გაათავისუფლეთ არხები კონტენტის ID-სთან დაკავშირებული პრეტენზიებისგან

These features are only available to partners who use YouTube Studio Content Manager.
როდესაც ჩართავთ კონტენტის ID შესატყვისს ფუნქციას, YouTube ავტომატურად აგენერირებს სასარჩელო მოთხოვნას სხვა მომხმარებილის მიერ ატვირთულ კონტენტზე, რომელიც ემთხვევას'თქვენი საინფორმაციო ფაილებს (ნაწილს).

ზოგიერთ სიტუაციაში შეიძლება დაგჭირდეთ თავიდან აიცილოთ კონტენტის ID-ის პრეტენზია გარკვეული YouTube არხების მიერ ატვირთული ვიდეოების შესახებ. მაგალითად, კინოსტუდიას შეიძლება არ სურდეს ვიდეოს მოთხოვნა არხისგან, რომელიც განიხილავს და ავრცელებს მის ფილმებს. თქვენ შეგიძლიათ გაათავისუფლოთ არხები კონტენტის ID-სთან დაკავშირებული პრეტენზიისგან დაშვებულთა სიაში მათი დამატებით.

შენიშვნები
  • იმის გამო, რომ კონტენტის ID არ ასაჩივრებს ვიდეოებს თქვენი კონტენტის მენეჯერზე მიბმული არხებიდან, თქვენ არ შეგიძლიათ ამ არხების დამატება თქვენს დაშვებულთა სიაში.
  • ინდივიდუალური აქტივები ვერ დაემატება თქვენს დაშვებულთა სიას, მხოლოდ არხების დამატებაა შესაძლებელი.

დაამატეთ არხები თქვენს დაშვებულთა სიას

თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ერთი ან მეტი არხი თქვენს დაშვებულთა სიაში, რათა გაათავისუფლოთ ისინი კონტენტის ID-სთან დაკავშირებული პრეტენზიებისგან. თქვენს დაშვებულთა სიაში არხების დასამატებლად:

  1. შედით Studio-ს კონტენტის მენეჯერში.
  2. მარცხენა მენიუდან აარჩიეთ დაშვებულთა სია .
  3. მარჯვენა ზედა კუთხესი დააწკაპუნეთ არხების დამატება.
  4. შეიყვანეთ არხის ID ან URL. არხის ID არის 24-სიმბოლოიანი ასო-ციფრული სტრიქონი, რომელიც „UC“-ით იწყება არხის URL-ში.
    • ერთზე მეტი არხის ერთდროულად დასამატებლად, ჩასვით მძიმით გამოყოფილი არხების ID-ების სია ტექსტურ ველში.
  5. დააწკაპუნეთ დამატება-ზე.

მას შემდეგ, რაც თქვენს დაშვებულთა სიაში არხებს დაამატებთ, კონტენტის ID არ გაასაჩივრებს ამ არხებზე ატვირთულ ვიდეოებს შემდგომში. მაგრამ, ნებისმიერი არსებული პრეტენზია, რომელიც წარდგენილია თქვენს დაშვებულთა სიაში მათ დამატებამდე, ავტომატურად არ გათავისუფლდება. შეიტყვეთ მეტი თუ როგორ გაასუფთავოთ საჩივრები.

თუ ერთზე მეტი პარტნიორი ფლობს აქტივს, თითოეულმა პარტნიორმა უნდა დაამატოს არხი თავის დაშვებულთა სიაში, რათა თავიდან აიცილოს საჩივრები ამ აქტივის მიმართ.

ტქვენი დაშვებულთა სიიდან არხის ამოშლა

არხების თქვენი დაშვებულთა სიიდან ამოშლა ნიშნავს, რომ კონტენტის ID აღარ გაათავისუფლებს არხებს საჩივებისგან. თუ ეს არხებზეი აიტვირთება ვიდეოები, რომლებიც ემთხვევა თქვენს საინფორმაციო ფაილებს და არხები აღარ არის თქვენს დასვებულთა სიაში, მაშინ კონტენტის ID წარადგენს საჩივრებს. თქვენი დაშვებულთა სიიდან არხის წასაშლელად:

  1. შედით Studio-ს კონტენტის მენეჯერში.
  2. მარცხენა მინიუდან აარჩიეთ დაშვებულთა სია .
  3. დააწკაპუნეთ ფილტრის პანელზე and then არხის ID ან არხის სახელი.
  4. ჩასვით არხების ID-ების ან არხების სახელების მძიმით გამოყოფილი სია and then მიღება.
  5. დააწკაპუნეთ მოსანიშნ ველებზე იმ არხების გვერდით, რომელთა ამოშლაც გსურთ თქვენი დაშვებულთა სიიდან.
    • ყველა არხის ასარჩევად დააწკაპუნეთ მოსანიშნი ველზე ძიების შედეგების სიის ზემოთ and then აირჩიე ყველა.
  6. ყველაზე ზევით მდებარე ბანერზე დააწკაპუნეთ ამოშლა.
შენიშვნა: თქვენი დაშვებულთა სიიდან ამოშლით არხი არ წაიშლება YouTube-დან.

თქვენს დაშვებულთა სიაში არხების შესახებ ინფორმაციის ექსპორტი.

შეგიძლიათ მიიღოთ მეტი ინფორმაცია არხების შესახებ თქვენს დაშებულთა სიაში, როგორიცაა არხის ID, არხის სახელი და არხის გათავისუფლების თარიღი. ამ ინფორმაციის გადასატანად:

  1. შედით Studio-ს კონტენტის მენეჯერში.
  2. მარცხენა მინიუდან აარჩიეთ დაშვებულთა სია .
  3. დააწკაპუნეთ მოსანიშნი ველებზე იმ არხების გვერდით, რომელთა შესახებაც გსურთ ინფორმაციის ექსპორტი.
  4. ზევით მდებარე ბანერზე დააწკაპუნეთ ექსპორტი  და აირჩიეთმძიმით-გამოყოფილი მნიშვნელობები (.csv) ან Google Sheets (ახალი ჩანართი). დაიწყება ფაილის დამუშავება.
  5. როდესაც დამთავრდება ფაილის დამუშავება:
    • csv ფაილისვის დააწკაპუნეთჩამოტვირთვა ზედა ბანერიდან.
    • Google Sheets-ის ფაილისთვის: დაწკაპუნებით აირჩიეთ Sheets-ის გახსნა ახალ ფანჯარაში ზედა ბანერიდან.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
9230158834926796727
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false