საავტორო უფლებების მართვის ხელსაწყოების მიმოხილვა

YouTube-ს გააჩნია სხვადასხვა ხელსაწყოები, რომელთა გამოყენებაც საავტორო უფლებების მფლობელებს შეუძლიათ თავიანთი საავტორო უფლებების მქონე კონტენტის დაცვის და მართვის მიზნით. საავტორო უფლებების მართვის ხელსაწყო შემუშავებულია სხვადასხვა ტიპის შემქმნელებისთვის, დროდადრო ამტვირთავებისა თუ მედია კომპანიების ჩათვლით.

საავტორო უფლებების მართვის ხელსაწყო მოიცავს შემდეგს:

ნაგულისხმევად, საავტორო უფლებების დარღვევის გამო ვიდეოს წაშლის შესახებვებფორმა ყველასთვის არის ხელმისაწვდომი YouTube-ზე სანახავად. საავტორო უფლებების მართვის ხელსაწყოს ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:

  • საავტორო უფლებების ხშირად მართვის დემონსტრირებული საჭიროება
  • თქვენი უფლებებისა და კონტენტის მართვის მიზნით ხელმისაწვდომი რესურსები
  • YouTube-ის საავტორო უფლებები სისტემის შესახებ ცოდნა

ჩვენი ხელსაწყოების ხელმისაწვდომობის გაფართოების პროცესთან ერთად, ჩვენ მიზნად ვისახავთ მათი უმართებულო გამოყენების შედეგად მიღებული მნიშვნელოვანი შეფერხებებისგან დაცვას.

საავტორო უფლებების არახშირი მართვის მიზნით

საავტორო უფლებების დარღვევის გამო ვიდეოს წაშლის შესახებ ვებფორმა

YouTube ანგარიშის მქონე ყველა პირს აქვს წვდომა საავტორო უფლებების დარღვევის შესახებ ვებფორმასთან. თუ თქვენი საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევარი თქვენი ნებართვის გარეშე ატვირთა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ვებფორმა საავტორო უფლებების დარღვევის გამო ვიდეოს წაშლის შესახებ, რომ მოითხოვოთ კონტენტის YouTube-დან წაშლა.

საავტორო უფლებების მფლობელთა უმეტესობისთვის, ვებფორმა ყველაზე სწრაფი და მარტივი გზაა საავტორო უფლებების დარღვევის გამო ვიდეოს წაშლის მოსათხოვნად. საავტორო უფლებების მფლობელმა.ან მფლობელის სახელით მოქმედმა უფლებამოსილმა აგენტმა უნდა გააგზავნოს ვებფორმა.

შეიტყვეთ მეტი საავტორო უფლებების დარღვევის გამო ვიდეოს წაშლის მოთხოვნის შესახებ.

საავტორო უფლებების ხშირი მართვის მიზნით

თქვენი ხშირი საავტორო უფლებების მართვის საჭიროებებისთვის სწორი ხელსაწყოს მოსაძიებლად, შეგიძლიათ დაიწყოთ ამ ფორმის შევსება. დარწმუნდით, რომ შესული ხართ იმ YouTube ანგარიშში, რომლითაც წინათ ჩვენი ვებფორმის საშუალებით გადააგზავნეთ ვიდეოს წაშლის მოთხოვნები.

თქვენი პასუხები საავტორო უფლებების მართვის თქვენი საჭიროებების შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას მოგვაწვდის, თქვენთვის მორგებული ხელსაწყოს აღმოსაჩენად. თქვენ მიერ ფორმის გამოგზავნის შემდეგმ ჩვენ განვიხილავთ თქვენს პასუხებს და ელფოსტით მოგწერთ ჩვენს რეკომენდაციებს, შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:

  • თქვენ მიერ ვიდეოების ატვირთვის სიხშირე
  • თქვენი ვიდეოების ხელახალი ატვირთვის სიხშირე
  • მართავთ თუ არა ანგარიშს კომპანიის სახელით
  • ჩვენი ვებფორმით თქვენ მიერ მოთხოვნების წარდგენის ისტორია. კერძოდ, თუ რამდენად ასახავს თქვენი ძველი მოთხოვნები საავტორო უფლებების გაგებას და ვიდეოების წაშლის ხშირ საჭიროებას.

საავტორო უფლებების ხშირი მართვისთვის გამოსაყენებელი ჩვენი ხელსაწყოების შესახებ დამატებითი ინფორმაცია:

Copyright Match Tool

The Copyright Match Tool ავტომატურად ამოიცნობს ვიდეოებს, რომლებიც YouTube-ზე სხვა ვიდეოების კოპირებას ან შესაძლო კოპირებას წარმოადგენს. ეს ხალსაწყო აღმოაჩენს იმ სხვა ვიდეოებთან დამთხვევებს, რომლებიც YouTube-ზე აიტვირთა ან ვიდეოს წაშლის მოთხოვნის შედეგად წაიშალა. დამთხვევის აღმოჩენის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ მისაღები მოქმედება:

  • კონტენტის, რომელიც დაემთხვა, ამტვირთელთან ელფოსტით დაკავშირება
  • კონტენტის ამოშლის მოთხოვნა
  • დამთხვევის დაარქივება

Copyright Match Tool იყენებს იმავე შესატყვისობის ტექნოლოგიას, რასაც კონტენტის ID, მაგრამ უფრო მარტივად სამართავია და ნაკლებ რესურსს საჭიროებს.

