მონეტიზაცია დაპაუზებულია ჩემი არხისთვის

თქვენი არხის მონეტიზაცია შეჩერდება, თუ არ არის მასთან დაკავშირებული აქტიური და დამტკიცებული AdSense ანგარიში YouTube-ისთვის . YouTube პარტნიორობის პროგრამა ყველა პარტნიორისგან მოითხოვს YouTube-ისთვის მოქმედი, დადასტურებული და დაკავშირებული AdSense ანგარიშის ქონას. 

გაითვალისწინეთ, რომ თქვენი არხისთვის აქტიური, დამტკიცებული და დაკავშირებული YouTube-ისთვის AdSense ანგარიშის გარეშე, ვერ შეძლებთ ფულის გამომუშავებას YouTube-ზე და თქვენს ვიდეოებზე რეკლამები არ გამოჩნდება. ეს მოიცავს შემოსავალს რეკლამიდან, YouTube Premium-ის გამოწერებიდან და შემოსავლის სხვა წყაროებიდან, როგორიცაა არხის წევრობები.

სანამ მონეტიზაცია შეჩერებულია, შეგიძლიათ გააგრძელოთ ორიგინalი კონტენტის ატვირთვა და თქვენი აუდიტორიის შექმნა YouTube-ზე. თუ YouTube პარტნიორობის პროგრამის წევრი ხართ, მაგრამ თქვენი მონეტიზაცია შეჩერებულია, არ ინერვიულოთ — თქვენ კვლავ მონაწილეობთ პროგრამაში. მონეტიზაცია აღდგება, როგორც კი დააკავშირებთ მოქმედ და დადასტურებულ AdSense ანგარიშს YouTube-ისთვის.

თუ უკვე გაქვთ არსებული AdSense ანგარიში YouTube-ისთვის, უბრალოდ დარწმუნდით, რომ რეგისტრირებული მისამართი დადასტურებულია. თქვენი ანგარიშის უსაფრთხოებისთვის, დაადასტურეთ თქვენი მისამართი, სანამ გადახდებს გამოგიგზავნით. დამატებითი ინფორმაცია საჭირო მოთხოვნების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.

YouTube-ისთვის AdSense ანგარიშის დაკავშირება

თუ თქვენ ხართ YouTube-ის პარტნიორთა პროგრამის წევრი და გსურთ, შეცვალოთ თქვენს არხთან დაკავშირებული AdSense ანგარიში YouTube-ისთვის, მიჰყევით ამ ინსტრუქციას: YouTube-ისთვის დაკავშირებული AdSense ანგარიშის შეცვლა.

გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენ ფლობთ YouTube პარტნიორობის პროგრამაში მონაწილე რამდენიმე არხს, თითოეულ არხთან უნდა იყოს დაკავშირებული AdSense ანგარიში YouTube-ისთვის.

მონეტიზაციის განახლების შემდეგ, მივიღებ ფულს ჩემი არხის შეჩერებული პერიოდისთვის?

არა. მონეტიზაციის შეჩერება ნიშნავს, რომ თქვენი არხი არ გამოიმუშავებს ფულს, სანამ ის დაპაუზებულია და რეკლამა არ იქნება გაშვებული თქვენს ვიდეოებზე.

ითვლება თუ არა არხის შეჩერება მრავალარხიანი ქსელისთვის (MCN) „გაფრთხილებად“?

არა. შეჩერებული მონეტიზაცია არ არღვევს ჩვენს არხის ანგარიშვალდებულების წესებს რადგან ეს არ განიხილება არასათანადო მოპყრობის შემთხვევაd ამ წესების მიხედვით. „დემონეტიზაცია“ ითვლება არასათანადო მოპყრობის შემთხვევად და არ არის დაკავშირებული მონეტიზაციის შეჩერებულ სტატუსთან. შეიტყვეთ მეტი გამორთული მონეტიზაციის შესახებ.

სანამ ჩემი არხის მონეტიზაცია შეჩერებულია სასასარჩელო მოთხოვნები დახურულია?

არა, თუ თქვენი არხის მონეტიზაცია შეჩერებულია, სასარჩელო მოთხოვნები არ დაიხურება.

რა დრო სჭირდება YouTube-ისთვის AdSense ანგარიშის გამართვას?

მიუხედავად იმისა, რომ ახალი AdSense ანგარიშის ან YouTube-ისთვის ახალი AdSense ანგარიშის დაყენებას დიდი დრო არ სჭირდება, ახალი ანგარიშის გააქტიურება გარკვეულ დროს მოითხოვს. როგორც წესი, დადასტურებას ერთ დღემდე სჭირდება, თუმცა, ამას შეიძლება რამდენიმე დღეც დასჭირდეს. თუ თქვენ აკავშირებთ YouTube-ისთვის ახალ AdSense ანგარიშს, რომელიც PIN-მისამართის ვერიფიკაციას მოითხოვს, ამას შეიძლება 2-დან 4 კვირამდეც კი დასჭირდეს. მონეტიზაციის განახლებამდე უნდა გაააქტიუროთ და დაადასტუროთ YouTube-ისთვის დაკავშირებული AdSense ანგარიში.

რა დაემართება ჩემს არხის წევრობებს?

როდესაც არხის მონეტიზაციის სტატუსი შეჩერებულია, მათი წევრობის ფუნქცია ასევე შეჩერდება და წევრები იქნებიან ინფორმირებულნი. ამ პერიოდის განმავლობაში არხს მონეტიზაციის განახლებისთვის 120 დღე აქვს. 120 დღის შეჩერებული მონეტიზაციის შემდეგ, არხი დაკარგავს წევრობაზე წვდომას და ისინი დაკარგავენ წევრებს.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
6184224880173146481
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false