენება: დავები წარდგენილია, რადგან ამტვირთავი აცხადებს, რომ პრეტენზიის განცხადებაში გაცხადებულ ვიდეოში არსებული კონტენტის გამოყენების ნებართვა ან ლიცენზია აქვს.
  • ორიგინალი კონტენტი: დავები წარდგენილია, რადგან ამტვირთავი აცხადებს, რომ ესა მისი ორიგინალი კონტენტია და მასზე ყველა უფლებას ფლობს.
  • საყოველთაო საკუთრება: დავები წარდგენილია, რადგან ამტვირთავი აცხადებს, რომ პრეტენზიაგანცხადებული კონტენტი მის ვიდეოში საყოველთაო საკუთრებაა და აღარ არის დაცული საავტორო უფლებებით.
აპელირებული პრეტენზიის განცხადება

აპელირებული პრეტენზიის განცხადებები არის პრეტენზიის განცხადებები, რომლის აპელაციასაც პრეტენზიაგანცხადებული ვიდეოს ამტვირთავი მას შემდეგ ახდენს, რაც თქვენ აღადგინეთ ორიგინალი პრეტენზიის განცხადება.

შეგიძლიათ გაფილტროთ აპელირებული პრეტენზიის განცხადებები ამტვირთველის დავის მიზეზის მიხედვით, რომელიც მან აირჩია დავის წარდგენისას:

  • საავტორო უფლებებით დაცული მასალა არასწორადაა იდენტიფიცირებული: აპელაცია წარდგენილია, რადგან ამტვირთავი აცხადებს, რომ მის ვიდეოში პრეტენზიის განცხადებაში დაფიქსირებული კონტენტი მის ვიდეოში შეცდომით იყო იდენტიფიცირებული.
  • სამართლიანი გამოყენება: აპელაცია წარდგენილია, რადგან ამტვირთავი აცხადებს, რომ, პრეტენზიის განცხადებაში გაცხადებულ ვიდეოში, მან მნიშვნელოვნად შეცვალა კონტენტი ან მისი ვიდეო დაცულია სამართლიანი გამოყენებით, სამართლიანი გარიგებით ან საავტორო უფლებების მსგავსი გამონაკლისებით.
  • ნებადართული გამოყენება: აპელაცია წარდგენილია, რადგან ამტვირთავი აცხადებს, რომ პრეტენზიის განცხადებაში გაცხადებულ ვიდეოში არსებული კონტენტის გამოყენების ნებართვა ან ლიცენზია აქვს.
  • ორიგინალი კონტენტი: აპელაცია წარდგენილია, რადგან ამტვირთავი აცხადებს, რომ ესაა მისი ორიგინალი კონტენტი და მასზე ყველა უფლებას ფლობს.
  • საყოველთაო საკუთრება: აპელაცია წარდგენილია, რადგან ამტვირთავი აცხადებს, რომ მის ვიდეოში პრეტენზიით გაცხადებული კონტენტი საყოველთაო საკუთრებაა და აღარ არის დაცული საავტორო უფლებებით.
არააქტიური მოთხოვნა

არააქტიური მოთხოვნები არის პრეტენზიის განცხადებები, რომლებიც უკვე აღარ არის აქტიური.

თუ თქვენი არააქტიური პრეტენზიის განცხადებების გაფილტვრა გსურთ, შეგიძლიათ აირჩიოთ შემდეგი დამატებითი ფილტრებიდან:

