გამომწერების შეტყობინებების შემოწმება

შემქმნელებს ხშირად აინტერესებთ, თუ როგორ გავლენას ახდენს შეტყობინებები მათი ვიდეოების ნახვებზე. შეგიძლიათ გამოიყენოთ „გამომწერის ზარის შეტყობინებებისა“ და „გაგზავნილი ზარის შეტყობინებების“ ბარათი YouTube Studio-ში, რათა შეიტყოთ მეტი შეტყობინებების გავლენის შესახებ. ეს ბარათები ავტომატურად გამოჩნდება, როდესაც თქვენ საკმარისი მისაწვდომი გამომწერი გეყოლებათ. შეიტყვეთ მეტი YouTube-ზე შეტყობინებების პარამეტრების შესახებ.

Were Notifications Sent to My Subscribers?

გამომწერის ზარის შეტყობინების მეტრიკის ნახვა

  1. შედით YouTube Studio-ში.
  2. მარცხენა მენიუში აირჩიეთ ანალიტიკა.
  3. შეარჩიეთაუდიტორია.
  4. მოიძეთ „გამომწერის ზარის შეტყობინებების“ ბარათი.

შეიტყვეთ გამომწერის ზარის შეტყობინების მეტრიკის შესახებ

„გამომწერის ზარის შეტყობინებების“ ბარათი შეგიქმნით წარმოდგენას იმის შესახებ, თუ თქვენი გამომწერების რა პროცენტული ნაწილი ღებულობს შეტყობინებებს თქვენი არხიდან, მათ შორის ვიდეოს ატვირთვებიდან, პრემიერებიდან და პირდაპირი სტრიმინგებიდან.

გამომწერები, რომლებსაც ჩართული აქვთ პარამეტრი: „ყველა შეტყობინება“ თქვენი არხიდან: მეტრიკა „გამომწერები, რომლებსაც ჩართული აქვთ პარამეტრი: „ყველა შეტყობინება“ თქვენი არხიდან”, წარმოადგენს თქვენი გამომწერების იმ პროცენტულ ნაწილს, რომლებმაც არჩია ყველა შეტყობინების მიღება.

გამომწერები, რომლებსაც ჩართული აქვთ პარამეტრი: „ყველა შეტყობინება“ თქვენი არხიდან და ჩართული აქვთ YouTube შეტყობინებები: მეტრიკა: გამომწერები, რომლებსაც ჩართული აქვთ „ყველა შეტყობინება“ თქვენი არხიდან და ჩართული აქვთ YouTube შეტყობინებები გატყობინებთ თქვენი გამომწერების იმ პროცენტულ ნაწილს, რომლებმაც არჩია ყველა შეტყობინების მიღება თქვენი არხიდან. ამ გამომწერებს, ასევე აქვთ ჩართული შეტყობინებები თავიანთი Google ანგარიშისა და მოწყობილობისთვის.

თუ გამომწერები დააჭერენ გამოწერის ზარის ღილაკს, მაგრამ გამორთული აქვთ YouTube შეტყობინებები თავიანთი ანგარიშის ან მობილური აპისთვის, არ იქნებიან გათვალისწინებული ამ მეტრიკაში. გამომწერები, რომლებსაც „ჩართული აქვთ YouTube შეტყობინებები“, შესული არიან თავიანთ ანგარიშში და შეუძლიათ მიიღონ შეტყობინება სულ მცირე ერთ მოწყობილობაზე. ამ გამომწერებს ჩართული აქვთ ანგარიშის შეტყობინებები ან:

  • კომპიუტერზე სექციიდან: პარამეტრები and then შეტყობინებები and then არხის გამოწერები ან
  • მობილურზე სექციიდან: პარამეტრები and then შეტყობინებები and then გამოწერები

და ასევე ჩართული აქვთ YouTube შეტყობინებები სულ მცირე ერთ მოწყობილობაზე:

  • კომპიუტერისთვის, ჩართეთ პარამეტრები and then შეტყობინებები and then კომპიუტერის შეტყობინებები
  • მობილური მოწყობილობებისთვის, დარწმუნდით, რომ YouTube აპის შეტყობინებები ჩართული იყოს თქვენი მოწყობილობის პარამეტრებში

გაგზავნილი ზარის შეტყობინებების მეტრიკის ნახვა

„გაგზავნილი ზარის შეტყობინებების“ ბარათი ჩნდება YouTube ანალიტიკის ჩანართში Reach, როდესაც საკმარისი ოდენობის გამომწერი გყავთ. ბარათი ხელმისაწვდომია ცალკეული ვიდეოებისთვის.

