არხის ეფექტურობის მიმოხილვა

YouTube ანალიტიკის მიმოხილვის ჩანართში მოცემულია საერთო ინფორმაცია თქვენი არხისა და ვიდეოების ეფექტურობის შესახებ YouTube-ზე. ძირითადი მეტრიკის ბარათზე ნაჩვენებია თქვენი ნახვები, ყურების დრო, გამომწერების რაოდენობა და სავარაუდო შემოსავალი (თუ YouTube პარტნიორთა პროგრამაში ხართ). 
 
შენიშვნა: ზოგიერთი ანგარიში შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი მობილურ მოწყობილობებზე.

თქვენი მიმოხილვის ანგარიშების ნახვა

  1. შედით YouTube Studio-ში.
  2. მარცხენა მენიუდან აირჩიეთ ანალიტიკა.
  3. მიმოხილვის ჩანართი ნაგულისხმევად გაიხსნება. ძირითადი მეტრიკის ბარათზე დაინახავთ თქვენი ვიდეობისა და პირდაპირი სტრიმინგების ხატულებს მათი გამოქვეყნების თარიღით .

შენიშვნა: შესაძლოა, იხილოთ პერსონალიზებული მიმოხილვის ანგარიშები, რომლებიც გიჩვენებთ შედარებებს თქვენს ტიპურ ეფექტურობასთან. ეს მონაცემები დაგეხმარებათ გააანალიზოთ თქვენი ნახვების ჩვეულებრივზე მეტი ან ნაკლები რაოდენობის მიზეზები.

უახლესი კონტენტი

ამ ანგარიშში იხილავთ თქვენი უახლესი ვიდეობის ნახვების სნეპშოტს. ანგარიში ასევე გაწვდით ინფორმაციას დაწკაპუნებების შესახებ ჩვენებასთან მიმართებაში და ნახვების საშუალო ხანგრძლივობის შესახებ.

პოპულარული რემიქსები

ამ ანგარიშში იხილავთ ინფორმაციას თქვენს კონტენტზე, რომელიც გამოყენებულია Shorts-ის შესაქმნელად. ამ ანგარიშში, ასევე, მოცემულია თქვენი კონტენტის რემიქსებისა და მათი ნახვის რაოდენობა.

საუკეთესო კონტენტი

პოპულარული ვიდეოების ანგარიშში მოცემულია ინფორმაცია თქვენი ყველაზე პოპულარული ვიდეობის შესახებ. ნაგულისხმევად, საუკეთესო ვიდეოები დალაგებულა ნახვების მიხედვითა.

მიმდინარე მონაცემები

მიმდინარე მონაცემების ანგარიშში მოცემულია ბოლო დროს გამოქვეყნებული ვიდეოების ეფექტურობის ანალიზი. ანგარიში, ასევე, გაწვდით ინფორმაციას თქვენი პოპულარული ვიდეოებისა და გამომწერების რაოდენობის შესახებ. თქვენ, ასევე, შეგიძლიათ იხილოთ ანალიტიკის გაფართოებული ანგარიში გასული 60 წუთის და 48 საათის ეფექტურობის მონაცემების შესადარებლად.

გასათვალისწინებელი მეტრიკა

ნახვები

თქვენი არხების ან ვიდეოების ლეგიტიმური ნახვების რაოდენობა.

ყურების დრო (საათები)

დრო, რომლის განმავლობაშიც მნახველები უყურებდნენ თქვენს ვიდეოს.

გამომწერები

მნახველთა რაოდენობა, რომლებმაც გამოიწერეს თქვენი არხი.

სავარაუდო შემოსავალი

საერთო სავარაუდო შემოსავალი (წმინდა შემოსავალი) Google-ის მიერ გაყიდული ყველა რეკლამიდან და ტრანზაქციებიდან, თარიღის არჩეულ დიაპაზონსა და რეგიონში.

ნახვების საშუალო ხანგრძლივობა

ნახვის სავარაუდო საშუალო ხანგრძლივობა წუთებში თითო ნახვაზე, არჩეული ვიდეოსა და თარიღის დიაპაზონისთვის.

ჩვენებები

რამდენჯერ იქნა ნაჩვენები თქვენი ესკიზები მნახველებისთვის YouTube-ზე რეგისტრირებული ჩვენებების მეშვეობით.

ჩვენებებზე დაწკაპუნების კოეფიციენტი

მნახველების მიერ ვიდეოს ყურების სიხშირე მისი ესკიზის ნახვის შემდგომ.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
14061838075803008400
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false