  • მიმოხილვის ვადა ამოიწურა: პოტენციური პრეტენზიის განცხადებები, რომელთა განხილვაც არ მოხდა 30 დღის განმავლობაში. თქვენ შეგიძლიათ გამოითხოვოთ არააქტიური პოტენციური პრეტენზიის განცხადებები, რათა ისევ გააქტიუროთ ისინი.
  • ამტვირთავის მიერ ამოშლილი ვიდეო: პრეტენზიის განცხადებები, რომლებიც გახდა არააქტიური, რადგან მომხმარებელმა წაშალა ვიდეო. მხოლოდ ბოლოს წაშლილი ვიდეოების ნახვა არის შესაძლებელი, წარსულში წაშლილი ვიდეოების ნახვას ვერ შეძლებთ.
  • საპასუხო უწყების წარდგენა მომხმარებლის მიერ: პრეტენზიის განცხადებები გამოთხოვილია მას შემდეგ, რაც მომხმარებელმა წარმატებით გაგზავნა საპასუხო უწყება. შეიტყვეთ მეტი საპასუხო უწყებების შესახებ.
  • აქტივის გადაცემის მოთხოვნა: პრეტენზიის განცხადებები გამოთხოვილია აქტივზე საკუთრების გადაცემის საფუძველზე. შეიტყვეთ მეტი აქტივის მფლობელობის გადაცემის შესახებ.
  • არხი დაშვებულთა სიაშია: პრეტენზიის განცხადებები გამოთხოვილია მას შემდეგ, რაც პრეტენზიაგანცხადებული ვიდეოს ამტვირთავი არხი თქვენს დაშვებულთა სიას დაემატა. შეიტყვეთ მეტი: არხები, რომლებზეც არ ვრცელდება კონტენტის ID-სთან დაკავშირებული პრეტენზიები.
  • დავის გადაჭრა: პრეტენზიის განცხადებები, რომელიც ხელითაა გაუქმებული მომხმარებლის მიერ გასაჩივრების შემდეგ ან ავტომატურადაა მოხსნილი სადავო პრეტენზიის განცხადების ვადის ამოწურვის შემდეგ.
  • შეცვლილი ვიდეო: პრეტენზიის განცხადებები გაუქმებულია მას შემდეგ, რაც მომხმარებელმა დაარედაქტირა საავტორო უფლებებით დაცული კონტენტი. შეიტყვეთ მეტი: პრეტენზიაგანცხადებული კონტენტის ამოშლა ვიდეოებიდან.
  • პარტნიორის მიერ ხელით დახურული: პრეტენზიის განცხადებები, რომლებიც არ იყო გასაჩივრების პროცესის ნაწილი და ხელით იქნა გაუქმებული თქვენი კონტენტის მენეჯერის მომხმარებლის მიერ. პრეტენზიის განცხადებების გაუქმება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. შეიტყვეთ მეტი პრეტენზიის განცხადებების გაუქმების შესახებ.
  • ამოშლილი ან გამორიცხული წყაროფაილი: პრეტენზიის განცხადებები გაუქმებულია წყაროფაილზე პარტნიორის მიერ ხელით გამორიცხვის, წყაროფაილის დეაქტივაციის ან მისი სეგმენტის საეჭვოდ მონიშვნის გამო.
  • სხვა პრეტენზიის განცხადებით შეცვლილი: პრეტენზიის განცხადებები გაუქმებულია, რადგან ნაპოვნია უკეთესი დამთხვევა და არსებული პრეტენზიის განცხადება ახლით ჩანაცვლდა.
  • აქტივიდან ამოშლილი მფლობელობა: პრეტენზიის განცხადებები გაუქმებულია აქტივზე მფლობელობის ამოშლის შემდეგ. შეიტყვეთ მეტი აქტივის მფლობელობის განახლების შესახებ.
  • დახურული (AdSense-ის გარეშე და YouTube-ისთვის AdSense-ის გარეშე): პრეტენზიის განცხადებები გაუქმდა AdSense-ის ან YouTube-ისთვის AdSense ანგარიშის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დეაქტივაციის გამო.
  • დახურული (მონეტიზაციის გარეშე): პრეტენზიის განცხადებები გაუქმდა მონეტიზაციის გათიშვის გამო.
  • დახურული (საკუთარ ვიდეოზე დამთხვევა): პრეტენზიის განცხადებები ავტომატურად გაუქმდა, რადგან არხის მფლობელი წარმოადგენს შესატყვისი პრეტენზიის განცხადების მფლობელს.
განსახილველი პრეტენზიის განცხადება

განსახილველი პრეტენზიის განცხადებები არის ის მოთხოვნები, რომლებიც დამოკიდებულია სხვა მხარის მიერ საკუთარი სადავო ან პოტენციური პრეტენზიის განცხადების მიმოხილვაზე. ამგვარ პრეტენზიის განცხადებებზე რაიმე მოქმედების განხორციელება მეორე მხარის მიერ საკუთარი პრეტენზიის განცხადებების მიმოხილვამდე არ შეგიძლიათ. განსახილველი პრეტენზიის განცხადებების მიზეზი შეიძლება იყოს:

  • ჩაშენებული აქტივი
    • მუსიკის გამომცემლებს შესაძლოა, ჰქონდეთ კომპოზიციის აქტივი, რომელიც ჩაშენებულია ხმოვან ჩანაწერში და შესაძლებელია, ამ ხმოვანი ჩანაწერისგან დაფიქსირდეს პოტენციური პრეტენზიის განცხადება.
    • გამომცემლებს შეუძლიათ, ნახონ პრეტენზიის განცხადება ანოტაციით „მომლოდინე (სხვა მფლობელები)“, თუმცა მასზე მოქმედების განხორციელება არ შეუძლიათ.
  • აქტივის რამდენიმე მფლობელი და წესების მიმოხილვის გზა
    • თუ პრეტენზიის განცხადება განხილვის მოლოდინშია სხვა მფლობელების მიერ, ნებისმიერი პარტნიორი, რომელიც მიიღებს მას, აქტიურს გახდის მას ყველა მხარისთვის.
    • თუ ერთი პარტნიორი გამოითხოვს განსახილველ პრეტენზიის განცხადებას, მაშინ ყველა პარტნიორმა უნდა დაადასტუროს, რათა მოთხოვნა გაუქმდეს.
  • მიმოხილვის მოლოდინშია არასწორი წყაროფაილები
    • არასწორი წყაროფაილების მიმოხილვა შესაძლებელია პრობლემების  გვერდიდან:
      • ფილტრის პანელზე  დააწკაპუნეთ: სტატუსი and thenმომლოდინე.
      • აირჩიეთ ფილტრი  and then პრობლემის ტიპი and then არასწორი წყაროფაილი.
ვიდეოს წაშლის პრეტენზიის განცხადება
ვიდეოს წაშლის პრეტენზიის განცხადებები არის იმ ვიდეოების შესახებ პრეტენზიის განცხადებები, რომლებიც ვიდეოს წაშლის მოთხოვნით წაიშალა. შეიტყვეთ მეტი ვიდეოს წაშლის მოთხოვნების შესახებ.
ვიდეოს წაშლა დაყოვნებულია
ვიდეოს დაყოვნებული წაშლის სტატუსი ეხება პრეტენზიის განცხადებებს იმ ვიდეოებზე, რომელთა ამოშლაც დაგეგმილი იყო ვიდეოს წაშლის მოთხოვნის საფუძველზე. საავტორო უფლებების მფლობელებს შეუძლიათ გაგზავნონ მოთხოვნა ვიდეოს წაშლის დაყოვნების შესახებ, რაც ვიდეოს ამტვირთავს 7 დღეს აძლევს ვიდეოს ამოშლამდე. შეიტყვეთ მეტი ვიდეოს წაშლის დაყოვნებული მოთხოვნების შესახებ.
ვიდეოს წაშლა განხილვის პროცესშია
განხილვის პროცესში ვიდეოს წაშლა ეხება პრეტენზიის განცხადებებს იმ ვიდეოებზე, რომლებიც ვიდეოს წაშლის მოთხოვნის ნაწილს წარმოადგენენ და YouTube-ის გუნდი ამჟამად მიმოიხილავს. შეიტყვეთ მეტი ვიდეოს წაშლის მოთხოვნების შესახებ.

 

Keep in mind:

When a channel linked to your Content Manager uploads a video that gets a copyright claim:

  • Any 1st party claims (“uploader claims”) stay active unless manually closed by the uploader or closed due to video deletion.
  • Match policies associated with the claim aren't applied until the third-party Content ID claim is resolved (except for any geo-fencing block policies the uploader set before the third-party claim).

When you claim a video uploaded by another channel:

  • Any 1st party claims (“uploader claims”) stay active unless manually closed by the uploader or closed due to video deletion. However, only certain videos will be monetized on the uploader’s side, such as videos eligible for the cover revenue sharing.

Note: To view the monetization status of a video, check the Videos page.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
7335144912937974668
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false