დააკავშირეთ ანგარიში პლატფორმის გარეთ ჯილდოების მოსაპოვებლად

თქვენ შეგიძლიათ მოიპოვოთ ჯილდოები პლატფორმის გარეთ, როდესაც უყურებთ მოთხოვნების შესაბამის პირდაპირ სტრიმინგებს YouTube-ზე თქვენი Google ანგარიშის პარტნიორ ანგარიშთან დაკავშირების შედეგად.

შენიშვნა: ეს ფუნქცია, შესაძლოა, მიუწვდომელი იყოს მათთვის, ვინც YouTube-ის ზედამხედველობის ქვეშ გამოცდილებით სარგებლობს. შეიტყვეთ მეტი.

თქვენი ანგარიშების დაკავშირება ან კავშირის გაუქმება

YouTube პარამეტრებიდან

დააკავშირეთ ანგარიში

  1. შედით YouTube-ში.
  2. გადადით თქვენი პროფილის სურათზე  და აირჩიეთ პარამეტრები  .
  3. გადადით სექციაში: დაკავშირებული აპები.
  4. შეეხეთ დაკავშირებას იმ პარტნიორის გვერდით, რომელთანაც დაკავშირება გსურთ.
    1. თუ ჯერ არ გაქვთ ანგარიში, შეასრულეთ პარტნიორის ვებსაიტის მითითებები ანგარიშის შესაქმნელად. შემდეგ დაიწყეთ ნაბიჯით 2.
  5. მიჰყევით ნაბიჯებს თქვენს პარტნიორის ანგარიშში შესასვლელად.

ანგარიშთან კავშირის გაწყვეტა

  1. შედით YouTube-ში.
  2. დააწკაპუნეთ პროფილის სურათზე  და აირჩიეთ პარამეტრები  .
  3. გადადით სექციაში: დაკავშირებული აპები.
  4. დააწკაპუნეთ კავშირის გაწყვეტას პარტნიორის გვერდით, რომელთანაც კავშირის გაწყვეტა გსურთ.

YouTube ყურების გვერდიდან

დააკავშირეთ ანგარიში

  1.  შედით YouTube-ში.
  2. გადადით ნებისმიერ ვიდეოზე ან პირდაპირ სტრიმინგზე, რომელიც შეესაბამება ჯილდოების მიღების მოთხოვნებს
  3. ყურების გვერდზე დააწკაპუნეთ დაკავშირებას  დამკვრელის ქვეშ.
  4. მიჰყევით ნაბიჯებს თქვენს პარტნიორის ანგარიშში შესასვლელად.

the sign-in will appear as a pop-up in the center of the page.

ანგარიშთან კავშირის გაწყვეტა

  1.  შედით YouTube-ში.
  2. გადადით ნებისმიერ ვიდეოზე ან პირდაპირ სტრიმინგზე, რომელიც მოთხოვებს შეესაბამება.
  3. ყურების გვერდზე დაწკაპუნებით აირჩიეთ: დაკავშირებული  დამკვრელის ქვეშ.
  4. დააწკაპუნეთ კავშირის გაწყვეტას.

თქვენი Google ანგარიშიდან

შეგიძლიათ გაწყვიტოთ პარტნიორის ანგარიშის კავშირი თქვენს Google ანგარიშთან.

  1. შედით თქვენს Google ანგარიშში.
  2. გადადით ბმულზე: myaccount.google.com/accountlinking.
  3. იმ ანგარიშის გვერდით, რომელთანაც კავშირის გაწყვეტა გსურთ, დააწკაპუნეთ ღილაკზე ბმის გაუქმება.
შენიშვნა: ​თქვენი ანგარიშების კავშირის გაწყვეტის შემდეგ თქვენ აღარ გექნებათ მოცემულ აპში მოთხოვნების შესაბამისი ვიდეოების თუ პირდაპირი სტრიმინგების ყურებისთვის ჯილდოების მიღების უფლება. ჩვენს პარტნიორებს შეუძლიათ მოცემული ყურების აღრიცხვა იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენი კავშირი გაწყვეტილია. იხილეთ თქვენი პარტნიორის ანგარიში თქვენი მონაცემების სამართავად.

