ხშირად დასმული კითხვები სამართლიანი გამოყენების შესახებ

სამართლიანი გამოყენება წარმოადგენს სამართლებრივ პრინციპს, რომელიც გულისხმობს, რომ გარკვეულ გარემოებებში, თქვენ შეგიძლიათ საავტორო უფლებებით დაცული მასალის გამოყენება საავტორო უფლებების მფლობელის თანხმობის გარეშე.

არ არსებობს რაიმე ჯადოსნური სიტყვები, რომელთა მითითებაც ავტომატურად იგულისხმებდა სამართლიან გამოყენებას. როდესაც თქვენ ვინმეს საავტორო უფლებებით დაცულ ნამუშევარს იყენებთ, არ არსებობს გარანტია იმისა, რომ დაცული ხართ სამართლიანი გამოყენების პირობებში.

სამართლიანი გამოყენება: საავტორო უფლებები YouTube-ზე

 

 

ძირითადი კითხვები სამართლიან გამოყენებასთან დაკავშირებით

როგორ მუშაობს სამართლიანი გამოყენება?
ამერიკის შეერთებულ შტატებში, იმისათვის, რომ გადაწყვიტოს, რამდენად ეხება საქმე სამართლიან გამოყენებას, მოსამართლე კონკრეტულ შემთხვევას გარკვეული პრინციპების ერთობლიობის საფუძველზე განიხილავს. განსხვავებულ ქვეყნებს/რეგიონებს განსხვავებული წესები აქვთ იმის შესახებ, თუ როდის არის დასაშვები მასალის გამოყენება საავტორო უფლებების მფლობელის ნებართვის გარეშე. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სამართლიან გამოყენებად შეიძლება ჩაითვალოს კომენტირებასთან, კრიტიკასთან, კვლევასთან, სწავლებასთან ან ახალი ამბების გაშუქებასთან დაკავშირებული საქმიანობა. ზოგ ქვეყანაში ვხვდებით მსგავს იდეას, სახელწოდებით „სამართლიანი გარიგება“, რომელიც შესაძლოა, განსხვავებულად მუშაობდეს.
რას გულისხმობს სამართლიანი გამოყენება?

1. გამოყენების მიზანი და ხასიათი, რაც მოიცავს იმას, თუ რას უკავშირდება ის, კომერციულ, თუ არამომგებიან საგანმანათლებლო მიზნებს

როგორც წესი, სასამართლოები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, არის თუ არა გამოყენება „ტრანსფორმაციული“, ანუ, ამატებს იგი ორიგინალს ახალ გამოხატულებას ან მნიშვნელობას, თუ უბრალოდ აკოპირებს მას. კომერციული გამოყენება, ნაკლებ სავარაუდოა, ჩაითვალოს სამართლიან გამოყენებად, თუმცა, ვიდეოს მონეტიზაცია სამართლიანი გამოყენების პრინციპის დაცვით შესაძლებელია.

2. საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრის ხასიათი

სავარაუდოა, რომ ფაქტებზე დაფუძნებული მასალის გამოყენება უფრო ჩაითვლება სამართლიან გამოყენებად, ვიდრე წმინდად მხატვრული ნამუშევრებისა.

3. საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრიდან გამოყენებული ნაწილის მოცულობისა და მისი არსებითობის პროპორცია მთელ ნაწარმოებთან მიმართებაში

ორიგინალი ნამუშევრიდან მცირე ფრაგმენტის სესხება უფრო ჩაითვლება სამართლიან გამოყენებად, ვიდრე დიდი ნაწილისა. თუმცა, თუ ეს ნაწილი ნამუშევრის არსს წარმოადგენს, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა, მცირე მოცულობის გამოყენებაც კი არ ჩაითვალოს სამართლიან გამოყენებად.

4. საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრის პოტენციურ ბაზარზე გამოყენების ეფექტი ან ღირებულება

ნაკლებად მოსალოდნელია, სამართლიანად ჩაითვალოს ისეთი გამოყენება, რომელიც საავტორო უფლებების მფლობელის საკუთარი ნამუშევრიდან შემოსავლის მიღების შეზღუდვას იწვევს. თუმცა, სასამართლოებს დაუშვიათ გამონაკლისები ამ ფაქტორის ჭრილში იმ შემთხვევებში, როდესაც საქმე პაროდიებს ეხებოდა.