შეიტყვეთ მეტი Copyright Match Tool-ის შესახებ.

კონტენტის ვერიფიკაციის პროგრამა

კონტენტის ხშირად ამოშლის საჭიროების დროს და თქვენ მიერ ვიდეოს წაშლის ადრე ხშირად წარმატებული მოთხოვნის შემთხვევაში, თქვენ შეიძლება კონტენტის ვერიფიკაციის პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობაში იყოთ. პროგრამა საავტორო უფლებების მქონე პირებს შესაძლებლობას აძლევს მოიძიონ ის კონტენტი რომელიც მათი აზრით უფლებებს არღვევს და მოითხოვონ ერთდროულად ბევრი ვიდეოს წაშლა. 

თუ მიმდინარე ეტაპზე ხშირად არ გაქვთ ბევრი ვიდეოს ძიებისა და წაშლის საჭიროება, საუკეთესო არჩევანიასაავტორო უფლებების დაღვევის გამო ვიდეოს წაშლის შესახებ ვებფორმა.

შეიტყვეთ მეტი კონტენტის ვერიფიკაციის პროგრამის შესახებ.

კონტენტის ID

კონტენტის ID ხელმისაწვდომია საავტორო უფლებების ყველაზე რთული მართვის საჭიროების მქონე მფლობელთათვის, როგორებიციაა ჩამწერი ლეიბლები ან კინო სტუდიოები. კონტენტ ID-ისთვის კვალიფიკაციისთვის, საავტორო უფლებების მფლობელების მიერ უნდა იყოს ვიდეოს წაშლის ძველი, ბევრი წარმატებული მოთხოვნა და სხვა კრიტერიუმებთან ერთად, უნდა ჰქონდეს კონტენტ ID-ის მართვის რესურსი.

Content ID არის შესატყვისობის სისტემა, რომელიც ავტომატურად აღმოაჩენს კონტრაფიაციულ კონტენტს. YouTube-ზე ვიდეოს ატვირთვისას, მათი სკანირება ხდება საავტორო უფლებების მფლობელთა მიერ გაგზავნილი ფაილების მონაცემთა ბაზასთან მიმართებით. კონტენტის ID-ის მიერ ისეთი კონტენტის აღმოჩენის შემთვევაში, რომელიც თქვენს რომელიმე ნამუშევარს ემთხვევა, შეგიძლიათ ამოირჩიოთ განსახორციელებელი მოქმედებები, როგორიცაა:

  • დაბლოკოთ მთელი ვიდეო ნახვისგან
  • მოახდინოთ ვიდეოს მონეტიზაცია მასზე რეკლამების გაშვებით, ზოგჯერ ამტვირთავთან შემოსავლის გაზიარებით.
  • თვალი ადევნოთ ვიდეოს მნახველების რაოდენობის სტატისტიკას

ეს მოქმედებები შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნის/რეგიონის მიხედვით. მაგალითად, ვიდეოს მონეტიზაცია შეიძლება მიმდინარეობდეს ერთ ქვეყანაში/რეგიონში და დაიბლოკოს ან თვალყურს დაექვემდებაროს სხვა ქვეყანაში/რეგიონში.

შეიტყვეთ მეტი კონტენტ ID-ის შესახებ.

შენიშვნები

  • კონტენტის ID-ის შემთხვევითმა უმართებულო გამოყენებამაც კი შეიძლება YouTube-ის და შემქმნელებისთვის სერიოზული შედეგები მოიტანოს.
  • კონტენტ ID-ის გააჩნია მართვის რთული სისტემა, რომელიც საჭიროებს მიმდინარე მართვას და საავტორო უფლებების მაღალ დონეზე გაგებას.
  • კონტენტ ID-ით მოსარგებლე საავტორო უფლებების მფლობელები ასევე უნდა დარწმუნდნენ, რომ მათი კონტენტი შეესაბამება Content ID-ის შესაბამისობის მოთხოვნებს და უსაფრთხოა ავტომატური დამთხვევის ტექნოლოგიისთვის.
  • საავტორო უფლებების მფლობელთაგან, ბევრი იყენებს მესამე მხარის სერვისის პროვაიდერს კონტენტის ID-ის გამოყენებით მათი უფლებების მართვის მიზნით. კონტენტ ID-ის სერვისის პროვაიდერები მოქმედებენ საავტორო უფლებების მფლობელთა სახელით საკომისიოს სანაცვლოდ. მათი მოძებნა შეგიძლიათ დირექტორიაში.
გაითვალისწინეთ:
  • საავტორო უფლებების მართვის ამ ხელსაწყოთა გამოყენებით ვიდეოს წაშლის მოთხოვნა იწყებს სამართლებრივ პროცესს.
  • ამ ხელსაწყოთა უმართებულო გამოყენებამ, როგორიცაა ყალბი ინფორმაციის წარდგენა, შეიძლება გამოიწვიოს თქვენი ანგარიშის მოქმედების შეჩერება ან სხვა სამართლებრივი შედეგები.
  • ვიდეოს წაშლის მოთხოვნის გაგზავნამდე, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ სამართლიანი გამოყენება, სამართლიანად სარგებლობა ან საავტორო უფლებების სხვა გამონაკლისები, რომლებიც მოქმედებენ თითოეულ სიტუაციაში.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
11321633786038313502
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false