პარტნიორის ანგარიშები

Activision
Activision არის Call of Duty-ს შემქმნელი. თქვენი Activision ანგარიშის მიბმის შემდეგ, უყურეთ Call of Duty-ს შერჩეულ პირდაპირ სტრიმინგებს, რომ ჯილდოების მიღების მოთხოვნებს შეესაბამებოდეთ.
Battle.net (Blizzard)
Blizzard არის Battle.net-ის, Overwatch-ის და Hearthstone-ის შემქმნელი. თქვენი Battle.net ანგარიშის მიბმის შემდეგ, უყურეთ Blizzard თამაშების შერჩეულ პირდაპირ სტრიმინგებს, რომ ჯილდოების მიღების მოთხოვნებს შეესაბამებოდეთ.
Electronic Arts 
Electronic Arts (EA) არის FIFA-ს და Madden-ის შემქმნელი. თქვენი EA ანგარიშის მიბმის შემდეგ, უყურეთ EA თამაშების შერჩეულ პირდაპირ სტრიმინგებს, რომ ჯილდოების მიღების მოთხოვნებს შეესაბამებოდეთ.
Epic Games
Epic Games არის Fortnite-ის შემქმნელი. თქვენი Fortnite ანგარიშის მიბმის შემდეგ, უყურეთ Fortnite World Cup-ის შეჩეულ კონტენტს, რომ ჯილდოების მიღების მოთხოვნებს შეესაბამებოდეთ.
Garena
Garena არის Free Fire-ის შემქმნელი.  თქვენი Garena Free Fire ანგარიშის მიბმის შემდეგ, უყურეთ Garena Free Fire-ის შერჩეულ კოტენტს, რომ ჯილდოების მიღების მოთხოვნებს შეესაბამებოდეთ.
MLBB
Moonton არის Mobile Legends: Bang Bang-ის (MLBB) შემქმნელი. თქვენი MLBB ანგარიშის მიბმის შემდეგ, უყურეთ MLBB-ს შერჩეულ პირდაპირ სტრიმინგებს, რომ ჯილდოების მიღების მოთხოვნებს შეესაბამებოდეთ.
NFL
NFL-ისგან პლატფორმის გარეთ ჯილდოების მოსაპოვებლად, დააკავშირეთ თქვენი NFL ID ანგარიში.
PlayerUnknown's Battlegrounds Mobile (PUBG Mobile)
Tencent Games არის PlayerUnknown’s Battlegrounds (PUBG) Mobile-ის შემქმნელითქვენი ანგარიშის მიბმის შემდეგ, უყურეთ PUBG Mobile-ის შერჩეულ პირდაპირ სტრიმინგებს, რომ ჯილდოების მიღების მოთხოვნებს შეესაბამებოდეთ.
Riot Games Supercell

Supercell არისClash Royale-ის შემქმნელი. თქვენი Supercell ანგარიშის მიბმის შემდეგ, უყურეთ Clash Royale/Clash Royale League-ის შეჩეულ პირდაპირ სტრიმინგებს, რომ ჯილდოების მიღების მოთხოვნებს შეესაბამებოდეთ.

Ubisoft
Ubisoft არის Assassin's Creed-ის და Tom Clancy's Rainbow Six-ის შემქმნელი თქვენი ანგარიშის მიბმის შემდეგ, უყურეთ Ubisoft თამაშების შერჩეულ პირდაპირ სტრიმინგებს, რომ ჯილდოების მიღების მოთხოვნებს შეესაბამებოდეთ.

ხშირად დასმული შეკითხვები

მე დავაკავშირე ჩემი ანგარიშები და ვუყურებ მოთხოვნის შესაბამის პირდაპირ სტრიმინგს. რატომ არაფერს არ ვიგებ?

საბოლოო ჯამში, ჩვენი პარტნიორები დაადგენენ, რომელი მოთხოვნების შესაბამისი მნახველები მოიგებენ, თითოეული ნაკადის წესების მიხედვით. ეს წესები შეიძლება სხვადასხვა იყოს პარტნიორების მიხედვით.  
იმისთვის, რომ დარწმუნდეთ, აკმაყოფილებთ თუ არა მოთხოვნებს, დარწმუნდით, რომ ანგარიშები მიბმული გაქვთ და უყურებთ თქვენი კომპიუტერიდან, YouTube მობილური აპიდან ან ჩვენი ვებსაიტის მობილურის ვერსიიდან. თუ უყურებთ ჩაშენებულ დამკვრელებზე, YouTube Smart TV აპში ან ტრანსლაციის საშუალებით, თქვენ არ გექნებათ ჯილდოების მიღების უფლება.
To check if the video is eligible, you can look at the videos’ Player Settings, where eligible videos will include an option for you to review your linked account state.
თუ იყენებთ Android-ს ან iOS-ს, დარწმუნდით, რომ იყენებთ YouTube-ის უახლეს ვერსიას

როგორ უნდა გავიგო, მოვიგე თუ არა რაიმე?

