თქვენი YouTube-ის კონტენტი და შეზღუდული რეჟიმი

შეზღუდული რეჟიმი არასავალდებულო პარამეტრია, რომელიც ხელმისაწვდომია 2010 წლიდან. მომხმარებელთა მცირე ჯგუფი, მაგალითად, ბიბლიოთეკები, სკოლები და საჯარო ინსტიტუციები, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ უფრო შეზღუდულ ჩვენებას YouTube-ზე, იყენებენ შეზღუდულ რეჟიმს.

შენიშვნა: შეზღუდული რეჟიმი ნაგულისხმევად გამორთულია მნახველებისთვის. შეიტყვეთ, როგორ ჩართოთ ან გამორთოთ შეზღუდული რეჟიმი.

რას აკეთებს შეზღუდული რეჟიმი?
შეზღუდული რეჟიმი შეიქმნა იმისთვის, რომ მნახველებს მათ მიერ ნანახი კონტენტის მართვის უფრო უკეთესი ბერკეტები მიანიჭოს. ეს რეჟიმი საგანგებოდ ზღუდავს YouTube-ის შესაძლებლობებს.
მნახველებს შეუძლიათ ჩართონ შეზღუდული რეჟიმი თავიანთი პერსონალური ანგარიშებისთვის. ინსტიტუციის სისტემის ადმინისტრატორს მისი ჩართვა ასევე შეუძლია კომპიუტერებზე ბიბლიოთეკებში, სკოლებსა და სხვა დაწესებულებებში. მნახველები, რომელთაც ჩართული აქვთ შეზღუდული რეჟიმი, ვერ დაინახავენ ვიდეოებზე კომენტარებს. 
რა პრინციპით მუშაობს შეზღუდული რეჟიმი?
როცა შეზღუდული რეჟიმი ჩართულია, ვიდეო, შესაძლოა, ორი მიზეზით იყოს მიუწვდომელი.
  • უპირველესად, ჩვენი ავტომატიზებული სისტემა ამოწმებს სიგნალებს, მაგალითად, ვიდეოს მეტამონაცემებს, სათაურსა და ვიდეოში გამოყენებულ ენას.
  • ზოგიერთი ვიდეო, შესაძლოა, მიუწვდომელი იყოს შეზღუდულ რეჟიმში, რადგან ადამიანმა მიმომხილველებმა მას ასაკობრივი შეზღუდვა დაუწესეს.
გვესმის, რომ ჩვენი ავტომატიზებული სისტემა ზოგჯერ შეცდომებს უშვებს, როცა ის აფასებს, რომელი ვიდეოებია ხელმისაწვდომი შეზღუდულ რეჟიმში. ყოველთვის მოუთმენლად ველით ჩვენი ავტომატიზებული სისტემების გაუმჯობესებას.
გამოჩნდება თუ არა ჩემი კონტენტი, თუ ჩემს მნახველებს ჩართული აქვთ შეზღუდული რეჟიმი?

ვიდეოებს, რომელთაც ზრდასრულთათვის განკუთვნილი კონტენტი აქვს, ვერ ნახავენ მნახველები, რომელთაც შეზღუდული რეჟიმი ჩართული აქვთ.

