საშუალო დონისა და გაფართოებულ ფუნქციებზე წვდომის განბლოკვის ინსტრუქცია

შენიშვნა: ეს სტატია არ შეიცავს ინფორმაციას არხის დამადასტურებელი ბეჯების შესახებ. არხის დამადასტურებელი ბეჯების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის გაეცანით დახმარების ცენტრის სტატიას.

YouTube Studio უამრავ ხელსაწყოსა და ფუნქციას გთავაზობთ თქვენი არხის მაქსიმალურად ეფექტურად გამოსაყენებლად. შემქმნელთა უმრავლესობას აქვს წვდომა ამ ფუნქციებზე, თუმცა ზოგიერთ ფუნქციაზე წვდომისთვის საჭიროა დამატებითი დადასტურება. წვდომის ეს დამატებითი კრიტერიუმები ართულებს თაღლითების, სპამერებისა და სხვა ბოროტი მიზნის მქონე პირების მიერ ზიანის მიყენებას. დამატებით ფუნქციებზე წვდომის მისაღებად, ვინაობის დადასტურება მხოლოდ არხის ძირითად მფლობელებს შეუძლიათ.

საშუალო დონის ფუნქციებზე წვდომა

წვდომის მისაღებად დაასრულეთ ტელეფონით დადასტურების პროცესი

ტელეფონით დადასტურების პროცესის დასრულების შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ წვდომას საშუალო დონის ფუნქციებზე. აქედან შეგიძლიათ, გაიგოთ, როგორ მიიღოთ წვდომა გაფართოებულ ფუნქციებზე.

  1. კომპიუტერიდან შედით YouTube Studio-ში.
  2. დაწკაპუნებით აირჩიეთ პარამეტრები.
  3. დაწკაპუნებით აირჩიეთ არხი.
  4. დაწკაპუნებით გადადით ფუნქციის გამოყენება and then საშუალო დონის ფუნქციები and then ტელეფონის ნომრის დადასტურება.

აქ დაგჭირდებათ ტელეფონის ნომრის შეყვანა. მითითებულ ტელეფონის ნომერზე, ტექსტური შეტყობინების ან ხმოვანი ზარის მეშვეობით, დამადასტურებელ კოდს გამოგიგზავნით.

გაფართოებულ ფუნქციებზე წვდომა

გაფართოებული ფუნქციები წარმოადგენს YouTube-ის ფუნქციების ნაკრებს, რომელიც მოიცავს, მაგალითად, კომენტარების ჩამაგრების შესაძლებლობასა და ატვირთვის უფრო მაღალ დღიურ ლიმიტს.

გაფართოებულ ფუნქციებზე წვდომის მისაღებად უნდა გაიაროთ ტელეფონით დადასტურების პროცესი. შემდეგ შეგიძლიათ, აირჩიოთ საკმარისი არხის ისტორიის შექმნა, ანდაც, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ან ვიდეოს მეშვეობით, დაასრულოთ დადასტურების პროცესი.

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და ვიდეოთი დადასტურება ყველა შემქმნელისთვის ხელმისაწვდომი არ არის. თქვენი მიმდინარე ფუნქციის სათანადო მოთხოვნასთან შესაბამისობის სტატუსი YouTube Studio-ში ნებისმიერ დროს გიჩვენებთ, რა ნაბიჯები უნდა გადადგათ გაფართოებულ ფუნქციებზე წვდომის მოსაპოვებლად.

როგორ მივიღოთ წვდომა ტელეფონისა და პირადობის მოწმობით/ვიდეოთი დადასტურებით

როგორ გავიაროთ ტელეფონით დადასტურების პროცესი

  1. კომპიუტერიდან შედით YouTube Studio-ში.
  2. დაწკაპუნებით აირჩიეთ პარამეტრები.
  3. დაწკაპუნებით აირჩიეთ არხი.
  4. დაწკაპუნებით გადადით ფუნქციის გამოყენება and then საშუალო დონის ფუნქციები and then ტელეფონის ნომრის დადასტურება.
  5. აქ დაგჭირდებათ ტელეფონის ნომრის შეყვანა. მითითებულ ტელეფონის ნომერზე, ტექსტური შეტყობინების ან ხმოვანი ზარის მეშვეობით, დამადასტურებელ კოდს გამოგიგზავნით.