თქვენი მოგების შემდეგ, ჯილდოები გაცემული იქნება თქვენს პარტნიორის ანგარიშზე. ამ ჯილდოების გამოჩენას შესაძლოა ერთ დღემდე დრო დასჭირდეს. შეიტყვეთ მეტი უშუალოდ პარტნიორის ვებსაიტიდან.

ეს ფუნქცია მობილურ მოწყობილობაზე ხელმისაწვდომია?

ჯილდოები ხელმისაწვდომია კომპიუტერში, მობილურ აპში, ჩვენს ვებსაიტის მობილურ ვერსიაში m.youtube.com და ეკრანი ეკრანში ნახვის საშუალებით. თუ უყურებთ ჩაშენებულ დამკვრელებზე, თქვენ არ გექნებათ ჯილდოების მიღების უფლება.
ჩემი ანგარიშის დაკავშირებას ვერ ვახერხებ. რა უნდა გავაკეთო?
თავიდან, შეამოწმეთ, ხართ თუ არა სისტემაში შესული. შეიძლება დაგჭირდეთ თქვენს ბრაუზერში ამომხტარი ფანჯარების ჩართვა თქვენს ანგარიშებთან დასაკავშირებლად. თუ Safari-ში დაკავშირებას ვერ ახერხებთ, სცადეთ სხვა ბრაუზერის გამოყენება. 
შენიშვნა: თქვენ შეძლებთ მხოლოდ პირადი ანგარიშების და არა ბრენდის ანგარიშების დაკავშირებას. როდესაც დაკავშირებას ცდილობთ, დარწმუნდით, რომ შესული ხართ პირად ანგარიშში.
თუ ვიდეოს დაყენებულია სტატუსით: ბავშვებისთვის შექმნილი, ანგარიშის მიბმა მიუწვდომელი იქნება.

მე მივიღე შეტყობინება იმის შესახებ, რომ ჩემი ანგარიშები დაკავშირებულია, მაგრამ ისინი დაკავშირებული არ ჩანს. კვლავ შევესაბამები ჯილდოების მიღების მოთხოვნებს?

ზოგჯერ არსებობს შეფერხება თქვენი ანგარიშების დაკავშირების დროიდან მათ დაკავშირებულად გამოჩენის დრომდე.
ეწვიეთ ამ გვერდს, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენი ანგარიშები დაკავშირებულია. ამ გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ ყველა ის სერვისი, რომელთანაც თქვენი ანგარიში დაკავშირებულია. ასევე შეგიძლიათ ნებისმიერ სერვისთან ბმის გაუქმება.
თუ ეს გვერდი თქვენს ანგარიშებს დაკავშირებულად აჩვენებს, თქვენ შეესაბამებით ჯილდოების მიღების მოთხოვნებს.
თუ თქვენი ანგარიშები არ ჩანს დაკავშირებული, ასევე შეგიძლიათ სცადოთ ბმის გაუქმება და თქვენი ანგარიშების ხელახლა დაკავშირება.

მე ვცდილობ ჩემი ანგარიშების კავშირის გაწყვეტას, მაგრამ ისინი ისევ მოჩანს, როგორც დაკავშირებული. რატომ?

ზოგჯერ არსებობს შეფერხება თქვენი ანგარიშების დაკავშირების დროიდან მათ დაკავშირებულად გამოჩენის დრომდე.
ეწვიეთ ამ გვერდს, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენი ანგარიშების კავშირი გაწყვეტილია. თუ სერვისი ამ გვერდზე არ არის მითითებული, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ანგარიშები აღარ არის დაკავშირებული.

რა ტიპის ინფორმაციის გაზიარება ხდება Google-სა და ჩემს პარტნიორის ანგარიშს შორის, როდესაც ჩემს ანგარიშს ვაკავშირებ?

მას შემდეგ, რაც თქვენს ანგარიშს YouTube-თან დააკავშირებთ, YouTube-ს შეუძლია თქვენი ნახვის ინფორმაციის და გამოწერის სტატუსის გაზიარება, ხოლო პარტნიორს შეუძლია ანგარიშის ძირითადი ინფორმაციის Google-თან ან YouTube-თან გაზიარება. ამ ინფორმაციიდან შევიტყობთ, თუ რომელი ანგარიშები შეესაბამება ჯილდოს მიღების მოთხოვნებს.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
6882032613184917280
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false