  • ნარკოტიკები და ალკოჰოლი: ვიდეოებში ნარკოტიკების გამოყენების ან ალკოჰოლის მოხმარების შესახებ საუბარი.
  • სექსუალური სიტუაციები: სექსის ან სექსუალური აქტივობის შესახებ მეტისმეტად დეტალური საუბარი ან მისი გამოსახვა. გარკვეული საგანმანათლებლო და გულახდილი კონტენტი სექსუალური განათლების, მიზიდულობის ან იდენტობის შესახებ, შესაძლოა, გამოჩნდეს შეზღუდულ რეჟიმში. კოცნა ან მიზიდულობა, რომლებიც მეტისმეტად სექსუალიზებული ან ვიდეოს ცენტრალური ობიექტი არ არის, ასევე, შესაძლოა, გამოჩნდეს შეზღუდულ რეჟიმში.
  • ძალადობა: ძალადობის ნატურალისტური ასახვა, ძალადობრივი ქმედებები, ბუნებრივი კატასტროფები და ტრაგედიები, ან ახალ ამბებში წარმოდგენილი ძალადობა.
  • ზრდასრულთათვის განსაზღვრული თემები: ვიდეოები, რომლებიც მოიცავს ინფორმაციას ტერორიზმთან, ომთან, დანაშაულთან და პოლიტიკურ კონფლიქტებთან დაკავშირებით, რომლებსაც მოჰყვება სიკვდილი ან სერიოზული დაზიანება. ასეთი ვიდეოები არ გამოჩნდება შეზღუდულ რეჟიმში, თუნდაც მათში ნაჩვენები არ იყოს ნატურალისტური კადრები.
  • უწმაწური და ზრდასრულთათვის განკუთვნილი ლექსიკა: უცენზურო ლექსიკა, უწმაწურობის ჩათვლით.
  • გამომწვევი და დამამცირებელი კონტენტი: ვიდეო კონტენტი, რომელიც გაუმართლებლად გამომწვევი ან დამამცირებელია ინდივიდის ან ჯგუფის მიმართ.
გვესმის, რომ არსებობს მნიშვნელოვანი კონტენტის დაკარგვის გარკვეული რისკი, როცა ამ წესებს კონტექსტის გარეშე ვიყენებთ. ჩვენ ვაფასებთ ამბებს, სადაც პიროვნებები საუბრობენ თავიანთი პროფესიული გამოცდილებით და სხვებს თავიანთ ემოციებს უზიარებენ. ამბების გაზიარება დისკრიმინაციის ობიექტად ქცევის გამოცდილების შესახებ, საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაზე საუბარი, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა და მისი დაძლევა YouTube-ს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ამგვარ ამბებზე შეზღუდულმა რეჟიმმა გავლენა არ მოახდინოს. მაგრამ იმისთვის, რომ თქვენი კონტენტი ამ რეჟიმში მოხვდეს, მან უნდა დაიცვას ზემოთ წარმოდგენილი მითითებები.
იგივეა თუ არა შეზღუდული რეჟიმი და ასაკის გადამოწმება ან ასაკობრივი შეზღუდვა?
არა. ვიდეოზე, რომელიც მიუწვდომელია შეზღუდულ რეჟიმში, აუცილებლად არ ვრცელდება ასაკობრივი შეზღუდვა.
ასაკის მიხედვით შეზღუდული კონტენტი, შესაძლოა, ყველა ტიპის აუდიტორიისთვის შესაფერისი არ იყოს. კონტენტი არ უნდა იყოს ხილული მომხმარებლებისთვის:
  • რომლებიც სისტემიდან გამოსული არიან
  • რომელთაც 18 წელი არ შესრულებიათ
  • რომელთაც ჩართული აქვთ შეზღუდული რეჟიმი
როგორ შევამოწმო, გაფილტრულია თუ არა ჩემი ვიდეოები YouTube-ის შეზღუდული რეჟიმით? 
შესამოწმებლად ჩართეთ შეზღუდული რეჟიმი. შემდეგ მოძებნეთ, გამოჩნდება თუ არა ვიდეო YouTube-ზე. ასევე, შეგიძლიათ პირდაპირ ვიდეოს URL-ზე გადახვიდეთ და ისე შეამოწმოთ, ხილულია თუ არა ის.
შენიშვნა: ზოგჯერ ვიდეოები მიუწვდომელია შეზღუდულ რეჟიმში, როცა ისინი პირველად იტვირთება, რადგან ჩვენმა სისტემამ უნდა მიმოიხილოს ისინი. მოითმინეთ გარკვეული დრო, სანამ შეამოწმებთ, ხელმისაწვდომია თუ არა თქვენი ვიდეო შეზღუდულ რეჟიმში.
იფილტრება თუ არა ჩემი ვიდეო შეზღუდულ რეჟიმში, თუ საზოგადოება მას არასათანადოდ თვლის?
ვიდეო ავტომატურად არ იფილტრება შეზღუდული რეჟიმიდან, როცა საზოგადოება მოხსენებას აგზავნის მის შესახებ.
ჩვენი გუნდი ამოწმებს ვიდეოებს, თუ რამდენად არღვევენ ისინი საზოგადოების წესდებას. ზოგიერთი ვიდეო არ არღვევს ჩვენს წესებს, მაგრამ შეიძლება არ იყოს შესაფერისი ყველა ტიპის აუდიტორიისთვის. ასეთ შემთხვევაში ჩვენმა მიმოხილვის გუნდმა, შესაძლოა, ასაკობრივი შეზღუდვა დააწესოს ვიდეოზე. ვიდეოები, რომელთაც დაწესებული აქვს ასაკობრივი შეზღუდვა, არ გამოჩნდება მომხმარებლებისთვის, რომელთაც ჩართული აქვთ შეზღუდული რეჟიმი.
ახდენს თუ არა შეზღუდული რეჟიმი გავლენას ჩემს ვიდეოებზე?
თქვენ მაინც შეძლებთ ვიდეოების მონეტიზაციას, თუნდაც ისინი მიუწვდომელი იყოს ჩართული შეზღუდული რეჟიმის პირობებში.
ჩემი ვიდეოები იფილტრება შეზღუდული რეჟიმით. როგორ შევაჩერო ამგვარი ფილტრაცია?
თუ დაარედაქტირებთ ვიდეოს, ჩვენმა სისტემამ, შესაძლოა, ისევ მიმოიხილოს ის. თუ ჩვენი მითითებების გაცნობის შემდეგ ისევ თვლით, რომ თქვენი ვიდეო უნდა გამოჩნდეს შეზღუდულ რეჟიმში, შეგვატყობინეთ გამოხმაურების მეშვეობით.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
11667778778092035868
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false