  1. შედით YouTube Studio-ში.
  2. მარცხენა მენიუდან აირჩიეთ კონტენტი.
  3. დააწკაპუნეთ ვიდეოს სათაურზე ან ესკიზზე.
  4. მარცხენა მენიუშ აარჩიეთ ანალიტიკა and then Reach.
  5. მოიძიეთ „გაგზავნილი ზარის შეტყობინებების“ ბარათი.

გაგზავნილი ზარის შეტყობინებების მეტრიკის შესახებ ინფორმაცია

  • გაგზავნილი ზარის შეტყობინებები: გაგზავნილი ზარის შეტყობინებების ოდენობა თქვენი არხიდან შეტყობინებების მიმღები გამომწერებისთვის, რომლებსაც ჩართული აქვთ YouTube შეტყობინებები თავიანთ ანგარიშსა და მოწყობილობაზე.
  • CTR (დაწკაპუნებები ჩვენებასთან მიმართებაში) შეტყობინებები: მნახველთა პროცენტულობა, რომლებმაც დააწკაპუნეს თქვენს ვიდეოსთან მიმართებით მიღებულ ზარის შეტყობინებაზე.
  • ნახვები ზარის შეტყობინებებიდან: იმ მნახველების ნახვები, რომლებმაც დააწკაპუნეს ზარის შეტყობინებას და მაშინვე უყურეს თქვენს ვიდეოს. ეს რიცხვი არ მოიცავს მნახველებს, რომლებმაც თქვენი ზარის შეტყობინება ნახეს და მოგვიანებით უყურეს თქვენს ვიდეოს. შეგიძლიათ მიიღოთ აპის შეტყობინებებიდან ნახვების ჩაშლილი დეტალები ელფოსტით გამოგზავნილ სიახლეებთან მიმართებით თქვენსReach ანგარიშში.

გამომწერის ზარის შეტყობინებებთან დაკავშირებული ხშირად დასმული კითხვები

რას ნიშნავს „ჩართული აქვს „ყველა შეტყობინება თქვენი არხიდან“?

არსებობს ზარის რამდენიმე ვერსია, რომელიც დაეხმარება მნახველებს გაარჩიონ ერთმანეთისგან YouTube შეტყობინებებს შორის სხვადასხვა ტიპები:

  •  ყველა: გამომწერები მიიღებენ ყველა შეტყობინებას თქვენი არხიდან, გარდა დღიურ ლიმიტს გადაჭარბებული შეტყობინებებისა.
  • პერსონალიზებული: გამომწერები მიიღებენ შეტყობინებების მათზე მორგებულ რაოდენობას თქვენი არხიდან.
  • არცერთი: გამომწერები ზარის ამ ვერსიას დაინახავენ, თუ თქვენი არხიდან შეტყობინების მიღება არ შეუძლიათ თავიანთი მოწყობილობის პარამეტრებიდან გამომდინარე.

მეტრიკა „გამომწერები, რომლებსაც ჩართული აქვთ „ყველა შეტყობინება თქვენი არხიდან“, არ მოიცავს იმ გამომწერებს, რომლებსაც არჩეული აქვთ პერსონალიზებული შეტყობინებების მიღება, ან მათ, ვინც გამორთული აქვთ შეტყობინებები თქვენი არხიდან თავიანთ გამოწერების მმართველში, ან არხის პარამეტრებში. შეიტყვეთ მეტი შეტყობინებებზე გავლენის მქონე პარამეტრების შესახებ.

როგორ გამოვაწერინო მნახველებს ჩემი არხიდან ყველა შეტყობინება?

ზოგ მნახველს არ ენდომება მათ მიერ გამოწერილი ყველა არხიდან ყველა შეტყობინების მიღება. ზოგისთვის, ყველა შეტყობინების მიღება შეიძლება ზედმეტი იყოს და შეიძლება გამოიწვიოს მნახველის მიერ შეტყობინებების ერთიანად გამორთვა.

წაახალისეთ თქვენი გამომწერები, რომ აირჩიონ მათთვის შესაბამისი შეტყობინების მიღების ტიპი. თუ გყავთ მნახველები, რომლებსაც სურთ მიიღონ ყველა შეტყობინება, მაგრამ ვერ ახერხებენ ამას, გაუგზავნეთ მათ ბმული:შეტყობინებების დეფექტების აღმოფხვრა.

მე ვარ დიაპაზონის „ტიპური YouTube-ზე“ ქვემოთ. ეს ცუდია?