ტელეფონით დადასტურების პროცესის დასრულების შემდგომი ნაბიჯია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით ან ვიდეოთი დადასტურება.

შენიშვნა: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით/ვიდეოთი დადასტურება, ჩვეულებრივ, არხის საკმარისი ისტორიის შექმნიდან რამდენიმე თვეში ან, იმ შემთხვევაში, თუ არ სარგებლობდით გაფართოებული ფუნქციებით, 2 წელიწადში წაიშლება.

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით დადასტურება

  1. შედით YouTube Studio-ში
  2. დაწკაპუნებით აირჩიეთ პარამეტრები.
  3. დაწკაპუნებით აირჩიეთ არხი
  4. დააწკაპუნეთ ფუნქციის გამოყენება  and then  გაფართოებული ფუნქციები  and then ფუნქციებზე წვდომა.
  5. აირჩიეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამოყენება, შემდეგ, დაწკაპუნებით აირჩიეთ ელფოსტის მიღება. Google გამოგიგზავნით ელფოსტას. აგრეთვე, შეგიძლიათ, დაასკანიროთ QR კოდი. 
  6. გახსენით ელფოსტა ტელეფონში და შეხებით აირჩიეთ დადასტურების დაწყება. 
  7. წაიკითხეთ განმარტებები იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენებს Google თქვენი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და როგორ შეინახება ის. დადასტურების პროცესის გასაგრძელებლად დააწკაპუნეთ თანახმა ვარ
  8. მიჰყევით მოთხოვნებს და გადაუღეთ სურათი თქვენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს. შენიშვნა: დარწმუნდით, რომ თქვენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული დაბადების თარიღი ემთხვევა თქვენს Google ანგარიშში მითითებულ დაბადების თარიღს
  9. დაწკაპუნებით აირჩიეთ გაგზავნა. გაგზავნის შემდეგ ჩვენ განვიხილავთ თქვენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს. ამას, ჩვეულებრივ, 24 საათი სჭირდება.

შეიტყვეთ მეტი იმაზე, თუ როგორ გამოიყენება პირადობის მოწმობით დადასტურების მონაცემები.

ან

გაიარეთ ვიდეოდადასტურება

  1. შედით YouTube Studio-ში.
  2. დაწკაპუნებით აირჩიეთ პარამეტრები .
  3. დაწკაპუნებით აირჩიეთ არხი.
  4. დააწკაპუნეთ ფუნქციის გამოყენება and then გაფართოებული ფუნქციები and then ფუნქციებზე წვდომა.
  5. აირჩიეთ ვიდეოდადასტურება, შემდეგ დაწკაპუნებით აირჩიეთ შემდეგი და ელფოსტის მიღება.
    • Google გამოგიგზავნით ელფოსტას. აგრეთვე, შეგიძლიათ, დაასკანიროთ QR კოდი.
  6. გახსენით ელფოსტა ტელეფონში და შეხებით აირჩიეთ დადასტურების დაწყება.
  7. მიჰყევით მოთხოვნებს და შეასრულეთ მოქმედებები, როგორიცაა წერტილისთვის თვალის მიდევნება ან თავის შებრუნება.
  8. მას შემდეგ, რაც თქვენი დამადასტურებელი ვიდეოს ატვირთვა დასრულდება, ჩვენ მას განვიხილავთ.
    • განხილვას, ჩვეულებრივ, 24 საათი სჭირდება. როდესაც ვიდეო დადასტურდება, თქვენ მიიღებთ ელფოსტას.

შეიტყვეთ მეტი, იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენება თქვენი ვიდეოდადასტურების მონაცემები.