როდის ვრცელდება სამართლიანი გამოყენების პრინციპი?
საავტორო უფლებების მფლობელის მითითება, პასუხისმგებლობის უარყოფის განცხადების გამოქვეყნება, როგორიცაა „კონტრაფაქციის განზრახვა არ გვაქვს“, ანდაც, ორიგინალი კონტენტის სხვის ნამუშევარზე დამატება, ავტომატურად არ გულისხმობს სამართლიან გამოყენებას. ნაკლებსავარაუდოა, სამართლიან გამოყენებად ჩაითვალოს ორიგინალი ნამუშევრის ჩანაცვლების მცდელობა, ნაცვლად მისი კომენტირების ან კრიტიკისა.
რა მიმართებაშია კონტენტის ID სამართლიან გამოყენებასთან?

თუ თქვენ ატვირთავთ ვიდეოს, რომელიც შეიცავს საავტორო უფლებებით დაცულ კონტენტს მისი მფლობელის ნებართვის გარეშე, შესაძლოა, მიიღოთ კონტენტის ID-ისთან დაკავშირებული პრეტენზია. სასარჩელო მოთხოვნა ხელს შეგიშლით ვიდეოს მონეტიზაციაში მაშინაც კი, თუ მხოლოდ რამდენიმე წამი გამოიყენეთ, მაგალითად, პოპულარული სიმღერების მოკლე ფრაგმენტები.

ავტომატიზებულ სისტემებს, როგორიცაა კონტენტის ID, არ შეუძლიათ სამართლიანი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, რადგან ეს სუბიექტური, ცალკეული გადაწყვეტილებაა, რომლის მიღებაც, მხოლოდ სასამართლოებს შეუძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას ან ვიშუამდგომლებთ საავტორო უფლებების დავების შემთხვევაში, სამართლიანი გამოყენების პრინციპი YouTube-ზე მაინც არსებობს. თუ თვლით, რომ თქვენი ვიდეო არ არღვევს სამართლიანი გამოყენების პრინციპს, შეგიძლიათ, დაიცვათ თქვენი პოზიცია კონტენტის ID-ის გასაჩივრების პროცესის მეშვეობით. ეს გადაწყვეტილება დაუფიქრებლად არ უნდა მიიღოთ. ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა დავის განხილვა დაგჭირდეთ სააპელაციო და DMCA საპასუხო უწყების პროცესის მეშვეობით.

თუ, თქვენც და მოსარჩელეც, ცდილობთ ვიდეოს მონეტიზაციას დავის პროცესის მიმდინარეობის პერიოდში, ვიდეოს მონეტიზაცია გაგრძელდება დავის დასრულებამდე. ამის შემდგომ, გამომუშავებულ თანხას შესაბამის მხარეს გადავუხდით.  

გასაჩივრების პროცესის მიღმა არსებული ვარიანტები, რომელთა გამოყენებაც შეგიძლიათ დავების გადაჭრისათვის

კონტენტის ID-ისთან დაკავშირებულ პრეტენზიებთან გამკლავების უმარტივესი გზა მათი თავიდან აცილებაა. ნუ გამოიყენებთ საავტორო უფლებებით დაცულ მასალას, თუ ეს თქვენი ვიდეოსთვის აუცილებლობას არ წარმოადგენს. ეწვიეთ YouTube-ის აუდიო ბიბლიოთეკას ისეთი მუსიკის მოსაძიებლად, რომელიც უფასოდ შეგიძლიათ, გამოიყენოთ თქვენს ვიდეოებში. თუ თქვენ გადაწყვეტთ მუსიკის გამოყენებას როიალტისგან თავისუფალი ან ლიცენზირებული საიტებიდან, დარწმუნდით, რომ ყურადღებით წაიკითხეთ მომსახურების პირობები. ამ სერვისებიდან ზოგი შესაძლოა, არ გაძლევდეთ უფლებას, გამოიყენოთ მუსიკა YouTube-ზე მონეტიზაციისათვის, შესაბამისად, შესაძლოა, მაინც მოგიწიოთ კონტენტის ID-სთან დაკავშირებულ პრეტენზიასთან შეხება.

თუ მიიღეთ კონტენტის ID-სთან დაკავშირებული პრეტენზია ისეთი მუსიკის გამოყენებისთვის, რომელიც არ არის თქვენი ვიდეოსათვის არსებითი, სცადეთ მისი ამოშლა ან ჩანაცვლება  საავტორო უფლებების თვალსაზრისით უსაფრთხო ჩანაწერით, რომელიც განთავსებულია აუდიო ბიბლიოთეკაში. ასევე, ყოველთვის შეგიძლიათ ახალ URL-ზე ატვირთოთ ვიდეოს სრულიად ახალი, რედაქტირებული ვერსია, გასაჩივრებული კონტენტის გარეშე.