გამომწერები, რომლებსაც ჩართული აქვთ „ყველა შეტყობინება“ თქვენი არხიდან

ბევრი არხი არ ექცევა ამ დიაპაზონში და მაინც ეფექტურია. ნახვების მრავლობითი ტრაფიკის წყაროებს შორის შეტყობინებები ერთ-ერთია (მაგალითად: შემდეგი რიგში, Home ან Search). სხვადასხვა არხს ტრაფიკის სხვადასხვა წყაროს მიხედვით ცვლადი ტრაფიკის პროცენტულობა ექნება.

არსებობს ბევრი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ რამდენად უნდა გამომწერს არხის ყველა შეტყობინების მიღება ყოველთვის. გამომწერის შეტყობინების არჩევანზე გავლენა შეიძლება იქონიოს ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა ატვირთვის სიხშირე, ვიდეოს თემები, ან სხვა არხის გამოწერები.

გამომწერები, რომლებსაც ჩართული აქვთ „ყველა შეტყობინება“ თქვენი არხიდან და ჩართული აქვთ YouTube შეტყობინებები

თუ თქვენ მოხვდით ტიპურ დიაპაზონში გამომწერებით, რომლებსაც ჩართული აქვთ ყველა შეტყობინება თქვენი არხისთვის, თუმცა ჩართული შეტყობინებების მიხედვით ხართ დიაპაზონს ქვემოთ, შეგიძლიათ მნახველებს თხოვოთ, რომ გამოიყენონ ფუნქციაშეტყობინებების დეფექტების აღმოფხვრა. ამ მნახველებმა, ზარის ღილაკზე დაჭერით გამოავლინეს ყველა შეტყობინების მიღების ინტერესი. მათ შეიძლება არ იცოდნენ რომ არ შეუძლიათ შეტყობინებების მიღება.

შემიძლია ვნახო ჩემი გამომწერის შეტყობინების მეტრიკა დროის წინა პერიოდებისთვის?

გამომწერის ზარის შეტყობინებების ბარათი მხოლოდ მიმდინარე მეტრიკას აჩვენებს. ისტორიული მაჩვენებლები არ არის ხელმისაწვდომი.

დაუყოვნებლივ გაიზრდება თუ არა ჩემი გამომწერის მეტრიკა, თუ მე ახალი გამომწერები მეყოლება?

გამომწერის მეტრიკა განახლდება ყოველდღიურად, თუმცა 2 დღიანი დაყოვნებით. თუ ვიდეოს ორშაბათს გამოაქვეყნებთ და ახალ გამომწერებს გაიჩენთ, ისინი თქვენს მეტრიკაში ოთხშაბათს აისახებიან.

გაგზავნილ ზარის შეტყობინებებთან დაკავშირებით ხშირად დასმული კითხვები

როგორ უნდა გამოვიყენო „გაგზავნილი ზარის შეტყობინებების“ ბარათი?

„გაგზავნილი ზარის შეტყობინებები“ მუშაობს „გამომწერის ზარის შეტყობინებების“ ბარათთან ერთად:
  • „გამომწერის ზარის შეტყობინებების“ ბარათი აჩვენებს, თქვენი გამომწერების რა ნაწილმა დააწკაპუნა ზარის ღილაკზე თქვენი მთლიანი არხიდან ყველა შეტყობინების მისაღებად. ის აგრეთვე აჩვენებს, ამ გამომწერებიდან რამდენი აკმაყოფილებს შეტყობინებების მიღების მოთხოვნებს თავიანთ მოწყობილობისა და ანგარიშის პარამეტრების მიხედვით.
  • „გაგზავნილი შეტყობინებების ზარი“ აჩვენებს, თუ რამდენმა მნახველმა მიიღო თქვენი ზარის შეტყობინება, დააწკაპუნა მასზე და უყურა თქვენს ვიდეოს. ეს ბარათი ასევე აჩვენებს ვიდეოს გამოქვეყნებისას იმ გამომწერების რაოდენობას, ვინც აკმაყოფილებდა ზარის შეტყობინების მიღებისთვის მოთხოვნებს.

რით განსხვავდება ჩემი შეტყობინებების CTR ჩემი ესკიზის CTR-სგან?

თქვენი შეტყობინებების CTR წარმოადგენს თქვენი იმ მნახველების რაოდენობას, რომლებმაც ნახეს თქვენი ვიდეოს ზარის შეტყობინება და დააწკაპუნეს მასზე. თქვენი ესკიზის CTR წარმოადგენს თქვენი იმ მნახველების რაოდენობას, რომლებმაც ნახეს თქვენი ვიდეო ესკიზი YouTube-ზე და დააწკაპუნეს მასზე. შეიტყვეთ მეტი თქვენი ჩვენებებისა და CTR-ის შესახებ.