წვდომის მისაღებად არხის ისტორიის გამოყენება

არხის ისტორიის მეშვეობით გაფართოებულ ფუნქციებზე წვდომის მისაღებად, უნდა გაიაროთ ტელეფონით დადასტურება.

როგორ გავიაროთ ტელეფონით დადასტურების პროცესი

  1. კომპიუტერიდან შედით YouTube Studio-ში.
  2. დაწკაპუნებით აირჩიეთ პარამეტრები.
  3. დაწკაპუნებით აირჩიეთ არხი.
  4. დაწკაპუნებით გადადით ფუნქციის გამოყენება and then საშუალო დონის ფუნქციები and then ტელეფონის ნომრის დადასტურება.
  5. აქ დაგჭირდებათ ტელეფონის ნომრის შეყვანა. მითითებულ ტელეფონის ნომერზე, ტექსტური შეტყობინების ან ხმოვანი ზარის მეშვეობით, დამადასტურებელ კოდს გამოგიგზავნით.

თქვენი არხის ისტორიის მონაცემები გამოიყენება იმის დასადგენად, სისტემატურად მიჰყვებოდა თუ არა თქვენი კონტენტი და აქტივობა YouTube-ის საზოგადოების წესდებას.

თქვენი არხის ისტორია წარმოადგენს ჩანაწერს შემდეგი საკითხების შესახებ:

  • არხის აქტივობა (მაგ. ატვირთული ვიდეოები, პირდაპირი სტრიმინგი და აუდიტორიის ჩართულობა.)
  • თქვენს Google ანგარიშთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემები.
    • როდის და როგორ შეიქმნა ანგარიში.
    • რა სიხშირით გამოიყენებოდა ანგარიში.
    • რა მეთოდით უკავშირდებოდით Google სერვისებს.

აქტიური არხების უმეტესობას უკვე აქვს საკმარისი არხის ისტორია იმისათვის, რომ გაფართოებულ ფუნქციებზე წვდომა დამატებითი მოქმედების საჭიროების გარეშე მიიღოს. თუმცა, გვესმის, რომ შეცდომებს ჩვენც ვუშვებთ ხოლმე, ამიტომ, უფრო სწრაფი წვდომის მისაღებად, ასევე, გთავაზობთ დადასტურების სხვა შესაძლებლობებს.

არხის ისტორიის შექმნა და შენარჩუნება

გაფართოებული ფუნქციები წარმოადგენს YouTube ფუნქციების ნაკრებს, რომელიც მოიცავს, მაგალითად, კომენტარების ჩამაგრების შესაძლებლობასა და ატვირთვის უფრო მაღალ დღიურ ლიმიტს. შემქმნელებს შეუძლიათ მიიღონ წვდომა გაფართოებულ ფუნქციებზე YouTube-ის საზოგადოების წესდების დაცვითა და არხის საკმარისი ისტორიის შექმნით. მომხმარებლები, რომლებიც არ დაიცავენ წესებს ვერ მიიღებენ გაფართოებულ ფუნქციებზე წვდომას. ხოლო, თუ აქვთ, შესაძლოა დაკარგონ მათზე წვდომა.

ქვემოთ მოცემულია ისეთი მოქმედებების მაგალითები, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს დაყოვნებები ან არხისათვის ფუნქციებზე წვდომის უფრო მეტად შეზღუდვა. გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის სრული სია:

ფუნქციებზე წვდომის აღდგენა

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ შეგეზღუდათ წვდომა რომელიმე გაფართოებულ ფუნქციაზე, ამის შესახებ, ელფოსტით მიიღებთ შეტყობინებას. არხებს შეუძლიათ, აღიდგინონ წვდომა არხის ისტორიის გაუმჯობესებით ან დადასტურების უზრუნველყოფით. რეგულარულად აქტიურ არხებს, რომლებიც თანმიმდევრულად იცავენ YouTube-ის საზოგადოების წესდებას, შეუძლიათ, აღადგინონ არხის საკმარისი ისტორია, როგორც წესი, 2 თვის განმავლობაში.