ჩაითვლება თუ არა კონტენტის გამოყენება სამართლიანად, თუ...

მივუთითე საავტორო უფლებების მფლობელი?

სამართლიანი გამოყენების პრინციპის გავრცელებისთვის მნიშვნელოვანია ტრანსფორმაციულობა. საავტორო უფლებების მფლობელის მითითება თავისთავად არ გულისხმობს, ნამუშევრის არატრანსფორმაციული ასლის გამოყენება ჩაითვლება სამართლიანად. ფრაზები, როგორიცაა „ყველა უფლება დაცულია“ და „მე არ ვარ ავტორი“ ავტომატურად არ ნიშნავს, რომ თქვენ ამ მასალას სამართლიანი გამოყენების ფარგლებში აქცევთ. ეს ასევე არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ საავტორო უფლებების მფლობელის ნებართვა გაქვთ.

ვიდეოზე გამოქვეყნებული მქონდა პასუხისმგებლობის უარყოფის განაცხადი?
არ არსებობს რაიმე ჯადოსნური სიტყვები, რომლებიც ავტომატურად ჩაითვლება სამართლიან გამოყენებად, როდესაც სარგებლობთ სხვისი საავტორო უფლებების მქონე ნამუშევრით. მათ შორის, ფრაზა „არ გვაქვს კონტრაფაქციის განზრახვა“ ავტომატურად ვერ დაგიცათ საავტორო უფლებების დარღვევის სარჩელისაგან.
კონტენტს ვიყენებ „გართობის“ ან „არაკომერციული“ მიზნით?

სასამართლოები ყურადღებით განიხილავენ თქვენ მიერ კონტენტის გამოყენების მიზანს იმის შესაფასებლად, არის თუ არა ეს სამართლიანი. თუ ატვირთულ მასალასთან ერთად მიუთითებთ, რომ კონტენტი განკუთვნილია „მხოლოდ გართობის მიზნებისთვის“, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამართლიანი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ეს ფაქტორი აუცილებლად გადაწონის თქვენს სასარგებლოდ. ანალოგიურად, „არამომგებიან“ სარგებლობას კი ენიჭება უპირატესობა სამართლიანი გამოყენების ანალიზისას, თუმცა ეს, თავისთავად, არ ნიშნავს დაცვას.

საავტორო უფლებებით დაცულ ორიგინალ ნამუშევარს საკუთარი შექმნილი მასალა დავამატე?
მაშინაც კი, თუ რაღაც დაამატეთ სხვის კონტენტს, თქვენი ქმედება, შესაძლოა, არ ჩაითვალოს სამართლიან გამოყენებად. თუ თქვენი ნამუშევარი ორიგინალს არ ამატებს ახალ გამოხატულებას, მნიშვნელობას ან გზავნილს, ალბათ, ეს სამართლიანი გამოყენება არ არის. აქ განხილული ყველა შემთხვევის მსგავსად, სამართლიანი გამოყენების დასადგენად, სასამართლოები მხედველობაში მიიღებენ ოთხივე ფაქტორს, მათ შორის, ორიგინალი ნამუშევრიდან გამოყენებული ნაწილის მოცულობას.
ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ ვიმყოფები?
მიუხედავად იმისა, რომ წესები საავტორო უფლებების გამონაკლისების შესახებ მსოფლიოს მასშტაბით, ხშირ შემთხვევაში, ერთმანეთს ჰგავს, ისინი შესაძლოა, განსხვავდებოდნენ კიდეც. სხვადასხვა ქვეყნებსა და რეგიონებში შეიძლება, შევხვდეთ სხვადასხვა წესებს იმის შესახებ, თუ როდის არის დასაშვები საავტორო უფლებებით დაცული მასალის გამოყენება მისი მფლობელის ნებართვის გარეშე.
სასამართლოები სამართლიანი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებენ თითოეული შემთხვევის ირგვლივ არსებული ფაქტებიდან გამომდინარე. სანამ ატვირთავთ ვიდეოებს, რომლებიც საავტორო უფლებებით დაცულ მასალას მოიცავენ, უმჯობესია, სამართლებრივი კონსულტაცია გაიაროთ შესაბამის ექსპერტთან.

მეტი ინფორმაცია

თუ გსურთ, მეტი შეიტყოთ სამართლიანი გამოყენების შესახებ, ონლაინ უამრავი რესურსია ხელმისაწვდომი. ქვემოთ მოცემული საიტები მხოლოდ და მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებს ემსახურება და არ არის რეკომენდებული YouTube-ის მიერ:

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
600509652705437709
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false