სავაჭრო ნიშანი

სავაჭრო ნიშანი წარმოადგენს სიტყვას, სიმბოლოს ან მათ კომბინაციას, რომელიც გამოიყენება პროდუქტის წყაროს იდენტიფიცირებისთვის და მას განასხვავებს სხვა პროდუქტებისგან. სავაჭრო ნიშნის მიღება შეუძლია კომპანიას ან სხვა სუბიექტს სამართლებრივი პროცესის შედეგად. სავაჭრო ნიშნის მიღების შემდეგ, მფლობელს ენიჭება ექსკლუზიური უფლება სავაჭრო ნიშნით აღნიშნული საქონლის გამოყენებაზე.

სავაჭრო ნიშანთან დაკავშირებული კონტრაფაქცია გულისხმობს სავაჭრო ნიშნის არასწორ ან არაავტორიზებულ გამოყენებას, რაც, სავარაუდოდ, ამ პროდუქტის წყაროსთან დაკავშირებით დაბნეულობას იწვევს. YouTube-ის წესებით აკრძალულია ვიდეოები და არხები, რომლებიც არღვევს სავაჭრო ნიშნების უფლებებს. თუ თქვენს კონტენტში გამოყენებულია სხვა სუბიექტის სავაჭრო ნიშნები ისე, რომ ეს დაბნეულობას იწვევს, თქვენი ვიდეო შეიძლება დაიბლოკოს. თქვენს არხს კი, შესაძლოა, მოქმედება შეუჩერდეს.

თუ ფიქრობთ, რომ ადგილი აქვს თქვენი სავაჭრო ნიშნის კონტრაფაქციას, გაითვალისწინეთ, რომ YouTube არ იშუამავლებს თქვენსა და სავაჭრო ნიშნის მფლობელს შორის წარმოებულ დავებში. სწორედ ამიტომ, დაჟინებით ვურჩევთ სავაჭრო ნიშნის მფლობელებს, უშუალოდ იმ შემქმნელებს ესაუბრონ, რომელთაც გამოაქვეყნეს განსახილველი კონტენტი. ამტვირთავთან დაკავშირებამ შეიძლება პრობლემა უფრო სწრაფად აღმოფხვრას, რაც ყველას ინტერესს წარმოადგენს. ზოგიერთ შემქმნელს მითითებული აქვს მასთან დაკავშირების გზები თავის არხზე.

თუ ანგარიშის აღნიშნულ მფლობელთან ვერ მოაგვარეთ საკითხი, გაგზავნეთ საჩივარი სავაჭრო ნიშნის უკანონო გამოყენების შესახებ შესაბამისი ფორმის მეშვეობით. 

სავაჭრო ნიშნის უკანონო გამოყენების შესახებ საჩივრის გაგზავნა

YouTube სურვილს გამოთქვამს, გონივრული საფუძვლის მქონე საჩივრებზე შეზღუდული მიმოხილვა ჩაატაროს და აშკარად კონტრაფაქციული კონტენტი წაშალოს. დავების გადაწყვეტის მიზნით, YouTube სავაჭრო ნიშნის უკანონო გამოყენების შესახებ ყველა საჩივარს გადაუგზავნის ამტვირთავს, სანამ თავად რამე ზომებს მიიღებს. ამგვარად ამტვირთავს საშუალება ექნება, სავაჭრო ნიშანთან დაკავშირებით ზომები მიიღოს. 

ჩვენ მივიღებთ ფორმის გარეშეელფოსტით, ფაქსითა და ფოსტით გამოგზავნილ საჩივრებს სავაჭრო ნიშნის უკანონო გამოყენების შესახებ.

თუ თქვენი საჩივარი დაკავშირებულია ყალბი საქონლის გაყიდვასთან ან რეკლამირებასთან, გამოგზავნეთ გაყალბების საჩივარი.

თუ თქვენი საჩივარი დაკავშირებული საავტორო უფლებებით დაცულ ნამუშევართან (მაგ., სიმღერა, ფილმი ან წიგნი), წარმოადგინეთ საავტორო უფლებების დარღვევის საჩივარი.

 

 

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
14285758283682614832
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false