შენიშვნა: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით და ვიდეოთი დადასტურება ყველა შემქმნელისთვის არ არის ხელმისაწვდომი. გაეცანით YouTube Studio-ში ხელმისაწვდომი ფუნქციების შესახებ ინფორმაციას, რათა ნახოთ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგათ გაფართოებულ ფუნქციებზე წვდომის მოსაპოვებლად.

დეფექტების აღმოფხვრა

  • თუ მიიღეთ შეტყობინება ტექსტით „YouTube-ის გაფართოებული ფუნქციები არ არის ხელმისაწვდომი ამ ანგარიშისთვის“:
    ეს ნიშნავს, რომ შესული ხართ ანგარიშზე, რომლის ძირითადი მფლობელი თქვენ არ ხართ. ეს შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ შესული ხართ მშობლის ზედამხედველობის ქვეშ მყოფ ან ბრენდის ანგარიშზე.
  • თუ მიიღეთ შეტყობინება ტექსტით „შეამოწმეთ თქვენი ბრაუზერი“:
    თქვენი ბრაუზერი არ არის თავსებადი. განაახლეთ თქვენს მოწყობილობაზე ოპერაციული სისტემა და ბრაუზერის ვერსია. 
  • თუ მიიღეთ შეტყობინება ტექსტით „პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით დადასტურება ამ ტელეფონის კამერით შეუძლებელია“:
    თქვენი კამერა არ არის თავსებადი. თქვენი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარსადგენად, ანგარიშზე შედით ისეთი ტელეფონით, რომელსაც აქვს სრული HD უკანა კამერა.
  • თუ მიიღეთ შეტყობინება ტექსტით „თქვენს კამერას შესაძლოა სხვა აპი იყენებდეს. დახურეთ გახსნილი აპები და ხელახლა სცადეთ“:
    ეს ნიშნავს, რომ თქვენს კამერას სხვა აპი იყენებს. დახურეთ გახსნილი აპები და ხელახლა სცადეთ.

ხშირად დასმული კითხვები

რატომ ითხოვს YouTube ჩემს ტელეფონის ნომერს / ვიდეოდადასტურებას / მოქმედ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს?

YouTube ყოველწლიურად მილიონობით არხის არსებობას წყვეტს წესების დამრღვევი შინაარსისა და ქცევის გამო. ამ არხებიდან ბევრი ერთი და იმავე ჯგუფებისა და პირების მიერ არის შექმნილი და ისინი ერთი და იმავე ტიპის ფუნქციებს მნახველების, შემქმნელებისა და რეკლამის განმთავსებლების საწინააღმდეგოდ, მოტყუების, თაღლითობის მიზნით ან ბოროტი განზრახვით იყენებენ. თქვენი პიროვნების დადასტურება არის არასათანადო ქცევასთან გამკლავების ერთ-ერთი საშუალება, რადგან გვეხმარება განვსაზღვროთ, დაგირღვევიათ თუ არა ადრე ჩვენი წესები და საშუალებას გვაძლევს, შევზღუდოთ განმეორებითი განაცხადები. 

როგორ გამოიყენება ჩემი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ვიდეოდადასტურების მონაცემები?

ტელეფონის ნომერი

თუ თქვენი ტელეფონის ნომერს მიუთითებთ:

  • გამოგიგზავნით დამადასტურებელ კოდს.

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით დადასტურება

თქვენ მიერ წარმოდგენილ მოქმედ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას (როგორიცაა, პასპორტი ან მართვის მოწმობა) გამოვიყენებთ შემდეგი ინფორმაციის დადასტურების მიზნით:

  • თქვენი დაბადების თარიღი
  • თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოქმედება და მართებულობა
  • გქონდათ თუ არა მოქმედება შეჩერებული ადრე YouTube-ის წესების დარღვევისთვის

გარდა ამისა, ამ პროცედურას ვიყენებთ თაღლითობისა და ბოროტად გამოყენებისგან თავდასაცავად და ჩვენი დადასტურების სისტემების სრულყოფისთვის.

თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით ან ვიდეოთი დადასტურება ავტომატურად წაიშლება თქვენი Google ანგარიშიდან 2 წლის განმავლობაში. როგორც წესი, ის იშლება რამდენიმე თვეში, როცა არხზე საკმარისი ისტორია გაქვთ, ან 1 წელიწადში, თუ გაფართოებული ფუნქციებით არ გისარგებლიათ. შეიტყვეთ მეტი თქვენი ვინაობის დამადასტურებელი მონაცემების წაშლის შესახებ.

ვიდეოდადასტურება

ვიდეოდადასტურება არის პიროვნების სახის ამსახველი მოკლე ვიდეო. ეს ვიდეო გამოიყენება იმის დასადასტურებლად, რომ:

  • რეალური პიროვნება ხართ
  • Google სერვისებით სარგებლობისთვის შესაბამისი ასაკის ხართ
  • არ გქონიათ მოქმედება შეწყვეტილი YouTube-ის წესების დარღვევისთვის

გარდა ამისა, ამ პროცედურას ვიყენებთ თაღლითობისა და ბოროტად გამოყენებისგან თავდასაცავად და ჩვენი დადასტურების სისტემების სრულყოფისთვის.

თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით ან ვიდეოთი დადასტურება ავტომატურად წაიშლება თქვენი Google ანგარიშიდან 2 წლის განმავლობაში. როგორც წესი, ის იშლება რამდენიმე თვეში, როცა არხზე საკმარისი ისტორია გაქვთ, ან 1 წელიწადში, თუ გაფართოებული ფუნქციებით არ გისარგებლიათ. შეიტყვეთ მეტი თქვენი პიროვნების დამადასტურებელი მონაცემების წაშლის შესახებ.

მონაცემების შენარჩუნება და წაშლა

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ვიდეოდადასტურების წაშლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ თქვენს Google ანგარიშში. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი YouTube არხის ისტორიის შექმნამდე წაშლის შემთხვევაში, YouTube-ის გაფართოებული ფუნქციებით სარგებლობისთვის საჭირო იქნება:

  •  შექმნათ თქვენი YouTube არხის ისტორია

ან

  • ხელახლა გაიაროთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით ან ვიდეოთი დადასტურების პროცედურა

იმისათვის, რომ პირებმა ან ჯგუფებმა ახალი ანგარიშების შექმნით გვერდი ვერ აუარონ ჩვენს შეზღუდვებს, ჩვენ შევაფასებთ, გქონიათ თუ არა ადრე დარღვეული YouTube-ის წესები და შევზღუდავთ განმეორებით განაცხადებს. Google-მა შეიძლება შეინახოს თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ვიდეო და სახით ამოცნობის მონაცემები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რათა თავიდან აირიდოს ბოროტად გამოყენება.

ეს მონაცემები YouTube-თან თქვენი ბოლო ინტერაქციიდან მაქსიმუმ 3 წლის განმავლობაში შეინახება.

თუ არ გსურთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა ან ვიდეოდადასტურება გაფართოებულ ფუნქციებზე წვდომის მისაღებად, ეს აუცილებელი არ არის. ამის ნაცვლად, შეგიძლიათ არხის საკმარისი ისტორიის შექმნა და შენარჩუნება. იმ დროისთვის, როცა მზად იქნებით გაფართოებულ ფუნქციებზე წვდომის მისაღებად, სავარაუდოდ, უკვე ისედაც გექნებათ შექმნილი საკმარისი ისტორია.

