ყალბ ჩართულობასთან დაკავშირებული წესები

ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია ჩვენი შემქმნელების, მნახველებისა და პარტნიორების უსაფრთხოება. მივესალმებით და ვაფასებთ თქვენს ყველა ინიციატივას დაიცვათ ჩვენი უნიკალური და მრავალფეროვანი საზოგადოება. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, რომ თითოეული მომხმარებელი კარგად იცნობდეს ჩვენს საზოგადოების წესდებას და მის მნიშვნელობას YouTube-ის უსაფრთხოების შენარჩუნებაში. თხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ წესებს. ჩვენი წესდების სრული სიის სანახავად, შეამოწმეთ ეს გვერდი.

YouTube კრძალავს ყველაფერს, რაც დაკავშირებულია ნახვების, მოწონებების, კომენტარებისა თუ სხვა მეტრიკების რიცხვის ხელოვნურად გაზრდასთან როგორც ავტომატური სისტემების საშუალებით, ისე ვიდეოს მიმნდობი მნახველებისთვის განთავსებით. ასევე, კონტენტი, რომელიც მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ მნახველების ჩართულობა (ნახვები, მოწონებები, კომენტარები და ა.შ.) წაახალისოს, აკრძალულია.

იმ კონტენტისა და არხების მოქმედება, რომლებიც არ იცავს ამ წესებს, შეიძლება შეწყდეს და ისინი შეიძლება ამოიშალოს YouTube-იდან.

მნიშვნელოვანი:  თუ ვინმეს დაიქირავებთ თქვენი არხის დასაწინაურებლად, მისმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს არხზე. ნებისმიერი იმ მეთოდის გამო, რომელიც არღვევს ჩვენს წესებს, შეიძლება ამოიშალოს კონტენტი ან წაიშალოს არხი მიუხედავად იმისა, თქვენ იმოქმედეთ თუ თქვენმა დაქირავებულმა.

ჩვენ ჩართულობას ლეგიტიმურად მივიჩნევთ, როცა ადამიანი მომხმარებლის მთავარი მიზანი არის, ავთენტური ინტერაქცია ჰქონდეს კონტენტთან. ჩვენ ჩართულობას არალეგიტიმურად მივიჩნევთ, როცა, მაგალითად, ის შედეგია იძულების ან თაღლითობის ან, როცა ჩართულობის ერთადერთი მიზანი ფინანსური მოგებაა.  

თუ აღმოაჩენთ კონტენტს, რომელიც არღვევს ამ წესებს, შეგვატყობინეთ. ჩვენი საზოგადოების წესდების დარღვევის შესახებ მოხსენების ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ აქ. თუ აღმოაჩინეთ რამდენიმე ვიდეო ან კომენტარი და გსურთ მათ შესახებ მოხსენების წარდგენა, შეგიძლიათ, გააგზავნოთ მოხსენება არხის შესახებ.

რას ნიშნავს ეს წესები თქვენთვის

თუ აქვეყნებთ კონტენტს

არ გამოაქვეყნოთ კონტენტი YouTube-ზე, თუ ის შეესაბამება რომელიმე ქვემოთ მოცემულ აღწერილობას:

  • აკავშირებს ან არეკლამებს მესამე მხარის სერვისებს, რომლებიც ხელოვნურად ზრდის მეტრიკებს, მათ შორის, ნახვებს, მოწონებებსა და გამომწერებს.
  • კონტენტი, რომელიც აკავშირებს ან არეკლამებს მესამე მხარის ნახვების რაოდენობის ან გამომწერთან დაკავშირებული ვიდეო თამაშების ვებსაიტებს ან სერვისებს.
  • სთავაზობს სხვა შემქმნელის არხის გამოწერას მხოლოდ მას შემდეგ, რაც თქვენს არხს გამოიწერს („გამოწერა გამოწერის სანაცვლოდ“)
    • შენიშვნა: დაშვებულია მნახველების წახალისება, რომ გამოიწერონ, დააჭირონ მოწონების ღილაკს, გააზიარონ ან დატოვონ კომენტარი
  • კონტენტი, რომელიც აჩვენებს შემქმნელს, რომელიც ყიდულობს ნახვებს მესამე მხარისგან ამ სერვისების რეკლამირების მიზნით

ეს წესები ვრცელდება ვიდეოებზე, ვიდეოების აღწერილობებზე, კომენტარებზე, პირდაპირ სტრიმინგებსა და ნებისმიერ სხვა YouTube პროდუქტზე ან ფუნქციაზე. გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის სრული სია.

როგორ იზომება ჩართულობა

გამომწერების რიცხვი შემდეგ ადგილებში განახლდება რეალურ დროში:

  • თქვენი არხის მთავარი გვერდი
  • ანგარიშების გადამრთველი
  • ვიდეოს ყურების გვერდი
  • მესამე მხარის საიტები და აპები, რომლებიც გამოიყენებს YouTube Data API-ს

გამომწერების რაოდენობა YouTube ანალიტიკაში შესაძლოა განსხვავდებოდეს YouTube არხში ნაჩვენებისგან. რიცხვი YouTube ანალიტიკაში, დაახლოებით, 48 საათით უკანაა. დაყოვნება საშუალებას გვაძლევს, ჩავატაროთ დამატებითი დადასტურება და სპამ შემოწმებები, რომ რიცხვები იყოს ზუსტი.

