დასაკრავი სიების შექმნა და მართვა

დასაკრავი სია ვიდეოების ნაკრებია. ყველას შეუძლია დასაკრავი სიის შექმნა და გაზიარება, ხოლო მეგობრებს შეუძლიათ, თქვენს დასაკრავ სიაში ვიდეოების დამატება.

გადადით ჩემი გვერდის ჩანართში, რათა ნახოთ თქვენი ყველა დასაკრავი სია. დასაკრავი სიების მართვა შეგიძლიათ YouTube Studio-შიც.

თუ ვიდეო ან არხი არის „ბავშვებისთვის შექმნილი“ და მთავარ გვერდზე ხართ, მას დასაკრავ სიაში ვერ დაამატებთ. თუმცა დასაკრავ სიაში შეგიძლიათ კონტენტის დამატება ძიების შედეგებიდან.

How to create and edit playlists in the YouTube app

გამოიწერეთ YouTube მნახველების არხი უახლესი ამბების, განახლებებისა და მინიშნებების მისაღებად.

თქვენი დასაკრავი სიის საპოვნელად გადადით სახელმძღვანელოში  და დაწკაპუნებით აირჩიეთ ჩემი გვერდი.

დასაკრავი სიის შექმნა მოკლე ვიდეოდან

ვიდეოდან დასაკრავი სიის შესაქმნელად:

  1. გადადით იმ ვიდეოს ყურების გვერდზე, რომლის დამატებაც გსურთ თქვენს დასაკრავ სიაში.
  2. დაწკაპუნებით აირჩიეთ მეტი and then  შენახვა and then ახალი დასაკრავი სიის შექმნა and then შეიყვანეთ დასაკრავის სიის სახელი.
  3. გამოიყენეთ ველი თქვენი დასაკრავი სიის კონფიდენციალურობის პარამეტრების ასარჩევად. პირად დასაკრავ სიას მხოლოდ თქვენ ნახავთ.
  4. დაწკაპუნებით აირჩიეთ შექმნა.

მოკლე ვიდეოსგან დასაკრავი სიის შესაქმნელად:

  1. გადადით იმ მოკლე ვიდეოს ყურების გვერდზე, რომლის დამატებაც გსურთ თქვენს დასაკრავ სიაში.
  2. დაწკაპუნებით აირჩიეთ მეტი ''and then  შენახვა and then ახალი დასაკრავი სიის შექმნა and then შეიყვანეთ დასაკრავის სიის სახელი.
  3. გამოიყენეთ ველი თქვენი დასაკრავი სიის კონფიდენციალურობის პარამეტრების ასარჩევად. პირად დასაკრავ სიას მხოლოდ თქვენ ნახავთ.
  4. დაწკაპუნებით აირჩიეთ შექმნა.

დასაკრავი სიის მართვა

დასაკრავ სიაში კონტენტის შენახვა

  1. გადადით იმ ვიდეოს ან მოკლე ვიდეოს ყურების გვერდზე, რომლის დამატებაც გსურთ თქვენს დასაკრავ სიაში.
  2. დაწკაპუნებით აირჩიეთ მეტი and then შენახვა and then აირჩიეთ, მაგალითად, მოგვიანებით საყურებელი ვიდეოების ან შექმნილი სხვა დასაკრავი სია.
  3. ქვემოთ, თქვენს ეკრანზე, გამოჩნდება შეტყობინება იმის დასტურად, თუ რომელიც დასაკრავ სიას დაემატა ვიდეო.

დასაკრავი სიის რედაქტირება

  1.  სახელმძღვანელოში აირჩიეთ დასაკრავი სია, რომლის რედაქტირებაც გსურთ.
  2. დაწკაპუნებით აირჩიეთ რედაქტირება  იმ სექციასთან, რომლის რედაქტირებაც გსურთ.

დასაკრავი სიის გაფილტვრა ვიდეოს ტიპის მიხედვით

  1. სახელმძღვანელოში აირჩიეთ დასაკრავი სია, რომლის რედაქტირებაც გსურთ.
  2. აირჩიეთ ჩიპი კონტენტის ტიპისთვის, რომლის გაფილტვრაც გსურთ:
    1. ყველა: აჩვენებს თქვენს დასაკრავ სიაში შენახულ ყველა კონტენტს.
    2. მოკლე ვიდეოები: აჩვენებს თქვენს დასაკრავ სიაში შენახულ მოკლე ვიდეოებს. ეს ფუნქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ კომპიუტერზე. 
    3. ვიდეოები: აჩვენებს თქვენს დასაკრავ სიაში შენახულ ვიდეოებს.

დასაკრავ სიაში ვიდეოების მიმდევრობის შეცვლა

  • ვიდეოების მიმდევრობის შესაცვლელად: გახსენით დასაკრავი სია and then გადაათრიეთ ვიდეო დასაკრავ სიაში ზემოთ ან ქვემოთ.
  • ვიდეოების მიმდევრობის დროებით შესაცვლელად: ყურების გვერდზე დასაკრავი სიის პანელში გადაათრიეთ ვიდეო ზემოთ ან ქვემოთ.

შენიშვნა: აღნიშნული ფუნქცია მიუწვდომელია დასაკრავი სიებისთვის, რომლებიც მხოლოდ YouTube მოკლე ვიდეოებს შეიცავს. 

 

დასაკრავი სიის წაშლა

  1. გადადით რომელიმე დასაკრავ სიაზე.
  2. დაწკაპუნებით აირჩიეთ მეტი ''.
  3. აირჩიეთ დასაკრავი სიის წაშლა .
  4. წაშლის არჩევით დაადასტურეთ, რომ გსურთ დასაკრავი სიის წაშლა.
შენიშვნა: თქვენი ძველი დასაკრავი სია შეიძლება შენახული დარჩეს მნახველების ნახვის ისტორიაში.

დასაკრავი სიის ამოშლის შემდეგ მისი URL-ისა და სახელის YouTube ანალიტიკაში ნახვა და მოძიება შეუძლებელი გახდება. დასაკრავ სიასთან დაკავშირებული მონაცემები, მაგალითად, ყურების დრო, კვლავ შენარჩუნდება ზოგად ანგარიშებში, მაგრამ აღარ მიეკუთვნება წაშლილ დასაკრავ სიას.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
6638070489652750405
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false