ჩვენი მომსახურებების სარგებლობით თქვენს ინფორმაციას გვანდობთ. გვესმის, რომ თქვენი ინფორმაციის დაცვა დიდი პასუხისმგებლობაა, ამიტომ ბევრს ვმუშაობთ ამ კუთხით და მართვის სადავეებსაც თქვენ განიჭებთ. ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც ყველა ჩვენი პროდუქტისა თუ ფუნქციის შემთხვევაში, გამოიყენება Google-ის კონფიდენციალურობის დებულება

შენიშვა: არასდროს ვყიდით თქვენს პერსონალურ ინფორმაციას. 

უკვე გავიარე ვერიფიკაცია, რატომ მომეთხოვება ისევ დადასტურება?

იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენ მივყვებით პასუხისმგებლიან მონაცემთა მოპყრობის პრაქტიკას, თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ვიდეოდადასტურება ავტომატურად წაიშლება, როგორც კი მიაღწევთ არხის საკმარის ისტორიას ან თუ გაფართოებულ ფუნქციებს 1 წლის განმავლობაში არ გამოიყენებთ. ასევე, შეგიძლიათ აირჩიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და ვიდეოდადასტურების წაშლა ნებისმიერ დროს Google ანგარიშისმეშვეობით. 

თუ დადასტურება წაშლილია, საჭიროა არხის საკმარისი ისტორია ან ხელახლა უნდა გააგზავნოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ვიდეოდადასტურება გაფართოებული ფუნქციებით სარგებლობის გასაგრძელებლად. 

დადასტურების მონაცემების წაშლა

ყურადღება: თქვენი არხის ისტორიის შექმნამდე თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ვიდეოდადასტურების წაშლის შემთხვევაში, დაკარგავთ გაფართოებულ ფუნქციებზე წვდომას.
  1. შედით თქვენს Google ანგარიშში.
  2. მარცხნივ დაწკაპუნებით აირჩიეთ პერსონალური ინფორმაცია.
  3. დააწკაპუნეთ ერთ-ერთზე: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ვიდეოდადასტურება.
  4. დაწკაპუნებით აირჩიეთ წაშლა Delete.
რატომ არის სმარტფონი აუცილებელი? რატომ არ შეიძლება, რომ უბრალოდ ვიდეო ან ჩემი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სურათი ავტვირთო?

სმარტფონი აუცილებელია, რადგან ის უზრუნველყოფს დამატებით დაცვას თაღლითებისა და სპამერებისგან.

ტელეფონში დადასტურების კოდი არ მიმიღია. რა არის მიზეზი?

წესით, კოდი დაუყოვნებლივ უნდა მიიღოთ. თუ არ მიგიღიათ, შეგიძლიათ ახალი კოდი მოითხოვოთ. დარწმუნდით, რომ არც ერთი გეხებათ შემდეგი გავრცელებული პრობლემებიდან:

  • ტექსტური შეტყობინების მიღება იგვიანებს. შეფერხებები შეიძლება შეიქმნას მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში, ან ადგილებში, სადაც ძლიერი სიგნალი არ არის. თუ რამდენიმე წუთზე მეტია, რაც ელოდებით და ჯერ კიდევ არ მიგიღიათ ჩვენი ტექსტური შეტყობინება, სცადეთ ხმოვანი ზარის ვარიანტი.
  • თუ ერთი ტელეფონის ნომრით უკვე ორი არხი გაქვთ დადასტურებული, სხვა ტელეფონის ნომერი უნდა გამოიყენოთ. არასათანადო მოპყრობის თავიდან ასაცილებლად, ვზღუდავთ თითო ტელეფონის ნომერთან დაკავშირებული არხების რაოდენობას.
  • ზოგ ქვეყანას/რეგიონს და ოპერატორს არ აქვს Google-ისგან გაგზავნილი ტექსტური შეტყობინების მხარდაჭერა. მობილური ოპერატორების უმეტესობას აქვს Google-ისგან გაგზავნილი ტექსტური შეტყობინებების მხარდაჭერა. თუ თქვენს ოპერატორს არ აქვს Google-ისგან ტექსტური შეტყობინებების მხარდაჭერა, ცადეთ ხმოვანი ზარის ვარიანტი ან გამოიყენეთ სხვა ტელეფონის ნომერი.
პირადობის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტით დადასტურება უარყოფილია. როგორ მოვიქცე?