გვერდის ტრაფიკი, თუ აღმოჩნდება, რომ ხელოვნურია, არ ჩაითვლება YouTube-ზე და ამის გამო შეიძლება მიიღოთ გაფრთხილებები თქვენს ანგარიშზე. თუ ანგარიშები და გამომწერები, რომელთა მოქმედებაც შეჩერებულია, მიჩნეული იქნება სპამად, არ ჩაითვლება თქვენი გამომწერებისა და ნახვების სრულ რაოდენობაში. ისინი არ არიან აქტიური მნახველები, ასე რომ, მათმა ამოშლამ არ უნდა იქონიოს გავლენა თქვენს ნახვებსა და ყურების დროზე.

თუ თქვენი ვიდეო ამოიშალა, ნახვების რიცხვთან დაკავშირებული ვიდეო თამაშების გამო, შეამოწმეთ ეს გვერდი დახმარების ცენტრში, რომ შეიტყოთ მეტი.

მაგალითები

YouTube-ზე აკრძალული კონტენტის ზოგიერთი მაგალითი:

  • ვიდეო რეკომენდაცია, რომელშიც შემქმნელი აჩვენებს საკუთარ თავს მესამე მხარისგან გვერდის ხელოვნური ტრაფიკის წარმატებით შესყიდვისას
  • ვიდეო, რომელშიც შემქმნელი აკავშირებს გვერდის ხელოვნური ტრაფიკის პროვაიდერ მესამე მხარესთან სარეკლამო ან მხარდამჭერ კონტექსტში. მაგალითად, „1 მილიონი გამომწერი მივიღე ამ ვიდეოზე ერთ დღეში და შენც შეგიძლია ეს!“
  • ვიდეო, რომელიც ცდილობს დააძალოს მნახველებს ან მოატყუოს ისინი სხვა ვიდეოს ყურებასთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვანი საშუალებებით (მაგალითად, შეცდომაში შემყვანი ლეიბლით მონიშნული საინფორმაციო ბარათი)
  • არხები, რომლებიც ორიენტირებულია არხის ხელოვნური ჩართულობის ტრაფიკზე ან არეკლამებს ბიზნესებს, რომელიც მხოლოდ ამ მიზნით არსებობს

გახსოვდეთ, ეს მხოლოდ მაგალითებია და არ გამოაქვეყნოთ კონტენტი, თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება ამ წესებს არღვევდეს.

რა ხდება, თუ კონტენტი არღვევს ამ წესებს

თუ თქვენი კონტენტი წინამდებარე წესებს ეწინააღმდეგება, კონტენტს ამოვშლით და ამის შესახებ ელფოსტით შეგატყობინებთ. თუ ვერ დავადასტურებთ, რომ თქვენ მიერ გამოქვეყნებული ბმული უსაფრთხოა, შეიძლება ამოვშალოთ ბმული. გაითვალისწინეთ, რომ ვიდეოსთან ერთად ან ვიდეოს მეტამონაცემებში გამოქვეყნებული URL-ები, რომლებიც წესებს არღვევს, შეიძლება ვიდეოს ამოშლის მიზეზი გახდეს.

თუ ეს საზოგადოების წესდების პირველი დარღვევაა, თქვენ, სავარაუდოდ, მიიღებთ შენიშვნას და თქვენს არხს ჯარიმა არ დაეკისრება. თუ გაივლით ტრენინგს წესების შესახებ, თქვენს შენიშვნას ვადა 90 დღის გასვლის შემდეგ ამოეწურება. თუმცა, თუ 90 დღის განმავლობაში განმეორებით დაარღვევთ წესებს, შენიშვნას ვადა არ ამოეწურება და თქვენი არხი გაფრთხილებას მიიღებს. ტრენინგის დასრულების შემდეგ დარღვეული სხვა წესი ცალკე შენიშვნას იღებს.

თუ 90 დღის განმავლობაში 3 გაფრთხილება დაგიგროვდათ, თქვენი არხი შეწყვეტს მოქმედებას. შეიტყვეთ მეტი ჩვენი გაფრთხილებების სისტემის შესახებ.

საზოგადოების წესდებისა და მომსახურების პირობების განმეორებითი დარღვევის გამო, უფლება გვაქვს თქვენს არხს ან ანგარიშს მოქმედება შევუწყვიტოთ. ასევე, უფლებას ვიტოვებთ თქვენს არხს ან ანგარიშს მოქმედება შევუწყვიტოთ მხოლოდ ერთი დარღვევის გამო, თუ ეს დარღვევა მძიმეა ან როცა არხი არღვევს დებულებას. განმეორებით დამრღვევებს შეიძლება შეეზღუდოთ მონაწილეობის მიღება წესების შესახებ მომავალ ტრენინგებში. შეიტყვეთ მეტი არხისა და ანგარიშის მოქმედების შეწყვეტის შესახებ.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
3321875268999193495
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false