რატომ არის ჩემი შეტყობინებების CTR ჩემი ჩვენებების CTR-ზე ნაკლები?

თქვენი შეტყობინებების CTR-სთვის ჩვეულებრივ თქვენი ჩვენებების CTR-ზე ნაკლებია.
ხალხი იღებს შეტყობინებებს დღის განმავლობაში, მაგრამ არ შეუძლიათ  ვიდეოების ნახვა. ისინი შესაძლოა, სამსახურში იყვნენ ან სადილს ამზადებდნენ. თქვენი ჩვენებების CTR იზომება YouTube-ზე აქტივობის საფუძველზე. ის წარმოადგენს იმ მნახველთა ქცევას, ვინც აქტიურად ეძებს რაიმეს YouTube-ზე სანახავად და არა მნახველებს, რომლებიც თავიანთი ყოველდღიური ცხოვრების ორომტრიალში არიან.
რატომ არ გაიგზავნა ყველა ჩემი შეტყობინება?
აქ წარმოდგენილია ყველაზე ხშირი მიზეზები, თუ რატომ შეიძლება იყოს თქვენი „გაგზავნილი ზარის შეტყობინებები“ 100%-ზე ნაკლები.
  • თქვენმა არხმა უკვე გააგზავნა 24-საათიან პერიოდში მაქსიმალური — 3 ვიდეო შეტყობინება.
  • თქვენ გამოაქვეყნეთ 3 ვიდეოზე მეტი დროის მოკლე შუალედში.
  • თქვენი გამომწერების რაოდენობა მნიშვნელოვნად შეიცვალა ბოლო 24 საათში. შეიტყვეთ მეტი.
  • თქვენ შეცვალეთ თქვენი ვიდეოს კონფიდენციალურობის პარამეტრები მანამ, სანამ ყველა შეტყობინება გაიგზავნებოდა.
  • თქვენ გამოტოვეთ შეტყობინებების ნაწილი ამ ვიდეოსთვის.
როგორ ახდენს გავლენას ჩემი გამომწერების რაოდენობა ჩემი გაგზავნილი ზარის შეტყობინებების პროცენტულობაზე?
თქვენი გამომწერების რაოდენობა ჩვეულებრივ ხშირად შეიცვლება. თუ გარკვეული მიზეზით თქვენი გამომწერთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შეიცვლება ვიდეოს გამოქვეყნებამდე, შესაძლოა თქვენი გაგზავნილი ზარის შეტყობინები იყოს 100%-ზე ნაკლები.
ამ შემთხვევებში, ჩვენ მაინც შევატყობინებთ ყველა სათანადო გამომწერს, თუმცა ბარათმა შესაძლოა ანგარიშის ჩვენების დაყოვნებებიდან გამომდინარე, 100%-ზე ნაკლები აჩვენოს.

შეტყობინებების CTR-ისთვის მიხედვით დიაპაზონის „ტიპური YouTube-ზე“ დაბლა ვარ. ეს ცუდია?

არსებობს ბევრი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, დააწკაპუნებს თუ არა გამომწერი შეტყობინების გასახსნელად. მნახველებმა შესაძლოა არ დააწკაპუნონ შეტყობინებას დღის მონაკვეთიდან გამომდინარე, იმის მიხედვით თუ რას აკეთებენ იმ მომენტში და ა.შ.
ბევრი არხი არ ექცევა ამ დიაპაზონში და მაინც ეფექტურია. ნახვების მრავლობითი ტრაფიკის წყაროებს შორის შეტყობინებები ერთ-ერთია. სხვა წყაროებში მოიცავს შემდეგს: რიგში შემდეგი, Home, Search, გარე წყაროები და გამომწერების არხი. სხვადასხვა არხს ტრაფიკის სხვადასხვა წყაროდან ცვლადი ტრაფიკის პროცენტულობა ექნება.

შემიძლია შევამოწმო „გაგზავნილი ზარის შეტყობინებები“ დროის წინა პერიოდებისთვის?

ისტორიული მაჩვენებლები ხელმისაწვდომი არ არის „გაგზავნილი ზარის შეტყობინებების“ ბარათისთვის. თუ YouTube ანალიტიკაში შეცვლით თარიღების დიაპაზონს, თქვენს ბარათში მოცემული თარიღები იგივე დარჩება.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
12498248364791161920
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false