თუ პირველი მცდელობა უარყოფილია, მიიღებთ შეტყობინებას ელფოსტაზე. ჩვენი რეკომენდაციაა, მიმოიხილოთ ელფოსტით გამოგზავნილი მითითებები და დარწმუნდეთ, რომ თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი:

თუ მეორე მცდელობა წარუმატებელია, დაელოდეთ 30 დღის განმავლობაში, ვიდრე დადასტურების სხვა მეთოდს გამოიყენებთ.

აგრეთვე, შეგიძლიათ დაიცადოთ და შექმნათ არხის ისტორია.

ვიდეოდადასტურება უარყოფილია. როგორ მოვიქცე?

თუ პირველი მცდელობა უარყოფილია, მიიღებთ შეტყობინებას ელფოსტაზე. ჩვენი რეკომენდაციაა, მიმოიხილოთ ელფოსტით გამოგზავნილი მითითებები და დარწმუნდეთ, რომ:

  • ტელეფონი გიკავიათ სახის წინ, თვალების დონეზე.
  • იწერთ კარგად განათებულ ადგილზე, რომელიც არ არის ზედმეტად განათებული და არც ბნელი.
  • მიჰყვებით მოთხოვნებს და ასრულებთ მოქმედებებს, როგორიცაა წერტილისთვის თვალის მიდევნება ან თავის შებრუნება.
  • ერთადერთი ადამიანი ხართ ვიდეოში.
  • დაკავშირებული ხართ Wi-Fi ქსელთან.

თუ მეორე მცდელობა წარუმატებელია, დაელოდეთ 30 დღის განმავლობაში, ვიდრე დადასტურების სხვა მეთოდს გამოიყენებთ. თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი მეორე ვიდეოდადასტურება წარმატებული უნდა ყოფილიყო, შეგიძლიათ აპელაციით გაასაჩივროთ და თქვენი მოსაზრების გასამყარებელი მიზეზი შეგვატყობინოთ.

აგრეთვე, შეგიძლიათ დაიცადოთ და შექმნათ არხის ისტორია.

რატომ ვერ ვხედავ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით ან ვიდეოთი დადასტურების ვარიანტს?

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და ვიდეოთი დადასტურება ყველა შემქმნელისთვის არ არის ხელმისაწვდომი. ასეთ შემთხვევაში, გაფართოებულ ფუნქციებზე წვდომის მოსაპოვებლად საჭიროა არხის საკმარისი ისტორიის შექმნა და შენარჩუნება. მიმდინარე ფუნქციებზე წვდომის სტატუსი YouTube Studio-ში ნებისმიერ დროს გიჩვენებთ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგათ გაფართოებულ ფუნქციებზე წვდომის მოსაპოვებლად.
რა ხდება, მაშინ როცა არხს რამდენიმე მომხმარებელი ჰყავს?

ბრენდის ანგარიშის შემთხვევაში:

ვინაობის დადასტურების პროცესის გავლის უფლება მხოლოდ არხის მთავარ მფლობელს აქვს. არხის ყველა მომხმარებელს, მათი ვერიფიკაციის სტატუსიდან გამომდინარე ექნება იმავე ფუნქციებზე წვდომა, რაზეც ძირითად მფლობელს.

ბრენდის ანგარიშის არ ქონის შემთხვევაში:

ვინაობის დადასტურების პროცესის გავლის უფლება მხოლოდ არხის მფლობელს აქვს. არხის ყველა მომხმარებელს, მათი ვერიფიკაციის სტატუსიდან გამომდინარე ექნება იმავე ფუნქციებზე წვდომა, რაზეც მფლობელს.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
16031937450461740516
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false