დასაკრავ სიებთან დაკავშირებული წესები

დასაკრავი სიების მეშვეობით, შეგიძლიათ ერთად მოუყაროთ თავი ვიდეოებს, რომელთა ერთმანეთის მიყოლებით ნახვამ შეიძლება დააინტერესოს თქვენი საზოგადოება. ვიცით, რომ ეს ხშირად უნებლიედ ხდება, მაგრამ, ხანდახან დასაკრავი სიები შეიცავს ისეთ კონტენტს, რომელიც არ არის დაშვებული პლატფორმაზე და რომელსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს ჩვენს საზოგადოებას. ეს ნიშნავს, რომ დასაკრავი სიები, რომლებიც ეწინააღმდეგება საზოგადოების წესდებას, YouTube-ზე არ დაიშვება.

ამის მარტივი მაგალითი: წარმოიდგინეთ, რომ დასაკრავ სიაში არსებული ყველა ვიდეო ერთი გრძელი ვიდეოში გააერთიანეთ და აღმოჩნდა, რომ ეს ვიდეო არღვევს საზოგადოების წესდებას. იგივე პრინციპი მოქმედებს დასაკრავი სიის შემთხვევაშიც.

თუ აღმოაჩენთ კონტენტს, რომელიც არღვევს ამ წესს, გთხოვთ, შეგვატყობინოთ ამის შესახებ. ინსტრუქცია, თუ როგორ შეგვატყობინოთ საზოგადოების წესდების დარღვევის შესახებ, იხილეთ აქ. თუ ხშირად ხვდებით ვიდეოებს, კომენტარებს ან შემქმნელის მთლიან არხებს, რომელთა შესახებ გინდათ შეგვატყობინოთ, შეგიძლიათ გადახვიდეთ შეტყობინების ხელსაწყოზე.

რას ნიშნავს ეს წესები თქვენთვის

თუ თქვენ ქმნით დასაკრავ სიებს 

ნუ გამოაქვეყნებთ დასაკრავ სიებს YouTube-ზე, თუ ისინი შეესაბამება ქვემოთ მოყვანილი აღწერილობებიდან ერთ-ერთს.

  • დასაკრავი სიები, რომელთა ესკიზები, სათაურები ან აღწერილობები ეწინააღმდეგება საზოგადოების წესდებას, მაგალითად, თუ ისინი შეიცავს პორნოგრაფიულ მასალას ან სხვაგვარად შოკისმომგვრელ ან ზიზღის გამომწვევ მასალას.
  • დასაკრავი სიები, რომელთა სათაურებს ან აღწერილობებს შეცდომაში შეჰყავს მნახველები და სთავაზობს ისეთი ვიდეოების ნახვას, რომლებიც განსხვავდება დასაკრავი სიის რეალური შინაარსისგან.
  • დასაკრავი სიები, რომლის შემცველი ცალკეული ვიდეოები არ ეწინააღმდეგება ჩვენს წესებს, თუმცა, თავმოყრილია ისეთი სახით, რომ არღვევს წესებს. ქვემოთ მოცემულია ასეთი მაგალითების არასრული ჩამონათვალი: 
    • საგანმანათლებლო კონტენტი, რომელიც შეიცავს სიშიშვლეს ან სექსუალურ თემებს, მაყურებლისთვის სექსუალური სიამოვნების მინიჭების მიზნით 
    • არა-სექსუალური კონტენტი, რომელიც ყურადღებას ამახვილებს სხეულის კონკრეტულ ნაწილებზე, ან აქტივობებზე, მაყურებლისთვის სექსუალური სიამოვნების მინიჭების მიზნით 
    • გრაფიკული ძალადობის ამსახველი დოკუმენტური ვიდეოები, რომელთა მიზანია ძალადობის შექება ან შოკირება
  • დასაკრავი სიები, რომლებიც შეიცავს წესების დარღვევისთვის წაშლილ რამდენიმე ვიდეოს. თუ შენიშნეთ, რომ თქვენი საჯარო დასაკრავი სიიდან რამდენიმე ვიდეო ამოიშალა ან წაიშალა, აუცილებლად ამოშალეთ ისინი თქვენი დასაკრავი სიებიდანაც. თუ შენიშნეთ, რომ თქვენი საჯარო დასაკრავი სიიდან ზოგი ვიდეო არღვევს საზოგადოების წესდებას, მონიშნეთ ისინი დროშით და ამოშალეთ დასაკრავი სიიდან.
  • დასაკრავი სიები, რომლებიც ასახავს მცირეწლოვანთა მიმართ არასათანადო მოპყრობას ფიზიკური, სექსუალური თუ ემოციური თვალსაზრისით.

გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის სრული სია.

მაგალითები

აქ მოყვანილია ისეთი კონტენტის რამდენიმე მაგალითი, რომელიც არ დაიშვება YouTube-ზე.

  • დასაკრავი სია, რომელიც შეიცავს დაბომბვის შესახებ საინფორმაციო გადაცემის კადრებს, სათაურით, როგორიცაა, „საუკეთესო დაბომბვები“. 
  • დასაკრავი სია სათაურით, რომელიც მოუწოდებს გონებრივი ქმედუუნარიანობის მქონე ადამიანების სეგრეგაციისკენ.
  • დასაკრავი სია, რომელიც ასაჯაროებს პიროვნების არასაჯარო პირად ინფორმაციას, როგორიცაა ტელეფონის ნომერი, სახლის მისამართი ან ელფოსტა, ასეთი პირის მიმართ არასათანადო ყურადღების მიპყრობის მიზნით.
  • დასაკრავი სია, რომელიც მოიცავს საშიში ან დამაზიანებელი ხუმრობების ამსახველ ვიდეოებს, მაგალითად, სახლში ყალბი შეღწევების ან დაყაჩაღების ვიდეოებს.
  • დასაკრავი სია, რომელიც ასახავს არასრულწლოვან პირებს, ისეთი სათაურებით, რომლებშიც ფიგურირებს სიტყვა „სექსუალური“.

რა ხდება, თუ კონტენტი არღვევს ამ წესებს

თუ თქვენი კონტენტი წინამდებარე წესებს ეწინააღმდეგება, კონტენტს ამოვშლით და ამის შესახებ ელფოსტით შეგატყობინებთ. თუ ვერ დავადასტურებთ, რომ თქვენ მიერ გამოქვეყნებული ბმული უსაფრთხოა, შეიძლება ამოვშალოთ ბმული. გაითვალისწინეთ, რომ ვიდეოსთან ერთად ან ვიდეოს მეტამონაცემებში გამოქვეყნებული URL-ები, რომლებიც წესებს არღვევს, შეიძლება ვიდეოს ამოშლის მიზეზი გახდეს.

თუ ეს საზოგადოების წესდების პირველი დარღვევაა, თქვენ, სავარაუდოდ, მიიღებთ შენიშვნას და თქვენს არხს ჯარიმა არ დაეკისრება. თუ გაივლით ტრენინგს წესების შესახებ, თქვენს შენიშვნას ვადა 90 დღის გასვლის შემდეგ ამოეწურება. თუმცა, თუ 90 დღის განმავლობაში განმეორებით დაარღვევთ წესებს, შენიშვნას ვადა არ ამოეწურება და თქვენი არხი გაფრთხილებას მიიღებს. ტრენინგის დასრულების შემდეგ დარღვეული სხვა წესი ცალკე შენიშვნას იღებს.

თუ 90 დღის განმავლობაში 3 გაფრთხილება დაგიგროვდათ, თქვენი არხი შეწყვეტს მოქმედებას. შეიტყვეთ მეტი ჩვენი გაფრთხილებების სისტემის შესახებ.

საზოგადოების წესდებისა და მომსახურების პირობების განმეორებითი დარღვევის გამო, უფლება გვაქვს თქვენს არხს ან ანგარიშს მოქმედება შევუწყვიტოთ. ასევე, უფლებას ვიტოვებთ თქვენს არხს ან ანგარიშს მოქმედება შევუწყვიტოთ მხოლოდ ერთი დარღვევის გამო, თუ ეს დარღვევა მძიმეა ან როცა არხი არღვევს დებულებას. განმეორებით დამრღვევებს შეიძლება შეეზღუდოთ მონაწილეობის მიღება წესების შესახებ მომავალ ტრენინგებში. შეიტყვეთ მეტი არხისა და ანგარიშის მოქმედების შეწყვეტის შესახებ.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
11712528063003934890
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false